,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5269
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 30, 30/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 300.050.000.05.001.002.998
  • Word
5269
11/07/2007
სსმ, 30, 30/07/2007
300.050.000.05.001.002.998
,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებსაქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი, მუხ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.“.

2. მე-2 მუხლის:

) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. გაზეთინებისმიერი გაზეთი, რომელსაც ამ კანონის მიზნებისათვის ასეთად მიიჩნევს საჯარო სამართლის იურიდიული პირისაქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური.

8. გათვითცნობიერებული ინვესტორიპირი, რომელიც გათვითცნობიერებულია ინვესტირების თეორიისა და პრაქტიკის საკითხებში, თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დადგენილი წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“;

) მე-13–მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. წინასწარი პროსპექტიემისიის პროსპექტი, რომელიც წარედგინა საჯარო სამართლის იურიდიულ პირსსაქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, მაგრამ ჯერ არ დამტკიცებულა მის მიერ.

14. დამტკიცებული პროსპექტიემისიის პროსპექტი, რომელიც დამტკიცებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ.

15. საბოლოო პროსპექტიემისიის პროსპექტი, რომელიც დამტკიცებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ და შეიცავს შესათავაზებელი ფასიანი ქაღალდების ზუსტ რაოდენობასა და ზუსტ ფასს, ხოლო თუ საბროკერო კომპანია/კომპანიები თანახმა არის/არიან ფასიანი ქაღალდების გაყიდვაზე ემიტენტის ან/და ფასიანი ქაღალდების მფლობელების სახელით, – აგრეთვე ინფორმაციას ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებების შესახებ.“;

) მე-17–მე-19 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. თვითრეგულირებადი ორგანიზაცია (თრო) – საფონდო ბირჟა, ცენტრალური დეპოზიტარი (დეპოზიტარი) და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ამ კანონის 41- მუხლის მიხედვით შეიმუშავებენ და ახორციელებენ საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოწონებულ წესებს აღნიშნული ორგანიზაციების მონაწილეთა თუ წევრთა მიმართ.

18. კანონმდებლობა ფასიანი ქაღალდების შესახებეს კანონი, აგრეთვე სხვა კანონები და კანონქვემდებარე აქტები, რომელთა შესრულებაზედაც ზედამხედველობას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირისაქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

19. სამსახურისაჯარო სამართლის იურიდიული პირისაქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური.“;

) 32- პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) სამსახურის მიერ დადგენილი წესებით განსაზღვრული გამონაკლისი ხელშეკრულებები ან ფინანსური ინსტრუმენტები, რომელთა რეგულირებაც შესაბამისად ხორციელდება ამ კანონით ან სხვა კანონებით.“;

) 38- პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„38. ფასიანი ქაღალდების კლასიემიტენტის ყველა ის ფასიანი ქაღალდი, რომლებიც სამსახურის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად ადასტურებს იდენტურ უფლება-მოვალეობებს.“;

) 42- პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„42. ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალისაბროკერო კომპანია ან სხვა შუამავალი, რომლის საქმიანობასაც ზედამხედველობას უწევს სამსახური თავის მიერ დადგენილი წესებით.“;

) 46- პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„46. ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებახელშეკრულება ფასიანი ქაღალდების შეთავაზების განმახორციელებელ ემიტენტსა და ერთ ან რამდენიმე საბროკერო კომპანიას შორის, რომლის მიხედვითაც, საბროკერო კომპანია/კომპანიები კისრულობს/კისრულობენ ვალდებულებას, განათავსოს/განათავსონ ფასიანი ქაღალდები გარანტირებულ ან არაგარანტირებულ საფუძველზე, სამსახურის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად:

) გარანტირებული საფუძველი ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ნიშნავს საბროკერო კომპანიების მიერ ემიტენტისაგან ფასიანი ქაღალდების მთელი ემისიის შესყიდვას, თავიანთ საკუთრებაში მისი დატოვების ან შემდგომი გადაყიდვის გარანტიით;

) არაგარანტირებული საფუძველი ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ნიშნავს საბროკერო კომპანიების მიერ ემიტენტისაგან ფასიანი ქაღალდების მთელი ემისიის პირობით შესყიდვას, თავიანთ საკუთრებაში მისი დატოვების ან შემდგომი გადაყიდვის გარანტიის გარეშე.“;

) 48- პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„48. შეთავაზების განაცხადიამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით სამსახურში წარდგენილი განაცხადი, რომელიც გულისხმობს მის ნებისმიერ შესწორებას და ნებისმიერ ემისიის პროსპექტს, ანგარიშს ან დოკუმენტს, რომელიც ამ განაცხადის ნაწილიაუშუალოდ ან ჩართული მასზე მითითების გზით.“;

) 50- პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„50. ცენტრალური დეპოზიტარი (დეპოზიტარი) – პირი, რომელიც უფლებამოსილია, ბენეფიციარი მესაკუთრის ან ნომინალური მფლობელის დავალებით აწარმოოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური კლირინგი და ანგარიშსწორება, აგრეთვე განახორციელოს სპეციალიზებული დეპოზიტარის და სამსახურის მიერ დადგენილი წესებით განსაზღვრული სხვა მომსახურება.“.

3. მე-3 მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება არის წინადადება ემიტენტის სახელით ფასიანი ქაღალდების პირდაპირი ან არაპირდაპირი მიყიდვის შესახებ არანაკლებ 100 პირისათვის ან პირთა წინასწარ დაუზუსტებელი რაოდენობისათვის. საჯარო შეთავაზებად მიიჩნევა აგრეთვე არაანგარიშვალდებული საწარმოს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით წამოყენებული ამგვარი წინადადება იმ პირის სახელით, რომელიც არ არის ემიტენტი. არაემიტენტი პირის საჯარო შეთავაზება ბათილია, გარდა ამ კანონითა და სამსახურის მიერ დადგენილი წესებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ფასიანი ქაღალდების შეთავაზება და მიყიდვა მხოლოდ გათვითცნობიერებული ინვესტორებისათვის, რაც განისაზღვრება და წესრიგდება სამსახურის მიერ დადგენილი წესებით, ამ თავის მიხედვით არ განიხილება, როგორც საჯარო შეთავაზება.“.

4. მე-4 მუხლის:

) პირველიმე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო შეთავაზება ხორციელდება მხოლოდ ემიტენტის მიერ ამ კანონისა და სამსახურის მიერ დადგენილი წესების მოთხოვნათა დაცვით მომზადებული და დამტკიცებული პროსპექტის გამოქვეყნებისთანავე ან შემდეგ. თუ წინასწარი პროსპექტი, რომელიც გავრცელებული იყო პოტენციურ ინვესტორებს შორის ამ კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, არსებითი ფაქტებით განსხვავდება დამტკიცებული პროსპექტისაგან, ემიტენტმა დამტკიცებული პროსპექტი უნდა გაავრცელოს იმავე წესით, რა წესითაც წინასწარი პროსპექტი გავრცელდა, თუ სამსახურის მიერ დადგენილი წესებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ემიტენტი საჯარო შეთავაზებისათვის განკუთვნილი ფასიანი ქაღალდების ემისიის პროსპექტის დასამტკიცებლად მიმართავს სამსახურს და წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს, რომლებიც მიიჩნევა საჯარო შეთავაზების განაცხადად:

) განაცხადი სამსახურის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ფორმის მიხედვით;

) წინასწარი პროსპექტის 3 ასლი, ხელმოწერილი ემიტენტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და წევრთა უმრავლესობის, უფროსი აღმასრულებელი პირის მიერ, როცა ემიტენტი საწარმოა, ხოლო სხვა ემიტენტების შემთხვევაშიხელმოწერილი იმ პირების მიერ, რომლებიც კანონის მიხედვით აღიარებული არიან, როგორც პასუხისმგებლები ემიტენტის მართვაზე (პასუხისმგებელი პირები). წინასწარი პროსპექტი, სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, შეიცავს:

.) ინფორმაციას ემიტენტის შესახებ, კერძოდ, მის სახელს, რეგისტრირებულ მისამართსა და ძირითადი ოფისის ადგილმდებარეობის მითითებას, დაარსების თარიღსა და დეტალებს, საქმიანობის მიზნებს, მიმოქცევაში მყოფი მისი ფასიანი ქაღალდების რაოდენობასა და სახეობას და მათ მიერ მინიჭებულ უფლებებს; ინფორმაციას ემიტენტის საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდების შესახებ; ყოველი მფლობელის სახელს, რომელიც აკონტროლებს ემიტენტს; ემიტენტი საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა და მთავარ აღმასრულებელ პირთა სახელებს, საჭიროებისამებრემიტენტის მიერ შერჩეული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის სახელს, ზემოხსენებული პირების შესაძლო ინტერესთა კონფლიქტსა და ამ კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ სხვა ინფორმაციას, რომელიც სხვაგვარად არ ყოფილა განსაჯაროებული;

.) ბოლო 2 წლის განმავლობაში ემიტენტის კომერციული საქმიანობის დახასიათებას და ამ საქმიანობასთან დაკავშირებულ შესაძლო ძირითად რისკებს;

.) სამომავლო ანგარიშებს, დასაბუთებულ დაგეგმვათა ჩათვლით, რომლებიც შეეხება მოსალოდნელ შემოსავალს, მოგებასა და სხვა ფინანსურ საკითხებს. ისინი შეიძლება წარმოდგენილ იქნეს მხოლოდ ნათლად გამოხატულ შესაბამის ფაქტებზე დაყრდნობით. შეიძლება გაკეთდეს ანგარიშები როგორც ემიტენტის მმართველი ორგანოს გეგმებსა და მიზნებზე, ასევე მომავალ ოპერაციებზე, დაფინანსებასა და წილების შეძენაზე;

.) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადასტურებულ და სამსახურის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშებს ბოლო 2 სამეურნეო წლისათვის და მსგავს ინფორმაციას იმ იურიდიული პირების შესახებ, რომლებშიც ემიტენტის წილი 50%- აღემატება; მოითხოვება დამოუკიდებელი აუდიტორის წერილი იმის თაობაზე, რომ მან შეამოწმა ემიტენტის ანგარიშები, და მისი თანხმობა, რომ მის მიერ მომზადებული დასკვნები გამოყენებულ იქნეს ემისიის პროსპექტში;

.) ინფორმაციას ფასიანი ქაღალდების შესახებ, კერძოდ:

..) გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების სახეობასა და მათ მესაკუთრეთა უფლებებს ემიტენტის სხვა ფასიანი ქაღალდების მესაკუთრეებთან შედარებით;

..) ფასიანი ქაღალდების შეთავაზების მთლიან ფასს (ასეთი მთლიანი შეთავაზებული ფასი უნდა შეიცავდეს გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების საორიენტაციო ან მიახლოებით რაოდენობასა და ამ ქაღალდების საორიენტაციო ან მიახლოებით ფასს);

..) ხელმოწერის პროცედურის დეტალებს ან, თუ საბროკერო კომპანიამ ხელი მოაწერა ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებას და დათანხმდა შეესყიდა მთელი ემისიის ყველა ფასიანი ქაღალდი ან მათი ნაწილი, – ასეთი გარიგების დაახლოებით დეტალებს;

..) ხდება თუ არა ფასიანი ქაღალდების მფლობელთა სახელით ფასიანი ქაღალდების შეთავაზება და ასეთი შეთავაზების შემთხვევაშიმათ სახელებსა და თითოეულის მიერ შეთავაზებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობას;

..) სასესხო ფასიანი ქაღალდისათვის პროცენტის რაოდენობასა და მისი გაანგარიშების მეთოდს, თუ ფასიანი ქაღალდი პროცენტიანია; ფასიანი ქაღალდის ვადასა და ნებისმიერი ნებადართული დაფარვის პირობებს;

..) შეთავაზების შედეგად მიღებული შემოსავლების სავარაუდო გამოყენებას.

