ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1745
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/12/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1(8), 14/01/1999
სარეგისტრაციო კოდი 040.170.280.05.001.000.467
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1745
24/12/1998
სსმ, 1(8), 14/01/1999
040.170.280.05.001.000.467
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (24/07/2013 - 03/09/2015)


საქართველოს კანონი

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

ამ კანონის მიზანია საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტორთა ინტერესების დაცვა, ემიტენტთა მიერ ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისას მათი ინფორმაციის, აგრეთვე ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობის ღიაობის უზრუნველყოფა, ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობაში სამართლიანი წესებისა და თავისუფალი კონკურენციის დამკვიდრება.


თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. გამოყენების სფერო

1. ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს ეს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები.

2. ამ კანონით არ განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფოს სახელით სამთავრობო ფასიანი ქაღალდების ემისიისა და საჯარო შეთავაზების, აგრეთვე ამ ფასიანი ქაღალდებით საფონდო ბირჟის გარეთ საბანკო ვაჭრობის წესები .

3. სახელმწიფო საკუთრების გასხვისების წესები განსაზღვრულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით.

4. ეს კანონი აწესრიგებს ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებასა და მიმოქცევასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საფონდო ბირჟების, ცენტრალური დეპოზიტარების, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების, ბროკერებისა და საინვესტიციო ფონდების საქმიანობის წესებსა და პასუხისმგებლობას, აგრეთვე დამატებით მოთხოვნებს იმ საწარმოთა საქმიანობის წესისა და პასუხისმგებლობის მიმართ, რომელთა ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება და გაყიდვაც ხორციელდება.

5. საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.

6. ფინანსური ინსტიტუტები (გარდა კომერციული ბანკებისა) უფლებამოსილი არიან, განვითარებული ქვეყნების შესაბამისი ორგანოების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე დამატებითი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე განახორციელონ თავიანთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

7. საფონდო ბირჟებისა და ცენტრალური დეპოზიტარების საქმიანობა ეფუძნება თვითრეგულირების პრინციპს, რომლის მიხედვითაც, ისინი თვითონ არეგულირებენ თავიანთ საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

8. სახელმწიფო ორგანოებს ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა აღემატება 50%- , ეკრძალებათ ფინანსურ ინსტიტუტებში წილის ფლობა.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1929-სსმI, №14(21), 13.05.1999წ., მუხ.59

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1944-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.249

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3519 - სსმ I, №48, 09.08.2010 წ., მუხ.320

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

1. ანგარიშვალდებული საწარმო ამ კანონის მე -9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საწარმო .

2. არსებითი (ფაქტი ან მოვლენა) – ფაქტი ან მოვლენა, რომელსაც, კეთილგონიერების ფარგლებში, მნიშვნელოვნად მიიჩნევს ინვესტორი ან პოტენციური ინვესტორი ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღებისას.

3. აუდიტორი პროფესიული ორგანიზაციის წევრი ( ფიზიკური ან იურიდიული პირი ) რომელიც გამოხატავს საკუთარ მოსაზრებას ფინანსური ანგარიშგების ან კონსოლიდირებული ანგარიშგების შესახებ აუდიტის საფუძველზე ან / და რწმუნებას ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვის პროცედურების საფუძველზე . აუდიტორული კომპანია არ უნდა იყოს აფილირებული და უნდა იყოს დამოუკიდებელი ამ მუხლის მე -11 პუნქტში აღნიშნული იმ პირისაგან, რომელსაც ის ემსახურება, როგორც აუდიტორი .

4. ბანკი – საბანკო დაწესებულება, რომელიც ორგანიზებულია „მეწარმეთა შესახებ“, ხოლო ლიცენზირებულია „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონების მიხედვით.

5. ბენეფიციარი მესაკუთრე პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სახის სარგებელს და ამ სარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ გააჩნია, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის იდეალური მიზნებისათვის შექმნილი პირი, ან თუ მესაკუთრე იურიდიულ პირს არ გააჩნია მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი, მაშინ მისი მმართველი ორგანოს წევრი.

51. რეგისტრირებული მესაკუთრე პირი, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდის ნომინალური მფლობელი ან რეგისტრირებული მფლობელის წარმომადგენელი და რომელიც აკმაყოფილებს ნებისმიერ შემდეგ მოთხოვნას :

) არის ფასიანი ქაღალდის რეგისტრირებული მფლობელი, გარდა ნომინალური მფლობელისა;

) წერილობითი შეთანხმების საფუძველზე ნებას რთავს ნომინალურ მფლობელს, იმოქმედოს მისი ინტერესებისათვის;

) იღებს ფულად მოგებას, როგორც ფასიანი ქაღალდის მესაკუთრე;

) აქვს ფასიან ქაღალდთან დაკავშირებული ხმის განკარგვის უფლება;

) აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება, გახდეს ფასიანი ქაღალდის რეგისტრირებული მესაკუთრე.

6. ბროკერი – ფიზიკური პირი, რომელიც დამქირავებელი საბროკერო კომპანიის სახელით ახორციელებს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ გარიგებებს ან/და ეწევა ამასთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებას.

7. გაზეთი – ნებისმიერი გაზეთი ან ოფიციალური გამოცემა, რომელსაც ამ კანონის მიზნებისათვის ასეთად მიიჩნევს საქართველოს ეროვნული ბანკი.

8. (ამოღებულია).

9. გაყიდვა – ხელშეკრულება ფასიანი ქაღალდების გაყიდვის ან სხვაგვარი გასხვისების შესახებ.

10. ლიცენზია ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის მე -3 მუხლის ქვეპუნქტით განსაზღვრული ლიცენზია .

11. დაკავშირებული პირი:

) ფიზიკურ პირთან ნათესაური კავშირის მქონე ის პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხება ;

) საწარმო, რომელშიც პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ისეთ წილს, რომელიც მას პრაქტიკულ საშუალებას აძლევს, ზემოქმედება მოახდინოს ამ საწარმოს გადაწყვეტილებებზე;

) იმ საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი, რომელშიც პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ისეთ წილს , რომელიც მას პრაქტიკულ საშუალებას აძლევს, ზემოქმედება მოახდინოს ამ საწარმოს გადაწყვეტილებებზე ;

) იურიდიული პირის შემთხვევაში :

. ) პირის მმართველი ორგანოს წევრი ან / და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ;

. ) პირის პარტნიორი ან დამფუძნებელი, რომელსაც პრაქტიკული საშუალება აქვს, ზემოქმედება მოახდინოს ამ იურიდიული პირის გადაწყვეტილებებზე .

12. ემისიის პროსპექტი – წერილობითი შეტყობინება ან შეტყობინება ელექტრონული თუ ბეჭდვითი საინფორმაციო საშუალებებით, რომლის მიზანია ფასიანი ქაღალდის გასაყიდად შეთავაზება.

13. წინასწარი პროსპექტი – ემისიის პროსპექტი, რომელიც წარედგინა საქართველოს ეროვნულ ბანკს, მაგრამ ჯერ არ დამტკიცებულა მის მიერ.

14. დამტკიცებული პროსპექტი – ემისიის პროსპექტი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.

15. საბოლოო პროსპექტი – ემისიის პროსპექტი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და შეიცავს შესათავაზებელი ფასიანი ქაღალდების რაოდენობას, ხოლო თუ საბროკერო კომპანია/კომპანიები თანახმა არის/არიან ფასიანი ქაღალდების გაყიდვაზე ემიტენტის ან/და ფასიანი ქაღალდების მფლობელების სახელით – აგრეთვე ინფორმაციას ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებების შესახებ.

16. ემიტენტი პირი , რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით უშვებს ფასიან ქაღალდებს .

17. (ამოღებულია).

18. კანონმდებლობა ფასიანი ქაღალდების შესა-ხებ – ეს კანონი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი სხვა კანონები და კანონქვემდებარე აქტები, რომელთა შესრულებაზედაც ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

19. (ამოღებულია).

20. კონტროლი (მნიშვნელოვანი წილი , მნიშვნელოვანი შენაძენი) – ვითარება , როდესაც პირი ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა წრე საწარმოში ფლობს ხმების 10%- ზე მეტს ან სხვაგვარად შეუძლია გააკონტროლოს საწარმო .

21. მეორადი საჯარო ვაჭრობა – ფასიანი ქაღალდის იმგვარი ყიდვა ან გაყიდვა, რომელიც:

ა) არ ხორციელდება ემიტენტის სახელით ან არ წარმოადგენს ამ კანონის მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 მუხლების მიხედვით საჯარო შეთავაზების ნაწილს;

ბ) ღიაა პირდაპირი ან წარმომადგენლის საშუალებით მონაწილეობისათვის არანაკლებ 100 პირისათვის ან პირთა წინასწარ დაუზუსტებელი წრისათვის.

22. მმართველი ორგანო –– დადგენილი წესით არჩეული ან დანიშნული დირექტორები ან/და სამეთვალყურეო საბჭო.

23. პირი – იურიდიული ან ფიზიკური პირი.

24. რეგისტრირებული მფლობელი – ფასიანი ქაღალდების მესაკუთრე ან ნომინალური მფლობელი, რომელიც რეგისტრირებულია ფასიანი ქაღალდების რეესტრში.

25. რეკლამა – განცხადების გამოქვეყნება ნებისმიერი შესაძლო ფორმით, მათ შორის უწყებების, ნიშნების, ეტიკეტების, სავიზიტო ბარათების, წერილების, კატალოგების, ფასების ნუსხათა ჩვენებით, სურათების, ფოტოების გამოფენით, კინოფილმების დემონსტრაციით, აუდიო- ან ტელეგადაცემებით, კომპიუტერული ქსელებით, სხვადასხვა ჩანაწერების გავრცელებით და ნებისმიერი სხვა მსგავსი სახით.

26. საბროკერო კომპანია იურიდიული პირი , რომელსაც აქვს საბროკერო საქმიანობის ლიცენზია .

27. სამეურნეო წელი – დროის პერიოდი ყოველი წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

28. სამთავრობო ფასიანი ქაღალდი –– საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდი.

29. საფონდო ბირჟა ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზარი , რომელიც უზრუნველყოფს ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვა - გაყიდვის შესახებ წინადადებების შეგროვებას , ვაჭრობის ორგანიზებას დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად და ავრცელებს დადებულ გარიგებათა შესახებ და ფასებთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას .

30 . (ამოღებულია).

31. ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის უხეში დარღვევა დარღვევა , რომელიც არ არის ტექნიკური ხასიათის და წარმოადგენს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული კანონების ან საფონდო ბირჟის ან დეპოზიტარის წესების მოთხოვნათა განზრახ უგულებელყოფას .

32. ფასიანი ქაღალდი ( ფასიანი ქაღალდები ) – მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტები და უფლებები , რომელთა საჯარო შეთავაზებაც შესაძლებელია წილობრივი თუ სასესხო ფასიანი ქაღალდების სახით ( ან მათი კომბინირებული ვარიანტით ) ან რომლებიც შეიძლება გარდაიქმნას ასეთებად ან რომლებიც არიან ასეთებზე ხელმოწერისა თუ ასეთების შეძენის უფლების მატარებლები, საინვესტიციო ხელშეკრულებები და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული სხვა ინსტრუმენტები და უფლებები . ამ კანონით შემდეგი ინსტრუმენტები არ განიხილება და არ რეგულირდება, როგორც ფასიანი ქაღალდები :

) ბანკების ვალდებულებები, დაკავშირებული დეპოზიტებთან ან სხვა ფიქსირებულ ვადიან დაფინანსებასთან, რომლებსაც წარმოქმნის კლიენტთა პირდაპირი, შუამავლების გარეშე მომსახურება და რომლებისთვისაც არ არის დამახასიათებელი საჯარო მიმოქცევა;

) ნებისმიერი სადაზღვევო პოლისი ან ენუიტური კონტრაქტი, გამოშვებული დაზღვევის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედი იურიდიული პირის მიერ ;

) ჩეკი ( რეგულირდება საქართველოს კანონით ჩეკების შესახებ );

1 ) თამასუქი ( რეგულირდება საქართველოს კანონით თამასუქის შესახებ );

დ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებით განსაზღვრული გამონაკლისი ხელშეკრულებები ან ფინანსური ინსტრუმენტები, რომელთა რეგულირებაც ხორციელდება შესაბამისად ამ კანონით ან სხვა კანონებით.

33. არამატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი ფასიანი ქაღალდი, რომელიც არ არსებობს ქაღალდის ფორმით, მაგრამ არსებობს ჩანაწერის სახით ფასიანი ქაღალდების რეესტრში ან ნომინალური მფლობელების ჩანაწერებში რეგისტრირებული მესაკუთრის ან ნომინალური მფლობელის სახელზე.

34. საინვესტიციო ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ინვესტორი აძლევს სხვა პირს ფულს ან სხვა უფლებას საკუთრებაზე ეკონომიკურ საქმიანობაში დასაბანდებლად, შესაძლო შემოსავლის მიღების მიზნით.

35. სასესხო ფასიანი ქაღალდი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს უფლებას განსაზღვრული ძირითადი თანხის პროცენტით ან უპროცენტოდ მიღებაზე; იგი მოიცავს სამთავრობო ფასიან ქაღალდებს, თუ შესაბამისი ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული .

36. საჯარო ფასიანი ქაღალდები – იმ კლასის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც განთავსდა საჯარო შეთავაზების გზით ან/და დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე;

37. ფასიანი ქაღალდების ემისია (გამოშვება) – პროცედურა, რომლის საშუალებითაც ემიტენტი განათავსებს ფასიან ქაღალდებს.

38. ფასიანი ქაღალდების კლასი ემიტენტის ყველა ის ფასიანი ქაღალდი , რომელიც ადასტურებს იდენტურ უფლება - მოვალეობებს .

39. წილობრივი ფასიანი ქაღალდი – ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს მესაკუთრის წილს საწარმოში.

40. ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილე – ინვესტორი, ემიტენტი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილე, აუდიტორი.

41. ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილე – საფონდო ბირჟა, ცენტრალური დეპოზიტარი, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, ანგარიშვალდებული საწარმო, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი.

42. ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი – საბროკერო კომპანია ან სხვა შუამავალი, რომლის საქმიანობასაც ზედამხედველობას უწევს საქართველოს ეროვნული ბანკი თავის მიერ დადგენილი წესებით.

43. ფასიანი ქაღალდის ნომინალური მფლობელი – იურიდიული პირი, რომელიც არის ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი, ბანკი ან ცენტრალური დეპოზიტარი, რომელსაც რეგისტრირებული მესაკუთრე (ან სხვა ნომინალური მფლობელი) წერილობითი ხელშეკრულებით ანიჭებს უფლებას, ფასიანი ქაღალდები ამ ნომინალური მფლობელის სახელზე შეიტანოს რეესტრში და რეგისტრირებული მესაკუთრის ან ნომინალური მფლობელის ინტერესებისათვის ჩაებას ამ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ სხვა ოპერაციებში.

44. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირე-ბული იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს ემიტენტის ფასიანი ქაღალდების რეესტრს და ასრულებს სხვა ფუნქციებს, რომლებიც განსაზღვრულია ხელშეკრულებაში ემიტენტსა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს შორის.

45. ფასიანი ქაღალდების რეესტრი რეესტრი, რომელსაც აწარმოებს ემიტენტი ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი და რომელშიც აღნიშნულია რეგისტრირებული მფლობელებისა და მათ მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა, კლასი და მათთან დაკავშირებული, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია .

46. ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულება – ხელშეკრულება ფასიანი ქაღალდების შეთავაზების განმახორციელებელ ემიტენტსა და ერთ ან რამდენიმე საბროკერო კომპანიას შორის, რომლის მიხედვითაც, საბროკერო კომპანია/კომპანიები კისრულობს/კისრულობენ ვალდებულებას, განათავსოს/განათავსონ ფასიანი ქაღალდები გარანტირებულ ან არაგარანტირებულ საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად:

ა) გარანტირებული საფუძველი ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ნიშნავს საბროკერო კომპანიების მიერ ემიტენტისაგან ფასიანი ქაღალდების მთელი ემისიის შესყიდვას, თავიანთ საკუთრებაში მისი დატოვების ან შემდგომი გადაყიდვის გარანტიით;

ბ) არაგარანტირებული საფუძველი ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ნიშნავს საბროკერო კომპანიების მიერ ემიტენტისაგან ფასიანი ქაღალდების მთელი ემისიის პირობით შესყიდვას, თავიანთ საკუთრებაში მისი დატოვების ან შემდგომი გადაყიდვის გარანტიის გარეშე.

