„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4520
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 31/03/2007
სარეგისტრაციო კოდი 300.050.000.05.001.002.764
  • Word
4520
27/03/2007
სსმ, 9, 31/03/2007
300.050.000.05.001.002.764
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებსაქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი, მუხ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ფინანსური ინსტიტუტები უფლებამოსილი არიან, განვითარებული ქვეყნების შესაბამისი ორგანოების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე დამატებითი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე განახორციელონ შესაბამისი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.“.

2. მე-2 მუხლის:

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აუდიტორისაქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგულირებადი აუდიტორი. აუდიტორი ან ნებისმიერი აუდიტორული კომპანია, რომელთანაც იგი არის აფილირებული, დამოუკიდებელი უნდა იყოს ამ მუხლის მე-11 პუნქტში აღნიშნული იმ პირისაგან, რომელსაც ის ემსახურება, როგორც აუდიტორი.“;

) მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ლიცენზია – „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონის მე-3 მუხლისქვეპუნქტით განსაზღვრული ლიცენზია.

11. დაკავშირებული პირი:

) ფიზიკურ პირთან ნათესაური კავშირის მქონე ის პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხება;

) საწარმო, რომელშიც პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ისეთ წილს, რომელიც მას პრაქტიკულ საშუალებას აძლევს, ზემოქმედება მოახდინოს ამ საწარმოს გადაწყვეტილებებზე;

) იმ საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი, რომელშიც პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ისეთ წილს, რომელიც მას პრაქტიკულ საშუალებას აძლევს, ზემოქმედება მოახდინოს ამ საწარმოს გადაწყვეტილებებზე;

) იურიდიული პირის შემთხვევაში:

.) პირის მმართველი ორგანოს წევრი ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი;

.) პირის პარტნიორი ან დამფუძნებელი, რომელსაც პრაქტიკული საშუალება აქვს, ზემოქმედება მოახდინოს ამ იურიდიული პირის გადაწყვეტილებებზე.“;

) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. კონტროლითუ კონტექსტი სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ვითარება, როდესაც პირი ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა წრე საწარმოში ფლობს ხმების 10%-ზე მეტს.“;

) 26- პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„26. საბროკერო კომპანიაპირი, ჩაბმული ამ კანონის 23- მუხლში აღნიშნულ ერთ ან რამდენიმე საქმიანობაში, რომელიც დაკავშირებულია ფასიანი ქაღალდების საჯარო ყიდვა-გაყიდვასთან. საბროკერო კომპანიებს არ მიეკუთვნება:

) ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგულირებადი საინვესტიციო ფონდები;

) ამ კანონის 231 მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული პირი;

) ლიცენზიის მფლობელი ცენტრალური დეპოზიტარი, რომელიც ახორციელებს ამ კანონის 23- მუხლისქვეპუნქტში აღნიშნულ საქმიანობას;

) ბანკები, რომლებიც ახორციელებენ ამ კანონის 23- მუხლისქვეპუნქტში აღნიშნულ საქმიანობას, დაკავშირებულს სამთავრობო ფასიან ქაღალდებთან.“;

) 30 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

) 36- პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„36. საჯარო ფასიანი ქაღალდებიიმ კლასის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე ან/და რომლებსაც ჩანაწერით ფლობს ფასიანი ქაღალდების 100-ზე მეტი მფლობელი.“;

) 42- და 43- პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„42. ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალისაბროკერო კომპანია ან სხვა შუამავალი, რომლის საქმიანობასაც ზედამხედველობას უწევს კომისია დადგენილი წესის მიხედვით.

43. ფასიანი ქაღალდის ნომინალური მფლობელიიურიდიული პირი, რომელიც არის ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი, ბანკი ან ცენტრალური დეპოზიტარი, რომელსაც ბენეფიციარი მესაკუთრე (ან სხვა ნომინალური მფლობელი) წერილობითი ხელშეკრულებით ანიჭებს უფლებას, ფასიანი ქაღალდები ამ ნომინალური მფლობელის სახელზე შეიტანოს რეესტრში და ბენეფიციარი მესაკუთრის (ან სხვა ნომინალური მფლობელის) ინტერესებისათვის ჩაებას ამ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ სხვა ოპერაციებში.“;

) 50- პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„50. ცენტრალური დეპოზიტარი (დეპოზიტარი) – პირი, რომელიც უფლებამოსილია, ბენეფიციარი მესაკუთრის ან ნომინალური მფლობელის დავალებით აწარმოოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური კლირინგი და ანგარიშსწორება, აგრეთვე განახორციელოს სპეციალიზებული დეპოზიტარის და კომისიის წესებით განსაზღვრული სხვა მომსახურება.“;

) 52- პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 53- და 54- პუნქტები:

„53. განვითარებული ქვეყნებისაქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ განვითარებული ქვეყნების ნუსხაში შეტანილი ქვეყნები.