3. ბანკები, რომლებიც აპირებენ მათ მიერ გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების საჯაროდ შეთავაზებას, სამსახურს შეთავაზების განაცხადს, ამ მუხლის მიხედვით, წარუდგენენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიიღებენ საექსპერტო შეფასების ანგარიშს საქართველოს ეროვნული ბანკიდან. ამ ანგარიშის დასკვნა ემისიის პროსპექტში უნდა შევიდეს. საექსპერტო შეფასების ანგარიშის ასლი წარდგენილ უნდა იქნეს, როგორც შეთავაზების განაცხადის ნაწილი.

4. სამსახურს შეუძლია, თავის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად დააწესოს სხვადასხვა მოთხოვნა ინფორმაციის მოწოდებაზე, გამოშვებული თუ გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების სახეობებისა და ემიტენტის (მაგ., არარეზიდენტი ემიტენტი, საინვესტიციო ფონდი (კომპანია), როგორც ემიტენტი, ემიტენტი, რომელიც არ არის საწარმო) მიხედვით, და, საჭიროების შემთხვევაში, სასესხო ფასიანი ქაღალდის ვადიანობის მიხედვით.

5. სამსახური უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს ამ მუხლის მიხედვით წარსადგენი ფინანსური ანგარიშების ფორმა და შინაარსი და ამ ანგარიშების მომზადებისას გამოსაყენებელი ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები და სტანდარტები.

6. თუ ემიტენტი ანგარიშვალდებული საწარმოა და მას წარდგენილი აქვს ყველა აუცილებელი ანგარიში ბოლო 2 წლის განმავლობაში, სამსახურს შეუძლია, თავის მიერ დადგენილი წესების მიხედვით, არ მოითხოვოს სრული ემისიის პროსპექტის წარდგენა ან მოითხოვოს ემისიის პროსპექტისათვის საჭირო ინფორმაციის ნაწილი.

7. თუ ემისიის პროსპექტისათვის აუცილებელი ინფორმაცია უკვე წარედგინა სამსახურს, იგი შეიძლება ჩაერთოს პროსპექტში მითითების სახით, ამ კანონის მე-11 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.

8. შეთავაზების განაცხადის სამსახურში წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში სამსახური განიხილავს ამ დოკუმენტებს და თუ:

) მიიჩნევს, რომ წინასწარი პროსპექტი არ შეესაბამება ამ კანონს ან სამსახურის მიერ დადგენილ წესებს, ანდა თუ ტექსტი გასაგები და თანამიმდევრული არ არის, ემიტენტს მიაწვდის წერილობით პასუხს მისგან დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნით, რომელიც საჭიროა წარდგენილი ინფორმაციის განმარტებისა და დაზუსტებისათვის, ან/და მოსთხოვს ემიტენტს, წარადგინოს წინასწარ პროსპექტში მითითებული ინფორმაციის სისწორის დამადასტურებელი საბუთები. აღნიშნულ ნაკლოვანებათა გამოსწორების შემდეგ ემიტენტს შეუძლია წარადგინოს შეთავაზების განაცხადის შესწორებები, რომლებიც ხელახლა იქნება განხილული;

) ემიტენტი მოითხოვს წერილობითი ფორმით, მიაწვდის მას წერილობით თანხმობას ემისიის პროსპექტის 30 დღეში დამტკიცებაზე;

) მიიჩნევს, რომ წარდგენილი ინფორმაცია არ შეესაბამება ამ კანონს ან სამსახურის მიერ დადგენილ წესებს, ანდა თუ ემიტენტი უარს ამბობს წარადგინოს დოკუმენტები, მონაცემები ან ახსნა-განმარტებები, რომელთაც ეს მუხლი მოითხოვს, სამსახურმა შეიძლება, დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, წერილობითი ფორმით უარი განაცხადოს ემისიის პროსპექტის დამტკიცებაზე;

) ემიტენტი არ იქნა ინფორმირებული წერილობითი ფორმითამ პუნქტის“, „ანქვეპუნქტის მიხედვით, მაშინ 30 დღის გასვლის შემდეგ ემისიის პროსპექტი დამტკიცებულად მიიჩნევა.“;

) მე-10–მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. 5 დღის ან სამსახურის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული დროის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ემისიის პროსპექტი დამტკიცებულად მიიჩნევა, ემიტენტმა სამსახურს უნდა წარუდგინოს საბოლოო პროსპექტის 3 ეგზემპლარი, შეთავაზებული ფასიანი ქაღალდების ზუსტი რაოდენობისა და ზუსტი ფასის პირველ გვერდზე მითითებით, ხოლო როცა საბროკერო კომპანიები ყიდიან ფასიან ქაღალდებს ემიტენტის ან/და ემიტენტის ფასიანი ქაღალდების მფლობელთა სახელით, – ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულების პირობები. საბოლოო პროსპექტი, ამ მუხლის მე-13 პუნქტის გათვალისწინებით, გამოყენებულ უნდა იქნეს საჯარო შეთავაზებისათვის განკუთვნილი ფასიანი ქაღალდების საჯაროდ გასაყიდად.

11. სამსახურისათვის საბოლოო პროსპექტის წარდგენა არ უნდა იქნეს მიჩნეული ამ მუხლის მე-8 პუნქტისქვეპუნქტის მიხედვით შეტანილ ცვლილებებად; თუ მთლიანი შეთავაზებული ფასი ან ერთი ფასიანი ქაღალდის ფასი იცვლება 20%-ზე მეტად დამტკიცებულ პროსპექტში მოცემულ საორიენტაციო ფასთან შედარებით, საბოლოო პროსპექტი განიხილება, როგორც დამტკიცებულ პროსპექტზე დართული ცვლილება, და იგი წარდგენილ უნდა იქნეს ამ მუხლის მე-8 პუნქტისქვეპუნქტში მოცემული პროცედურის მიხედვით.

12. სამსახურის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცება ადასტურებს, რომ ემიტენტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ფორმალურად შეესაბამება ამ კანონსა და სამსახურის მიერ დადგენილ წესებს, მაგრამ ის არ ადასტურებს განცხადებული ინფორმაციის სისწორეს, ამასთანავე, იგი არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სამსახურის რეკომენდაცია. ყოველი წინასწარი, დამტკიცებული და საბოლოო პროსპექტის წინა გვერდზე მკაფიოდ უნდა ჩანდეს შემდეგი სიტყვები: „სამსახურის მიერ პროსპექტის დამტკიცება შეეხება პროსპექტის ფორმას და იგი არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც დასკვნა მისი შინაარსის სისწორის ან აქ აღწერილი ინვესტიციების ღირებულების შესახებ.“;

) მე-14 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) თუ საბოლოო პროსპექტის ეს ნაწილი ძალაში შევიდა მასთან შეუთანხმებლად, ამ ფაქტის აღმოჩენისთანავე ის დაუყოვნებლივ ატყობინებს სამსახურს ამის შესახებ ამ კანონის მე-4 მუხლის მე-14 პუნქტისქვეპუნქტის მიხედვით და გაზეთში აქვეყნებს წერილობით განცხადებას, რომ საბოლოო პროსპექტის ეს ნაწილი ძალაში შევიდა მასთან შეუთანხმებლად;“;

) მე-15 და მე-16 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, ბათილია ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს აქ დასახელებულ პირთა პასუხისმგებლობას, თუ ემისიის პროსპექტში არსებითი მოვლენის შეცდომით გადმოცემის ან გამოტოვების გამო დაზარალდა აქციის მფლობელი. ემიტენტი, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, პასუხისმგებელია საჯარო შეთავაზებით გაყიდული ფასიანი ქაღალდების შემძენ პირთა წინაშე იმ ზარალისათვის, რომელიც წარმოიქმნა შეძენის შედეგად და გამოწვეულია დამტკიცებულ ან საბოლოო პროსპექტში არსებითი მოვლენის არაზუსტად გადმოცემით ან განუცხადებლობით. ამ მუხლის მე-13 პუნქტის“–„ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი სხვა პირები, ანალოგიურად, პასუხისმგებელი იქნებიან ასეთივე მყიდველთა წინაშე ამ ზარალისათვის, თუ მათ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა ამ მუხლის მე-13 პუნქტის მიხედვით. იმ ფასიანი ქაღალდების გაყიდვა, რომელთა საჯარო შეთავაზებაც მოხდა ამ მუხლის პირველი პუნქტის ან ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, შეიძლება გაუქმდეს მყიდველის მოთხოვნით, რაც დაექვემდებარება ისეთ პროცედურულ და დროით შეზღუდვებს, რომლებიც განისაზღვრება სამსახურის მიერ დადგენილი წესებით.

16. საბოლოო პროსპექტის საფუძველზე სამსახური რეგისტრაციაში ატარებს ფასიან ქაღალდებს და თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული პროცედურის მიხედვით ანიჭებს მათ ეროვნულ საიდენტიფიკაციო ნომერს.“.

5. მე-5 მუხლის:

) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჯარო შეთავაზების პერიოდში ამა თუ იმ არსებითი მოვლენის, კერძოდ, ემისიის პროსპექტში ემიტენტის მიერ ფასიანი ქაღალდების რაოდენობის, ფასის, შეთავაზების ბოლო ვადის ან სხვა არსებითი ფაქტის შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში ემიტენტი მიმართავს შემდეგ პროცედურას:

) ამ კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტისქვეპუნქტის მიხედვით სამსახურს წარუდგენს შეთავაზების განაცხადის შესწორებას, რომელშიც განიმარტება მასში შეტანილი ყველა ცვლილება;

) აქვეყნებს შეტყობინებას გაზეთში ან სამსახურის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული სხვა საშუალებით; აცხადებს არსებული ფორმით შეთავაზების გაუქმების შესახებ და ახორციელებს შეთავაზებას მითითებულ თარიღამდე ფასიანი ქაღალდების გაყიდვის ყველა ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე ყოველგვარი ფასდაკლების გარეშე, ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით.“;

) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ საჯარო შეთავაზების დაწყების შემდეგ სამსახური შეიტყობს, რომ ემისიის პროსპექტში ესა თუ ის არსებითი მოვლენა არასწორადაა ასახული ან გამოტოვებულია, იგი უფლებამოსილია მოსთხოვოს ემიტენტს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების შესრულება.