47. შეთავაზება – გამოშვებული ან გამოსაშვები ფასიანი ქაღალდის ან მასზე საკუთრების უფლების გაყიდვის ან ანაზღაურებით გასხვისების ნებისმიერი ცდა. იგი არ გულისხმობს საბროკერო კომპანიისათვის ან საბროკერო კომპანიის მიერ შეთავაზებულ წინადადებას მიიღოს მონაწილეობა ფასიანი ქაღალდის ან მასზე საკუთრების უფლების შეთავაზების ხელშეკრულებაში.

48. შეთავაზების განაცხადი – ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენილი განაცხადი, რომელიც გულისხმობს მის ნებისმიერ შესწორებას და ნებისმიერ ემისიის პროსპექტს, ანგარიშს ან დოკუმენტს, რომელიც ამ განაცხადის ნაწილია, – უშუალოდ ან ჩართული მასზე მითითებით.

49. ჩანაწერი – ნებისმიერი ინფორმაცია, წარმოდგენილი ანგარიშის, კორესპონდენციის, მაგნიტურ ფირსა და კომპიუტერის დისკზე ჩანაწერებისა თუ სხვა სახით, რომელთა წაკითხვაც შესაძლებელია ჩვეულებრივ ან რაიმე ტექნიკური საშუალებებით.

50. ცენტრალური დეპოზიტარი (დეპოზიტარი) – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილია, რეგისტრირებული მესაკუთრის ან ნომინალური მფლობელის დავალებით აწარმოოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური კლირინგი და ანგარიშსწორება, აგრეთვე განახორციელოს სპეციალიზებული დეპოზიტარის და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებით განსაზღვრული სხვა მომსახურება.

501. წევრი საფონდო ბირჟის ან ცენტრალური დეპოზიტარის კლიენტი, რომელიც საფონდო ბირჟის ან ცენტრალური დეპოზიტარის წესის შესაბამისად აღიარებულია საფონდო ბირჟის ან ცენტრალური დეპოზიტარის წევრად .

51. წერილობითი ფორმა – კომუნიკაციის ნაბეჭდი, ლითოგრაფიული ან ნებისმიერი გრაფიკული ფორმა.

52. (ამოღებულია – 10.04.2012, №6022 ).

53. განვითარებული ქვეყნები – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ განვითარებული ქვეყნების ნუსხაში შეტანილი ქვეყნები.

54. ფინანსური ინსტიტუტები – იურიდიული პირები, რომელთა საქმიანობაა ფინანსური მომსახურების განხორციელება და რომლებიც მოქმედებენ კომერციული ბანკის, სადაზღვევო ორგანიზაციის, გადამზღვეველი კომპანიის, საინვესტიციო ბანკის, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, საბროკერო კომპანიის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, საკრედიტო კავშირის, საინვესტიციო ფონდის ან/და ფინანსური მომსახურების განმახორციელებელი სხვა ორგანიზაციის სახით. საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია გააფართოოს და განმარტოს ფინანსური ინსტიტუტების ჩამონათვალი.

55. საინვესტიციო ფონდი იურიდიული პირი ან კოლექტიური საინვესტიციო სქემა , რომელიც იქმნება ინვესტორების ფულის აკუმულირებისა და განთავსების მიზნით .

56. კოლექტიური საინვესტიციო სქემა ფინანსური ინსტიტუტების მართვაში გადაცემული ფულადი საშუალებები ამ თანხების ინვესტიციებში განთავსების მიზნით .

57. გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორი – პირი, რომელსაც აქვს საკმარისი გამოცდილება, ქონება ან შემოსავალი იმისათვის, რომ აიტანოს საინვესტიციო საქმიანობით გამოწვეული ფინანსური ზარალი. გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორი არის მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირი, ფინანსური ინსტიტუტი, ფინანსური ინსტიტუტის დირექტორი, იურიდიული პირი, რომლის კაპიტალი აღემატება 1 მილიონ ლარს, ან სხვა პირები, რომლებიც ასეთად აღიარებული არიან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.

58. მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირი პირი , რომლის დადასტურებული ქონება აღემატება 3 მილიონ ლარს ან წლიური შემოსავალი ბოლო 3 წლის განმავლობაში აღემატება 200,000 ლარს .

59. გათვითცნობიერებულ ( გამოცდილ ) ინვესტორთა საინვესტიციო ფონდი ფინანსური ინსტიტუტი ან კოლექტიური საინვესტიციო სქემა , შექმნილი ამ კანონის შესაბამისად . მისი მონაწილენი არიან მხოლოდ გათვიცნობიერებული ( გამოცდილი ) ინვესტორები .

60. საინვესტიციო ფონდის მმართველი პირი ან პირთა ჯგუფი , რომელიც მართავს საინვესტიციო ფონდს .

61. ფასიანი ქაღალდების თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი – ემიტენტის მიერ გამოშვებული და განთავსებული რომელიმე კლასის ფასიანი ქაღალდების წილი, რომელიც არ განეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილ არც ერთ კატეგორიას:

ა) პირის (მათ შორის, ემიტენტის) რეგისტრირებულ საკუთრებაში არსებულ 5%-იან ან უფრო მსხვილ ამ კლასის ფასიანი ქაღალდების პაკეტს, გარდა იმ ფასიანი ქაღალდების პაკეტისა, რომელსაც დეპოზიტარული ხელწერილების გამოშვების მიზნით რეგისტრირებულ საკუთრებაში ფლობს საერთაშორისო დეპოზიტარი;

ბ) სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის  ორგანოების,  საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეგისტრირებულ  საკუთრებაში არსებულ ფასიან ქაღალდებს;

გ) ემიტენტის მმართველი ორგანოს წევრებისა და თანამშრომლების რეგისტრირებულ საკუთრებაში არსებულ ფასიან ქაღალდებს.

62. უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟა – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ბირჟათა სიაში შეყვანილი საფონდო ბირჟა, რომლის წესები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკას. ასეთ ბირჟებს, როგორც მინიმუმი, მიეკუთვნებიან განვითარებულ ქვეყნებში არსებული, მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ბირჟები.

63. კოტირება საფონდო ბირჟის მიერ ფასიანი ქაღალდის ოფიციალური ფასის ან / და ფასთა ინტერვალის დადგენა გარკვეული თარიღისათვის , გაანგარიშებული დადებული გარიგებების ან / და გაკეთებული სავაჭრო განაცხადების საფუძველზე , ბირჟის მიერ დამტკიცებული მეთოდიკის შესაბამისად .

64. კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიში ფინანსური ანგარიში , რომელიც მოიცავს როგორც მშობელი , ისე შვილობილი საწარმოს ფინანსურ ანგარიშებს .

65. შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) – იურიდიული პირი, რომელშიც ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილე ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 პროცენტს ან 50-ზე მეტ პროცენტს, ხოლო იურიდიული სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში – აკონტროლებს მას.

66. ფილიალი – ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის სტრუქტურული ქვედანაყოფი, სადაც უშუალოდ ხორციელდება ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის წესდებით განსაზღვრული საქმიანობა ან მისი ნაწილი.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1929-სსმI, №14(21), 13.05.1999წ., მუხ.59

საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1925-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.235

საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2831-სსმI, №19, 13.04.2010წ., მუხ.105

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5009 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6022 – ვებგვერდი, 30.04.2012წ.

თავი II

ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება

    მუხლი 3. ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების ცნება

1. ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება არის წინადადება ემიტენტის სახელით ფასიანი ქაღალდების პირდაპირი ან არაპირდაპირი მიყიდვის შესახებ არანაკლებ 100 პირისათვის ან პირთა წინასწარ დაუზუსტებელი რაოდენობისათვის. საჯარო შეთავაზებად მიიჩნევა აგრეთვე არაანგარიშვალდებული საწარმოს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით წამოყენებული ამგვარი წინადადება იმ პირის სახელით, რომელიც არ არის ემიტენტი. ნებისმიერ პირს შეუძლია განა-ხორციელოს საჯარო შეთავაზება, თუ იგი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს ამ კანონით განსაზღვრულ, თავის მიერ ხელმოწერილ შესაბამის ინფორმაციას (დოკუმენტებს) და საქართველოს ეროვნულ ბანკს შეატყობინებს ძირითად ინფორმაციას თავის შესახებ. აღნიშნულ შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია დააწესოს ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების განსხვავებული წესი.

2. ემიტენტს უფლება აქვს საბროკერო კომპანიასთან დადოს ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულება ფასიანი ქაღალდების განთავსების შესახებ.

3. იმ ემიტენტის ფასიანი ქაღალდების მფლობელს, რომელიც ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებას ახორციელებს ამ კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, უფლება აქვს წინადადებით მიმართოს ემიტენტს, დადგენილი წესით საჯარო შეთავაზებაში შეიტანოს მის მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდები.

4. საჯარო შეთავაზება არასამთავრობო ემიტენტების , მათ შორის , ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით .

5. საინვესტიციო ფონდის ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისა და გასხვისების წესები განისაზღვრება ამ კანონით, თუ საქართველოს კანონმდებლობით ფასიანი ქაღალდების შესახებ სხვა რამ არ არის დადგენილი.

6. ფასიანი ქაღალდების შეთავაზება და მიყიდვა მხოლოდ გამოცდილი ინვესტორებისათვის არ განიხილება , როგორც საჯარო შეთავაზება .

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161

    მუხლი 4. მოთხოვნები ემისიის პროსპექტისადმი

1. საჯარო შეთავაზება ხორციელდება მხოლოდ ემიტენტის მიერ ამ კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების მოთხოვნათა დაცვით მომზადებული და დამტკიცებული პროსპექტის გამოქვეყნებისთანავე ან შემდეგ.

2. ემიტენტი საჯარო შეთავაზებისათვის განკუთვნილი ფასიანი ქაღალდების ემისიის პროსპექტის დასამტკიცებლად მიმართავს საქართველოს ეროვნულ ბანკს და წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს, რომლებიც მიიჩნევა საჯარო შეთავაზების განაცხადად:

ა) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის მიხედვით შედგენილი განაცხადი;

ბ) წინასწარი პროსპექტის 3 ასლი, ხელმოწერილი ემიტენტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ, როცა ემიტენტი საწარმოა, ხოლო სხვა ემიტენტების შემთხვევაში – ხელმოწერილი იმ პირების მიერ, რომლებიც კანონის მიხედვით აღიარებული არიან, როგორც პასუხისმგებლები ემიტენტის მართვაზე (პასუ-ხისმგებელი პირები). წინასწარი პროსპექტი შეიცავს:

ბ.ა) ინფორმაციას ემიტენტის შესახებ, კერძოდ, მის სახელს, მისამართსა და დაარსების თარიღს, განთავსებული ფასიანი ქაღალდების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რაოდენობასა და კლასს; ყოველი მფლობელის სახელს, რომელიც აკონტროლებს ემიტენტს; თუ ემიტენტი საწარმოა – მისი მმართველი ორგანოს წევრთა სახელებს, საჭიროებისამებრ – ემიტენტის მიერ შერჩეული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის სახელს, ზემოხსენებული პირების შესაძლო ინტერესთა კონფლიქტს;

ბ.ბ) ბოლო 2 წლის განმავლობაში ემიტენტის საქმიანობის დახასიათებას და ამ საქმიანობასთან დაკავშირებულ შესაძლო ძირითად რისკებს. თუ ემიტენტი საქმიანობას ეწევა 2 წელზე ნაკლები ვადის განმავლობაში, ამ პუნქტში აღნიშნულ ინფორმაციას იგი წარადგენს დაარსებიდან განაცხადის წარდგენამდე პერიოდისთვის;

ბ.გ) აუდიტორის მიერ დადასტურებულ ინდივიდუალურ, ხოლო არსებობის შემთხვევაში – კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშებს ბოლო 2 სამეურნეო წლისათვის. თუ ემიტენტი საქმიანობას ეწევა 2 წელზე ნაკლები ვადის განმავლობაში, ამ პუნქტში აღნიშნულ ინფორმაციას იგი წარადგენს დაარსებიდან განაცხადის წარდგენამდე პერიოდისთვის;

ბ.დ) ინფორმაციას გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების შესახებ, კერძოდ:

ბ.დ.ა) გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების კლასსა და საორიენტაციო რაოდენობას;

ბ.დ.ბ) ხელმოწერის პროცედურის დეტალებს, ხოლო თუ საბროკერო კომპანიამ ხელი მოაწერა ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებას და დათანხმდა, შეესყიდა მთელი ემისიის ფასიანი ქაღალდების ნაწილი, – ასეთი გარიგების დაახლოებით დეტალებს;

ბ.დ.გ) ინფორმაციას იმის შესახებ, ხდება თუ არა ფასიანი ქაღალდების მფლობელთა სახელით ფასიანი ქაღალდების შეთავაზება, ხოლო ასეთი შეთავაზების შემთხვევაში – მათ სახელებსა და თითოეულის მიერ შეთავაზებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობას;

ბ.დ.დ) სასესხო ფასიანი ქაღალდისათვის პროცენტის გაანგარიშების მეთოდს, თუ ფასიანი ქაღალდი პროცენტიანია; ფასიანი ქაღალდის ვადასა და ნებისმიერი ნებადართული დაფარვის პირობებს;

ბ.დ.ე) შეთავაზების შედეგად მიღებული შემოსავლების სავარაუდო გამოყენებას.

3. საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია დააწესოს გამარტივებული მოთხოვნები ინფორმაციის მოწოდებაზე, გამოშვებული თუ გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების სახეობების, ემიტენტის ტიპის, სასესხო ფასიანი ქაღალდის ვადიანობის მიხედვით.

4. თუ ემიტენტი ანგარიშვალდებული საწარმოა და მას წარდგენილი აქვს ყველა აუცილებელი ანგარიში ბოლო 2 წლის განმავლობაში, საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია, თავის მიერ დადგენილი წესების მიხედვით, არ მოითხოვოს სრული ემისიის პროსპექტის წარდგენა ან მოითხოვოს ემისიის პროსპექტისათვის საჭირო ინფორმაციის ნაწილის წარდგენა.

5. თუ ემისიის პროსპექტისათვის აუცილებელი ინფორმაცია უკვე წარედგინა საქართველოს ეროვნულ ბანკს, იგი შეიძლება ჩაერთოს პროსპექტში მითითების სახით, ამ კანონის მე-11 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.

6. თუ რომელიმე ემიტენტის ფასიანი ქაღალდები განთავსებულია უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟათაგან ერთ-ერთზე მაინც, მაშინ ასეთ ემიტენტს შეუძლია საქართველოში ფასიანი ქაღალდების ემისია განახორციელოს საფონდო ბირჟის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, ყოველგვარი დამატებითი რეგუ-ლირების გარეშე. ამ შემთხვევაში ემიტენტი ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს გაუგზავნოს შეტყობინება ფასიანი ქაღალდების ემისიის შესახებ, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკი საჭიროების შემთხვევაში ფასიან ქაღალდებს მიანიჭებს ეროვნულ საიდენტიფიკაციო ნომერს.

7. შეთავაზების განაცხადის საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენიდან 15 დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს მას და თუ:

ა) მიიჩნევს, რომ წინასწარი პროსპექტი არ შეესა-ბამება ამ კანონს ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ წესებს, ემიტენტს მიაწვდის წერილობით პასუხს მისგან დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნით, რომელიც საჭიროა წარდგენილი ინფორმაციის განმარტებისა და დაზუსტებისათვის, ან/და მოსთხოვს ემიტენტს, წარადგინოს წინასწარ პროსპექტში მითითებული ინფორმაციის სისწორის დამადასტურებელი საბუთები. აღნიშნულ ნაკლოვანებათა გამოსწორების შემდეგ ემიტენტს შეუძლია წარადგინოს შეთავაზების განაცხადის შესწორებები, რომელთაც ხელახლა განიხილავენ;

ბ) დაამტკიცა ემისიის პროსპექტი, ემიტენტის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწვდის მას წერილობით თანხმობას ემისიის პროსპექტის დამტკიცებაზე;

გ) მიიჩნევს, რომ წარდგენილი ინფორმაცია არ შეესაბამება ამ კანონს ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ წესებს, ანდა თუ ემიტენტი უარს ამბობს, წარადგინოს დოკუმენტები, მონაცემები ან ახსნა-განმარტებები, რომელთაც ეს მუხლი მოითხოვს, შეიძლება წერილობითი ფორმით უარი განაცხადოს ემისიის პროსპექტის დამტკიცებაზე;

დ) ემიტენტი არ იქნა ინფორმირებული წერილობითი ფორმით, ამ პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მაშინ 15 დღის გასვლის შემდეგ ემისიის პროსპექტი დამტკიცებულად მიიჩნევა.

8. საბოლოო პროსპექტში მიმდინარე ფინანსური ინფორმაცია არ უნდა იყოს 18 თვეზე უფრო ადრინდელი. ტექსტში მოყვანილი აღწერები უნდა შეესაბამებოდეს უახლეს შესაძლო თარიღს.

