დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6806-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 14/07/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/07/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 040170280.05.001.019976 |
|
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი, მუხ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ეს კანონი აწესრიგებს ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებასა და მიმოქცევასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საფონდო ბირჟების, ცენტრალური დეპოზიტარების, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიებისა და ბროკერების საქმიანობის წესებსა და პასუხისმგებლობას, აგრეთვე დამატებით მოთხოვნებს იმ საწარმოთა საქმიანობის წესისა და პასუხისმგებლობის მიმართ, რომელთა ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება და გაყიდვაც ხორციელდება.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. ამ კანონით არ განისაზღვრება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდების ერთეულების ემისიისა და საინვესტიციო ფონდების ან/და მათი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიების მიერ აღნიშნული საინვესტიციო ფონდების ერთეულების საჯარო შეთავაზების წესები. ეს წესები დგინდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით.“. 2. მე-2 მუხლის: ა) 36-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „36. საჯარო ფასიანი ქაღალდები – იმ კლასის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც განთავსდა საჯარო შეთავაზების საფუძველზე (მათ შორის, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად) ან/და დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე.“; ბ) 54-ე და 55-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „54. ფინანსური ინსტიტუტი – იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაა ფინანსური მომსახურების განხორციელება და რომელიც მოქმედებს კომერციული ბანკის, სადაზღვევო ორგანიზაციის, გადამზღვეველი კომპანიის, საინვესტიციო ბანკის, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, საბროკერო კომპანიის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, საკრედიტო კავშირის, საინვესტიციო ფონდის, აქტივების მმართველი კომპანიის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის სახით. საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია გააფართოოს და განმარტოს ფინანსური ინსტიტუტების ჩამონათვალი. 55. საინვესტიციო ფონდი – „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საინვესტიციო ფონდი.“; გ) 56-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) 59-ე და მე-60 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 3. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. 91 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება კომერციულ ბანკებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით, აგრეთვე საინვესტიციო ფონდებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით.“. 5. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი: „11. ეს მუხლი არ ვრცელდება საინვესტიციო ფონდებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით.“. 6. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი: „13. ეს მუხლი არ ვრცელდება საინვესტიციო ფონდებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით.“. 7. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი: „11. ეს მუხლი არ ვრცელდება ღია და ინტერვალურ საინვესტიციო ფონდებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით.“. 8. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. ეს მუხლი არ ვრცელდება ღია და ინტერვალურ საინვესტიციო ფონდებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით.“. 9. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. საინვესტიციო ფონდის ერთეულებით გარიგებისას მათზე საკუთრების უფლების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა განისაზღვრება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით.“. 10. 23-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) მართოს კლიენტების, მათ შორის, საპენსიო სქემების, საინვესტიციო პორტფელები და ფასიანი ქაღალდებით ოპერაციებისთვის გამოყოფილი სახსრები, გარდა კოლექტიური პორტფელის მართვისა;“. 11. მე-40 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს, თუ ის ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის მფლობელი არ არის, ეკრძალება ყოველგვარი საქმიანობა, გარდა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორობისა, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე მისთვის დელეგირებული საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებისა და საინვესტიციო ფონდების ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოებისა, თუ საინვესტიციო ფონდს ან აქტივების მმართველ კომპანიას მასთან დადებული აქვს შეთანხმება რეესტრის წარმოების ფუნქციის დელეგირების შესახებ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. |
თბილისი, 14 ივლისი 2020 წ. N6806-რს |
დოკუმენტის კომენტარები