5. თუ ემისიის პროსპექტში მითითებული სხვა ინფორმაცია საჯარო შეთავაზების პერიოდში შეიცვალა, ემიტენტი ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს ამ ახალი ინფორმაციის (ცვლილების) ამსახველი დოკუმენტის ასლი, ვიდრე მოცემულ ცვლილებას ემისიის პროსპექტში შეიტანდეს სამსახურის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული პროცედურის მიხედვით.“.

6. მე-6–მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. შეთავაზების საჯაროობა სამსახურის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცებამდე

1. სამსახურისათვის წარდგენილი ემისიის პროსპექტის სამსახურის მიერ დამტკიცებამდე წინასწარი პროსპექტი შეიძლება დაიგზავნოს:

) ემიტენტის ან მისი სახელით მოქმედი საბროკერო კომპანიის მიერ საწარმოსა და მისი იმ ფასიანი ქაღალდებით საზოგადოების დაინტერესების მიზნით, რომელთა ემისიაც დაიწყება სამსახურის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცების შემდეგ;

) პოტენციური ინვესტორებისათვის იმ პირობით, რომ სამსახურის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცებამდე არ მოხდება ამ ფასიანი ქაღალდების გაყიდვის შეთავაზება და მათ შესყიდვაზე თანხმობის მიღება. პოტენციურ ინვესტორებს არ უნდა მიეწოდოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ არის წინასწარ პროსპექტში.

2. აკრძალულია სამსახურისათვის წინასწარი პროსპექტის წარდგენამდე მონაწილეთა მიერ შეთავაზებისადმი საჯარო ინტერესის გამოწვევის ყოველგვარი მცდელობა.

3. აკრძალულია სამსახურისათვის ემისიის პროსპექტის წარდგენიდან მის დამტკიცებამდე ემიტენტის ან მისი სახელით მოქმედი საბროკერო კომპანიის მიერ სათანადო ფასიანი ქაღალდის გაყიდვის შეთავაზება ან ამ პირთა მიერ ნებისმიერი სხვა პირისაგან სათანადო ფასიანი ქაღალდის შესყიდვაზე თანხმობის მიღება.

4. წინასწარი პროსპექტი, რომელიც გავრცელებულია ამ მუხლის მიხედვით, უნდა შეიცავდეს პირველ გვერდზე გამორჩეული შრიფტით შესრულებულ შემდეგ განცხადებას: „ამ წინასწარი პროსპექტით არ ხდება ფასიანი ქაღალდების შეთავაზება. პროსპექტი ამ ფასიანი ქაღალდების შესახებ დასამტკიცებლად წარედგინა სამსახურს და გამოქვეყნდება დამტკიცების შემდეგ. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების შეთავაზება ან გაყიდვა ემისიის პროსპექტის დამტკიცებამდე აკრძალულია და ისჯება კანონით.“.

    მუხლი 7. დამტკიცებული პროსპექტის მოქმედების შეჩერება და გაუქმება

1. თუ ემიტენტი ან მისი სახელით მოქმედი საბროკერო კომპანია არღვევს ამ კანონის მე-4–მე-6 მუხლების მოთხოვნებს, ანდა ემისიის პროსპექტში მათ მიერ წარდგენილი ინფორმაცია არსებითად არასწორი ან არასრულია, სამსახური უფლებამოსილია შეაჩეროს დამტკიცებული პროსპექტის მოქმედება და განსაზღვროს ვადა ამგვარი დარღვევების გამოსასწორებლად. თუ დარღვევები განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორდება, სამსახურს შეუძლია დამტკიცებული პროსპექტის მოქმედების გაუქმება.

2. თუ სამსახური შეაჩერებს ან გააუქმებს დამტკიცებული პროსპექტის მოქმედებას, ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება აკრძალულია და მყიდველებს უფლება აქვთ უარი თქვან თავიანთ შესყიდვებზე ამ კანონის მე-4 მუხლის მე-15 პუნქტის მიხედვით.

    მუხლი 8. ფასიანი ქაღალდების ემისიის ანგარიში და სხვა ანგარიშები, რომელთა წარდგენაც მოეთხოვებათ ემიტენტებს

1. ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში ემიტენტი სამსახურს წარუდგენს ფასიანი ქაღალდების ემისიისა და განთავსების შესახებ ანგარიშს:

) თუ ემიტენტი საბანკო/საკრედიტო დაწესებულებაა, ანგარიში წარედგინება სამსახურს და საქართველოს ეროვნულ ბანკს;

) ანგარიშის წარსადგენად საჭირო დოკუმენტების ნუსხა და მათი შედგენის პროცედურა განისაზღვრება სამსახურის მიერ დადგენილი წესით;

) სამსახური წარდგენილ ანგარიშს განიხილავს მისი მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში. სამსახური უფლებამოსილია მოითხოვოს წარდგენილი ინფორმაციის განმარტება ან ცვლილებების შეტანა, რომლებიც უნდა მოამზადოს და წარადგინოს ემიტენტმა;

) თუ ემისიით გამოსაშვები ფასიანი ქაღალდები სრულად არ არის განთავსებული, ემიტენტი წარადგენს ანგარიშს ფაქტობრივად განთავსებული ფასიანი ქაღალდების შესახებ და დოკუმენტებს რეალურად განთავსებული ემისიის დასამტკიცებლად.

2. თუ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი არ არის საწარმო, მან სამსახურს უნდა წარუდგინოს და რეგისტრირებულ მფლობელთათვის გაავრცელოს წლიური, ნახევარი წლის და მიმდინარე, ფინანსური და სხვა ინფორმაციის შემცველი ანგარიშები. ამ ანგარიშების შინაარსს, ფორმას, წარდგენისა და გავრცელების ვადებს და სხვა მოთხოვნებს განსაზღვრავს სამსახური.“.

7. მე-9 მუხლის მე-2–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ანგარიშვალდებულ საწარმოთა მიერ ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულებისათვის თავის არიდების თავიდან აცილების მიზნით სამსახური უფლებამოსილია მიიღოს ჩანაწერით მფლობელთა განსაზღვრის წესი.

3. ანგარიშვალდებული საწარმოები არ არიან საფონდო ბირჟა, ცენტრალური დეპოზიტარი (დეპოზიტარი) და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, რომელთა საქმიანობაც, ამ კანონის მიხედვით, წესრიგდება სამსახურის მიერ დადგენილი წესებით.

4. სამსახური უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გაათავისუფლოს ანგარიშვალდებული საწარმო ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-14, მე-15 და მე-17 მუხლების მოთხოვნათა შესრულებისაგან, თუ საწარმოს მიერ ასეთი ანგარიშების მოსამზადებლად გასაწევი ხარჯები, საწარმოს საკუთარი კაპიტალისა (სამსახურის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრულისა) და ფასიანი ქაღალდების მფლობელთა ოდენობის გათვალისწინებით, შეუსაბამობაში აღმოჩნდება აღნიშნული მუხლებით დაცულ საჯარო ინტერესთან.“.

8. მე-10 მუხლის:

) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებით სამსახური იღებს შესაბამის წესს. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი და ის ემიტენტი, რომელიც უფლებამოსილია, თავისი ფასიანი ქაღალდების რეესტრი თვითონ აწარმოოს, ვალდებული არიან იმოქმედონ ამ წესის მიხედვით. ამასთანავე, ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელება დაიშვება მხოლოდ იმ ფიზიკური პირის მეშვეობით, რომელსაც აქვს სამსახურის მიერ ორგანიზებული ან აღიარებული საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი, ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების საკვალიფიკაციო ატესტატი.“;

) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ ემიტენტი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში არ შეარჩევს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს, რეგისტრატორს მას უნიშნავს სამსახური დადგენილი წესით.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ემიტენტმა 7 დღის ვადაში უნდა შეატყობინოს სამსახურს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შერჩევისა და მასთან ხელშეკრულების დადების შესახებ. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

) ემიტენტის საფირმო სახელწოდება (დასახელება), იურიდიული მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;

) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საფირმო სახელწოდება (დასახელება);

) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან ხელშეკრულების დადებისა და ამოქმედების თარიღები;

) ემიტენტის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების ყოველი კლასი, თითოეულით გათვალისწინებული ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებისა და რაოდენობის მითითებით, ხოლო თუ ემიტენტი ანგარიშვალდებული საწარმოა, – ასევე საწესდებო კაპიტალის ოდენობა;

) ემიტენტის მმართველი ორგანოს ყველა წევრის, ხოლო თუ იგი საწარმო არ არის, – აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირების სახელი, გვარი, თანამდებობა და საცხოვრებელი ადგილის მისამართი;

) ემიტენტის იმ თანამდებობის პირის სახელი და გვარი, რომელიც პასუხისმგებელია ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან ურთიერთობაზე;

) თუ ემიტენტი ანგარიშვალდებული საწარმოა, რომელიც რეგისტრირებულიამეწარმეთა შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად, – მისი მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი.“;

) მე-7 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) ფასიანი ქაღალდების რეესტრში ცვლილების განხორციელებამდე არა უგვიანეს 5 დღისა წერილობით შეატყობინოს ცვლილების შესახებ (მისი სამართლებრივი საფუძვლისა და თარიღის ჩვენებით) სამსახურს, იმ საფონდო ბირჟას, რომელზედაც სავაჭროდ დაშვებულია შესაბამისი ფასიანი ქაღალდები, და ამ საფონდო ბირჟის მომსახურე ცენტრალურ დეპოზიტარს (დეპოზიტარს);“;

) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. თუ ემიტენტი, რომელიც ვალდებულია, ფასიანი ქაღალდების რეესტრი ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მეშვეობით აწარმოოს, გარკვეული მიზეზით მოშლის მასთან ხელშეკრულებას, მან უნდა უზრუნველყოს ფასიანი ქაღალდების ახალი რეგისტრატორის შერჩევა და მასთან ხელშეკრულების ამოქმედება არა უგვიანეს წინა ხელშეკრულების მოშლის დღიდან. ამ შემთხვევაში რეესტრი და სათანადო დოკუმენტაცია ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა უნდა გადასცეს ემიტენტის მიერ შერჩეულ ახალ რეგისტრატორს სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესი.“.

9. მე-11 მუხლის პირველიმე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ყველა ანგარიშვალდებული საწარმო ვალდებულია მოამზადოს და სამსახურს წარუდგინოს, გამოაქვეყნოს ან რეგისტრირებულ მესაკუთრეებს მიაწოდოს:

) წლიური ანგარიში;

) ნახევარი წლის ანგარიში;

) მიმდინარე ანგარიში.

2. წლიური ანგარიში დგება ყოველი სამეურნეო წლისათვის და შეიცავს: ინფორმაციას ემიტენტის, მისი საქმიანობის, მმართველი ორგანოს წევრთა და იმ პირთა შესახებ, რომლებიც აქციონერთა კრებაზე ფლობენ ან აკონტროლებენ ხმების 5%-ზე მეტს; დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადასტურებულ ფინანსურ ანგარიშებს; სამსახურის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ფორმით მოცემულ სხვა ინფორმაციას. ასეთი ანგარიშების მომზადება აუცილებელია პირველივე სამეურნეო წლიდან, მას შემდეგ, რაც საწარმო გახდა ანგარიშვალდებული საწარმო. პირველი ასეთი ანგარიში წარდგენილ უნდა იქნეს 90 დღის განმავლობაში იმ სამეურნეო წლის დამთავრებიდან, რომელშიც საწარმო გახდა ანგარიშვალდებული საწარმო. შემდგომში ანგარიში წარდგენილ უნდა იქნეს სამეურნეო წლის დამთავრებიდან 90 დღის განმავლობაში.