9. 10 დღის ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული მეტი დროის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ემისიის პროსპექტი დამტკიცებულად მიიჩნევა, ემიტენტმა საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს საბოლოო პროსპექტის 3 ეგზემპლარი, შეთავაზებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობის პირველ გვერდზე მითითებით, ხოლო როცა საბროკერო კომპანიები ყიდიან ფასიან ქაღალდებს ემიტენტის ან/და ემიტენტის ფასიანი ქაღალდების მფლობელთა სახელით – ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულების პირობები. საბოლოო პროსპექტი, ამ მუხლის მე-12 პუნქტის გათვალისწინებით, გამოყენებულ უნდა იქნეს საჯარო შეთავაზებისათვის განკუთვნილი ფასიანი ქაღალდების საჯაროდ გასაყიდად.

10. საქართველოს ეროვნული ბანკისათვის საბოლოო პროსპექტის წარდგენა არ უნდა ჩაითვალოს ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით შეტანილ შესწორებებად.

11. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცება ადასტურებს, რომ ემიტენტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეესაბამება ამ კანონსა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ წესებს, მაგრამ ის არ ადასტურებს განცხადებული ინფორმაციის სისწორეს, ამასთანავე, იგი არ უნდა იქნეს განხილული, როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაცია. ყოველი წინასწარი, დამტკიცებული და საბოლოო პროსპექტის წინა გვერდზე მკაფიოდ უნდა ჩანდეს შემდეგი სიტყვები: „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცება შეეხება პროსპექტის ფორმას და იგი არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც დასკვნა მისი შინაარსის სისწორის ან აქ აღწერილი ინვესტიციების ღირებულების შესახებ“.

12. გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტში მითითებული შემთხვევებისა, საბოლოო პროსპექტში არსებითი მოვლენის არასწორად გადმოცემისათვის, განუცხადებლობისათვის ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციისათვის ამ კანონით პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროთ შემდეგ პირებს:

ა) ემიტენტს, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, რომლებმაც პროსპექტს ხელი მოაწერეს სოლიდარულად;

ბ) ყოველ საბროკერო კომპანიასა და ბროკერს, რომლებიც მოქმედებენ ემიტენტის სახელით, ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულების საფუძველზე;

გ) ყოველ აუდიტორსა თუ სხვა ექსპერტს, რომელმაც განაცხადა თანხმობა მის, როგორც ემისიის პროსპექტის ნაწილის ავტორის, მოხსენიებაზე, ემისიის პროსპექტის მის მიერ მომზადებულ ნაწილში არსებითი მოვლენის არასწორად გადმოცემის ან გამოტოვების გამო.

13. არც ერთი პირი, გარდა ემიტენტისა, არ იქნება პასუხისმგებელი ამ მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით, თუ ამის შესახებ მითითებულია ემისიის პროსპექტში ან თუ მას შეუძლია დაამტკიცოს, რომ:

ა) საბოლოო პროსპექტის ძალაში შესვლამდე იგი გადადგა ან შეწყვიტა ის ურთიერთობები, რომ-ლებიც მოცემულია საბოლოო პროსპექტში მისი საქმიანობის ან საქმიანობაზე თანხმობის შესახებ, და ამის თაობაზე მან წინასწარ წერილობით შეატყობინა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ემიტენტს;

ბ) საბოლოო პროსპექტის ეს ნაწილი ძალაში შევიდა მასთან შეუთანხმებლად, ამ ფაქტის აღმოჩენისთანავე მან დაუყოვნებლივ შეატყობინა საქართველოს ეროვნულ ბანკს ამის შესახებ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით და გაზეთში გამოაქვეყნა წერილობითი განცხადება, რომ საბოლოო პროსპექტის ეს ნაწილი ძალაში შევიდა მასთან შეუთანხმებლად;

გ) საბოლოო პროსპექტის ამა თუ იმ ნაწილთან დაკავშირებით, სათანადო გამოკვლევის შემდეგ მას ჰქონდა საფუძველი მიეჩნია და მიიჩნია კიდეც, რომ საბოლოო პროსპექტის ძალაში შესვლისას მასში მოცემული მონაცემები სწორი იყო, ან რომ საბოლოო პროსპექტის ეს ნაწილი სწორად არ ასახავს ასეთი პირის განცხადებას ანდა არ არის მის მიერ მომზადებული ანგარიშის ზუსტი ასლი თუ ნაწილი.

14. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, ბათილია ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს ამ მუხლში დასახელებულ პირთა პასუხისმგებლობას (თუ ამის შესახებ ემისიის პროსპექტის გარეკანზე არ არის მითითებული), თუ ემისიის პროსპექტში არსებითი მოვლენის არასწორად გადმოცემის ან გამოტოვების გამო დაზარალდა აქციის მფლობელი. ემიტენტი, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, პასუხისმგებელია საჯარო შეთავაზებით გაყიდული ფასიანი ქაღალდების შემძენ პირთა წინაშე იმ ზარალისათვის, რომელიც წარმოიქმნა შეძენის შედეგად და გამოწვეულია დამტკიცებულ ან საბოლოო პროსპექტში არსებითი მოვლენის არასწორად გადმოცემით ან განუცხადებლობით. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი სხვა პირები, ანალოგიურად, პასუხისმგებელი იქნებიან ასეთივე მყიდველთა წინაშე ამ ზარალისათვის, თუ მათ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა ამ მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით. იმ ფასიანი ქაღალდების გაყიდვა, რომელთა საჯარო შეთავაზებაც მოხდა ამ მუხლის პირველი პუნქტის ან ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, შეიძლება გაუქმდეს მყიდველის მოთხოვნით, რაც დაექვემდებარება ისეთ პროცედურულ და დროით შეზღუდვებს, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებით.

15. საბოლოო პროსპექტის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკი რეგისტრაციაში ატარებს ფასიან ქაღალდებს და თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული პროცედურის მიხედვით ანიჭებს მათ ეროვნულ საიდენტიფიკაციო ნომერს.

საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161

    მუხლი 5. შეთავაზების პროცედურა

1. საბოლოო პროსპექტი მიეწოდება ინვესტორებს საჯაროდ შეთავაზებული ფასიანი ქაღალდების გაყიდვის დაწყებამდე , დაწყებისთანავე ან გაყიდვის პროცესში .

2. საჯარო შეთავაზების პერიოდში ამა თუ იმ არსებითი მოვლენის , კერძოდ , ემისიის პროსპექტში ემიტენტის მიერ ფასიანი ქაღალდების რაოდენობის , შეთავაზების ბოლო ვადის ან სხვა არსებითი ფაქტის შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში ემიტენტი მიმართავს შემდეგ პროცედურას :

ა) საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს შეთავაზების განაცხადის შესწორებას, რომელშიც განიმარტება მასში შეტანილი ყველა ცვლილება;

ბ) აქვეყნებს შეტყობინებას გაზეთში ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული სხვა საშუალებით; აცხადებს არსებული ფორმით შეთავაზების გაუქმების შესახებ და ახორციელებს შეთავაზებას მითითებულ თარიღამდე ფასიანი ქაღალდების გაყიდვის ყველა ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე ყოველგვარი ფასდაკლების გარეშე, ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით.

3. თუ ემისიის პროსპექტში შესწორება შეიტანება ამა თუ იმ არსებით მოვლენასთან დაკავშირებით , ამ მუხლის მე -2 პუნქტის მიხედვით , ხელმომწერებს უფლება აქვთ უარი განაცხადონ შესყიდულ ფასიან ქაღალდებზე , ხოლო ემიტენტი ვალდებულია უკან დააბრუნოს ფასიანი ქაღალდების საფასური გამოუქვითავად , ხელმომწერთა მიერ უარის განცხადებიდან 10 დღის განმავლობაში . ხელმომწერნი , რომლებიც უარს არ განაცხადებენ შესყიდულ ფასიან ქაღალდებზე , ექვემდებარებიან შეთავაზების ახალ პირობებს .

4. თუ საჯარო შეთავაზების დაწყების შემდეგ საქართველოს ეროვნული ბანკი შეიტყობს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებულ ემისიის პროსპექტში ესა თუ ის არსებითი მოვლენა არასწორადაა გადმოცემული ან გამოტოვებულია, იგი უფლებამოსილია მოსთხოვოს ემიტენტს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების შესრულება.

5. თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებულ ემისიის პროსპექტში მითითებული სხვა ინფორმაცია საჯარო შეთავაზების პერიოდში შეიცვალა, ემიტენტი ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ამ ახალი ინფორმაციის (ცვლილების) ამსახველი დოკუმენტის ასლი, ვიდრე მოცემულ ცვლილებას ემისიის პროსპექტში შეიტანდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული პროცედურის მიხედვით.

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161

    მუხლი 6. შეთავაზების საჯაროობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცებამდე

1. აკრძალულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცებამდე მისი გავრცელება.

2. აკრძალულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცებამდე ემიტენტის ან მისი სახელით მოქმედი საბროკერო კომპანიის მიერ სათანადო ფასიანი ქაღალდის გაყიდვის შეთავაზება ან ამ პირთა მიერ ნებისმიერი სხვა პირისაგან სათანადო ფასიანი ქაღალდის შესყიდვაზე თანხმობის მიღება.

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161

    მუხლი 7. დამტკიცებული პროსპექტის მოქმედების შეჩერება და გაუქმება

1. თუ ემიტენტი ან მისი სახელით მოქმედი საბროკერო კომპანია არღვევს ამ კანონის მე-4მე-6 მუხლების მოთხოვნებს, ანდა ემისიის პროსპექტში მათ მიერ წარდგენილი ინფორმაცია არსებითად არასწორი ან არასრულია, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეაჩეროს დამტკიცებული პროსპექტის მოქმედება და განსაზღვროს ვადა ამგვარი დარღვევების გამოსასწორებლად. თუ დარღვევები განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორდება, საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია დამტკიცებული პროსპექტის მოქმედება გააუქმოს.

2. თუ საქართველოს ეროვნული ბანკი შეაჩერებს ან გააუქმებს დამტკიცებული პროსპექტის მოქმედებას, ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება აკრძალულია და მყიდველებს უფლება აქვთ, უარი თქვან თავიანთ შესყიდვებზე ამ კანონის მე-4 მუხლის მე-14 პუნქტის მიხედვით.

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161

    მუხლი 8. ფასიანი ქაღალდების ემისიის ანგარიში

1. ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში ემიტენტი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს ფასიანი ქაღალდების ემისიისა და განთავსების შესახებ ანგარიშს, რომელიც შეიცავს შეთავაზებული და გაყიდული ფასიანი ქაღალდების ზუსტ რაოდენობასა და ფასს; თუ ემისიით გამოსაშვები ფასიანი ქაღალდები სრულად არ არის განთავსებული, ემიტენტი წარადგენს ანგარიშს ფაქტობრივად განთავსებული ფასიანი ქაღალდების შესახებ.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი წარდგენილ ანგარიშს განიხილავს მისი მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს წარდგენილი ინფორმაციის განმარტება ან მასში ცვლილებების შეტანა, რომლებიც უნდა მოამზადოს და წარადგინოს ემიტენტმა.

3. თუ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი არ არის საწარმო, მან საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს და რეგისტრირებულ მფლობელთათვის გაავრცელოს წლიური, ნახევარი წლის და მიმდინარე, ფინანსური და სხვა ინფორმაციის შემცველი ანგარიშები.

საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161

თავი III

საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტები

                     საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156

    მუხლი 9. ანგარიშვალდებული საწარმოს ცნება

1. ანგარიშვალდებულ საწარმოდ (საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტად) მიიჩნევა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელსაც გამოშვებული აქვს საჯარო ფასიანი ქაღალდები (გარდა სრულად დაფარული სასესხო ფასიანი ქაღალდებისა).

2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიიღოს ჩანაწერით მფლობელთა განსაზღვრის წესი.

3. საქართველოს ეროვნული ბანკი ადგენს წესს, რომლითაც გარკვეული ტიპის ანგარიშვალდებული საწარმოები თავისუფლდებიან ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-14 და მე-15 მუხლების მოთხოვნათა შესრულებისაგან, თუ საწარმოთა მიერ ასეთი ანგარიშების მოსამზადებლად გასაწევი ხარჯები, საწარმოთა საკუთარი კაპიტალისა და ფასიანი ქაღალ-დების მფლობელთა რაოდენობის გათვალისწინებით, აღნიშნული მუხლებით დაცული საჯარო ინტერესის შეუსაბამო აღმოჩნდება.

საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161

საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6022 – ვებგვერდი, 30.04.2012წ.

    მუხლი 10. საჯარო ფასიანი ქაღალდები. ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოება

1. საჯარო ფასიანი ქაღალდი გამოშვებულ უნდა იქნეს არამატერიალიზებული ფორმით . მატერიალიზებული ფორმით გამოშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდი ექვემდებარება დემატერიალიზაციას .

2. ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიძლება მიიღოს შესაბამისი წესი. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი და ის ემიტენტი, რომელიც უფლებამოსილია, თავისი ფასიანი ქაღალდების რეესტრი თვითონ აწარმოოს, ვალდებული არიან იმოქმედონ ამ წესის მიხედვით.

3. ემიტენტი, რომელიც არის ანგარიშვალდებული საწარმო, ვალდებულია მისი ანგარიშვალდებულ საწარმოდ მიჩნევიდან 60 დღის ვადაში შეარჩიოს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, დადოს მასთან წერილობითი ხელშეკრულება და ხელშეკრულების დადებიდან არა უგვიანეს 15 დღისა გადასცეს მას ფასიანი ქაღალდების რეესტრი ან/და მის საწარმოებლად საჭირო ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია.

4. თუ ემიტენტი, რომელიც ვალდებულია ფასიანი ქაღალდების რეესტრი გადასცეს დამოუკიდებელ რეგისტრატორს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში არ შეარჩევს მას, რეგისტრატორს მას უნიშნავს საქართველოს ეროვნული ბანკი თავის მიერ დადგენილი წესით.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ემიტენტმა 7 დღის ვადაში უნდა შეატყობინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შერჩევისა და მასთან ხელშეკრულების დადების შესახებ. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ემიტენტის სახელწოდება (დასახელება), იურიდიული მისამართი;

ბ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ვინაობა;

გ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან ხელშეკრულების დადებისა და ამოქმედების თარიღები;

დ) ემიტენტის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების ყოველი კლასი, თითოეული კლასით გათვალისწინებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობის მითითებით;

ე) ემიტენტის მმართველი ორგანოს ყველა წევრის, ხოლო თუ იგი საწარმო არ არის – აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირების სახელი, გვარი, თანამდებობა;

ვ) მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება, რეგისტრაციის თარიღი და საიდენტიფიკაციო კოდი.

6. ემიტენტი ვალდებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ნებისმიერ ინფორმაციაში ცვლილების შეტანის შესახებ მისი განხორციელებიდან 7 დღის ვადაში შეატყობინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს და იმ საფონდო ბირჟას, რომელზედაც სავაჭროდ დაშვებულია მისი ფასიანი ქაღალდები.

7. თუ ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ დაშვებულია საფონდო ბირჟაზე, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ვალდებულია ამ მუხლის მე -5 პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე მონაცემის ცვლილების შემთხვევაში :

ა) ფასიანი ქაღალდების რეესტრში ცვლილების განხორციელებამდე არა უგვიანეს 5 დღისა შეატყობინოს ცვლილების შესახებ (მისი სამართლებრივი საფუძვლისა და თარიღის ჩვენებით) საქართველოს ეროვნულ ბანკს, იმ საფონდო ბირჟას, რომელზედაც სავაჭროდ დაშვებულია შესაბამისი ფასიანი ქაღალდები, და ამ საფონდო ბირჟის მომსახურე ცენტრალურ დეპოზიტარს (დეპოზიტარს);

) ცვლილების განხორციელების დღის ბოლომდე ამ პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფონდო ბირჟას და მის მომსახურე ცენტრალურ დეპოზიტარს წერილობით დაუდასტუროს მისი განხორციელება , ამასთანავე , შესაბამისი ფასიანი ქაღალდების ნომინალურ მფლობელებს 3 დღის ვადაში აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ .

8. ამ მუხლის მე -7 პუნქტით გათვალისწინებული საფონდო ბირჟა და მისი მომსახურე ცენტრალური დეპოზიტარი ვალდებული არიან, აღნიშნული პუნქტის ქვეპუნქტში აღნიშნულ შეტყობინებაში მითითებული თარიღიდან ქვეპუნქტით განსაზღვრული დადასტურების მიღებამდე შეაჩერონ შესაბამის ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციები .

9. თუ ემიტენტი, რომელიც ვალდებულია, ფასიანი ქაღალდების რეესტრი ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მეშვეობით აწარმოოს, გარკვეული მიზეზით მოშლის მასთან ხელშეკრულებას, მან უნდა უზრუნველყოს ფასიანი ქაღალდების ახალი რეგისტრატორის შერჩევა და მასთან ხელშეკრულების ამოქმედება არა უგვიანეს წინა ხელშეკრულების მოშლის დღისა. ხელშეკრულების მოშლის თარიღისთვის ემიტენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. ამ შემთხვევაში რეესტრი და სათანადო დოკუმენტაცია ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა უნდა გადასცეს ემიტენტს ან ემიტენტის მიერ შერჩეულ ახალ რეგისტრატორს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესი.

10. ერთ ემიტენტს შეიძლება ჰყავდეს ფასიანი ქაღალდების მხოლოდ ერთი რეგისტრატორი .

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2075-სსმI, №24(31), 26.06.1999წ., მუხ.111

საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5009 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6022 – ვებგვერდი, 30.04.2012წ.

    მუხლი 11. პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნები

1. ყველა ანგარიშვალდებული საწარმო ვალდებულია მოამზადოს და საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს, გამოაქვეყნოს ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებულ მესაკუთრეებს მიაწოდოს:

ა) წლიური ანგარიში;

ბ) ნახევარი წლის ანგარიში;

გ) მიმდინარე ანგარიში.

2. წლიური ანგარიში დგება ყოველი სამეურნეო წლისათვის და უნდა შეიცავდეს: ინფორმაციას ემიტენტის, მისი საქმიანობის, მმართველი ორგანოს წევრთა და იმ პირთა შესახებ, რომლებიც აქციონერთა კრებაზე ფლობენ ან აკონტროლებენ ხმების მნიშვნელოვან წილს; აუდიტორის მიერ დადასტურებულ ფინანსურ ანგარიშებს; საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ფორმით მოცემულ სხვა ინფორმაციას. ასეთი ანგარიშების მომზადება აუცილებელია პირველივე სამეურნეო წლიდან, მას შემდეგ, რაც საწარმო გახდა ანგარიშვალდებული საწარმო. ანგარიშვალდებული საწარმო ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს წლიური ანგარიში ყოველი სამეურნეო წლის დასრულების შემდეგ, არა უგვიანეს 15 მაისისა. აღნიშნულ წლიურ ანგარიშს წარადგენს ის საწარმოც, რომელიც ანგა-რიშვალდებული საწარმო გახდა სამეურნეო წლის განმავლობაში, ამ პუნქტში აღნიშნული ვადების დაცვით.

3. ნახევარი წლის ანგარიში დგება სამეურნეო წლის პირველი 6 თვის შესახებ (30 ივნისის მდგომარეობით). აღნიშნული ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკს წარედგინება მიმდინარე წლის 15 აგვისტომდე. საწარმო, რომელიც ანგარიშვალდებული საწარმო გახდა სამეურნეო წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, ასევე ვალდებულია წარუდგინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს ნახევარი წლის (სამეურნეო წლის პირველი 6 თვის შესახებ) ანგარიში ამ პუნქტში აღნიშნული ვადების დაცვით. ნახევარი წლის ანგარიში უნდა შეიცავდეს: ანგარიშვალდებული საწარმოს ფინანსურ ანგარიშებს; ინფორმაციას საანგარიშგებო პერიოდში მომხდარი არსებითი მოვლენების შესახებ; საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ფორმით მოცემულ სხვა ინფორმაციას.

4. მიმდინარე ანგარიშის წარდგენა აუცილებელია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრულ არსებით მოვლენასთან დაკავშირებით, რომელიც მოხდა მას შემდეგ, რაც საწარმო გახდა ანგარიშვალდებული საწარმო. მიმდინარე ანგარიშის წარდგენა ხდება ანგარიშში ასახული მოვლენის დადგომიდან 15 დღის განმავლობაში. მას უნდა ჰქონდეს ისეთი ფორმა და უნდა შეიცავდეს ისეთ ინფორმაციას, როგორსაც მოითხოვს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესი.

5. საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია განსაზღვროს ამ მუხლის მიხედვით წარსადგენი ანგარიშის ფორმა და მისი წარდგენის წესი.

6. თუ საწარმოს საჯარო ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა ხდება საფონდო ბირჟაზე, საწარმო ამ მუხლით განსაზღვრულ ანგარიშებს ერთდროულად წარუდგენს როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკს, ისე საფონდო ბირჟას.

7. საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია საწარმოს შესახებ ან ამ მუხლის მიხედვით წარსადგენი ფინანსური ანგარიშის თაობაზე. ინფორმაცია შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ანგარიშში ინფორმაციის ღიაობის გადასამოწმებლად, ჩანაწერის განსამარტავად ან ანგარიშთან დაკავშირებული ახალი ინფორმაციის მისაღებად. წარდგენილ დამატებით დოკუმენტში მოცემული ინფორმაციის ასახვის მიზნით საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია აგრეთვე მოითხოვოს ამ დოკუმენტის შესწორება.

8. ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია შეიძლება ჩართულ იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკისათვის უკვე წარდგენილი ნებისმიერი სხვა დოკუმენტიდან მასზე მითითების გზით, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. გარკვევით უნდა მიეთითოს ჩართული ინფორმაციის წარმომავლობა, წყარო, გვერდი, აბზაცი ან ინფორმაციის სხვა დახასიათება. ძნელად მისაწვდომი ინფორმაცია უშუალოდ უნდა იქნეს წარდგენილი.

9. ამ მუხლის მიხედვით წარდგენილ ფინანსურ ანგარიშს საწარმოს მხრიდან ხელს უნდა აწერდნენ საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე . აღნიშნული პირები კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელი არიან ანგარიშში შეტანილი არსებითი ინფორმაციის სისწორესა და სისრულეზე .

საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5009 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

    მუხლი 12. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული ამ საწარმოს ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ ინფორმაციის ღიაობა

1. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს ანგარიშს ამ საწარმოს იმ ფასიანი ქაღალდების პროცენტული ოდენობის შესახებ, რომელთა რეგისტრირებული ან/და ბენეფიციარი მესაკუთრეც ის არის.

2. თუ ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების ყიდვა - გაყიდვა ხდება საფონდო ბირჟაზე , მაშინ ანგარიში წარედგინება საფონდო ბირჟასაც .

3. ანგარიში წარდგენილ უნდა იქნეს არა უგვიანეს 10 დღისა იმ დროიდან , როცა :

) საწარმო გახდა ანგარიშვალდებული ;

) პირი გახდა მმართველი ორგანოს წევრი ;

) პირმა შეიძინა აღნიშნული საწარმოს ფასიანი ქაღალდები .

4. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ანგარიშის ფორმა და შინაარსი განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5009 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

    მუხლი 13. კონფიდენციალური ინფორმაცია ანგარიშვალდებული საწარმოს შესახებ

1. ანგარიშვალდებულ საწარმოს შეუძლია საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენილ ანგარიშებში არ შეიტანოს თავის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაცია. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ კანონითა და თავის მიერ დადგენილი წესით შეიძლება მოითხოვოს ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაციის გახსნა, რომელიც არ იქნება შემოფარგლული ვაჭრობის საიდუმლოებებით, სპეციალისტების მიერ საწარმოში ან საწარმოს გარეთ მომზადებული სტრატეგიული დანიშნულების ფინანსური ან კომერციული ინფორმაციით.

2. ანგარიშვალდებული საწარმო საქართველოს ეროვნულ ბანკს ცალკე, კონფიდენციალობის მითითებით წარუდგენს სპეციალურ ანგარიშს, რომელიც ძირითად ანგარიშთან ერთად დამატებით მოიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას. საქართველოს ეროვნული ბანკი დაიცავს წარდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალობას. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, სპეციალური ანგარიშის მიღებიდან ერთი კვირის განმავლობაში, თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გადაწყვიტოს წარდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალობის საკითხი. ამასთანავე, თუ:

ა) საქართველოს ეროვნული ბანკი თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მიიჩნევს, რომ ინფორმაცია არასწორად იყო ამოღებული წარდგენილი ანგარიშიდან, ანგარიშვალდებულ საწარმოს დამატებით ფაქტორებზე დაყრდნობით შეუძლია წერილობითი ფორმით სთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს, გადასინჯოს თავისი გადაწყვეტილება. ასეთი წერილობითი თხოვნის მიღებიდან 15 დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა გადაამოწმოს თავისი ბოლო გადაწყვეტილება. საქართველოს ეროვნულ ბანკს გადაწყვეტილების გადამოწმება მხოლოდ ერთჯერ შეუძლია;

ბ) საქართველოს ეროვნული ბანკი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, რომ ინფორმაცია არასწორად იყო ამოღებული წარდგენილი ანგარიშიდან, ანგარიშვალდებული საწარმო, რომელმაც წარადგინა დოკუმენტები, ვალდებულია წარადგინოს შესწორებული დოკუმენტები, რომლებშიც ჩართული იქნება ადრე ამოღებული ინფორმაცია.

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161

    მუხლი 14. ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის საჯაროობა

1. პირი ან პირთა ჯგუფი, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ფორმით, ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის შესახებ ატყობინებს საქართველოს ეროვნულ ბანკს, ემიტენტსა და საფონდო ბირჟას, სადაც ხდება ამ ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა.

2. მნიშვნელოვანი შენაძენის შესახებ შეტყობინება უნდა მოხდეს ამ ფაქტის დადგომიდან 15 დღის ვადაში, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით უფრო მცირე ვადა არ არის გათვალისწინებული.

3. ჯგუფად ჩაითვლებიან პირები , თუ მათ შორის არის შეთანხმება :

) ანგარიშვალდებული საწარმოს საჯარო მიმოქცევაში მყოფი ფასიანი ქაღალდების შეძენის , ფლობისა და განკარგვის საერთო პოლიტიკის წარმოების შესახებ ;

) ამ ფასიან ქაღალდებთან მიმართებით მესაკუთრის ნებისმიერი უფლების , მათ შორის , ხმის უფლების გამოყენების შესახებ .

4. ასეთი შეთანხმების არსებობა ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრებს შორის იგულისხმება წერილობითი დადასტურების გარეშეც .

5. ჯგუფი საქართველოს ეროვნული ბანკის წინაშე პასუხისმგებელია ამ კანონითა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისათვის.

6. თუ საქართველოს ეროვნული ბანკი ან საფონდო ბირჟა აღმოაჩენს, რომ პირმა არ შეატყობინა საქართველოს ეროვნულ ბანკს, ემიტენტს ან შესაბამის საფონდო ბირჟას მნიშვნელოვანი შენაძენის შესახებ, საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია პირს შეუჩეროს პარტნიორთა უახლოეს კრებაზე მის მფლობელობაში არსებულ ანგარიშვალდებული საწარმოს 10%-ზე მეტ აქციებზე ხმის გამოყენების უფლება.

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161

    მუხლი 15. სატენდერო შეთავაზება

1. პირს, რომელიც აპირებს ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების შეძენას იმ რაოდენობით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კონტროლი საწარმოზე, ეს შეუძლია გააკეთოს სატენდერო შეთავაზების საშუალებით, რაც ნიშნავს საწარმოს ფასიანი ქაღალდების სწრაფ შეძენაზე განცხადების გაკეთებას კონტროლის მოპოვების მიზნით, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. შემთავაზებელს ეკრძალება სატენდერო შეთავაზება ნებისმიერი კლასის საჯარო ფასიან ქაღალდებზე, თუ ამის შემდეგ იგი გახდება ამ კლასის ფასიანი ქაღალდების 10%-ზე მეტის რეგისტრირებული  მესაკუთრე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა:

ა) შეთავაზების ასლების ან თხოვნის პირველად გამოქვეყნებამდე ან ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის მათ გაგზავნამდე შემთავაზებელი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს განცხადებას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით მოთხოვნილი ფორმითა და ინფორმაციით;

ბ) შემთავაზებელი სატენდერო შეთავაზების შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებს გაზეთში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის მიხედვით.

3. ნებისმიერი წინადადება ან რეკომენდაცია ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის სატენდერო შეთავაზების უარყოფის ან მასზე თანხმობის შესახებ, აგრეთვე სატენდერო მიწვევა უნდა გაკეთდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის მიხედვით.

4. სატენდერო შეთავაზების პირობები და შემთავაზებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ერთნაირი უნდა იყოს სათანადო ფასიანი ქაღალდების ყველა მესაკუთრისათვის .

5. თუ შემთავაზებელი მიიღებს უფრო მეტი ფასიანი ქაღალდის გაყიდვის თანხმობას , ვიდრე ეს აღნიშნული იყო სატენდერო შეთავაზებაში , იგი შეიძენს ფასიან ქაღალდებს პროპორციული გადანაწილების საფუძველზე . ეს მოთხოვნა ეხება იმ თანხმობებსაც , რომლებიც მიღებულია ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის შეთავაზებული თანხის გაზრდის თაობაზე გაკეთებული განცხადების პირველად გამოქვეყნების შემდეგ , ამ კანონის მე -15 მუხლის მე -6 პუნქტის მიხედვით .

6. თუ პირი ცვლის სატენდერო შეთავაზების პირობებს შეთავაზების დამთავრებამდე და ფასიანი ქაღალდების მფლობელებს სთავაზობს გაზრდილ თანხას , იგი ვალდებულია ეს თანხა გადაუხადოს ყოველ მფლობელს , რომელმაც თანხმობა განაცხადა სატენდერო შეთავაზების პირობებზე , მიუხედავად იმისა , მოხდა ეს ცვლილების გამოქვეყნებამდე თუ გამოქვეყნების შემდეგ .

7. სატენდერო შეთავაზების პერიოდში შემთავაზებელს ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეუძლია :

) სატენდერო შეთავაზების გარდა , სხვა ნებისმიერი გზით შეიძინოს ან აწარმოოს მოლაპარაკება სატენდერო შეთავაზებაში განხილული ფასიანი ქაღალდების ან ისეთი ფასიანი ქაღალდების შესახებ , რომლებიც შეიძლება კონვერტირებულ იქნეს შეთავაზებაში განხილულ ფასიან ქაღალდებში ;

) გაყიდოს სატენდერო შეთავაზებაში აღნიშნული ემიტენტის ფასიანი ქაღალდები .

8. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით შეიძლება განსაზღვრულ იქნეს სხვა მოთხოვნებიც სატენდერო შეთავაზებათა მომზადების, განხორციელების, შემთავაზებელთა ქმედების, შემთავაზებლისათვის – ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ სამიზნე საწარმოს ფასიანი ქაღალდების მფლობელებისათვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ.

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5009 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

    მუხლი 16. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრთა პასუხისმგებლობა

1. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრები თავიანთი უფლება - მოვალეობების განხორციელებისას უნდა :

) მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად ;

) ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი;

) მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე უკეთესია საწარმოსა და მისი ფასიანი ქაღალდების მფლობელთა ინტერესებისათვის .

2. გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის მე -13 პუნქტით , ამ მუხლის მე -3 პუნქტით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელსაც მოჰყვა ამ მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებათა შეუსრულებლობა, სოლიდარულად აგებენ პასუხს საწარმოსთვის მიყენებული ზიანისათვის .

3. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრის პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და მოცულობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება , რომ თავის მოვალეობათა შესრულებისას იგი შეიძლება დაეყრდნოს დასკვნებსა და ანგარიშებს (მათ შორის, ფინანსურ ანგარიშებსა და მონაცემებს), თუ ისინი მომზადებულია იმ აუდიტორის, იურიდიული მრჩევლის, საწარმოს თანამშრომლის ან სხვა პირის მიერ, რომელიც, მმართველი ორგანოს წევრის კეთილგონივრული მოსაზრებით, პროფესიონალია შესაბამის საკითხში , რადგან ეს საკითხი მის კომპეტენციას განეკუთვნება. ამასთანავე, მმართველი ორგანოს წევრის მოქმედება არ ჩაითვლება კეთილსინდისიერად, თუ მას ამ საკითხთან დაკავშირებით აქვს ან ევალებოდა, რომ ჰქონოდა ისეთი ინფორმაცია , რომელიც გაუმართლებელს ხდის აღნიშნულ პირებზე დაყრდნობას .

4. ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდის მფლობელს უფლება აქვს ამ მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებათა დარღვევის გამო სარჩელი აღძრას ამ საწარმოს მმართველი ორგანოს წევრის მიმართ .

5. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, თავისი წარმომადგენლის მეშვეობით, დამკვირვებლის სტატუსით დაესწროს ანგარიშვალდებული საწარმოს აქციონერთა (პარტნიორთა) საერთო კრებას მისი მიმდინარეობისას საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევის შემთხვევაში სათანადო რეაგირების მიზნით.

საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161

    მუხლი 161. ინტერესთა კონფლიქტი და ინფორმაციის განცხადება

1. ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ განსახორციელებელი გარიგებები უნდა დაიდოს ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად , თუ დაინტერესებული პირი არის ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი ანდა ხმათა საერთო რაოდენობის 20%- ის ან მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი აქციონერი. ამ მუხლის მოთხოვნები , გარდა მე -7 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა , არ ვრცელდება გარიგებებზე, რომლებიც იდება ანგარიშვალდებულ საწარმოსა და მის 100%- იან შვილობილ საწარმოს ან 100%- იან აქციონერს შორის .

2. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი ანდა ხმათა საერთო რაოდენობის 20%- ის ან მეტის მფლობელი აქციონერი დაინტერესებულ პირად მიიჩნევა , თუ ის ან მასთან დაკავშირებული პირი ამ ანგარიშვალდებული საწარმოს ან მისი შვილობილი საწარმოს ( საწარმო , რომელშიც ეს ანგარიშვალდებული საწარმო ფლობს 50%- ზე მეტ წილს ) მიერ გარიგების დადების შემთხვევაში აკმაყოფილებს ერთ - ერთ შემდეგ პირობას :

) არის გარიგების მეორე მხარე ;

) პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს იმ იურიდიული პირის ხმათა საერთო რაოდენობის 20%- ან მეტს , რომელიც გარიგების მეორე მხარეა ;

) არის გარიგების მეორე მხარის მმართველი ორგანოს წევრი ;

) დანიშნულია / არჩეულია ამ ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრად გარიგების მეორე მხარის ანდა გარიგების მეორე მხარის ხმათა საერთო რაოდენობის 20%- ის ან მეტის მფლობელის ( მფლობელების ) წარდგინებით ;

) გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სახის სარგებელს , რომელიც არ არის დაკავშირებული ამ ანგარიშვალდებული საწარმოს წილის ფლობასთან ან მმართველი ორგანოს წევრობასთან ;

) ასეთად განისაზღვრება ამ ანგარიშვალდებული საწარმოს წესდებით .

3. ამ მუხლის მე -2 პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირი ვალდებულია , დასადებ გარიგებაში თავისი დაინტერესების ფაქტის , გარიგების ხასიათისა და მოცულობის თაობაზე დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს ანგარიშვალდებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს , ხოლო თუ ამავე მუხლის მე -5 და მე -6 პუნქტების შესაბამისად გარიგებას ამტკიცებს საერთო კრება , – განუცხადოს მასაც .

4. თუ პირმა არ იცოდა , რომ დადებულ გარიგებაში თვითონ იყო ამ მუხლის მე -2 პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირი , იგი ვალდებულია ამავე მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა შეასრულოს დაუყოვნებლივ , თავისი დაინტერესების ფაქტის შეტყობისთანავე .

41 . ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი ვალდებულია დასადებ გარიგებაში ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ შეტყობისთანავე წერილობით აცნობოს ანგარიშვალდებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო თუ ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად გარიგებას საერთო კრება ამტკიცებს – მასაც განუცხადოს.

5. ამ მუხლის მე -2 პუნქტით განსაზღვრულ დაინტერესებულ პირებს ეკრძალებათ ხმის უფლების გამოყენება საზოგადოების ყველა შესაბამის ორგანოში იმ გარიგებებთან დაკავშირებით , რომლებშიც მათ აქვთ დაინტერესება . ამ შემთხვევაში დარჩენილი ხმები განიხილება , როგორც ხმათა სრული ოდენობა , და გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა ხორციელდება მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად , თუ საზოგადოების წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული .

6. გარიგება, რომელშიც მონაწილეობენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირები ან რომლის ღირებულებაც შეადგენს ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 10%-ს ან 10%-ზე მეტს ანდა მისი წესდებით გათვალისწინებულ უფრო მცირე ოდენობას, უნდა დაამტკიცოს საწარმოს სამეთვალყურეო საბჭომ ან საერთო კრებამ, ხოლო თუ გარიგების ღირებულება აღემატება ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 50%-ს – საერთო კრებამ, ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.

 61 . გარიგება, რომელშიც მონაწილეობენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირები და რომლის ღირებულებაც შეადგენს ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 10%-ს ან 10%-ზე მეტს ანდა მისი წესდებით გათვალისწინებულ უფრო მცირე ოდენობას, უნდა დაამტკიცოს საერთო კრებამ, ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.

7. ანგარიშვალდებულმა საწარმომ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს იმ გარიგების დამტკიცების შესახებ, რომელშიც მონაწილეობენ დაინტერესებული პირები. შეტყობინებაში უნდა მიეთითოს გარიგების მოცულობა და ხასიათი, ასევე სხვა ძირითადი პირობები. ანგარიშვალდებულმა საწარმომ უნდა უზრუნველყოს ამ პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის გამოქვეყნება საკუთარ ან საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ანდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, საქართველოს ეროვნული ბანკისათვის შეტყობინების გაგზავნიდან 5 დღის ვადაში. ინფორმაცია ყოველი ასეთი გარიგებისა და ანგარიშვალდებულ საწარმოსა და მის 100%-იან შვილობილ საწარმოს ან 100%-იან აქციონერს შორის დადებული გარიგების თაობაზე, რომლის ღირებულება შეადგენს ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 10%-ს ან მეტს ანდა წესდებით გათვალისწინებულ უფრო მცირე ოდენობას, უნდა აისახოს ანგარიშვალდებული საწარმოს მიმდინარე და წლიურ ანგარიშებში.

8. პირი, რომელმაც იცოდა ან უნდა სცოდნოდა და არ განაცხადა გარიგებაში თავისი დაინტერესების შესახებ ან/და გამოიყენა ხმის უფლება ამ მუხლით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, ვალდებულია აანაზღაუროს საზოგადოებისთვის ამ გარიგების შედეგად მიყენებული ზიანი და დააბრუნოს გარიგების დადებით მიღებული პირადი სარგებელი, თუ დამტკიცდება, რომ ინტერესთა კონფლიქტის გამო გარიგების შედეგად საზოგადოებას მიადგა ზიანი და დაინტერესების არარსებობისას გარიგება უკეთესი პირობებით დაიდებოდა.

 81 . ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრები, რომლებმაც იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ და არ განაცხადეს გარიგებაში ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ან/და მხარი დაუჭირეს გარიგების ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დადებას, რამაც საზოგადოებას ზიანი მიაყენა, ვალდებული არიან დაინტერესებულ პირთან ერთად სოლიდარულად აანაზღაურონ საზოგადოებისთვის ამ გარიგების შედეგად მიყენებული ზიანი და დააბრუნონ გარიგების დადებით მიღებული პირადი სარგებელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ ინტერესთა კონფლიქტის გამო გარიგების შედეგად საზოგადოებას მიადგა ზიანი და დაინტერესების არარსებობისას გარიგება უკეთესი პირობებით დაიდებოდა.

9. გარიგების ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დადების შემთხვევაში, მისი დადებიდან 18 თვის განმავლობაში, ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრს ან/და ანგარიშვალდებული საწარმოს 5%-ის ან 5%-ზე მეტის მფლობელ აქციონერს ან აქციონერთა ჯგუფს, თუ საწარმო სააქციო საზოგადოებაა, ხოლო სხვა სამართლებრივი ფორმის ანგარიშვალდებულ საწარმოში – თითოეულ პარტნიორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ასეთი გარიგების ბათილობა ან/და ამავე მუხლის მე-8 და 81  პუნქტებით განსაზღვრული პირების მიერ ზიანის ანაზღაურება და ასეთი გარიგების დადებით მიღებული პირადი სარგებლის დაბრუნება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4536-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.93

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161

საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი №4324-ვებგვერდი, 22.03.2011წ.

    მუხლი 17. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

თავი IV

ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობა

    მუხლი 18. გარიგებანი საფონდო ბირჟაზე

1. საჯარო ფასიანი ქაღალდებით მეორადი გარიგება შეიძლება დაიდოს როგორც საფონდო ბირჟებზე , ისე საფონდო ბირჟების გარეთ .

2. საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ შეიძლება წარმოდგენილ იქნეს :

ა) საქართველოსა და უცხოელი ემიტენტების ფასიანი ქაღალდები, რომელთა მიმოქცევაც დაშვებულია საქართველოში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული პროცედურის შესაბამისად;

) ფასიანი ქაღალდები , რომლებიც ასახავს სახელმწიფოს ვალს ან / და გამოშვებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ , მათ შორის , სახელმწიფო ვალის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოკლევადიანი სამთავრობო ფასიანი ქაღალდები , თუ მათი ყიდვა - გაყიდვა არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას ამ ფასიანი ქაღალდების ემისიისა და მიმოქცევის შესახებ ;

გ) ყოველგვარი დამატებითი რეგულირების გარეშე იმ ემიტენტის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც სავაჭროდ დაშვებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟათაგან ერთ-ერთზე მაინც. ამ შემთხვევაში ემიტენტი ვალდებულია, შეტყობინება გაუგზავნოს საქართველოს ეროვნულ ბანკს.

3. ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობა საფონდო ბირჟაზე ხორციელდება ამ კანონისა და შესაბამისი საფონდო ბირჟის წესების მიხედვით .

4. საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგებები შეიძლება დაიდოს საბროკერო კომპანიის მონაწილეობით ან მის გარეშე .

5. ერთი კლასის ფასიანი ქაღალდები შეიძლება სავაჭროდ დაშვებული იქნეს ერთ ან მეტ საფონდო ბირჟაზე .

6. თუ საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგებები იდება საფონდო ბირჟის გარეთ და გარიგების თანხა აღემატება 100 ლარს , ამ შემთხვევაში :

) თუ გარიგება დადებულია საბროკერო კომპანიის მონაწილეობით , საბროკერო კომპანია ვალდებულია , საფონდო ბირჟაზე დააფიქსიროს ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და ფასი საფონდო ბირჟის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ;

) თუ გარიგება დადებულია საბროკერო კომპანიის მონაწილეობის გარეშე , ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ვალდებულია , საფონდო ბირჟაზე დააფიქსიროს ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და ფასი საფონდო ბირჟის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად .

საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161

    მუხლი 19. გარიგებანი საჯარო ფასიანი ქაღალდებით

1. ფასიანი ქაღალდებით გარიგებისას მათზე საკუთრების უფლება წარმოშობილად , შეცვლილად ან შეწყვეტილად ითვლება ამ ფაქტის ფასიანი ქაღალდების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან , ხოლო თუ ისინი ნომინალურ მფლობელთანაა , – ნომინალური მფლობელის ჩანაწერებში რეგისტრაციის მომენტიდან .

2. საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების რეალიზაციის მიზნებისათვის საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების სააღრიცხვო თარიღის დადგენის მოთხოვნები და პროცედურები.

3. საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, დააზუსტოს საკუთრების უფლების წარმოშობის, შეცვლისა და შეწყვეტის პროცედურები.

საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161

თავი V

ლიცენზირება

    მუხლი 20. ლიცენზიის სახეები

1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად გასცეს, ცვლილებები შეიტანოს და გააუქმოს შემდეგი სახის ლიცენზიები:

ა) საბროკერო საქმიანობის ლიცენზია;

ბ) საფონდო ბირჟის ლიცენზია;

გ) ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზია;

დ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია.

2. აკრძალულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ლიცენზიის გარეშე შესაბამისი საქმიანობის განხორციელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161

    მუხლი 20 1 . ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ან საბროკერო კომპანიის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ ფილიალის დაარსება ან შვილობილი საწარმოს შექმნა ან შეძენა

1. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა ან საბროკერო კომპანიამ საქართველოს ფარგლებს გარეთ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების მიზნით ფილიალის დაარსებიდან ან შვილობილი საწარმოს შექმნიდან ან შეძენიდან 14 დღის ვადაში საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ან საბროკერო კომპანიის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილება ფილიალის დაარსების ან შვილობილი საწარმოს შექმნის ან შეძენის თაობაზე;

ბ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ან საბროკერო კომპანიის მმართველი ორგანოს განცხადება იმის თაობაზე, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF-ის) რეკომენდაციების შესრულების მიზნით ფილიალმა ან შვილობილმა საწარმომ ფუნქციონირების დაწყებისთანავე შეიმუშავა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა.

2. თუ ფილიალის ან შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით არ არის გათვალისწინებული ფილიალის ან შვილობილი საწარმოს მიერ FATF-ის რეკომენდაციების შესრულება ან ამ ქვეყანაში არ ხორციელდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა და საერთოდ ან ჯეროვნად არ სრულდება FATF-ის რეკომენდაციები:

ა) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ან საბროკერო კომპანიის მმართველმა ორგანომ უნდა აიღოს წერილობითი ვალდებულება, რომ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ან საბროკერო კომპანია უზრუნველყოფს თავისი ფილიალის და შვილობილი საწარმოს მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით დადგენილი ღონისძიებების განხორციელებას ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისადმი ან საბროკერო კომპანიისადმი საქართველოში არსებული მოთხოვნებისა და FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად;

ბ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ან საბროკერო კომპანია უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ინფორმაციის მიწოდებას იმის თაობაზე, რომ მისი ფილიალი ან შვილობილი საწარმო ვერ ახორციელებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას იმის გამო, რომ ამას კრძალავს ან ზღუდავს ფილიალის ან შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონმდებლობა.

საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2831-სსმI, №19, 13.04.2010წ., მუხ.105

    მუხლი 21.   (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85

    მუხლი 22. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85

    მუხლი 23. საბროკერო კომპანიის საქმიანობა

საბროკერო საქმიანობის ლიცენზია საბროკერო კომპანიას უფლებას ანიჭებს, განახორციელოს კაპიტალში წილის, აქციების, ობლიგაციების, სერტიფიკატების, თამასუქების , ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების მიმოქცევასთან დაკავშირებული ოპერაციები და მათი მომსახურება, მათ შორის :

) პირდაპირი კონსულტაციები გაუწიოს ინვესტორებს ინვესტიციებთან დაკავშირებით, მათ შორის, ფასიანი ქაღალდების ფასის, ფასიან ქაღალდებში ინვესტიციების განხორციელების, ფასიანი ქაღალდების ყიდვა - გაყიდვისა და მათთან დაკავშირებულ უცხოური ვალუტით გარიგებებში ;

) განახორციელოს ფინანსურ ინსტრუმენტებთან და მათ ემიტენტებთან დაკავშირებული კვლევა და უზრუნველყოს ამ კვლევის შედეგების ან/და საინვესტიციო სტრატეგიასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გავრცელება ;

) კონსულტაცია გაუწიოს ემიტენტებს ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და ინვესტიციების მოზიდვის თაობაზე ;

) მოამზადოს და განახორციელოს ემიტენტის ფასიანი ქაღალდების განთავსება არაგარანტირებულ საფუძველზე ;

) მიიღოს და გადასცეს კლიენტების დავალებები ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით, კლიენტების სახსრებით განახორციელოს ფასიანი ქაღალდებით გარიგება მათივე ინტერესებისათვის ;

) მართოს კლიენტების, მათ შორის, საპენსიო სქემების, საინვესტიციო პორტფელები და ფასიანი ქაღალდებით ოპერაციებისათვის გამოყოფილი სახსრები ;

) განახორციელოს კლიენტების საინვესტიციო სახსრების ან/და ფასიანი ქაღალდების შენახვა და აღრიცხვა , აგრეთვე ფასიანი ქაღალდების ნომინალური მფლობელის მომსახურება; ამ მიზნით გაუხსნას კლიენტებს ფულადი და ფასიანი ქაღალდების ანგარიშები და აწარმოოს მათზე ოპერაციები ;

) საკუთარი სახსრებით განახორციელოს ფასიანი ქაღალდებით გარიგება თავისივე ინტერესებისათვის ;

) მოამზადოს და განახორციელოს ემიტენტის ფასიანი ქაღალდების განთავსება გარანტირებულ საფუძველზე ;

კ) ასესხოს კლიენტებს და ისესხოს მათგან ფასიანი ქაღალდები, აგრეთვე გამოიყენოს საკუთარი სახსრები კლიენტებისათვის ფასიანი ქაღალდების შესაძენად, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრულ „მოკლე გაყიდვებში;

) განახორციელოს ვალუტის ყიდვა - გაყიდვა ;

) განახორციელოს სხვა ოპერაციები ფინანსურ ინსტრუმენტებთან, სამეწარმეო საზოგადოების წილებთან ან ამ კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილება .

საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის კანონი №2255-სსმI, №34(41), 21.07.1999წ. მუხ.168

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161

    მუხლი 231. ზოგადი მოთხოვნები

1. ერთი პირი შეიძლება იყოს ერთდროულად რამდენიმე საბროკერო კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე ან თანამშრომელი. მან ამის შესახებ უნდა აცნობოს საქართველოს ეროვნულ ბანკს და ეს ინფორმაცია საჯარო უნდა გახადოს.

