„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2075
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24(31), 26/06/1999
სარეგისტრაციო კოდი 040.170.280.05.001.000.578
  • Word
2075
09/06/1999
სსმ, 24(31), 26/06/1999
040.170.280.05.001.000.578
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებსაქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი) მე-10 მუხლის:

) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი:

კომისია უფლებამოსილია თავისი წესებით მოახდინოს მეწარმეთა შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებულ აქციათა მესაკუთრეო-ბიდან გამომდინარე უფლებათა გადაცემა და მოვალეობათა დაკისრება იმ პირებზე, რომლებიც ფლობენ საჯარო ფასიან ქაღალდებს ნომინალური მფლობელობის ერთი ან მეტი საფეხურის მეშვეობით.;

) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8_9 პუნქტები:

8. კომისია უფლებამოსილია თავისი წესებით დაუშვას საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების სააღრიცხვო თარიღის დაწესება მესაკუთრეობიდან გამომდინარე უფლებების განხორციელების მიზნებისათვის.

9. კომისია უფლებამოსილია თავისი წესებით შეზღუდოს იმ საჯარო ფასიანი ქაღალდების გადაცემა, რომელთა ღირებულება ემიტენტისთვის სრულად არ არის გადახდილი, აგრეთვე ანგარიშვალდებულ საწარმოთათვის მოაწესრიგოსმეწარმეთა შესახებსაქართველოს კანონის 3.3-3.7 და 531 მუხლებით გათვალისწინებული საკითხები.“.

2. ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი            ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 9 ივნისი

№2075-II