„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3312-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 040170280.05.001.019064
3312-რს
21/07/2018
ვებგვერდი, 06/08/2018
040170280.05.001.019064
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი, მუხ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 67-ე პუნქტი:

„67. საპენსიო სააგენტო − დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საპენსიო სააგენტო.“. 

2. 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს დამატებითი მარეგულირებელი წესები სპეციალიზებული დეპოზიტარებისთვის, რომლებიც მომსახურებას უწევენ საპენსიო სააგენტოს. ეს წესები შეიძლება ეხებოდეს სპეციალიზებული დეპოზიტარის კაპიტალს, პერსონალის გამოცდილებას, ტექნიკურ პროგრამულ უზრუნველყოფას ან ნებისმიერ სხვა საკითხს, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

21 ივლისი 2018 წ.

N3312-რს