2. ბირჟის , რეგისტრატორის ან ცენტრალური დეპოზიტარის ის თანამშრომელი , რომელსაც ხელი მიუწვდება კონფიდენციალურ ინფორმაციაზე , არ შეიძლება იმავდროულად იყოს საბროკერო კომპანიის თანამშრომელი .

3. ამ კანონით ნებადართულია კომერციული ბანკების მონაწილეობა ფასიანი ქაღალდების ბაზარზე უშუალოდ ან მათი შვილობილი საწარმოების ( საბროკერო კომპანიების ) მეშვეობით , კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მე -10 მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად .

4. საბროკერო კომპანიებმა არ უნდა განახორციელონ საქმიანობა, რომელიც ამ კანონის 23- მუხლით არ არის გათვალისწინებული, გარდა სამთავრობო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ზემოაღნიშნულ საქმიანობაში მონაწილეობისა და დამხმარე საქმიანობისა , რომელიც საჭიროა ძირითადი საქმიანობის განსახორციელებლად .

5. საწარმო, რომელიც არ არის კომერციული ბანკი და რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მხოლოდ სამთავრობო ფასიან ქაღალდებთან ამ კანონის 23- მუხლის პირველი პუნქტის ფარგლებში, ექვემდებარება რეგულირებას ამ კანონის შესაბამისად .

6. საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს ამ კანონის 23-ე მუხლში ჩამოთვლილი საქმიანობები, რომელთა განხორციელებისას პირს არ მოეთხოვება, იყოს საბროკერო კომპანია ან ჰქონდეს ლიცენზია, თუ ამ პირის საქმიანობა რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.

7. საბროკერო კომპანიები ანგარიშის გახსნის პროცედურას ახორციელებენ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. საბროკერო კომპანიებმა თავიანთი მომსახურების მომხმარებლებთან საქმიანი ურთიერთობის პერიოდში და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების შემოწმებისას უნდა იცოდნენ თავიანთი მომსახურების მომხმარებლების ვინაობა, საქმიანობა და ამ საქმიანობის რისკის დონე. მათ უფლება აქვთ, თავად განსაზღვრონ და მოითხოვონ სხვა დამატებითი ინფორმაცია. საბროკერო კომპანიებს უფლება აქვთ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადონ ანგარიშის გახსნაზე.

8. პირებს, რომლებსაც არ აქვთ საბროკერო საქმიანობის ლიცენზია, უფლება არა აქვთ, საქმიანობასა და რეკლამირებაში გამოიყენონ საფირმო სახელწოდება სიტყვებით ფასიანი ქაღალდების საბროკერო კომპანია ან სხვა სიტყვები თუ მათი კომბინაცია , რომლებიც შინაარსობრივად ამგვარ საქმიანობას გამოხატავს .

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161

    მუხლი 24. საბროკერო საქმიანობის სალიცენზიო პირობები

საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით, რომელსაც, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული დოკუმენტების გარდა, უნდა დაურთოს ინფორმაცია და დოკუმენტები:

ა) იმის შესახებ, რომ იგი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრირებულია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება;

ბ) იმის შესახებ, რომ მისი მმართველი ორგანოს არც ერთი წევრი და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი არ ყოფილა ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის, მისი მმართველი ორგანოს არც ერთ წევრს ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება და ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის უხეში დარღვევისათვის;

გ) საბროკერო კომპანიის იმ ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის შესახებ, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს მნიშვნელოვან წილს;

დ) ბოლო წლის ან ბოლო ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშგება (იმის მიხედვით, რომელია უფრო ახალი), რომელიც დადასტურებულია აუდიტორის მიერ; პირი, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს დაფუძნებიდან არა უგვიანეს ნახევარი წლისა, წარადგენს მიმდინარე ბალანსს;

ე) იმის შესახებ, რომ მას აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში);

ვ) იმის შესახებ, რომ მისი მმართველი ორგანოს წევრებს აქვთ სათანადო განათლება ან/და გამოცდილება.

საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის კანონი №2255-სსმI, №34(41), 21.07.1999წ. მუხ.168

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5528 – ვებგვერდი, 28.12.2011წ.

    მუხლი 25.   (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85

    მუხლი 26.   (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85

    მუხლი 27. საფონდო ბირჟის სალიცენზიო პირობები

1. საფონდო ბირჟის ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით, რომელსაც, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული დოკუმენტების გარდა, უნდა დაურთოს ინფორმაცია და დოკუმენტები:

ა) იმის შესახებ, რომ იგი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრირებულია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება;

ბ) იმის შესახებ, რომ მისი მმართველი ორგანოს არც ერთი წევრი და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი არ ყოფილა ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის, მისი მმართველი ორგანოს არც ერთ წევრს ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება და ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის უხეში დარღვევისათვის;

1 ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ინფორმაცია მმართველი ორგანოს წევრების შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ;

2 ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული შესაფერისობის დეკლარაცია მნიშვნელოვანი წილის ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ;

გ) მისი წესდება, შინაგანაწესი და წესები, რომლებიც:

გ.ა) მოიცავს წევრობის, სავაჭრო, სავაჭროდ დასაშვებ, უთანხმოებათა მოგვარებისა და სხვა წესებს, რომლებიც მოითხოვება ამ კანონის შესაბამისად;

გ.ბ) მოითხოვს სამართლიან, კეთილგონივრულ და თანასწორუფლებიან დამოკიდებულებას საფონდო ბირჟის ყველა წევრისა თუ წევრობის კანდიდატისადმი;

დ) იმის შესახებ, რომ მას აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში);

1 ) ბოლო წლის ან ბოლო ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშგება (იმის მიხედვით, თუ რომელია უფრო ახალი), რომელიც დადასტურებულია აუდიტორის მიერ და მომზადებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. თუ ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს დაფუძნებიდან არა უგვიანეს ნახევარი წლისა, იგი წარადგენს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დამოწმებულ მიმდინარე ფინანსურ ანგარიშს;

2 ) დოკუმენტი (დოკუმენტები) საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი წესით განსაზღვრული მინიმალური ფულადი სახსრების საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) განთავსების შესახებ;

ე) იმის შესახებ, რომ მისი ორგანიზაციული სტრუქტურა და ტექნიკური საშუალებები შეესაბამება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ წესს (ასეთის დადგენის შემთხვევაში);

ვ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პარტნიორების (აქციონერთა) სახელები და თითოეული მათგანის წილის ოდენობა.

2. პირებს, რომლებსაც არ აქვთ საფონდო ბირჟის ლიცენზია, უფლება არა აქვთ, საქმიანობასა და რეკლამირებაში გამოიყენონ საფირმო სახელწოდება სიტყვებითსაფონდო ბირჟაან სხვა სიტყვები თუ მათი კომბინაცია, რომლებიც შინაარსობრივად ამგვარ საქმიანობას გამოხატავს.

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5009 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5528 – ვებგვერდი, 28.12.2011წ.

    მუხლი 28. ცენტრალური დეპოზიტარის სალიცენზიო პირობები

1. ცენტრალური დეპოზიტარი შეიძლება აგრეთვე ფლობდეს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიას. აღნიშნულ შემთხვევაში ლიცენზია გაიცემა ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის მე -9 მუხლის მე -6 პუნქტის შესაბამისად .

2. ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით, რომელსაც, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული დოკუმენტების გარდა, უნდა დაურთოს ინფორმაცია და დოკუმენტები:

ა) იმის შესახებ, რომ იგი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრირებულია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება;

ბ) იმის შესახებ, რომ მისი მმართველი ორგანოს არც ერთი წევრი და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი არ ყოფილა ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის, მისი მმართველი ორგანოს არც ერთ წევრს ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება და ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის უხეში დარღვევისათვის;

1 ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ინფორმაცია მმართველი ორგანოს წევრების შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ;

2 ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული  შესაფერისობის დეკლარაცია მნიშვნელოვანი წილის ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ;

გ) მისი წესდება, შინაგანაწესი და წესები;

დ) იმის შესახებ, რომ მას აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში);

1 ) ბოლო წლის ან ბოლო ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშგება (იმის მიხედვით, თუ რომელია უფრო ახალი), რომელიც დადასტურებულია აუდიტორის მიერ და მომზადებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად . თუ ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს დაფუძნებიდან არა უგვიანეს ნახევარი წლისა, იგი წარადგენს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დამოწმებულ მიმდინარე ფინანსურ ანგარიშს;

2 ) დოკუმენტი (დოკუმენტები) საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) ეროვნული ბანკის შესაბამისი წესით განსაზღვრული მინიმალური ფულადი სახსრების საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) განთავსების შესახებ;

ე) იმის შესახებ, რომ მისი ორგანიზაციული სტრუქტურა და ტექნიკური საშუალებები შეესაბამება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ წესს (ასეთის დადგენის შემთხვევაში);

ვ) ხელმძღვანელ პირთა სახელები, მისამართები და სათანადო პროფესიული გამოცდილების აღწერა;

ზ) იმ თანამშრომელთა სახელები, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან ამ კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და ცენტრალური დეპოზიტარის (დეპოზიტარის) მიერ მიღებული წესების დაცვის ზედამხედველობაზე;

თ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პარტნიორების (აქციონერთა) სახელები და თითოეული მათგანის წილის ოდენობა.

3. პირებს , რომლებსაც არ აქვთ ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზია , უფლება არა აქვთ , საქმიანობასა და რეკლამირებაში გამოიყენონ სიტყვები ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი ან სხვა სიტყვები თუ მათი კომბინაცია , რომლებიც შინაარსობრივად ამგვარ საქმიანობას გამოხატავს .

საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის კანონი №2255-სსმI, №34(41), 21.07.1999წ. მუხ.168

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5009 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5528 – ვებგვერდი, 28.12.2011წ.

    მუხლი 29. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის სალიცენზიო პირობები

1. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით, რომელსაც, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული დოკუმენტების გარდა, უნდა დაურთოს ინფორმაცია და დოკუმენტები:

ა) იმის შესახებ, რომ იგი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრირებულია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება;

ბ) იმის შესახებ, რომ მისი მმართველი ორგანოს არც ერთი წევრი და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი არ ყოფილა ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის, მისი მმართველი ორგანოს არც ერთ წევრს ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება და ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის უხეში დარღვევისათვის;

გ) იმის შესახებ, რომ მისი ორგანიზაციული სტრუქტურა და ტექნიკური საშუალებები შეესაბამება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ წესს (ასეთის დადგენის შემთხვევაში);

დ) იმის შესახებ, რომ მას აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში);

ე) მისი წესდება, შინაგანაწესი და წესები;

ვ) პარტნიორების (აქციონერთა) სახელები და თითოეული მათგანის წილის ოდენობა; საქმიანობა ბოლო 5 წლის განმავლობაში და ინფორმაცია ანგარიშვალდებულ საწარმოებში საჯარო ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ;

ზ) ხელმძღვანელ პირთა სახელები, მისამართები და სათანადო პროფესიული გამოცდილების აღწერა;

თ) იმ თანამშრომელთა სახელები, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან ამ კანონის, შესაბამისი წესებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ მიღებული წესების დაცვის ზედამხედველობაზე;

ი) მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პარტნიორების (აქციონერთა) სახელები და

კ) იმის შესახებ, რომ მისი მმართველი ორგანოს წევრებს აქვთ სათანადო განათლება ან/და გამოცდილება.

2. პირებს , რომლებსაც არ აქვთ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია , უფლება არა აქვთ , საქმიანობასა და რეკლამირებაში გამოიყენონ სიტყვები რეგისტრატორი ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ან სხვა სიტყვები თუ მათი კომბინაცია, რომლებიც შინაარსობრივად ამგვარ საქმიანობას გამოხატავს .

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5528 – ვებგვერდი, 28.12.2011წ.

    მუხლი 30. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85

    მუხლი 31. საბროკერო კომპანიებისათვის, საფონდო ბირჟებისათვის, ცენტრალური დეპოზიტარისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისათვის ლიცენზიების გაუქმება

1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით გააუქმოს საბროკერო კომპანიისათვის, საფონდო ბირჟისათვის, ცენტრალური დეპოზიტარისათვის (დეპოზიტარისათვის) ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისათვის მიცემული ლიცენზია:

ა) თუ ლიცენზიის მფლობელი აღარ აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომელთა საფუძველზედაც გაიცა ლიცენზია;

ბ) თუ ლიცენზიის მფლობელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

გ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი აფრთხილებს ლიცენზიის მფლობელს და უწესებს ვადას არანაკლებ 30 დღისა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა აღმოფხვრას ნაკლოვანებები.

3. თუ ლიცენზიის მფლობელი ვერ შეძლებს ნაკლოვანებათა აღმოფხვრას ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება გააუქმოს ლიცენზია და საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს ადმინისტრატორი.

 4. საფონდო ბირჟის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან იკრძალება ყოველგვარი ოპერაციის განხორციელება , გარდა იმ შემთხვევებისა , როდესაც ეს აუცილებელია ინვესტორთა ინტერესების დასაცავად .

5. ამ მუხლის მე -3 პუნქტის მიხედვით დანიშნული ადმინისტრატორი ახორციელებს მართვასა და ყველა საჭირო ქმედებას ინვესტორთა ინტერესების დასაცავად , მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში .

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161

თავი VI

ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილენი

    მუხლი 32. ფინანსური ანგარიშგება, ანგარიშები და მათი შემოწმება

1. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თავისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად მის ლიცენზირებას დაქვემდებარებული პირების მიმართ შეიძლება განსაზღვროს მოთხოვნები სხვადასხვა სახის დოკუმენტების წარმოების, მათი შენახვის ვადების და ფინანსური ანგარიშების წარმოდგენის შესახებ.

2. ინფორმაცია ნებისმიერი გარიგების (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის შემთხვევაში), ანგარიშების, ამ ანგარიშებიდან განხორციელებული ოპერაციებისა და ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ შეიძლება მიეცეს შესაბამისი ანგარიშების მფლობელებსა და მათ წარმომადგენლებს, საქართველოს ეროვნულ ბანკს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. სხვა პირებს ეს ინფორმაცია მიეცემათ მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე.

3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეამოწმოს მის ლიცენზირებას დაქვემდებარებული პირების მიერ ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის მოთხოვნების დაცვა, განახორციელოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების, ფინანსური ანგარიშგების კომპონენტებისა და სხვა მასალების შემოწმება, რისთვისაც შეუძლია მათგან გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5009 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5528 – ვებგვერდი, 28.12.2011წ.

    მუხლი 33. საბროკერო კომპანიათა და ბროკერთა მოვალეობები

1. საბროკერო კომპანიამ , თავისი აქტივების კლიენტების ფასიანი ქაღალდებისა და ფულადი სახსრებისაგან გამიჯვნის მიზნით , უნდა იქონიოს განცალკევებული ანგარიშები .

2. ყველა ხელშეკრულება საბროკერო კომპანიასა და მის კლიენტებს შორის ფორმდება წერილობით .

3. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის საფუძველზე საბროკერო კომპანიები და ბროკერები უზრუნველყოფენ ბაზარზე არსებული საუკეთესო პირობების შესაბამისად კლიენტების დავალების შესრულებას: მათ არ უნდა გაუწიონ კონკურენცია კლიენტის დავალებას, არ უნდა მოახდინონ მანიპულირება კლიენტის დავალების შესრულებასთან დაკავშირებით ან არ უნდა გადაწყვიტონ კლიენტის დავალების შესრულება ისეთი ფასითა და დავალების შესრულების ხარჯებით, რომლებიც ნაკლებად ხელსაყრელია კლიენტისათვის.

4. ბროკერს ეკრძალება საბროკერო კომპანიის სახელით კლიენტებისათვის შეგნებულად შეცდომაში შემყვანი რეკომენდაციებისა და ინფორმაციის მიცემა . საბროკერო კომპანია იძლევა ინფორმაციას ინვესტიციების ვარგისობის , საბროკერო კომპანიის ან ბროკერის შესაძლო ინტერესთა კონფლიქტისა და საბროკერო კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ .

5. საბროკერო კომპანია ვალდებულია შესაბამისი მოვლენის დადგომიდან ან გადაწყვეტილების მიღებიდან (რომელიც უფრო ადრე იყო) არა უგვიანეს 7 დღისა წერილობით აცნობოს საქართველოს ეროვნულ ბანკს:

ა) ფილიალის გახსნის ან დახურვის თაობაზე;

ბ) საბროკერო კომპანიის სახელში ცვლილების შეტანის თაობაზე.