3. სამეურნეო წლის პირველი 6 თვის შესახებ დგება ნახევარი წლის ანგარიში. თუ საწარმო გახდა ანგარიშვალდებული საწარმო სამეურნეო წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, მაშინ იმ ნახევარი წლის ანგარიში, რომელიც მოიცავს ამ 6-თვიან პერიოდს, წარედგინება სამსახურს ამ პერიოდის დამთავრებიდან 45 დღის განმავლობაში. შემდგომში ნახევარი წლის ანგარიში წარედგინება სამსახურს 6-თვიანი პერიოდის დამთავრებიდან 45 დღის განმავლობაში. ნახევარი წლის ანგარიში უნდა შეიცავდეს: ანგარიშვალდებული საწარმოს ფინანსურ ანგარიშებს, ინფორმაციას საანგარიშგებო პერიოდში მომხდარი არსებითი მოვლენების შესახებ; სამსახურის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ფორმით მოცემულ სხვა ინფორმაციას.

4. მიმდინარე ანგარიშის წარდგენა აუცილებელია სამსახურის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრულ არსებით მოვლენასთან დაკავშირებით, რომელიც მოხდა მას შემდეგ, რაც საწარმო გახდა ანგარიშვალდებული საწარმო. მიმდინარე ანგარიშის წარდგენა ხდება ანგარიშში ასახული მოვლენის დადგომიდან 15 დღის განმავლობაში და მას უნდა ჰქონდეს ისეთი ფორმა და უნდა შეიცავდეს ისეთ ინფორმაციას, როგორსაც მოითხოვს სამსახურის მიერ დადგენილი წესი.

5. სამსახური უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს ამ მუხლის მიხედვით წარსადგენი ფინანსური ანგარიშების ფორმა და შინაარსი და ამ ანგარიშების მომზადებისას გამოსაყენებელი ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები და სტანდარტები.

6. თუ საწარმოს საჯარო ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა ხდება საფონდო ბირჟაზე, საწარმო ამ მუხლში განსაზღვრულ ანგარიშებს ერთდროულად წარუდგენს როგორც სამსახურს, ისე საფონდო ბირჟას.

7. სამსახურს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია საწარმოს შესახებ ან ამ მუხლის მიხედვით წარსადგენი ანგარიშის თაობაზე. ინფორმაცია შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ანგარიშში ინფორმაციის ღიაობის გადასამოწმებლად, ჩანაწერის განსამარტავად ან ანგარიშთან დაკავშირებული ახალი ინფორმაციის მისაღებად. წარდგენილ დამატებით დოკუმენტში მოცემული ინფორმაციის ასახვის მიზნით სამსახურს შეუძლია აგრეთვე მოითხოვოს ამ დოკუმენტის შესწორება.

8. ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია შეიძლება ჩართულ იქნეს სამსახურისათვის უკვე წარდგენილი ნებისმიერი სხვა დოკუმენტიდან მასზე მითითების გზით, თუ სამსახურის მიერ დადგენილი წესით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. გარკვევით უნდა მიეთითოს ჩართული ინფორმაციის წარმომავლობა, წყარო, გვერდი, აბზაცი ან რაიმე სხვა დახასიათება. ძნელად მისაწვდომი ინფორმაცია უშუალოდ უნდა იქნეს წარდგენილი.“.

10. მე-12 მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი სამსახურს წარუდგენს ანგარიშს ამ საწარმოს იმ ფასიანი ქაღალდების პროცენტული ოდენობის შესახებ, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრეც ის არის.“;

) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურს (საფონდო ბირჟას) წარედგინება აგრეთვე ანგარიში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილებათა შესახებ.

4. ანგარიშის ფორმა და შინაარსი განისაზღვრება სამსახურის მიერ დადგენილი წესით.“.

11. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. კონფიდენციალური ინფორმაცია ანგარიშვალდებული საწარმოს შესახებ

1. ანგარიშვალდებულ საწარმოს შეუძლია სამსახურისათვის წარდგენილ ანგარიშებში არ შეიტანოს თავის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაცია. სამსახურმა ამ კანონითა და თავის მიერ დადგენილი წესით შეიძლება მოითხოვოს ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაციის გახსნა, რომელიც არ იქნება შემოფარგლული ვაჭრობის საიდუმლოებებით, სპეციალისტების მიერ საწარმოში ან საწარმოს გარეთ მომზადებული სტრატეგიული დანიშნულების ფინანსური ან კომერციული ინფორმაციით.

2. ანგარიშვალდებული საწარმო სამსახურს ცალკე, კონფიდენციალობის მითითებით წარუდგენს სპეციალურ ანგარიშს, რომელიც ძირითად ანგარიშთან ერთად დამატებით მოიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას. სამსახური დაიცავს წარდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალობას. სამსახური უფლებამოსილია სპეციალური ანგარიშის მიღებიდან ერთი კვირის განმავლობაში, თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გადაწყვიტოს წარდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალობის საკითხი. ამასთანავე, თუ:

) სამსახური თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მიიჩნევს, რომ ინფორმაცია არასწორად იყო ამოღებული წარდგენილი ანგარიშიდან, ანგარიშვალდებულ საწარმოს, დამატებით ფაქტორებზე დაყრდნობით, შეუძლია წერილობითი ფორმით სთხოვოს სამსახურს, გადასინჯოს თავისი გადაწყვეტილება. ასეთი წერილობითი თხოვნის მიღებიდან 15 დღის განმავლობაში სამსახურმა უნდა გადაამოწმოს თავისი ბოლო გადაწყვეტილება. სამსახურს გადაწყვეტილების გადამოწმება მხოლოდ ერთხელ შეუძლია;

) სამსახური მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, რომ ინფორმაცია არასწორად იყო ამოღებული წარდგენილი ანგარიშიდან, ანგარიშვალდებული საწარმო, რომელმაც წარადგინა დოკუმენტები, ვალდებულია წარადგინოს შესწორებული დოკუმენტები, რომლებშიც ჩართული იქნება ადრე ამოღებული ინფორმაცია.“.

12. მე-14 მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირი ან პირთა ჯგუფი, სამსახურის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ფორმით, ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის შესახებ აცნობებს სამსახურს, ემიტენტსა და საფონდო ბირჟას, სადაც ხდება ამ ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა.“;

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მნიშვნელოვანი შენაძენის შესახებ შეტყობინება უნდა მოხდეს ამ ფაქტის დადგომიდან 15 დღის ვადაში, თუ სამსახურის მიერ დადგენილი წესით უფრო მცირე ვადა არ არის გათვალისწინებული.“;

) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ჯგუფი სამსახურის წინაშე პასუხისმგებელია ამ კანონითა და სამსახურის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისათვის.

7. თუ სამსახური ან საფონდო ბირჟა აღმოაჩენს, რომ პირმა არ შეატყობინა სამსახურს, ემიტენტს ან შესაბამის საფონდო ბირჟას მნიშვნელოვანი შენაძენის შესახებ, პარტნიორთა უახლოეს კრებაზე ის კარგავს შესაბამისი ფასიანი ქაღალდების ხმის უფლებას.“.

13. მე-15 მუხლის:

) პირველიმე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„1. პირს, რომელიც აპირებს ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების შეძენას იმ რაოდენობით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კონტროლი საწარმოზე, ეს შეუძლია გააკეთოს სატენდერო შეთავაზების საშუალებით, რაც ნიშნავს საწარმოს ფასიანი ქაღალდების სწრაფ შეძენაზე განცხადების გაკეთებას კონტროლის მოპოვების მიზნით, თუ სამსახურის მიერ დადგენილი წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. შემთავაზებელს ეკრძალება სატენდერო შეთავაზება ნებისმიერი კლასის საჯარო ფასიან ქაღალდებზე, თუ ამის შემდეგ იგი გახდება ამ კლასის ფასიანი ქაღალდების 10%-ზე მეტის ბენეფიციარი მესაკუთრე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა:

) შეთავაზების ასლების ან თხოვნის პირველად გამოქვეყნებამდე, ან ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის მათ გაგზავნამდე შემთავაზებელი სამსახურს წარუდგენს განცხადებას სამსახურის მიერ დადგენილი წესით მოთხოვნილი ფორმითა და ინფორმაციით;

) შემთავაზებელი სატენდერო შეთავაზების შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებს გაზეთში, სამსახურის მიერ დადგენილი წესის მიხედვით.

3. ნებისმიერი წინადადება ან რეკომენდაცია ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის სატენდერო შეთავაზების უარყოფის ან მასზე თანხმობის შესახებ, აგრეთვე სატენდერო მიწვევა უნდა გაკეთდეს სამსახურის მიერ დადგენილი წესის მიხედვით.“;

) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ფასიანი ქაღალდების მფლობელს, რომელიც დათანხმდა შეთავაზების პირობებს, განცხადებული შეთავაზების პერიოდში უფლება აქვს გააუქმოს თავისი თანხმობა შეთავაზების პირველად გამოქვეყნების ან/და მასში შესწორების შეტანის შემდეგ ნებისმიერ დროს, თუ სამსახურის მიერ დადგენილი წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“;

) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სამსახურის მიერ დადგენილი წესით შეიძლება განსაზღვრულ იქნეს სხვა მოთხოვნებიც სატენდერო შეთავაზებათა მომზადების, განხორციელების, შემთავაზებელთა ქმედების, შემთავაზებლისთვისფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ სამიზნე საწარმოს ფასიანი ქაღალდების მფლობელებისათვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ.“.

14. მე-16 მუხლის:

) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრთა ვალდებულებების განსაზღვრისა და კორპორაციული მართვის გაუმჯობესების მიზნით სამსახური ადგენს წესს.“;

) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ სამსახური აღმოაჩენს, რომ მმართველი ორგანოს რომელიმე წევრი ეწევა ისეთ საქმიანობას, რომელიც აკრძალულია სამსახურის მიერ დადგენილი წესით და რომლისგანაც მან ნახა მოგება ანგარიშვალდებული საწარმოს აქციონერების ხარჯზე, სამსახური უფლებამოსილია:

) აუკრძალოს ამ პირს, გარკვეული დროით იყოს ანგარიშვალდებული საწარმოს ან ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის მმართველი ორგანოს წევრი;

) მიმართოს სასამართლოს ყველა შესაბამისი გარიგების გაუქმების შესახებ;

) თუ ასეთი საქმიანობა გამოიწვევს საწარმოს ან მისი ფასიანი ქაღალდების მფლობელთა ფინანსურ ზარალს, მოსთხოვოს ამ პირს კომპენსაცია მიყენებული ზარალისათვის საწარმოს ან მისი ფასიანი ქაღალდების მფლობელთა სასარგებლოდ.“.

) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამსახური უფლებამოსილია თავისი წარმომადგენლის მეშვეობით, დამკვირვებლის სტატუსით დაესწროს ანგარიშვალდებული საწარმოს აქციონერთა (პარტნიორთა) საერთო კრებას მისი მიმდინარეობისას საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევის შემთხვევაში სათანადო რეაგირების მიზნით.

8. ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობასთან დაკავშირებული დავების შემთხვევაში სამსახური თავისუფლდება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.“.

15. 161 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ანგარიშვალდებულმა საწარმომ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს სამსახურს იმ გარიგების დამტკიცების შესახებ, რომელშიც მონაწილეობენ დაინტერესებული პირები. შეტყობინებაში უნდა მიეთითოს გარიგების მოცულობა და ხასიათი, ასევე სხვა ძირითადი პირობები. ანგარიშვალდებულმა საწარმომ უნდა უზრუნველყოს ამ პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის გამოქვეყნება საკუთარ ან საფონდო ბირჟის ვებ-გვერდზე ანდა სამსახურის მიერ განსაზღვრული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, სამსახურისათვის შეტყობინების გაგზავნიდან 5 დღის ვადაში. ინფორმაცია ყოველი ასეთი გარიგებისა და ანგარიშვალდებულ საწარმოსა და მის 100%-იან შვილობილ საწარმოს ან 100%-იან აქციონერს შორის დადებული გარიგების თაობაზე, რომლის ღირებულება შეადგენს ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 10 ან მეტ პროცენტს ანდა წესდებით გათვალისწინებულ უფრო მცირე ოდენობას, უნდა აისახოს ანგარიშვალდებული საწარმოს მიმდინარე და წლიურ ანგარიშებში.“.

16. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 17. მინდობილობათა გადაცემა

1. პირი, რომელიც ითხოვს ან თანახმაა მისი სახელით ითხოვონ ანგარიშვალდებული საწარმოს საჯარო ფასიანი ქაღალდების მფლობელთაგან ამ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული მინდობილობების (ხმის უფლება, თანხმობა ან უფლებამოსილება) გადაცემა, მოქმედებს სამსახურის მიერ დადგენილი წესის მიხედვით. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებმა და ნომინალურმა მფლობელებმა ხელმისაწვდომი უნდა გახადონ აქციონერებთან დაკავშირებული აუცილებელი ინფორმაცია, სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

2. პირს, რომელიც ითხოვს მინდობილობათა გადაცემას და ხელი არ მიუწვდება ფასიანი ქაღალდების მფლობელთა მიმდინარე სიაზე, უფლება აქვს მოსთხოვოს ეს ინფორმაცია ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს წერილობითი ფორმით. ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, მიაწვდის ამ პირს ფასიანი ქაღალდების მფლობელთა მიმდინარე სიას, ან დათანხმდება, აღნიშნული პირის ხარჯით დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს ფოსტით თავისი ფასიანი ქაღალდების მფლობელებს ინფორმაცია მინდობილობათა გადაცემის თხოვნის შესახებ.“.

17. მე-18 მუხლის:

) მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) საქართველოსა და უცხოელი ემიტენტების ფასიანი ქაღალდები, რომელთა მიმოქცევაც დაშვებულია საქართველოში სამსახურის მიერ დამტკიცებული პროცედურის შესაბამისად;“;

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობა საფონდო ბირჟაზე ხორციელდება ამ კანონის, სამსახურის მიერ დადგენილი და შესაბამისი საფონდო ბირჟის წესების მიხედვით.“.

18. მე-19 მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის მე-18 მუხლისა და ამ მუხლის მიზნებისათვის საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგებათა სახეები, მათი დადებისა და მათში საბროკერო კომპანიების მონაწილეობის მოთხოვნები განისაზღვრება სამსახურის მიერ დადგენილი და შესაბამისი საფონდო ბირჟის წესებით, რომლებიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებულ ნორმებს.“;

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახური უფლებამოსილია, თავის მიერ დადგენილი წესით:

) შეზღუდოს იმ საჯარო ფასიანი ქაღალდების გადაცემა, რომელთა ღირებულება სრულად არ არის დაფარული;

) მოაწესრიგოს ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლებიდან გამომდინარე შესაბამის უფლებათა გადაცემა ერთი ან მეტი საფეხურის ნომინალური მფლობელებისათვის;

) განსაზღვროს ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების რეალიზაციის მიზნებისათვის საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების სააღრიცხვო თარიღის დადგენის მოთხოვნები და პროცედურები;

) ანგარიშვალდებულ საწარმოთათვის მოაწესრიგოსმეწარმეთა შესახებსაქართველოს კანონის მე-3 მუხლის 3.3–3.7 პუნქტებითა და 531 მუხლით გათვალისწინებული საკითხები.“.

19. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აკრძალულია სამსახურის მიერ გაცემული, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ლიცენზიის გარეშე შესაბამისი საქმიანობის განხორციელება.“.

20. 23- მუხლისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) ასესხოს კლიენტებს და ისესხოს მათგან ფასიანი ქაღალდები, აგრეთვე გამოიყენოს საკუთარი სახსრები კლიენტებისათვის ფასიანი ქაღალდების შესაძენად, მონაწილეობა მიიღოს სამსახურის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრულმოკლე გაყიდვებში“;“.

21. 231 მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ერთი პირი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი საბროკერო კომპანიის მესაკუთრე (აქციონერი) ან თანამშრომელი. ეს შეზღუდვა მესაკუთრეობაზე არ ეხება იმ საბროკერო კომპანიას, რომელიც არის ან ხდება ანგარიშვალდებული საბროკერო კომპანია. თუ პირი ხდება რამდენიმე არაანგარიშვალდებული საბროკერო კომპანიის პარტნიორი ამა თუ იმ სახის რეორგანიზაციულ ქმედებათა შედეგად ან სხვა მიზეზით, მან დაუყოვნებლივ წერილობით უნდა აცნობოს სამსახურს ამის შესახებ და უნდა მიიღოს ზომები ვითარების გამოსასწორებლად. სანამ აღნიშნული ვითარება არ გამოსწორდება, პირმა არ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა ერთზე მეტი საბროკერო კომპანიის მართვასა და საქმიანობაში.“;

) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამსახურს შეუძლია თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს ამ კანონის 23- მუხლში ჩამოთვლილი საქმიანობები, რომელთა განხორციელებისას პირს არ მოეთხოვება, იყოს საბროკერო კომპანია ან ჰქონდეს ლიცენზია, თუ ამ პირის საქმიანობა რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.“.

22. 24- მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად სამსახურს მიმართავს განცხადებით, რომელსაცლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული დოკუმენტების გარდა, უნდა დაურთოს:

) ინფორმაცია საბროკერო კომპანიის თითოეული ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის შესახებ, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს აქციების (წილის) 5 და 5-ზე მეტ პროცენტს (მისი ოდენობის მითითებით);

) ინფორმაცია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნორმის შესრულების შესახებ;

) საბროკერო კომპანიის წესდება, შესაბამის ორგანოში რეგისტრირებული და ნოტარიუსის მიერ დადასტურებული სადამფუძნებლო დოკუმენტები;

) ბოლო წლის ან ბოლო ნახევარი წლის ბალანსი (იმის მიხედვით, რომელია უფრო ახალი), რომელიც დადასტურებულია აუდიტორის მიერ; პირი, რომელიც სამსახურს მიმართავს დაფუძნებიდან არა უგვიანეს ნახევარი წლისა, წარადგენს მიმდინარე ბალანსს.

3. სამსახური უფლებამოსილია, დააწესოს საბროკერო კომპანიის საკუთარი კაპიტალის შესაბამისი მინიმუმი და ნასესხები კაპიტალის თანაფარდობა საკუთარ კაპიტალთან.“.

23. 27- მუხლის:

) პირველი პუნქტისდაქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) მისი საკუთარი კაპიტალი არ უნდა იყოს სამსახურის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრულ სიდიდეზე ნაკლები;

) მისი წესები, ორგანიზაციული სტრუქტურა, ტექნიკური საშუალებები და თანამშრომელთა შტატი უნდა შეესაბამებოდეს სამსახურის მიერ დადგენილ წესს, რათა ზიანი არ მიადგეს საქართველოში ფასიანი ქაღალდების ლიკვიდური, კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე ბაზრების განვითარებას ან ამ ბაზრებზე გარიგებათა ანგარიშსწორებებს.“;

) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საფონდო ბირჟის ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად სამსახურს მიმართავს განცხადებით, რომელსაცლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული დოკუმენტების გარდა, უნდა დაურთოს:

) საფონდო ბირჟის პირობითი მესაკუთრე-წევრების სახელწოდებები;

) საფონდო ბირჟის მესაკუთრე-წევრთა მიერ მიღებული საფონდო ბირჟის წესდება, შინაგანაწესი და წესები;

) საფონდო ბირჟის ფინანსური ანგარიშები სამსახურის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;

) საფონდო ბირჟის მმართველი ორგანოს წევრთა სახელები, მისამართები და სათანადო პროფესიული გამოცდილების აღწერა;

) ინფორმაცია საფონდო ბირჟის ტექნიკური აღჭურვილობისა და მისი კუთვნილების შესახებ;

) არანაკლებ 10 საბროკერო კომპანიის სახელწოდება, რომლებმაც გამოთქვეს მზადყოფნა, გახდნენ საფონდო ბირჟის მესაკუთრე-წევრები;

) საფონდო ბირჟის ყველა წესის ასლები, კერძოდ, მესაკუთრე-წევრობის, სავაჭრო, სავაჭროდ დასაშვები, უთანხმოებათა მოგვარებისა და სხვა წესების ასლები, რომლებიც მოითხოვება ამ კანონსა და სამსახურის მიერ დადგენილ წესებთან შესაბამისობისათვის.“.

24. 28- მუხლის:

) მე-2 პუნქტის:

.) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) მისი წესები შედგენილია ამ მუხლის მე-4 პუნქტის, ამ კანონის 38- და 39- მუხლებისა და სამსახურის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;“;

.) „.ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

.) ცენტრალურ დეპოზიტარს (დეპოზიტარს) უკრძალავს ყოველგვარ საქმიანობას, გარდა ამ კანონის მიხედვით, ცენტრალური დეპოზიტარის (დეპოზიტარის), ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა და მათთან დაკავშირებული, სამსახურის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული სხვა საქმიანობებისა;“;

.) „დაქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) მისი საკუთარი კაპიტალი არ უნდა იყოს სამსახურის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრულ სიდიდეზე ნაკლები;

) სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, უნდა ჰყავდეს თანამშრომელთა შტატი, უნდა ჰქონდეს ტექნიკური საშუალებები და ორგანიზაციული სტრუქტურა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ფასიანი ქაღალდებით გარიგებათა სწრაფი, ეფექტიანი და საიმედო ანგარიშსწორებანი.“;

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად სამსახურს მიმართავს განცხადებით, რომელსაცლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული დოკუმენტების გარდა, უნდა დაურთოს:

) ცენტრალური დეპოზიტარის (დეპოზიტარის) მესაკუთრეთა სახელები;

) ცენტრალური დეპოზიტარის (დეპოზიტარის) ხელმძღვანელი პირების სახელები, მისამართები და სათანადო პროფესიული გამოცდილების აღწერა;

) ინფორმაცია ცენტრალური დეპოზიტარის (დეპოზიტარის) ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ;

) ცენტრალური დეპოზიტარის (დეპოზიტარის) წესდების, შინაგანაწესისა და წესების ასლები;

) იმ თანამშრომელთა სახელები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ამ კანონის, სამსახურის მიერ დადგენილი წესებისა და ცენტრალური დეპოზიტარის (დეპოზიტარის) მიერ მიღებული წესების დაცვის ზედამხედველობაზე.“.