54. ფინანსური ინსტიტუტებიიურიდიული პირები, რომელთა საქმიანობაა ფინანსური მომსახურების განხორციელება და რომლებიც მოქმედებენ კომერციული ბანკის, სადაზღვევო კომპანიის, საინვესტიციო ბანკის, ფასიანი ქაღალდების საბროკერო კომპანიის, საინვესტიციო ფონდის ან/და ფინანსური მომსახურების განმახორციელებელი სხვა ორგანიზაციის სახით.“.

3. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ანგარიშვალდებულ საწარმოდ მიიჩნევამეწარმეთა შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი, რომლის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები (გარდა სრულად დაფარული სასესხო ფასიანი ქაღალდებისა) განთავსდა საჯარო შეთავაზების გზით ან/და დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე.“.

4. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მნიშვნელოვან შენაძენად მიიჩნევა ანგარიშვალდებული საწარმოს ხმის უფლების მქონე ფასიანი ქაღალდების 10%-ის ან მეტის ბენეფიციარული მესაკუთრეობა, აგრეთვე ასეთი მესაკუთრეობის ცვლილება 10%-ით ან მეტით.“.

5. მე-18 მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო ფასიანი ქაღალდებით მეორადი გარიგება შეიძლება დაიდოს როგორც საფონდო ბირჟაზე, ისე მის გარეთ.“;

) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგებები შეიძლება დაიდოს საბროკერო კომპანიის მონაწილეობით ან მის გარეშე.“;

) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. თუ საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგებები იდება საფონდო ბირჟის გარეთ და გარიგების თანხა აღემატება 100 ლარს, ამ შემთხვევაში:

) თუ გარიგება დადებულია საბროკერო კომპანიის მონაწილეობით, საბროკერო კომპანია ვალდებულია, საფონდო ბირჟაზე დააფიქსიროს ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და ფასი;

) თუ გარიგება დადებულია საბროკერო კომპანიის მონაწილეობის გარეშე, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ვალდებულია, საფონდო ბირჟაზე დააფიქსიროს ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და ფასი.“.

6. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის მე-18 და ამ მუხლების მიზნებისათვის საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგებათა სახეები, მათი დადებისა და მათში საბროკერო კომპანიების მონაწილეობის მოთხოვნები განისაზღვრება კომისიისა და შესაბამისი საფონდო ბირჟის წესებით, რომლებიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილ ნორმებს.“.

7. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 20. ლიცენზიის სახეები

1. კომისია უფლებამოსილია, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად გასცეს, ცვლილებები შეიტანოს და გააუქმოს შემდეგი სახის ლიცენზიები:

) საბროკერო საქმიანობის ლიცენზია;

) საფონდო ბირჟის ლიცენზია;

) ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზია;

) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია.

2. აკრძალულია კომისიის მიერ გაცემული, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ლიცენზიის გარეშე შესაბამისი საქმიანობის განხორციელება.“.

8. 21- და 22- მუხლები ამოღებულ იქნეს.

9. 23- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 23. საბროკერო კომპანიის საქმიანობა

საბროკერო საქმიანობის ლიცენზია ლიცენზიის მფლობელ საბროკერო კომპანიას უფლებას ანიჭებს:

) პირდაპირი კონსულტაციები გაუწიოს ინვესტორებს ინვესტიციებთან დაკავშირებით, მათ შორის, ფასიანი ქაღალდების ფასის, ფასიან ქაღალდებში ინვესტიციების განხორციელების, ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვისა და მათთან დაკავშირებულ უცხოური ვალუტით გარიგებებში;

) განახორციელოს ფინანსურ ინსტრუმენტებთან და მათ ემიტენტებთან დაკავშირებული კვლევა და უზრუნველყოს ამ კვლევის შედეგების ან/და საინვესტიციო სტრატეგიასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გავრცელება;

) კონსულტაცია გაუწიოს ემიტენტებს ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და ინვესტიციების მოზიდვის თაობაზე;

) მოამზადოს და განახორციელოს ემიტენტის ფასიანი ქაღალდების განთავსება არაგარანტირებულ საფუძველზე;

) მიიღოს და გადასცეს კლიენტების დავალებები ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით, კლიენტების სახსრებით განახორციელოს ფასიანი ქაღალდებით გარიგება მათივე ინტერესებისათვის;

) მართოს კლიენტების, მათ შორის, საპენსიო სქემების, საინვესტიციო პორტფელები და ფასიანი ქაღალდებით ოპერაციებისათვის გამოყოფილი სახსრები;

) განახორციელოს კლიენტების საინვესტიციო სახსრების ან/და ფასიანი ქაღალდების შენახვა და აღრიცხვა, აგრეთვე ფასიანი ქაღალდების ნომინალური მფლობელის მომსახურება;

) საკუთარი სახსრებით განახორციელოს ფასიანი ქაღალდებით გარიგება თავისივე ინტერესებისათვის;

) მოამზადოს და განახორციელოს ემიტენტის ფასიანი ქაღალდების განთავსება გარანტირებულ საფუძველზე;

) ასესხოს კლიენტებს და ისესხოს მათგან ფასიანი ქაღალდები, აგრეთვე გამოიყენოს საკუთარი სახსრები კლიენტებისათვის ფასიანი ქაღალდების შესაძენად, მონაწილეობა მიიღოს კომისიის წესებით განსაზღვრულმოკლე გაყიდვებში“;

) განახორციელოს ვალუტის ყიდვა-გაყიდვა.“.