6. საბროკერო კომპანიამ საქართველოს ეროვნული ბანკისაგან წინასწარ უნდა მიიღოს თანხმობა რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიძლება არ მისცეს თანხმობა საბროკერო კომპანიას მის რეორგანიზაციაზე, თუ აღნიშნული რეორგანიზაცია საფრთხეს შეუქმნის საბროკერო კომპანიისათვის მინდობილ კლიენტის ფულად სახსრებს ან/და კლიენტის ფასიან ქაღალდებს.

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161

    მუხლი 34. საფონდო ბირჟის წევრები

1. საფონდო ბირჟის წევრები შეიძლება იყვნენ ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტები .

2. ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტი შეიძლება იყოს ერთზე მეტი საფონდო ბირჟის წევრი .

3. საფონდო ბირჟა უარს ეტყვის ნებისმიერ პირს წევრად მიღებაზე, თუ :

) ის წერილობით არ აღიარებს საფონდო ბირჟის წესებს და არ აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს ;

) ბროკერი, რომელმაც საფონდო ბირჟაზე უნდა ივაჭროს განმცხადებლის სახელით, განათლების დონით , გამოცდილებითა და კომპეტენტურობით არ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც საფონდო ბირჟის წესებით არის განსაზღვრული ;

) ის წერილობით არ დათანხმდება თავისი ჩანაწერებისა და დავთრების შემოწმებაზე ნებისმიერი მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის დადგენის მიზნით .

4. საფონდო ბირჟის წევრმა შეიძლება სასამართლოში გაასაჩივროს საფონდო ბირჟის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას ან/და ბირჟის მიერ დადგენილ წესებს.

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161

    მუხლი 341. საფონდო ბირჟის წესები

1. საფონდო ბირჟის სავაჭრო წესები:

) განსაზღვრავს საფონდო ბირჟაზე დადებულ გარიგებებთან დაკავშირებული დავების მოგვარების მეთოდებსა და პროცედურებს;

) განსაზღვრავს საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის პროცედურებს და კონკრეტული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის დროებით ან სამუდამოდ შეწყვეტის პირობებს;

) განსაზღვრავს საფონდო ბირჟაზე სავაჭრო სესიების დღეებსა და საათებს;

) განსაზღვრავს საბირჟო ვაჭრობის მონაწილე პირთა უფლება - მოვალეობებს და ჯარიმებს ამ მოთხოვნათა დარღვევისათვის;

) განსაზღვრავს კოტირებისა და გამოცხადების პროცედურას, ასევე კოტირების ფორმასა და შინაარსს და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობასთან დაკავშირებულ საბაზრო მონაცემებს (წესები უნდა ემსახურებოდეს სამართლიან და ინფორმაციულ კოტირებათა წარმოქმნას, არ უნდა უშვებდეს შეცდომაში შემყვან და ცრუ კოტირებებს და ხელს უნდა უწყობდეს კოტირებათა შეგროვებისა და გავრცელების მოწესრიგებულ პროცედურებს);

) განსაზღვრავს საფონდო ბირჟის საინფორმაციო საშუალებებს ;

) განსაზღვრავს საფონდო ბირჟაზე დადებული გარიგებების აღრიცხვის წესებს, რომლებიც აუცილებელია წევრებს შორის დადებულ გარიგებათა შესახებ ჩანაწერების შექმნისა და შემდგომი ანგარიშსწორებისათვის ;

) განსაზღვრავს სავაჭრო ოპერაციების განსახორციელებლად ბროკერების საფონდო ბირჟაზე დაშვების პროცედურას, მათ შორის, საკვალიფიკაციო / საგამოცდო მოთხოვნებს, ბროკერთა საქმიანობაზე ზედამხედველობისა და მათი სავაჭროდ დაშვების დროებით ან სამუდამოდ გაუქმების პირობებს ;

) უზრუნველყოფს გაყალბებისა და მანიპულირების თავიდან ასაცილებელ მექანიზმებს; ხელს უწყობს სამართლიანი და თანასწორუფლებიანი ვაჭრობის პრინციპების დამკვიდრებას, აგრეთვე რეგულირებაში, კლირინგში, ანგარიშსწორებასა და ინფორმაციის დამუშავებაში ჩართული პირების საქმიანობის კოორდინაციისა და თანამშრომლობის განვითარებას ფასიანი ქაღალდებით გარიგებებისათვის ხელის შეწყობის მიზნით;

) კრძალავს დისკრიმინაციას ერთნაირი სტატუსის მქონე კლიენტებს, ემიტენტებს, საბროკერო კომპანიებსა და ბროკერებს შორის .

2. საფონდო ბირჟამ ყოველ სავაჭრო დღეს საჯაროდ უნდა გამოაცხადოს ვაჭრობის სრული დღიური ბრუნვა, ფასები და გაყიდული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობასთან დაკავშირებული სხვა საბაზრო ინფორმაცია.

3. საფონდო ბირჟის სხვა წესები განსაზღვრავს:

) საფონდო ბირჟის მომსახურების სახეებს და ამ მომსახურების ფასებს;

) წევრთა კლიენტების საჩივართა მოგვარების პროცედურას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც საფონდო ბირჟის წესებს ეხება;

) პასუხისმგებლობას ამ კანონისა და შესაბამისი წესებისა თუ საფონდო ბირჟის წესების დარღვევისათვის, მათი გარიცხვის, საქმიანობისა და ფუნქციების შეჩერებისა და შეზღუდვის, საყვედურის გამოცხადების, დაჯარიმებისა და სხვა სათანადო სანქციების გამოყენებით;

) ეთიკის კოდექსის ნორმებს.

4. დაუშვებელია საფონდო ბირჟა ეწეოდეს სხვა საქმიანობას, გარდა:

) ამ კანონით გათვალისწინებული საფონდო ბირჟის ( ძირითადი ) საქმიანობისა;

) ზემოხსენებული ძირითადი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სხვა (დამხმარე) საქმიანობებისა;

) ზემოხსენებული ძირითადი საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო აქტივების ეფექტიანი გამოყენებისთვის გამიზნული დამხმარე საქმიანობისა.

5. საქართველოში ერთდროულად შეიძლება საქმიანობდეს რამდენიმე საფონდო ბირჟა.

    მუხლი 35. საფონდო ბირჟის მმართველი ორგანო

1. საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავენ აქციონერები.

2. საფონდო ბირჟის მმართველ ორგანოს შეუძლია:

) მიიღოს , უარყოს ან შეასწოროს საფონდო ბირჟის წესები;

) უზრუნველყოს ამ კანონის, თავისი შინაგანაწესის, წესდებისა და საფონდო ბირჟის წესების დაცვა და აღნიშნულის გათვალისწინებით შეამოწმოს საფონდო ბირჟის წევრების საქმიანობა და ფინანსური მდგომარეობა;

) განმარტოს საფონდო ბირჟის წესები. ყველა ამგვარი განმარტება საბოლოოა;

) დაუშვას სავაჭროდ გარკვეული ფასიანი ქაღალდები, დროებით ან სამუდამოდ შეაჩეროს ზოგიერთი ფასიანი ქაღალდით ვაჭრობა;

) დაუშვას წევრები საფონდო ბირჟაზე საქმიანობისათვის , საფონდო ბირჟის წესებისა და ამ კანონის 34- მუხლის მიხედვით, და დროებით ან საერთოდ აუკრძალოს ვაჭრობა წევრებს საფონდო ბირჟის წესების შესაბამისად;

) უზრუნველყოს კანონიერი და სწორი საქმიანობა, საფონდო ბირჟაზე დაშვებულ ფასიან ქაღალდებზე კოტირებების , ფასებისა და მათთან დაკავშირებული საბაზრო ინფორმაციის გამოქვეყნება.

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

    მუხლი 36.   (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

    მუხლი 37. საფონდო ბირჟის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. დაუშვებელია საფონდო ბირჟის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობის გარეშე.

2. საფონდო ბირჟის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია უნდა განხორციელდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების, საფონდო ბირჟის წესდებით, შინაგანაწესითა და წესებით განსაზღვრული პროცედურის მიხედვით.

3. საფონდო ბირჟისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბირჟო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება მისი რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საფუძველია.

4. საფონდო ბირჟა, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას თვითლიკვიდაციის ან საბირჟო საქმიანობის შეჩერების შესახებ, დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს საქართველოს ეროვნულ ბანკს ამ გადაწყვეტილების თაობაზე.

5. საფონდო ბირჟის ლიკვიდატორს ნიშნავს საქართველოს ეროვნული ბანკი.

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161

    მუხლი 38. ცენტრალური დეპოზიტარი

1. ცენტრალური დეპოზიტარის ფუნქციებია:

) გახსნას, ამოქმედოს და დახუროს ცენტრალური დეპოზიტარის წევრებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის სხვა მონაწილეთა ანგარიშები თავისი წესების შესაბამისად;

) მოამზადოს და დანერგოს ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს მისი წესებით განსაზღვრული ფასიანი ქაღალდების აღრიცხვის სისტემის მთლიანობასა და უსაფრთხოებას;

) შეამოწმოს , იცავენ თუ არა წევრები ფასიანი ქაღალდების აღრიცხვის ინსტრუქციებსა და წესებს;

) უზრუნველყოს სხვა მომსახურება მონაწილეთა ფასიანი ქაღალდების ანგარიშების მომსახურების მიზნით;

) მისცეს წევრს ამონაწერი ფასიანი ქაღალდების ანგარიშების მდგომარეობის შესახებ თავისი წესების შესაბამისად.

2. ცენტრალურ დეპოზიტარს (დეპოზიტარს) თავისი წესების შესაბამისად შეუძლია დაუყოვნებლივ შეაჩეროს ან დახუროს იმ წევრის ანგარიში:

) რომლის საქმიანობაც შეჩერებულია საფონდო ბირჟის ან ცენტრალური დეპოზიტარის მიერ;

) რომელმაც არ შეასრულა აღებული ვალდებულება ფასიანი ქაღალდების ან ფინანსური სახსრების მიწოდების შესახებ;

გ) რომელიც განიცდის ისეთ ფინანსურ ან საოპერაციო სიძნელეებს, რომ ცენტრალური დეპოზიტარი (დეპოზიტარი) იღებს გადაწყვეტილებას და აცნობებს საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომ ანგარიშის ასეთი შეჩერება ან დახურვა აუცილებელია დეპოზიტარის, მისი მონაწილეების, კრედიტორების ან ინვესტორების დასაცავად.

3. დეპოზიტარის წესები უზრუნველყოფს:

) მონაწილეთა უფლება - მოვალეობების დადგენას;

) სამართლიან და არადისკრიმინაციულ მოპყრობას მონაწილეებისა და მონაწილეობის კანდიდატებისადმი ;

) დეპოზიტარის პასუხისმგებლობას ფასიანი ქაღალდებით გარიგებათა დროული და ზუსტი კლირინგისა და ანგარიშსწორებისათვის;

) დეპოზიტარის წესების დარღვევისათვის მონაწილეთა გარიცხვის, საქმიანობისა და ფუნქციების შეჩერებისა და შეზღუდვის, საყვედურის გამოცხადების, დაჯარიმებისა და სხვა სათანადო სანქციების გამოყენების საშუალებას;

) წევრებისა და თანამშრომლების მიერ ეთიკის კოდექსის ნორმების დაცვას.

4. ცენტრალური დეპოზიტარის სახელწოდება უნდა შეიცავდეს სიტყვებს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი“, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

5. ცენტრალურ დეპოზიტარს (დეპოზიტარს) ეკრძალება ყოველგვარი საქმიანობა, გარდა ამ კანონის მიხედვით ცენტრალური დეპოზიტარის (დეპოზიტარის), ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა და მათთან დაკავშირებული, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული სხვა საქმიანობისა.

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161

    მუხლი 39.   (ამოღებულია).

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

    მუხლი 40. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მოვალეობანი

1. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი და თავისი წესების შესრულება.

2. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს უფლება არა აქვს, უარი განაცხადოს დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე, თუ ემიტენტის მიერ შესრულებულია ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან სახელშეკრულებო ურთიერთობის პირობები, წარმოდგენილი დოკუმენტები შეესაბამება ემიტენტის წესდებისა და შინაგანაწესის დებულებებს, ამ კანონს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის წესების მოთხოვნებს. ყოველი ასეთი უარი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ეროვნულ ბანკში.

3. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს ემიტენტთან უნდა ჰქონდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც დამყარებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის მიხედვით შედგენილ წერილობით შეთანხმებაში არსებულ პირობებზე. ასეთი შეთანხმება, როგორც მინიმუმი, უნდა მოითხოვდეს, რომ თუ ემიტენტის მიერ შესრულებულია ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან სახელშეკრულებო ურთიერთობის პირობები, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა დროულად უზრუნველყოს ემიტენტი ყოველი ემისიის ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებულ მფლობელთა მიმდინარე სიით, რომელიც გამიზნულია ყოველწლიური და რიგგარეშე კრებებისათვის, დივიდენდების განაწილების, პროცენტების გადახდისა და სესხის ძირითადი ნაწილის დაბრუნების, აგრეთვე ამ კანონის მე-15 მუხლის მიზნებისა და სხვა ნებადართული კორპორაციული ქმედებებისათვის. ემიტენტის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისას რეგისტრატორი უფლებამოსილია, ემიტენტს შეუჩეროს მომსახურება მის მიერ ვალდებულებების შესრულებამდე.

4. ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებული მფლობელის შესაბამისი წერილობითი მოთხოვნისას ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა ასეთ რეგისტრირებულ მფლობელს უნდა მიაწოდოს:

) მისი ფასიანი ქაღალდების ანგარიშიდან ამონაწერი კონკრეტული თარიღისათვის;

) ინფორმაცია ანგარიშზე განხორციელებული ფასიანი ქაღალდების ბრუნვის შესახებ კონკრეტული პერიოდისათვის.

5. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ მიწოდებული ამონაწერი უნდა შეიცავდეს:

) მკაფიო მითითებას, რომ მოცემული ამონაწერი არ არის ფასიანი ქაღალდი, არ საჭიროებს რეგისტრატორისათვის წარდგენას და მხოლოდ ჩანაწერია იმის შესახებ, რომ ამონაწერში ხსენებული პირი არის ამ ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებული მფლობელი (მფლობელის ტიპის მითითებით) მასში მითითებული თარიღისათვის;

ბ) ანგარიშის მფლობელის (მფლობელების) სახელს (სახელებს), ამონაწერის გაცემის დღესა და დროს (ბრუნვის ამონაწერის შემთხვევაში – პერიოდს), ემიტენტის სახელს და იურიდიულ მისამართს, ფასიანი ქაღალდის კლასის საიდენტიფიკაციო ნომერს, ანგარიშზე არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობას, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ შესაბამის მოვალეობებს ან შეზღუდვებს და ნებისმიერ სხვა საჭირო ინფორმაციას, რომელსაც მოითხოვს რეგისტრატორისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესები.

6. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებმა ანგარიშის მფლობელებს შეიძლება მოსთხოვონ გარკვეული ანაზღაურება ამონაწერის დამატებითი ასლების მიწოდებისათვის. რეგისტრატორების მიერ დაწესებული შესაბამისი ტარიფები უნდა იყოს სამართლიანი, ზომიერი და არადისკრიმინაციული (ერთნაირი სტატუსის მქონე კლიენტებისთვის), უნდა ასახავდეს რეალურ დანახარჯებს და წინასწარ უნდა იყოს ცნობილი .

7. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის წესები:

ა) განსაზღვრავს, თუ რა ინფორმაცია უნდა იყოს მითითებული ფასიანი ქაღალდების რეესტრში ყოველი ემიტენტის შესახებ, რომლის ფასიანი ქაღალდებიც რეგისტრირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;

ბ) განსაზღვრავს წესს გარიგებათა აღიარებისა და ფასიანი ქაღალდების რეესტრში ჩანაწერების შეტანის, მათთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციისა და ჩანაწერების გაკეთების დროის შესახებ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;

გ) განსაზღვრავს, თუ რა ინფორმაცია უნდა იყოს მითითებული ფასიანი ქაღალდების მფლობელთა ან ნომინალურ მფლობელთა სახელზე გახსნილ ყოველი ფასიანი ქაღალდის ანგარიშში, იმის გათვალისწინებით, რომ ანგარიშის მფლობელებმა დაუყოვნებლივ წერილობით უნდა აცნობონ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს ადრე წარდგენილ ინფორმაციაში ნებისმიერი ცვლილების შესახებ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;

დ) მოითხოვს თანამშრომლებისაგან, დაიცვან ქცევის ნორმები, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.

8. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის თანამშრომლებსა და მმართველ პირებს ეკრძალებათ, მიაწოდონ ვინმეს, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკისა, არასაჯარო კონფიდენციალური ინფორმაცია, მიღებული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორად მუშაობისას, ან გამოიყენონ ეს ინფორმაცია ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისას.

9. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს, თუ ის არ არის ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის მფლობელი, ეკრძალება ყოველგვარი საქმიანობა, გარდა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორობისა ან/და ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე მისთვის დელეგირებული საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებისა.

10. იმ შემთხვევაში, თუ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის საკუთრებაში პირდაპირ ან არაპირდაპირ აღმოჩნდა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის წილის 10%-ზე მეტი, მაშინ იგი ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს აცნობოს ამ ფაქტის შესახებ.

11. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს და მისი მმართველი ორგანოს წევრებს არ აქვთ უფლება, იყვნენ იმ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი წილის მფლობელები, რომლისთვისაც ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი აწარმოებს რეესტრს. ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვან წილზე ნაკლები წილის რეგისტრირებული  მესაკუთრეობის შემთხვევაში ამის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო.

12. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის მიხედვით მომზადებულ, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორსა და ემიტენტს შორის დადებული ხელშეკრულების ნიმუშის ასლს.

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161

საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3066-სსმI, №25, 17.05.2010წ., მუხ.169

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5009 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

    მუხლი 41. საფონდო ბირჟა და ცენტრალური დეპოზიტარი

1. საფონდო ბირჟასა და ცენტრალურ დეპოზიტარს აქვთ უფლება, თავიანთი წევრებისადმი დადგენილი წესებით განსაზღვრონ ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

2. საფონდო ბირჟას არ აქვს უფლება , რომ მას საკლირინგო-საანგარიშსწორებო მომსახურებას უწევდეს ერთზე მეტი დეპოზიტარი .

3. საფონდო ბირჟამ ან დეპოზიტარმა ახალი წესების მიღების, არსებულ წესებში ცვლილებების შეტანის ან წესების გაუქმების შესახებ უნდა აცნობოს საქართველოს ეროვნულ ბანკს.

4. საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების კოტირება შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერ ვალუტაში .

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161

    მუხლი 42. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

    მუხლი 43. საქართველოს ეროვნული ბანკის დამატებითი უფლებამოსილება

1. თუ საფონდო ბირჟის/ცენტრალური დეპოზიტარის რომელიმე წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეაჩეროს აღნიშნული წესის მოქმედება ან საფონდო ბირჟას/ცენტრალურ დეპოზიტარს მოსთხოვოს შესაბამის წესში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა.

2. შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეცვალოს, დაამატოს ან შეაჩეროს საფონდო ბირჟის/ცენტრალური დეპოზიტარის ნებისმიერი წესი, თუ მიიჩნევს, რომ საფონდო ბირჟის/ცენტრალური დეპოზიტარის წესი:

ა) საფრთხეს უქმნის საქართველოში სამართლიანი და მოწესრიგებული საჯარო ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფუნქციონირებას;

ბ) ხელს უშლის ფასიანი ქაღალდებით გარიგებათა სწრაფ, ზუსტ და უსაფრთხო კლირინგსა და ანგარიშსწორებას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს ეროვნული ბანკი ასევე უფლებამოსილია, საფონდო ბირჟას/ცენტრალურ დეპოზიტარს დააკისროს მოთხოვნები თუ შეზღუდვები შესაბამის საკითხთან ან ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ამ კანონის მიხედვით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების ან საფონდო ბირჟის/ცენტრალური დეპოზიტარის წესის რეგულირების სფეროშია.

4. ამ მუხლის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი ძალაში იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში.

5. საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია ამ მუხლის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტის მოქმედება შეაჩეროს თავის მიერ დადგენილ ვადაზე ადრე, თუ აღმოიფხვრა შესაბამისი აქტის გამოცემის მიზეზები.

6. საფონდო ბირჟა/ცენტრალური დეპოზიტარი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეასრულოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი.

7. საფონდო ბირჟა/ცენტრალური დეპოზიტარი უფლებამოსილია, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში.

8. სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში მოსამართლის გადაწყვეტილებით შეიძლება შეჩერდეს საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტის მოქმედება.

  საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161

თავი VI1

(ამოღებულია)

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს 2013 წლის 24 ივლისის კანონი №844 - ვებგვერდი, 16.08.2013წ.

    მუხლი 431. (ამოღებულია)

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს 2013 წლის 24 ივლისის კანონი №844 - ვებგვერდი, 16.08.2013წ.

    მუხლი 432. (ამოღებულია)

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161

საქართველოს 2013 წლის 24 ივლისის კანონი №844 - ვებგვერდი, 16.08.2013წ.

    მუხლი 43 3 . (ამოღებულია)

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161

საქართველოს 2013 წლის 24 ივლისის კანონი №844 - ვებგვერდი, 16.08.2013წ.

    მუხლი 434. (ამოღებულია

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5009 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 24 ივლისის კანონი №844 - ვებგვერდი, 16.08.2013წ.

    მუხლი 435. (ამოღებულია)

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს 2013 წლის 24 ივლისის კანონი №844 - ვებგვერდი, 16.08.2013წ.

თავი VII

ფასიანი ქაღალდების გარიგებებში გაყალბებებისა და მანიპულაციების აკრძალვა

     მუხლი 44. გაყალბება და მანიპულაცია

აკრძალულია ყოველგვარი საჯარო ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის ან ორგანიზებულ ბაზართან დაკავშირებული საქმიანობის მოჩვენებითი აქტივობის შექმნის მიზნით:

ა) საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდებით ისეთი გარიგებების დადება, რომლებიც არ იწვევს ცვლილებებს რეგისტრირებულ  მესაკუთრეობაში;

ბ) ფასიანი ქაღალდების შეძენის ან გაყიდვის შესახებ  ურთიერთსაწინააღმდეგო ბრძანებების პირდაპირ ან არაპირდაპირ გაცემა.

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5009 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

    მუხლი 45.   ინსაიდერული ინფორმაცია და მისი ბოროტად გამოყენება

1. ინსაიდერული ინფორმაცია ნიშნავს არასაჯარო, არსებით ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ერთ ან რამდენიმე ანგარიშვალდებულ საწარმოსთან ან მათ საჯარო ფასიან ქაღალდებთან.

2. ინსაიდერად ჩაითვლება პირი, რომელსაც თავისი წევრობით ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველ ორგანოში, მისი მონაწილეობით ასეთი საწარმოს კაპიტალში (მეწილეობით) ან საქმიანობით, პროფესიული ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებით ხელი მიუწვდება ინსაიდერულ ინფორმაციაზე. ინსაიდერად ჩაითვლებიან აგრეთვე სხვა პირები, რომლებმაც მიიღეს ინსაიდერული ინფორმაცია და, ჩანს, რომ ამ ინფორმაციის წყაროა ინსაიდერი.

3. ინსაიდერს ან პირს, რომელიც შეგნებულად მიიღებს ინსაიდერისაგან შიდა ინფორმაციას, ეკრძალება:

ა) თავისთვის ან მესამე პირის ინტერესებისათვის, პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით შეიძინოს ან გაყიდოს იმ ანგარიშვალდებული საწარმოს ან საწარმოების საჯარო ფასიანი ქაღალდები, რომელთა ინსაიდერულ ინფორმაციასაც ის ფლობს;

ბ) მიაწოდოს მესამე პირს ინსაიდერული ინფორმაცია, თუ ეს ქმედება არ არის გამოწვეული მისი საქმიანობის, პროფესიული ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით;

გ) ინსაიდერულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ურჩიოს მესამე პირს ან მონახოს მესამე პირი საჯარო ფასიანი ქაღალდების შესაძენად ან გასასხვისებლად.

თავი VIII

ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობა

    მუხლი 46.(ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1929-სსმI, №14(21), 13.05.1999წ., მუხ.59

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

    მუხლი 47. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1929-სსმI, №14(21), 13.05.1999წ., მუხ.59

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

    მუხლი 48. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1929-სსმI, №14(21), 13.05.1999წ., მუხ.59

საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის კანონი №2255-სსმI, №34(41), 21.07.1999წ. მუხ.168

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

    მუხლი 49. (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

    მუხლი 50. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1929-სსმI, №14(21), 13.05.1999წ., მუხ.59

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

    მუხლი 51. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

    მუხლი 52. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის კანონი №2255-სსმI, №34(41), 21.07.1999წ. მუხ.168

საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

    მუხლი 53. (ამოღებულია)

  საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

    მუხლი 54. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

თავი IX

პასუხისმგებლობა ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის

    მუხლი 55. ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის

1. ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის დარღვევის სახეები განისაზღვრება ამ კანონით, ხოლო სახდელის ოდენობები და მათი დაკისრების წესი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.

2. პირის მიერ ამ კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების, ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ან მისი შესაძლო ქმედებით ინვესტორთა ინტერესებისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, სამართლებრივი აქტით:

ა) მოსთხოვოს სამართალდამრღვევ პირებსა და მათ თანამონაწილეებს, მიიღონ საჭირო ზომები თავიანთი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში;

ბ) შეაჩეროს ფასიანი ქაღალდების გაყიდვა ან გარიგებანი;

გ) სამართალდამრღვევ პირს შეუჩეროს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მონაწილეობა გარკვეული პერიოდით;

დ) სამართალდამრღვევ პირს დააკისროს ამ კანონითა და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

3. ფასიანი ქაღალდების ბაზრის წესების დამამძიმებელ გარემოებებში დარღვევისათვის შეიძლება დადგენილ იქნეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის კანონი №2255-სსმI, №34(41), 21.07.1999წ. მუხ.168

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161

    მუხლი 551. დარღვევები და სანქციები   

1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის ან/და მისი მმართველი ორგანოს წევრის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სანქციები, თუ ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადმა მონაწილემ ან/და მისი მმართველი ორგანოს წევრმა დაარღვია:

ა) ფასიანი ქაღალდების შეთავაზების წესები;

ბ) ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები;

გ) ლიცენზიის წესები;

დ) ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის წესები და სხვა წესები;

ე) საანგარიშგებო, კონფიდენციალურობის მოთხოვნები ან/და წესების შემუშავების პროცედურა;

ვ) „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნები (ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა და საბროკერო კომპანიის ან მათი მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენისას საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები:

ა) გააგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;

ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადმა მონაწილემ შეწყვიტოს და შემდგომ არ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად;

გ) დააკისროს ფულადი ჯარიმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით;

დ) ფასიანი ქაღალდების რეგულირებადი მონაწილის მმართველი ორგანოს წევრს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება და მმართველ ორგანოს მოსთხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან გათავისუფლება;

ე) შეაჩეროს ან შეზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და მატერიალური წახალისებების გაცემა და ახალი ვალდებულებების აღება;

ვ) გააუქმოს შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია.

3. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული სანქცია უნდა შეესაბამებოდეს დარღვევის სერიოზულობასა და შესაძლო რისკს.

4. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული სანქციის ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

5. ფასიანი ქაღალდების რეგულირებადი მონაწილისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული სანქციის იძულებით აღსასრულებლად მიქცევა ხდება კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161

საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2831-სსმI, №19, 13.04.2010წ., მუხ.105

თავი X

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 56.   (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1929-სსმI, №14(21), 13.05.1999წ., მუხ.59

საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის კანონი №2255-სსმI, №34(41), 21.07.1999წ. მუხ.168

საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

თავი XI

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 57. დასკვნითი დებულებანი

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №412 ბრძანებულება „სააქციო საზოგადოებების აქციათა რეგისტრაციის სისტემის ჩამოყალიბების ზოგიერთ ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“.

3. 2008 წლის 15 ივლისიდან ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ივნისის №375 ბრძანებულება აქციათა რეესტრის წარმოების შესახებ დროებითი დებულების თაობაზე".

4. ამ კანონის საფუძველზე 2008 წლის 15 აპრილამდე გაცემულ ყველა ლიცენზიას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა , როგორიც 2008 წლის 15 აპრილის შემდეგ გაცემულ ლიცენზიებს.

5. 2009 წლის 15 თებერვლამდე ძალას ინარჩუნებს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ყველა ის წესი , რომელიც მოქმედებდა 2008 წლის 15 აპრილამდე, ხოლო 2009 წლის 15 თებერვლიდან უნდა ამოქმედდეს ახალი წესები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი იქნება .

საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს პრეზიდენტი    ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 24 დეკემბერი.

№1745–IIს

47. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 3930-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/12/2023 46. 29/11/2023 - საქართველოს კანონი - 3771-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 19/12/2023 45. 16/11/2023 - საქართველოს კანონი - 3714-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 07/12/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 44. 28/06/2023 - საქართველოს კანონი - 3349-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 19/07/2023 43. 22/02/2023 - საქართველოს კანონი - 2607-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 10/03/2023 42. 30/11/2022 - საქართველოს კანონი - 2139-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2022 41. 09/09/2022 - საქართველოს კანონი - 1801-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/09/2022 40. 09/09/2022 - საქართველოს კანონი - 1794-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/09/2022 39. 23/06/2022 - საქართველოს კანონი - 1707-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 05/07/2022 38. 30/12/2021 - საქართველოს კანონი - 1336-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 13/01/2022 37. 02/08/2021 - საქართველოს კანონი - 892-Vრს-Xმპ - ვებგვერდი, 04/08/2021 36. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6982-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 35. 14/07/2020 - საქართველოს კანონი - 6806-რს - ვებგვერდი, 22/07/2020 34. 29/06/2020 - საქართველოს კანონი - 6673-რს - ვებგვერდი, 07/07/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 33. 20/12/2019 - საქართველოს კანონი - 5680-რს - ვებგვერდი, 31/12/2019 32. 20/12/2019 - საქართველოს კანონი - 5668-რს - ვებგვერდი, 31/12/2019 31. 30/10/2019 - საქართველოს კანონი - 5230-Iს - ვებგვერდი, 30/10/2019 30. 08/05/2019 - საქართველოს კანონი - 4606-რს - ვებგვერდი, 08/05/2019 29. 27/12/2018 - საქართველოს კანონი - 4269-რს - ვებგვერდი, 29/12/2018 28. 21/07/2018 - საქართველოს კანონი - 3298-რს - ვებგვერდი, 09/08/2018 27. 21/07/2018 - საქართველოს კანონი - 3312-რს - ვებგვერდი, 06/08/2018 26. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1903-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 25. 04/05/2017 - საქართველოს კანონი - 813-IIს - ვებგვერდი, 29/05/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 24. 10/03/2017 - საქართველოს კანონი - 441-IIს - ვებგვერდი, 22/03/2017 23. 22/06/2016 - საქართველოს კანონი - 5437-IIს - ვებგვერდი, 11/07/2016 22. 19/02/2016 - საქართველოს კანონი - 4792-IIს - ვებგვერდი, 07/03/2016 21. 28/10/2015 - საქართველოს კანონი - 4460-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 20. 03/09/2015 - საქართველოს კანონი - 4201-Iს - ვებგვერდი, 10/09/2015 19. 24/07/2013 - საქართველოს კანონი - 844-რს - ვებგვერდი, 16/08/2013 18. 10/04/2012 - საქართველოს კანონი - 6022-Iს - ვებგვერდი, 30/04/2012 17. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5528-რს - ვებგვერდი, 111228086, 28/12/2011 16. 01/07/2011 - საქართველოს კანონი - 5009-რს - ვებგვერდი, 110715011, 15/07/2011 15. 09/03/2011 - საქართველოს კანონი - 4324-Iს - ვებგვერდი, 110322014, 22/03/2011 14. 21/07/2010 - საქართველოს კანონი - 3519 - სსმ, 48, 09/08/2010 13. 04/05/2010 - საქართველოს კანონი - 3066 - სსმ, 25, 17/05/2010 12. 23/03/2010 - საქართველოს კანონი - 2831 - სსმ, 19, 13/04/2010 11. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1944 - სსმ, 35, 19/11/2009 10. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1925 - სსმ, 35, 19/11/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 9. 24/09/2009 - საქართველოს კანონი - 1678 - სსმ, 29, 12/10/2009 8. 14/03/2008 - საქართველოს კანონი - 5910 - სსმ, 7, 26/03/2008 7. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5269 - სსმ, 30, 30/07/2007 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 6. 28/03/2007 - საქართველოს კანონი - 4536 - სსმ, 9, 31/03/2007 5. 27/03/2007 - საქართველოს კანონი - 4520 - სსმ, 9, 31/03/2007 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 18/07/2003 - საქართველოს კანონი - 2503 - სსმ, 22, 08/08/2003 3. 20/07/1999 - საქართველოს კანონი - 2255 - სსმ, 34(41), 21/07/1999 2. 09/06/1999 - საქართველოს კანონი - 2075 - სსმ, 24(31), 26/06/1999 1. 30/04/1999 - საქართველოს კანონი - 1929 - სსმ, 14(21), 13/05/1999