დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3066 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 04/05/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 25, 17/05/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 300.050.000.05.001.004.031 |
საქართველოს კანონი
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი, მუხ. 1) მე-40 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს, თუ ის არ არის ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის მფლობელი, ეკრძალება ყოველგვარი საქმიანობა, გარდა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორობისა ან/და ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე მისთვის დელეგირებული საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებისა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 4 მაისი.
№3066–Iს
დოკუმენტის კომენტარები