10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 231 მუხლი:

     „მუხლი 231. ზოგადი მოთხოვნები

1. ერთი პირი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი საბროკერო კომპანიის მესაკუთრე (აქციონერი) ან თანამშრომელი. ეს შეზღუდვა მესაკუთრეობაზე არ ეხება იმ საბროკერო კომპანიას, რომელიც არის ან ხდება ანგარიშვალდებული საბროკერო კომპანია. თუ პირი ხდება რამდენიმე არაანგარიშვალდებული საბროკერო კომპანიის პარტნიორი ამა თუ იმ სახის რეორგანიზაციულ ქმედებათა შედეგად ან სხვა მიზეზით, მან დაუყოვნებლად წერილობით უნდა აცნობოს კომისიას ამის შესახებ და მიიღოს ზომები ვითარების გამოსასწორებლად. სანამ აღნიშნული ვითარება არ გამოსწორდება, პირმა არ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა ერთზე მეტი საბროკერო კომპანიის მართვასა და საქმიანობაში.

2. ბირჟის, რეგისტრატორის ან ცენტრალური დეპოზიტარის ის თანამშრომელი, რომელსაც ხელი მიუწვდება კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, არ შეიძლება იმავდროულად იყოს საბროკერო კომპანიის თანამშრომელი.

3. ამ კანონით ნებადართულია ბანკების მონაწილეობა ფასიანი ქაღალდების ბაზარზე უშუალოდ ან მათი შვილობილი საწარმოების (საბროკერო კომპანიების) მეშვეობით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

4. საბროკერო კომპანიებმა არ უნდა განახორციე-ლონ საქმიანობა, რომელიც ამ კანონის 23- მუხლით არ არის გათვალისწინებული, გარდა სამთავრობო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ზემოაღნიშნულ საქმიანობაში მონაწილეობისა.

5. საწარმო, რომელიც არ არის ბანკი და რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მხოლოდ სამთავრობო ფასიან ქაღალდებთან ამ კანონის 23- მუხლის პირველი პუნქტის ფარგლებში, ექვემდებარება რეგულირებას ამ კანონის შესაბამისად.

6. კომისიას შეუძლია წესებით განსაზღვროს ამ კანონის 23- მუხლში ჩამოთვლილი საქმიანობები, რომელთა განხორციელებისას პირს არ მოეთხოვება, იყოს საბროკერო კომპანია ან ჰქონდეს ლიცენზია, თუ ამ პირის საქმიანობა რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.

7. საბროკერო კომპანიები ანგარიშის გახსნის პროცედურას ახორციელებენუკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად. საბროკერო კომპანიებმა თავიანთი მომსახურების მომხმარებლებთან საქმიანი ურთიერთობის პერიოდში და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების შემოწმებისას უნდა იცოდნენ თავიანთი მომსახურების მომხმარებლების ვინაობა, საქმიანობა და ამ საქმიანობის რისკის დონე. მათ უფლება აქვთ, თავად განსაზღვრონ და მოითხოვონ სხვა დამატებითი ინფორმაცია. საბროკერო კომპანიებს უფლება აქვთ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადონ ანგარიშის გახსნაზე.

8. პირებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საბროკერო კომპანიის ლიცენზია, უფლება არა აქვთ, საქმიანობასა და რეკლამირებაში გამოიყენონ საფირმო სახელწოდება სიტყვებითფასიანი ქაღალდების საბროკერო კომპანიაან სხვა სიტყვები თუ მათი კომბინაცია, რომლებიც შინაარსობრივად ამგვარ საქმიანობას გამოხატავს.“.

11. 24- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 24. საბროკერო საქმიანობის სალიცენზიო პირობები

1. საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონით დადგენილი პირობების გარდა, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სალიცენზიო პირობებს:

) „მეწარმეთა შესახებსაქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრირებულია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება;

) უზრუნველყოფილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნორმის შესრულება;

) საბროკერო კომპანიის მმართველი ორგანოს არც ერთ წევრს ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება; იგი ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ყოფილა ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისათვის; მას ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევისათვის.

2. საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელსაც, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული დოკუმენტების გარდა, უნდა დაურთოს:

) ინფორმაცია საბროკერო კომპანიის თითოეული ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის შესახებ, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს აქციების (წილის) 5 და 5-ზე მეტ პროცენტს (მისი ოდენობის მითითებით);

) ინფორმაცია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნორმის შესრულების შესახებ;

) წესდება, შესაბამის ორგანოში რეგისტრირებული და ნოტარიუსის მიერ დადასტურებული სადამფუძნებლო დოკუმენტები;

) ბოლო წლის ან ბოლო ნახევარი წლის ბალანსი (იმის მიხედვით, რომელია უფრო ახალი), რომელიც დამოწმებულია აუდიტორის მიერ; პირი, რომელიც კომისიას მიმართავს დაფუძნებიდან არა უგვიანეს ნახევარი წლისა, წარადგენს მიმდინარე ბალანსს.

3. კომისია უფლებამოსილია, დააწესოს საკუთარი კაპიტალის შესაბამისი მინიმუმი და ნასესხები კაპიტალის თანაფარდობა საკუთარ კაპიტალთან.“.

12. 25- და 26- მუხლები ამოღებულ იქნეს.

13. 27-–29- მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 27. საფონდო ბირჟის სალიცენზიო პირობები

1. საფონდო ბირჟის ლიცენზიის მაძიებელი, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონით დადგენილი პირობების გარდა, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სალიცენზიო პირობებს:

) „მეწარმეთა შესახებსაქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრირებულია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება;

) მისი ყველა პარტნიორი (აქციონერი) არის საფონდო ბირჟის პირობითი მესაკუთრე-წევრი მაინც ამ კანონის 34- მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;

) მისი მართვა და გაუქმება ხორციელდება ამ კანონის 37- მუხლითა დამეწარმეთა შესახებსაქართველოს კანონით დადგენილი წესებით;

) მისი მმართველი ორგანოს არც ერთ წევრს ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება; იგი ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ყოფილა ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისათვის; მას ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და თვითრეგულირებადი ორგანიზაციის წესების უხეში დარღვევისათვის;

) მის მესაკუთრე-წევრებს დამტკიცებული აქვთ ფასიანი ქაღალდების სავაჭროდ დაშვების, ვაჭრობისა და სხვა წესები ამ მუხლის შესაბამისად;

) ჩაბმულია მხოლოდ საფონდო ბირჟის საქმიანობაში;

) მისი წესდება, შინაგანაწესი და წესები:

.) მხოლოდ პარტნიორებს (აქციონერებს) რთავს ნებას, გახდნენ წევრები, და შეიცავს ამ კანონის 34- მუხლში ჩამოთვლილ შეზღუდვებს საფონდო ბირჟის წევრების მიმართ;

.) ადგენს ამ კანონით გათვალისწინებულ საფონდო ბირჟის მიზნებსა და ამოცანებს;

.) კრძალავს მესაკუთრე-წევრებისათვის მოგების განაწილებას;

.) მოითხოვს სამართლიან, კეთილგონივრულ და თანასწორუფლებიან დამოკიდებულებას საფონდო ბირჟის ყველა მესაკუთრე-წევრისა თუ მესაკუთრე-წევრობის კანდიდატისადმი;

.) განსაზღვრავს საფონდო ბირჟის მმართველ ორგანოს ამ კანონის 35- მუხლის შესაბამისად;

.) მისი ლიკვიდაციის პირობები და პროცედურა შეესაბამება ამ კანონის 37- მუხლს;

) მისი საკუთარი კაპიტალი არ უნდა იყოს კომისიის წესებით განსაზღვრულ სიდიდეზე ნაკლები;

) მისი წესები, ორგანიზაციული სტრუქტურა, ტექნიკური საშუალებები და თანამშრომელთა შტატი უნდა შეესაბამებოდეს კომისიის წესებს, რათა ზიანი არ მიადგეს საქართველოში ფასიანი ქაღალდების ლიკვიდური, კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე ბაზრების განვითარებას ან ამ ბაზრებზე გარიგებათა ანგარიშსწორებებს.

2. საფონდო ბირჟის ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელსაც, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული დოკუმენტების გარდა, უნდა დაურთოს:

) საფონდო ბირჟის პირობითი მესაკუთრე-წევრების სახელწოდებები;

) საფონდო ბირჟის მესაკუთრე-წევრთა მიერ მიღებული საფონდო ბირჟის წესდება, შინაგანაწესი და წესები;

) ფინანსური ანგარიშები კომისიის წესების შესაბამისად;

) საფონდო ბირჟის მმართველი ორგანოს წევრთა სახელები, მისამართები და ინფორმაცია მათი სათანადო პროფესიული გამოცდილების შესახებ;

) ინფორმაცია საფონდო ბირჟის ტექნიკური აღჭურვილობისა და მისი კუთვნილების შესახებ;

) არანაკლებ 10 საბროკერო კომპანიის სახელწოდება, რომლებმაც გამოთქვეს მზადყოფნა, გახდნენ საფონდო ბირჟის მესაკუთრე-წევრები;

) საფონდო ბირჟის ყველა წესის ასლი, კერძოდ, მესაკუთრე-წევრობის, სავაჭრო, სავაჭროდ დასაშვები, უთანხმოებათა მოგვარებისა და სხვა წესების ასლები, რომლებიც მოითხოვება ამ კანონსა და კომისიის წესებთან შესაბამისობისათვის.

3. საფონდო ბირჟის სავაჭრო წესები:

) განსაზღვრავს საფონდო ბირჟაზე დადებულ გარიგებებთან დაკავშირებული დავების მოგვარების მეთოდებსა და პროცედურებს;

) განსაზღვრავს საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის პროცედურებსა და კონკრეტული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის დროებით ან სამუდამოდ შეწყვეტის პირობებს ამ კანონის 36- მუხლის შესაბამისად;

) განსაზღვრავს საფონდო ბირჟაზე სავაჭრო სესიების დღეებსა და საათებს;

) განსაზღვრავს საბირჟო ვაჭრობის მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობებსა და ჯარიმებს ამ მოთხოვნათა დარღვევისათვის;

) განსაზღვრავს კოტირებისა და გამოცხადების პროცედურას, ასევე კოტირების ფორმასა და შინაარსს და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობასთან დაკავშირებულ საბაზრო მონაცემებს (წესები უნდა ემსახურებოდეს სამართლიან და ინფორმაციულ კოტირებათა წარმოქმნას, არ უშვებდეს შეცდომაში შემყვან და ცრუ კოტირებებს და ხელს უწყობდეს კოტირებათა შეგროვებისა და გავრცელების მოწესრიგებულ პროცედურებს);

) განსაზღვრავს საფონდო ბირჟის საინფორმაციო საშუალებებს;

) განსაზღვრავს საფონდო ბირჟაზე დადებული გარიგებების აღრიცხვის წესებს, რომლებიც აუცილებელია მესაკუთრე-წევრებს შორის დადებულ გარიგებათა შესახებ ჩანაწერების შექმნისა და შემდგომი ანგარიშსწორებისათვის;

) განსაზღვრავს სავაჭრო ოპერაციების განსახორციელებლად ბროკერების საფონდო ბირჟაზე დაშვების პროცედურას, მათ შორის, საკვალიფიკაციო/საგამოცდო მოთხოვნებს, ბროკერთა საქმიანობაზე ზედამხედველობისა და მათი სავაჭროდ დაშვების დროებით ან სამუდამოდ გაუქმების პირობებს;

) უზრუნველყოფს გაყალბებისა და მანიპულირების თავიდან ასაცილებელ მექანიზმებს; ხელს უწყობს სამართლიანი და თანასწორუფლებიანი ვაჭრობის პრინციპების დამკვიდრებას, აგრეთვე რეგულირებაში, კლირინგში, ანგარიშსწორებასა და ინფორმაციის დამუშავებაში ჩართული პირების საქმიანობის კოორდინაციისა და თანამშრომლობის განვითარებას ფასიანი ქაღალდებით გარიგებებისათვის ხელის შეწყობის მიზნით;

) კრძალავს დისკრიმინაციას კლიენტებს, ემიტენტებს, საბროკერო კომპანიებსა და ბროკერებს შორის.

4. საფონდო ბირჟის სხვა წესები განსაზღვრავს:

) საფონდო ბირჟის მომსახურების სახეებს და ამ მომსახურების ფასებს;

) მესაკუთრე-წევრთა კლიენტების საჩივართა მოგვარების პროცედურას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც საფონდო ბირჟის წესებს ეხება;

) პასუხისმგებლობას ამ კანონისა და შესაბამისი წესებისა თუ საფონდო ბირჟის წესების დარღვევისათვის, მათი გარიცხვის, საქმიანობისა და ფუნქციების შეჩერებისა და შეზღუდვის, საყვედურის გამოცხადების, დაჯარიმებისა და სხვა სათანადო სანქციების გამოყენებით;

) მესაკუთრე-წევრებისა და თანამშრომლების მიერ საქმიანობის განხორციელების პროცესში ქცევის მაღალეთიკური სტანდარტებისა და ნორმების დაცვის მოთხოვნას;

) ამ პუნქტისქვეპუნქტში აღნიშნულ სტანდარტებსა და ნორმებს.

5. პირებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საფონდო ბირჟის ლიცენზია, უფლება არა აქვთ, საქმიანობასა და რეკლამირებაში გამოიყენონ საფირმო სახელწოდება სიტყვებითსაფონდო ბირჟაან სხვა სიტყვები თუ მათი კომბინაცია, რომლებიც შინაარსობრივად ამგვარ საქმიანობას გამოხატავს.

    მუხლი 28. ცენტრალური დეპოზიტარის სალიცენზიო პირობები

1. ცენტრალური დეპოზიტარი შეიძლება აგრეთვე ფლობდეს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიას. აღნიშნულ შემთხვევაში ლიცენზია გაიცემალიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.

2. ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის მაძიებელი, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონით დადგენილი პირობების გარდა, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სალიცენზიო პირობებს:

) „მეწარმეთა შესახებსაქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრირებულია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება;

) მისი მმართველი ორგანოს არც ერთ წევრს ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება; იგი ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ყოფილა ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისათვის; მას ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და თვითრეგულირებადი ორგანიზაციის წესების უხეში დარღვევისათვის;

) მისი წესები შედგენილია ამ მუხლის მე-4 პუნქტის, ამ კანონის 38- და 39- მუხლებისა და კომისიის წესების შესაბამისად;

) მისი წესდება, შინაგანაწესი და წესები:

.) ცენტრალურ დეპოზიტარს უკრძალავს ყოველგვარ საქმიანობას, გარდა ამ კანონის მიხედვით, ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა და მათთან დაკავშირებული კომისიის წესებით განსაზღვრული სხვა საქმიანობებისა;

.) კრძალავს მესაკუთრეებისათვის მოგების განაწილებას;

.) საკუთრების უფლებას აძლევს მხოლოდ ლიცენზირებულ საფონდო ბირჟას, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორსა და ამ მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად განსაზღვრულ მონაწილეებს. ამასთანავე, მონაწილეებს არა აქვთ უფლება, ფლობდნენ ცენტრალური დეპოზიტარის 10%-ზე მეტს;

.) ადგენს მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს;

.) მოითხოვს სამართლიან და არადისკრიმინაციულ მოპყრობას მონაწილეებისა და მონაწილეობის კანდიდატებისადმი;

.) მოითხოვს, რომ ცენტრალური დეპოზიტარის სახელწოდება შეიცავდეს სიტყვებსფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი“, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი;

) მისი საკუთარი კაპიტალი არ უნდა იყოს კომისიის წესებით განსაზღვრულ სიდიდეზე ნაკლები;

) კომისიის წესების შესაბამისად, უნდა ჰყავდეს თანამშრომელთა შტატი, უნდა ჰქონდეს ტექნიკური საშუალებები და ორგანიზაციული სტრუქტურა, რათა უზრუნველყოს ფასიანი ქაღალდებით გარიგებათა სწრაფი, ეფექტიანი და საიმედო ანგარიშსწორებანი.

3. ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელსაც, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული დოკუმენტების გარდა, უნდა დაურთოს:

) მის მესაკუთრეთა სახელები;

) მისი ხელმძღვანელი პირების სახელები, მისამართები და სათანადო პროფესიული გამოცდილების აღწერა;

) ინფორმაცია დეპოზიტარის ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ;

) მისი წესდების, შინაგანაწესისა და წესების ასლები;

) იმ თანამშრომელთა სახელები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ამ კანონის, კომისიის წესებისა და ცენტრალური დეპოზიტარის მიერ მიღებული წესების დაცვის ზედამხედველობაზე.

4. დეპოზიტარის წესები უზრუნველყოფს:

) ბირჟების, ბანკების, სადაზღვევო კომპანიების, დეპოზიტარების (კასტოდიანების), ემიტენტების, საინვესტიციო კომპანიებისა და საბროკერო კომპანიების შესაძლებლობას, გახდნენ მონაწილენი, დეპოზიტარის წესების შესაბამისად;

) მესაკუთრეთა სამართლიან წარმომადგენლობას მენეჯმენტის შერჩევისას და მათი საქმიანობის განხორციელებისას;

) საწევროებისა და სხვა გადასახადების სამართლიან დაკისრებას მის მონაწილეთათვის;

) დეპოზიტარის პასუხისმგებლობას ფასიანი ქაღალდებით გარიგებათა დროული და ზუსტი კლირინგისა და ანგარიშსწორებისათვის;

) დეპოზიტარის წესების დარღვევისათვის მონაწილეთა გარიცხვის, საქმიანობისა და ფუნქციების შეჩერებისა და შეზღუდვის, საყვედურის გამოცხადების, დაჯარიმებისა და სხვა სათანადო სანქციების გამოყენების საშუალებას;

) წევრებისა და თანამშრომლების მიერ ქცევის მაღალეთიკური სტანდარტებისა და ნორმების დაცვას, აღნიშნული სტანდარტებისა და ნორმების განსაზღვრას.

5. ცენტრალური დეპოზიტარის სამეთვალყურეო საბჭოში შეიძლება შედიოდნენ ფასიანი ქაღალდების ბაზრის ნებისმიერ მონაწილეთა წარმომადგენლები.

6. პირებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზია, უფლება არა აქვთ, საქმიანობასა და რეკლამირებაში გამოიყენონ სიტყვებიფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარიან სხვა სიტყვები თუ მათი კომბინაცია, რომლებიც შინაარსობრივად ამგვარ საქმიანობას გამოხატავს.

    მუხლი 29. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია

1. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიის მაძიებელი, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონით დადგენილი პირობების გარდა, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სალიცენზიო პირობებს:

) „მეწარმეთა შესახებსაქართველოს კანონის მიხედვით რეგისტრირებულია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება;

) უნდა ჰქონდეს კომისიის წესების შესაბამისი ტექნიკური საშუალებები, ორგანიზაციული სტრუქტურა და თანამშრომელთა შტატი ფასიანი ქაღალდების რეესტრის საწარმოებლად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ფასიანი ქაღალდების მესაკუთრეობისა და მასში მომხდარი ცვლილებების შესახებ ნათელი, სწრაფი და საიმედო ჩანაწერების წარმოება;

) მისი მმართველი ორგანოს არც ერთ წევრს ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება; იგი ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ყოფილა ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისათვის; მას ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და თვითრეგულირებადი ორგანიზაციის წესების უხეში დარღვევისათვის;

) მისი წესები შედგენილია ამ მუხლისა და კომისიის წესების შესაბამისად;

) არც ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი და არც მისი მმართველი ორგანოს წევრები არ არიან იმ ემიტენტის ფასიანი ქაღალდების ბენეფიციარი მესაკუთრეები, რომლისთვისაც ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი აწარმოებს რეესტრს. ამასთანავე, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მმართველი ორგანოს წევრებს კომისიამ, თავისი წესების შესაბამისად, შეიძლება დართოს ამგვარი ფასიანი ქაღალდების შეზღუდული რაოდენობის ბენეფიციარული მესაკუთრეობის ნებაიმ პირობით, რომ სათანადო პროცედურები უზრუნველყოფს რეესტრის დაცულობას და წესიერ წარმოებას, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ რეგისტრატორის მიერ თავისი, როგორც ცენტრალური დეპოზიტარის, მოვალეობის შესრულებისას მის მფლობელობაში მყოფი ფასიანი ქაღალდები გამონაკლისია;

) მისი წესდება, შინაგანაწესი და წესები:

.) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს, თუ ის არ არის ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის მფლობელი ამ კანონის 28- მუხლის შესაბამისად, უკრძალავს ყოველგვარ საქმიანობას, გარდა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორობისა, რომლის მიხედვითაც ის მოქმედებს, როგორც ემიტენტთა აგენტი;

.) უკრძალავს მისი წილის 10%-ზე მეტის ფლობას ან მის ეკონომიკურ საქმიანობაზე სხვაგვარი ზეგავლენის მოხდენას ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეებს (გარდა ლიცენზიის მფლობელი საფონდო ბირჟისა, ცენტრალური დეპოზიტარისა ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა, რომელიც ამავდროულად ფლობს ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიას), ასევე იმ ემიტენტებს, რომელთა ფასიანი ქაღალდების რეესტრს აწარმოებს ამ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, აგრეთვე მათთან დაკავშირებულ პირებს;

.) ნებისმიერ სახელმწიფო ორგანიზაციას უკრძალავს, ინდივიდუალურად ან კოლექტიურად ფლობდეს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის წილის 10%-ზე მეტს;

) მისი საკუთარი კაპიტალი არ უნდა იყოს კომისიის წესებით განსაზღვრულ სიდიდეზე ნაკლები.

2. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელსაც, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული დოკუმენტების გარდა, უნდა დაურთოს:

) რეგისტრატორის პარტნიორების (აქციონერთა) სახელები და თითოეული მათგანის საკუთრებითი წილის ოდენობა; საქმიანობა (დამქირავებლის გვარი და ..), ადრინდელი (ბოლო 5 წლის განმავლობაში) საქმიანობები და ინფორმაცია ანგარიშვალდებულ საწარმოებში ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ;

) თანამდებობის პირთა სახელები, მისამართები და სათანადო პროფესიული გამოცდილების აღწერა;

) მონაცემები შევსებული საწესდებო კაპიტალისა და მისი სტრუქტურის შესახებ;

) ინფორმაცია შენობა-ნაგებობებისა და ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ;

) კომისიის წესების მიხედვით მომზადებული, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორსა და ემიტენტს შორის დადებული ხელშეკრულების ნიმუშის ასლი;

) მისი წესების ასლი;

) იმ თანამშრომლის სახელი, რომელიც პასუხისმგებელია ამ კანონის, შესაბამისი წესებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ მიღებული წესების დაცვის ზედამხედველობაზე.

3. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის წესები:

) განსაზღვრავს, თუ რა ინფორმაცია უნდა იყოს მითითებული ფასიანი ქაღალდების რეესტრში ყოველი ემიტენტის შესახებ, რომლის ფასიანი ქაღალდებიც რეგისტრირებულია კომისიის წესების შესაბამისად;

) განსაზღვრავს წესებს გარიგებათა აღიარებისა და ფასიანი ქაღალდების რეესტრში ჩანაწერების შეტანის, მათთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციისა და ჩანაწერების გაკეთების დროის შესახებ, კომისიის წესების შესაბამისად;

) განსაზღვრავს, თუ რა ინფორმაცია უნდა იყოს მითითებული ფასიანი ქაღალდების მფლობელთა ან ნომინალურ მფლობელთა სახელზე გახსნილ ყოველი ფასიანი ქაღალდის ანგარიშში, იმის გათვალისწინებით, რომ ანგარიშის მფლობელებმა დაუყოვნებლივ წერილობით უნდა აცნობონ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს ადრე წარდგენილ ინფორმაციაში ნებისმიერი ცვლილების შესახებ, კომისიის წესების შესაბამისად;

) მოითხოვს თანამშრომლებისაგან, დაიცვან ქცევის ნორმები, კომისიის წესების შესაბამისად.

4. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის თანამშრომლებსა და მმართველ პირებს ეკრძალებათ, მიაწოდონ ვინმეს, გარდა კომისიისა, არასაჯარო კონფიდენციალური ინფორმაცია, მიღებული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორად მუშაობისას, ან გამოიყენონ ეს ინფორმაცია ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისას.

5. პირებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია, უფლება არა აქვთ, საქმიანობასა და რეკლამირებაში გამოიყენონ სიტყვებირეგისტრატორი ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორიან სხვა სიტყვები თუ მათი კომბინაცია, რომლებიც შინაარსობრივად ამგვარ საქმიანობას გამოხატავს.“.

14. 30- მუხლი ამოღებულ იქნეს.

15. 31- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 31. საბროკერო კომპანიების, საფონდო ბირჟების, ცენტრალური დეპოზიტარისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისათვის ლიცენზიების გაუქმება

1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონით და ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით, კომისია უფლებამოსილია, გააუქმოს საბროკერო კომპანიისათვის, საფონდო ბირჟისათვის, ცენტრალური დეპოზიტარისათვის ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისათვის მიცემული ლიცენზია:

) თუ ლიცენზიის მფლობელი აღარ აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომელთა საფუძველზედაც გაიცა ლიცენზია;

) თუ არ დაკმაყოფილებულა ან განმეორებით დაირღვა ამ კანონის მოთხოვნები;

) თუ ამ კანონის 41- მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, კომისია აღმოაჩენს, რომ საფონდო ბირჟა ან ცენტრალური დეპოზიტარი ჯეროვან ზედამხედველობას ვერ უწევდა ამ კანონის, კომისიის წესების ან საფონდო ბირჟისა თუ ცენტრალური დეპოზიტარის წესების დაცვას;

) თუ კომისია დაადგენს, რომ უგულებელყოფილ იქნა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მართვისა და კონტროლის მოთხოვნები;

) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კომისია აფრთხილებს ლიცენზიის მფლობელს და უწესებს ვადას არანაკლებ 30 დღისა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა აღმოფხვრას ნაკლოვანებები.

3. თუ ლიცენზიის მფლობელი ვერ შეძლებს ნაკლოვანებათა აღმოფხვრას ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კომისიამ სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება გააუქმოს ლიცენზია და საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს ადმინისტრატორი.

4. საფონდო ბირჟის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან იკრძალება ყოველგვარი ოპერაციის განხორციელება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია ინვესტორთა ინტერესების დასაცავად.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით დანიშნული ადმინისტრატორი ახორციელებს მართვასა და ყველა საჭირო ქმედებას ინვესტორთა ინტერესების დასაცავად, მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსლების ფარგლებში.“.

16. 32- მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

17. 33- მუხლის:

) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საბროკერო კომპანია ვალდებულია, დაიცვას კომისიის წესებით განსაზღვრული მოთხოვნები კაპიტალზე, აწარმოოს დოკუმენტები ამ კანონის 32- მუხლისა და კომისიის წესების მიხედვით, ხოლო ბუღალტრული აღრიცხვასაერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით, წარუდგინოს თავის კლიენტებს ფასიანი ქაღალდებით გარიგებათა დამადასტურებელი დოკუმენტები, პირად ანგარიშთა ამონაწერები და ანგარიშები მათ ფინანსურ მდგომარეობაზე, მოამზადოს წლიური და პერიოდული ანგარიშები თავის საქმიანობასა და ფინანსურ მდგომარეობაზე საერთაშორისო საფინანსო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად.“;

) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

) მე-9 პუნქტისქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

18. 38- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) გახსნას, ამოქმედოს და დახუროს ცენტრალური დეპოზიტარის მონაწილეებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის სხვა მონაწილეთა ანგარიშები თავისი წესების შესაბამისად;“.

19. 49- მუხლის პირველი პუნქტის:

) „ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

) „.ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

20. 52- მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შემოწმების პროცესში ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის მიერ კომისიის მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს მისი ლიცენზიის გაუქმების საფუძველი.“.

21. 55- მუხლის მე-2 პუნქტის:

) „ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) გააუქმოს კომისიის მიერ გაცემული ლიცენზია;“.

    მუხლი 2

ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზია ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი ვადის განმავლობაში.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი            . სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 27 მარტი.

№4520–I