25. 29- მუხლის:

) პირველი პუნქტის:

.) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, უნდა ჰყავდეს თანამშრომელთა შტატი, უნდა ჰქონდეს ტექნიკური საშუალებები და ორგანიზაციული სტრუქტურა ფასიანი ქაღალდების რეესტრის საწარმოებლად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ფასიანი ქაღალდების მესაკუთრეობისა და მასში მომხდარი ცვლილებების შესახებ ნათელი, სწრაფი და საიმედო ჩანაწერების წარმოება;“;

.) „დაქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) მისი წესები შედგენილია ამ მუხლისა და სამსახურის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;

) არც ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი და არც მისი მმართველი ორგანოს წევრები არ არიან იმ ემიტენტის ფასიანი ქაღალდების ბენეფიციარი მესაკუთრეები, რომლისთვისაც ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი აწარმოებს რეესტრს. ამასთანავე, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მმართველი ორგანოს წევრებს სამსახურმა თავის მიერ დადგენილი წესით შეიძლება დართოს ამგვარი ფასიანი ქაღალდების შეზღუდული რაოდენობის ბენეფიციარული მესაკუთრეობის ნება იმ პირობით, რომ სათანადო პროცედურები უზრუნველყოფს რეესტრის დაცულობას და წესიერ წარმოებას, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ რეგისტრატორის მიერ თავისი, როგორც ცენტრალური დეპოზიტარის (დეპოზიტარის), მოვალეობის შესრულებისას მის მფლობელობაში მყოფი ფასიანი ქაღალდები გამონაკლისია;“;

.) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) მისი საკუთარი კაპიტალი არ უნდა იყოს სამსახურის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრულ სიდიდეზე ნაკლები.“;

) მე-2–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად სამსახურს მიმართავს განცხადებით, რომელსაცლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული დოკუმენტების გარდა, უნდა დაურთოს:

) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის პარტნიორების (აქციონერთა) სახელები და თითოეული მათგანის საკუთრებითი წილის ოდენობა; საქმიანობა (დამქირავებლის გვარი და . .), ადრინდელი (ბოლო 5 წლის განმავლობაში) საქმიანობები და ინფორმაცია ანგარიშვალდებულ საწარმოებში ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ;

) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის თანამდებობის პირთა სახელები, მისამართები და სათანადო პროფესიული გამოცდილების აღწერა;

) მონაცემები ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შევსებული საწესდებო კაპიტალისა და მისი სტრუქტურის შესახებ;

) ინფორმაცია ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შენობა-ნაგებობებისა და ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ;

) სამსახურის მიერ დადგენილი წესის მიხედვით მომზადებული, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორსა და ემიტენტს შორის დადებული ხელშეკრულების ნიმუშის ასლი;

) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის წესების ასლები;

) იმ თანამშრომელთა სახელები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ამ კანონის, შესაბამისი წესებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ მიღებული წესების დაცვის ზედამხედველობაზე.

3. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის წესები:

) განსაზღვრავს, თუ რა ინფორმაცია უნდა იყოს მითითებული ფასიანი ქაღალდების რეესტრში ყოველი ემიტენტის შესახებ, რომლის ფასიანი ქაღალდებიც რეგისტრირებულია სამსახურის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;

) განსაზღვრავს წესს გარიგებათა აღიარებისა და ფასიანი ქაღალდების რეესტრში ჩანაწერების შეტანის, მათთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციისა და ჩანაწერების გაკეთების დროის შესახებ, სამსახურის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;

) განსაზღვრავს, თუ რა ინფორმაცია უნდა იყოს მითითებული ფასიანი ქაღალდების მფლობელთა ან ნომინალურ მფლობელთა სახელზე გახსნილ ყოველი ფასიანი ქაღალდის ანგარიშში, იმის გათვალისწინებით, რომ ანგარიშის მფლობელებმა დაუყოვნებლივ წერილობით უნდა აცნობონ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს ადრე წარდგენილ ინფორმაციაში ნებისმიერი ცვლილების შესახებ, სამსახურის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;

) მოითხოვს თანამშრომელთაგან, დაიცვან ქცევის ნორმები, სამსახურის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.

4. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის თანამშრომლებსა და მმართველ პირებს ეკრძალებათ, მიაწოდონ ვინმეს, გარდა სამსახურისა, არასაჯარო კონფიდენციალური ინფორმაცია, მიღებული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორად მუშაობისას, ან გამოიყენონ ეს ინფორმაცია ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისას.“.

26. 31- მუხლის პირველიმე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური უფლებამოსილიალიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონით და ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით გააუქმოს საბროკერო კომპანიისათვის, საფონდო ბირჟისათვის, ცენტრალური დეპოზიტარისათვის (დეპოზიტარისათვის) ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისათვის მიცემული ლიცენზია:

) თუ ლიცენზიის მფლობელი აღარ აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომელთა საფუძველზედაც გაიცა ლიცენზია;

) თუ არ შესრულებულა ან განმეორებით დაირღვა ამ კანონის მოთხოვნები;

) თუ ამ კანონის 41- მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, სამსახური აღმოაჩენს, რომ საფონდო ბირჟა ან ცენტრალური დეპოზიტარი (დეპოზიტარი) ჯეროვან ზედამხედველობას ვერ უწევდა ამ კანონის, სამსახურის მიერ დადგენილი წესების ან საფონდო ბირჟისა თუ ცენტრალური დეპოზიტარის (დეპოზიტარის) წესების დაცვას;

) თუ სამსახური დაადგენს, რომ უგულებელყოფილ იქნა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მართვისა და კონტროლის მოთხოვნები;

) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში სამსახური აფრთხილებს ლიცენზიის მფლობელს და უწესებს ვადას არანაკლებ 30 დღისა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა აღმოფხვრას ნაკლოვანებები.

3. თუ ლიცენზიის მფლობელი ვერ შეძლებს ნაკლოვანებათა აღმოფხვრას ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამსახურმა სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება გააუქმოს ლიცენზია და საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს ადმინისტრატორი.“.

27. 32- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 32. ფინანსური ანგარიშგება, ჩანაწერები, ანგარიშები და მათი შემოწმება

1. ყოველი ლიცენზირებული საბროკერო კომპანია, საფონდო ბირჟა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ვალდებულია აწარმოოს სამსახურის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ჩანაწერები და მათი ასლები, მოამზადოს და გაავრცელოს ანგარიშები. მათი შენახვის ვადა განისაზღვრება სამსახურის მიერ დადგენილი წესით.

2. ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარი (დეპოზიტარი) ვალდებულია აწარმოოს და შეინახოს დოკუმენტები, მათი ასლები და გაავრცელოს ანგარიშები. დოკუმენტებისა და ანგარიშების ნუსხა და შენახვის ვადა, ცენტრალური დეპოზიტარის (დეპოზიტარის) კონტროლისა და მეურვეობის ქვეშ მყოფი ფასიანი ქაღალდებისა და ფულადი სახსრების დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით, განისაზღვრება სამსახურის მიერ დადგენილი წესით.

3. ფასიანი ქაღალდების ნომინალურ მფლობელთან დაკავშირებით სამსახური თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრავს ჩანაწერების, ანგარიშებისა და ნომინალური მფლობელის საქმიანობის წარმოების პროცედურას. ამ წესის შესრულებას ბანკების მიერ, რომლებიც არ ექვემდებარებიან სამსახურის მხრივ ლიცენზირებას, უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკი.

4. ამ კანონის 52- მუხლის მიხედვით, მოცემულ მუხლში აღნიშნულ პირთა ყველა ჩანაწერი ექვემდებარება, სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ნებისმიერ დროს დასაბუთებულ, პერიოდულ, სპეციალურ ან სხვა სახის შემოწმებას სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, თუ სამსახური ამას საჭიროდ მიიჩნევს ამ კანონთან შესაბამისობის დასადგენად.“.

28. 33- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 33. საბროკერო კომპანიათა და ბროკერთა მოვალეობანი

1. საბროკერო კომპანიამ, თავისი აქტივების კლიენტების ფასიანი ქაღალდებისა და ფულადი სახსრებისაგან გამიჯვნის მიზნით, უნდა იქონიოს განცალკევებული ანგარიშები. ამ ანგარიშების მართვის წესს ადგენს სამსახური.

2. ყველა ხელშეკრულება საბროკერო კომპანიასა და მის კლიენტებს შორის ფორმდება წერილობით, სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

3. სამსახურის მიერ დადგენილი წესის საფუძველზე, საბროკერო კომპანიები და ბროკერები უზრუნველყოფენ ბაზარზე არსებული საუკეთესო პირობების შესაბამისად თავიანთი კლიენტების დავალების შესრულების პრიორიტეტს: მათ არ უნდა გაუწიონ კონკურენცია თავიანთი კლიენტის დავალებას, არ უნდა მოახდინონ მანიპულირება კლიენტის დავალების შესრულებასთან დაკავშირებით, ან არ უნდა გადაწყვიტონ კლიენტის დავალების შესრულება ისეთი ფასითა და დავალების შესრულების ხარჯებით, რომლებიც ნაკლებად ხელსაყრელია კლიენტისათვის ამ საქმეში მონაწილე ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალთან შედარებით. თუ რამდენიმე კლიენტი ახდენს ერთი და იმავე ფასის შეთავაზებას, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმ განხორციელებად განკარგულებებს, რომლებიც პირველად გამოიგზავნა, თუკი იმ საფონდო ბირჟის სავაჭრო წესები, სადაც იგზავნება განკარგულებები, არ მოითხოვს სხვაგვარ ქმედებას.

4. ბროკერს ეკრძალება საბროკერო კომპანიის სახელით კლიენტებისათვის შეგნებულად შეცდომაში შემყვანი რეკომენდაციებისა და ინფორმაციის მიცემა. საბროკერო კომპანია სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად იძლევა ინფორმაციას ინვესტიციების ვარგისობის, საბროკერო კომპანიის ან ბროკერის შესაძლო ინტერესთა კონფლიქტისა და საბროკერო კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.

5. საბროკერო კომპანია ვალდებულია, დაიცვას სამსახურის მიერ დადგენილი წესებით განსაზღვრული მოთხოვნები კაპიტალზე, აწარმოოს დოკუმენტები ამ კანონის 32- მუხლისა და სამსახურის მიერ დადგენილი წესების მიხედვით, ხოლო ბუღალტრული აღრიცხვასაერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით, წარუდგინოს თავის კლიენტებს ფასიანი ქაღალდებით გარიგებათა განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები, პირად ანგარიშთა ამონაწერები და ანგარიშები მათ ფინანსურ მდგომარეობაზე, მოამზადოს წლიური და პერიოდული ანგარიშები თავის საქმიანობასა და ფინანსურ მდგომარეობაზე საერთაშორისო საფინანსო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად.

6. სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, საბროკერო კომპანიამ ყოველი სამუშაო დღის ბოლოს რეგისტრაციაში უნდა გაატაროს ფასიანი ქაღალდებით გარიგებები მათი განხორციელების თანამიმდევრობის მიხედვით, გარიგებაში მონაწილე თითოეული მხარის სახელი, ასევე გარიგების დრო და სამსახურის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული სხვა მონაცემები.

7. ამ კანონის 32- მუხლით გათვალისწინებულ მოვალეობათა შესრულების გარდა, საბროკერო კომპანია ვალდებულია შესაბამისი მოვლენის დადგომიდან ან გადაწყვეტილების მიღებიდან (რომელიც უფრო ადრე იყო) არა უგვიანეს 7 დღისა წერილობით აცნობოს სამსახურს:

) ფილიალების გახსნა ან დახურვა;

) თუ ეს გონივრულობის ფარგლებშია, იმ პირის სახელი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) სარეგისტრაციო ნომერი და სხვა მონაცემები, რომელმაც პირადად ან მასთან დაკავშირებული პირების მეშვეობით შეიძინა საბროკერო კომპანიის ხმის უფლების მქონე აქციათა 5%-ზე მეტი, ან მისი რაიმე სხვა სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა, რაც პირს მისცემს საშუალებას, კონტროლი გაუწიოს საბროკერო კომპანიას, ასევე ამ პირის შემდგომი შენაძენები;

) ცვლილებები საბროკერო კომპანიის მმართველი ორგანოების წევრთა სიაში, იმ ბროკერთა სახელებში, რომლებიც მუშაობენ საბროკერო კომპანიისათვის, აგრეთვე ყოველი ბროკერის განთავისუფლების მიზეზები;

) ცვლილებები ლიცენზირებული საბროკერო კომპანიის სახელში.

8. საბროკერო კომპანიამ უნდა მიიღოს სამსახურის წინასწარი თანხმობა საქმიანობის ფორმის შეცვლასთან (რეორგანიზაციასთან) დაკავშირებით. სამსახურმა შეიძლება არ მისცეს თანხმობა საბროკერო კომპანიას მის რეორგანიზაციაზე, თუ რეორგანიზაციის შემდეგ საწარმო არ დააკმაყოფილებს კაპიტალთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, რომლებიც განსაზღვრულია ამ კანონითა და სამსახურის მიერ დადგენილი წესით, ან თუ აღნიშნული რეორგანიზაცია საფრთხეს შეუქმნის საბროკერო კომპანიისათვის მინდობილ კლიენტის ფულად სახსრებს ან/და კლიენტის ფასიან ქაღალდებს.

9. საბროკერო კომპანია ვალდებულია, წერილობით ჩამოაყალიბოს, შეინარჩუნოს და განახორციელოს გონივრული პოლიტიკა, რომელიც, ამგვარი საბროკერო კომპანიის საქმიანობის ბუნების გათვალისწინებით, ეცდება თავიდან აიცილოს ამ კანონისა და სამსახურის მიერ დადგენილი წესების დარღვევა, ასევე იმ თვითრეგულირებადი ორგანიზაციის (თრო-) წესების დარღვევა, რომლის წევრიც არის აღნიშნული საბროკერო კომპანია. სამსახურს შეუძლია ამ კანონის განსახორციელებლად დაადგინოს წესები, რომლებიც მოითხოვს სპეციფიკური პოლიტიკისა და პროცედურების ჩამოყალიბებას ამ კანონის დარღვევის თავიდან ასაცილებლად.“.

29. 34- მუხლის:

) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბროკერო კომპანია შეიძლება იყოს ერთზე მეტი საფონდო ბირჟის მესაკუთრე-წევრი. საფონდო ბირჟის არც ერთ მესაკუთრე-წევრს არა აქვს უფლება, პირდაპირ ან დაკავშირებული პირების მეშვეობით ფლობდეს საფონდო ბირჟის ხმათა 10%-ზე მეტს. საფონდო ბირჟაზე იმ საბროკერო კომპანიების (მესაკუთრე-წევრების) ხმათა ჯამური რაოდენობა, რომელთა საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტის მესაკუთრეთა სპეციალური საქმიანობაც ლიცენზირებულია ერთი და იმავე ორგანოს მიერ, გარდა სამსახურისა, არ უნდა აღემატებოდეს საფონდო ბირჟის ხმათა საერთო რაოდენობის ნახევარს.“;

) მე-4–მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საფონდო ბირჟა უარს ეტყვის ნებისმიერ პირს მესაკუთრე წევრად მიღებაზე ან პირობითს გახდის ნებისმიერი პირის საფონდო ბირჟის მესაკუთრე-წევრობას, სამსახურის მიერ დადგენილი წესების მიხედვით დაწესებული კაპიტალის მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო, ან თუ ბროკერი, რომელმაც საფონდო ბირჟაზე უნდა ივაჭროს განმცხადებლის სახელით, განათლების დონით, გამოცდილებითა და კომპეტენტურობით არ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომლებიც საფონდო ბირჟის წესებით განისაზღვრება. საფონდო ბირჟა არ დაუშვებს იმ საბროკერო კომპანიის მესაკუთრე-წევრობას, რომელიც წერილობით არ დათანხმდება თავისი ჩანაწერებისა და დავთრების შემოწმებაზე ნებისმიერი მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის დადგენის მიზნით.

5. საბროკერო კომპანიამ მესაკუთრე-წევრად მიღებაზე უარი შეიძლება გაასაჩივროს სამსახურში.

6. საფონდო ბირჟა შეწყვეტს საბროკერო კომპანიის საფონდო ბირჟის მესაკუთრე-წევრობის უფლებას ამ მუხლის მე-10–მე-11 პუნქტების შესაბამისად, თუ სამსახური გააუქმებს საბროკერო კომპანიის ლიცენზიას.“.

30. 35- მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) გამოიყენოს სანქციები საფონდო ბირჟის მესაკუთრე-წევრების მიმართ ამ კანონის, სამსახურის მიერ დადგენილი წესების, საფონდო ბირჟის წესდების, შინაგანაწესისა და წესების დარღვევის შემთხვევაში;“.

31. 36- მუხლის:

) პირველი პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) საფონდო ბირჟა ან სამსახური გადაწყვეტს, რომ საჭიროა ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის შეჩერება ინვესტორთა დაცვის მიზნით.“;

) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის შეჩერების შემთხვევაში საფონდო ბირჟამ იმავე დღეს უნდა აცნობოს ამის შესახებ სამსახურსა და ამ ფასიანი ქაღალდების ემიტენტს. ვაჭრობა უნდა განახლდეს, როდესაც საფონდო ბირჟას დაუსაბუთებენ, რომ ვაჭრობის შეჩერების მიზეზები აღმოფხვრილია. თუ მიზეზები არ იქნება აღმოფხვრილი ვაჭრობის შეჩერების დღიდან 3 თვის განმავლობაში, საფონდო ბირჟას შეუძლია ვაჭრობიდან მოხსნას აღნიშნული ფასიანი ქაღალდები.

3. საფონდო ბირჟამ ამ მუხლის შესაბამისად წერილობით უნდა აცნობოს სამსახურს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის განახლების ან/და მათი ვაჭრობიდან მოხსნის შესახებ.“.

32. 37- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 37. საფონდო ბირჟის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. დაუშვებელია ლიცენზირებული საფონდო ბირჟის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია სამსახურის წინასწარი თანხმობის გარეშე.

2. საფონდო ბირჟის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია უნდა განხორციელდესმეწარმეთა შესახებსაქართველოს კანონის, ამ კანონის, სამსახურის მიერ დადგენილი წესების, საფონდო ბირჟის წესდებით, შინაგანაწესითა და წესებით განსაზღვრული პროცედურის მიხედვით.

3. საფონდო ბირჟისათვის სამსახურის მიერ საბირჟო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება ამ კანონის 31- მუხლის მიხედვით მისი რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საფუძველია.

4. საფონდო ბირჟა, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას თვითლიკვიდაციის ან საბირჟო საქმიანობის შეჩერების შესახებ, დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს სამსახურს ამ გადაწყვეტილების თაობაზე.

5. საფონდო ბირჟის ერთ ლიკვიდატორს მაინც ნიშნავს სამსახური.“.

33. 38- მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის მიერ დადასტურებული ცენტრალური დეპოზიტარის (დეპოზიტარის) წესების შესაბამისად, ცენტრალურ დეპოზიტარს (დეპოზიტარს) შეუძლია დაუყოვნებლივ შეაჩეროს ან დახუროს იმ მონაწილის ანგარიში:

) რომლის საქმიანობაც შეჩერებულია ამა თუ იმ თვითრეგულირებადი ორგანიზაციის (თრო-) მიერ;

) რომელსაც არ შეუსრულებია აღებული ვალდებულება ფასიანი ქაღალდების ან ფინანსური სახსრების მიწოდების შესახებ;

) რომელიც განიცდის ისეთ ფინანსურ ან საოპერაციო სიძნელეებს, რომ ცენტრალური დეპოზიტარი (დეპოზიტარი) იღებს გადაწყვეტილებას და აცნობებს სამსახურს, რომ ანგარიშის ასეთი შეჩერება ან დახურვა აუცილებელია დეპოზიტარის, მისი მონაწილეების, კრედიტორების ან ინვესტორების დასაცავად.“.

34. მე-40 მუხლის:

) პირველიმე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა უნდა უზრუნველყოს სამსახურის მიერ დადგენილი და თავისი წესების შესრულება.

2. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს უფლება არა აქვს უარი განაცხადოს დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები შეესაბამება ემიტენტის წესდებისა და შინაგანაწესის დებულებებს, ამ კანონს, სამსახურის მიერ დადგენილი წესებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის წესების მოთხოვნებს. ყოველი ასეთი უარი შეიძლება გასაჩივრდეს სამსახურში.

3. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს ემიტენტთან უნდა ჰქონდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც დამყარებულია სამსახურის მიერ დადგენილი წესის მიხედვით შედგენილი წერილობითი შეთანხმების პირობებზე. ასეთი შეთანხმება, როგორც მინიმუმი, უნდა მოითხოვდეს, რომ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა დროულად უზრუნველყოს ემიტენტი ყოველი ემისიის განსახორციელებელი ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებულ მფლობელთა მიმდინარე აკურატული სიით, რომელიც გამიზნულია ყოველწლიური და რიგგარეშე კრებებისათვის, დივიდენდების განაწილების, პროცენტების გადახდისა და სესხის ძირითადი ნაწილის დაბრუნების, აგრეთვე ამ კანონის მე-15 და მე-17 მუხლების მიზნებისა და სხვა ნებადართული კორპორაციული ქმედებებისათვის. საფასური ასეთი სახის მომსახურებებისათვის უნდა იყოს სამართლიანი, ზომიერი და არადისკრიმინაციული და უნდა შეესაბამებოდეს სამსახურის მიერ დადგენილ წესებს.“;

) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ მიწოდებული ამონაწერი უნდა შეიცავდეს:

) მკაფიო მითითებას, რომ მოცემული ამონაწერი არ არის ფასიანი ქაღალდი, არ საჭიროებს რეგისტრატორისათვის წარდგენას და მხოლოდ ჩანაწერია იმის შესახებ, რომ ამონაწერში ხსენებული პირი არის ამ ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებული მფლობელი მასში მითითებული თარიღისათვის;

) ანგარიშის მფლობელის/მფლობელების სახელს/სახელებს, ამონაწერის გაცემის დღესა და დროს, ემიტენტის სახელს და იურიდიულ მისამართს, ფასიანი ქაღალდის კლასის საიდენტიფიკაციო ნომერს, ანგარიშზე არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობას, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ შესაბამის მოვალეობებს ან შეზღუდვებს და ნებისმიერ სხვა საჭირო ინფორმაციას, რომელსაც მოითხოვს რეგისტრატორისა და სამსახურის მიერ დადგენილი წესები.

6. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებმა ანგარიშის მფლობელებს შეიძლება მოსთხოვონ გარკვეული ანაზღაურება ამონაწერის დამატებითი ასლების მიწოდებისათვის. რეგისტრატორების მიერ დაწესებული შესაბამისი ტარიფები უნდა იყოს სამართლიანი, ზომიერი და არადისკრიმინაციული, უნდა ასახავდეს რეალურ დანახარჯებს და წინასწარ ცნობილი უნდა იყოს სამსახურისათვის.“.

35. 41- მუხლის:

) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ორგანიზაციამ თვითრეგულირებად ორგანიზაციად (თრო-) აღიარებისათვის უნდა წარადგინოს განაცხადი სამსახურის მიერ დადგენილი ფორმით. განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

) ორგანიზაციის სახელწოდებას და იურიდიულ მისამართს;

) ორგანიზაციის წევრთა სახელებს;

) ორგანიზაციის წესდების, შინაგანაწესისა და წესების ასლებს;

) სხვა ინფორმაციას, რომელიც შეიძლება მოითხოვოს სამსახურმა თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

6. ორგანიზაცია არ იქნება აღიარებული თვითრეგულირებად ორგანიზაციად (თრო-), თუ სამსახური არ დაადგენს, რომ:

) ორგანიზაციის წევრთა რაოდენობის, გეოგრაფიული განაწილებისა და მათი გარიგებების მასშტაბებიდან გამომდინარე, ის შეძლებს თავისი ფუნქციების შესრულებას;

) ორგანიზაცია ჩამოყალიბებულია და აქვს შესაძლებლობა, შეასრულოს თავისი ფუნქციები ამ კანონის შესაბამისად; უზრუნველყოფს თავისი წევრების შესაბამისობას თავის წესებსა და ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობასთან;

) არ არსებობს სხვა აღიარებული თვითრეგულირებადი ორგანიზაცია (თრო), რომელიც ასრულებს იმავე ფუნქციებს, და ასეთი ორგანიზაციის არსებობას ეკონომიკური საფუძველი აქვს.“;

) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ორგანიზაციის წევრობის პირობები და პროცედურა განისაზღვრება მისი წესდებით. ორგანიზაციის წესდებასა და მასში შეტანილ ცვლილებებს ადასტურებს სამსახური ორგანიზაციის თვითრეგულირებად ორგანიზაციად (თრო-) აღიარებამდე.“;

) მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. თვითრეგულირებადმა ორგანიზაციამ (თრო-) შესაძლოა დააკისროს ჯარიმები და სხვა პასუხისმგებლობა თავისი წესების დარღვევების გამო. მან ყოველი უხეში დარღვევისა და დაკისრებული ჯარიმის შესახებ უნდა აცნობოს სამსახურს. სამსახურმა თავის მიერ დადგენილი წესით შეიძლება მოითხოვოს უფრო დეტალური ანგარიშები და უზრუნველყოს პროცედურა, რომლის მიხედვითაც მოხდება დაკისრებული პასუხისმგებლობის გასაჩივრება სამსახურში.

11. სამსახურმა შეიძლება შეაჩეროს ან გამოითხოვოს გადაწყვეტილება მის მიერ ორგანიზაციის, მათ შორის, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის (დეპოზიტარის) თვითრეგულირებად ორგანიზაციად (თრო-) აღიარების შესახებ, თუ აღმოაჩენს, რომ იგი:

) არღვევს ამ კანონის 42- მუხლის მოთხოვნებს;

) სათანადოდ ვერ აკონტროლებს ამ კანონის, სამსახურის მიერ დადგენილი წესებისა და თვითრეგულირებადი ორგანიზაციის (თრო-) წესების შესრულებას.“.

36. 42- მუხლის:

) პირველიმე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აღიარებული თვითრეგულირებადი ორგანიზაციის (თრო-) წესები, წესდება და შინაგანაწესი (ერთობლივადწესი“), რომლებიც სამსახურის მიერ არის დადასტურებული, არ შეიძლება შეიცვალოს ან გაუქმდეს სამსახურის წინასწარი დასტურის გარეშე.

2. აღიარებულმა თვითრეგულირებადმა ორგანიზაციამ (თრო-) არ უნდა მიიღოს რაიმე ახალი წესი სამსახურის წინასწარი დასტურის გარეშე. სამსახურს შეუძლია ახალ წესად მიიჩნიოს ამა თუ იმ წესის ყოველგვარი განმარტება, რომელიც არსებითად განსხვავდება იმისაგან, რაც სამსახურის მიერ ადრე იყო დადასტურებული.

3. როდესაც აღიარებული თვითრეგულირებადი ორგანიზაცია (თრო) გადაწყვეტს, მიიღოს, შეცვალოს ან გააუქმოს თავისი რომელიმე წესი, მან წერილობით უნდა აცნობოს სამსახურს ამ წესის მიღების, შეცვლისა თუ გაუქმების შესახებ.

4. სამსახურმა ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით თვითრეგულირებადი ორგანიზაციისგან (თრო-სგან) შეტყობინების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში წერილობით უნდა აცნობოს აღნიშნულ ორგანიზაციას ამგვარი წესისა თუ ცვლილების ნებადაურთველობის თაობაზე, ამ გადაწყვეტილების გამამართლებელი მიზეზების განმარტებით, ან აღიაროს ასეთი წესი თუ ცვლილება. თუკი ზემოაღნიშნულ დროის მონაკვეთში სამსახური არ განაცხადებს უარს წესისა თუ ცვლილების აღიარებაზე, მაშინ ამგვარი წესი თუ ცვლილება ნებადართულად ჩაითვლება.“;

) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიუხედავად, ზოგიერთი ცვლილება თვითრეგულირებადი ორგანიზაციის (თრო-) წესში, რომლებიც შესაძლებელია განისაზღვროს სამსახურის მიერ დადგენილი წესით მას შემდეგ, რაც ამის შესახებ, ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, წერილობით ეცნობება სამსახურს, შეიძლება დაუყოვნებლივ შევიდეს ძალაში, იმ პირობის გათვალისწინებით, რომ სამსახურმა, ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შესაძლოა ამ ცვლილების ძალაში შესვლიდან 30 დღის განმავლობაში უარყოს და არ მიიღოს აღნიშნული წესი თუ ცვლილება.

7. წესის ან ცვლილების მიღების სამსახურის მიერ დადგენილი პროცედურის დარღვევისათვის სამსახურს შეუძლია გააუქმოს შესაბამისი წესი ან ცვლილება და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგება, საჯარო ინტერესების გათვალისწინებით.“.

37. 43- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 43. სამსახურის დამატებითი უფლებამოსილება თვითრეგულირებადი ორგანიზაციის (თრო-) მიმართ

1. კრიტიკულ სიტუაციაში სამსახური უფლებამოსილია შეცვალოს, დაამატოს, შეაჩეროს ან დააკისროს მოთხოვნები თუ შეზღუდვები ნებისმიერ საკითხთან ან ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც, ამ კანონის მიხედვით, სამსახურის მიერ დადგენილი წესების ან თვითრეგულირებადი ორგანიზაციის (თრო-) წესის რეგულირების სფეროშია, თუკი, ამ კანონის თანახმად, აღნიშნულს სამსახური საჭიროდ მიიჩნევს იმისათვის, რომ:

) შეინარჩუნოს ან აღადგინოს სამართლიანი და მოწესრიგებული საჯარო ფასიანი ქაღალდების ბაზარი;

) უზრუნველყოს ფასიანი ქაღალდებით გარიგებათა სწრაფი, ზუსტი და უსაფრთხო კლირინგი და ანგარიშსწორება.

2. ამ მუხლის მიხედვით გამოცემული სამართლებრივი აქტი ძალაში იქნება სამსახურის მიერ განსაზღვრული პერიოდისათვის, მაგრამ სამსახურის ამგვარი ქმედება არ უნდა გაგრძელდეს 30 დღეზე მეტ ხანს ან საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილ უფრო მცირე ვადაზე მეტ ხანს.“.

38. 44- მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აკრძალულია ნებისმიერი ტიპის ფასიანი ქაღალდების, მათ შორის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის საშუალებით სამთავრობო ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით მანიპულირება ან მოტყუებითი ქმედება, მიმართული სამსახურის მიერ დადგენილი წესის მოთხოვნათა წინააღმდეგ, რომელიც იცავს ინვესტორთა ინტერესებს. სამსახურს შეუძლია თავის მიერ დადგენილ წესში აღნიშნოს, თუ როდის და რა პირობებში წარმოიშობა ვალდებულება კანონის დარღვევით დაზარალებული პირების მიმართ, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

39. 46-–48- მუხლები ამოღებულ იქნეს.

40. 49- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 49. სამსახურის ფუნქციები

1. ამ კანონის მიზნებისათვის, სამსახურის ფუნქციებია:

) მოამზადოს, მიიღოს, შეიტანოს ცვლილებები და გააუქმოს სამსახურის წესები ამ კანონის მიხედვით და ზედამხედველობა გაუწიოს ამ წესების შესრულებას;

) დაამტკიცოს ემისიის პროსპექტები ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისათვის და უზრუნველყოს ემიტენტთა მიერ მათში მოცემული პირობებისა და მოვალეობების შესრულება;

) წარადგინოს ოფიციალური განმარტებები და რეკომენდაციები საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზართან დაკავშირებულ საკითხებზე; რჩევა მისცეს და კონსულტაცია გაუწიოს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს ეროვნულ ბანკს, სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებს საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზართან დაკავშირებულ ყველა საკითხზე; წარადგინოს წინადადებები საქართველოს კანონმდებლობასა და მასში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას;

) განახორციელოსლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები;

) განახორციელოს მონიტორინგი, შემოწმებები, გამოკვლევები და ზედამხედველობა გაუწიოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეების საქმიანობას, მისი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;

) თავისი უფლებების ფარგლებში უზრუნველყოს სამსახურის საქმიანობის უშიშროება და თანამშრომელთა დაცვა მათ მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პერიოდში;

) მიიღოს, შეაჩეროს და გამოითხოვოს გადაწყვეტილება ორგანიზაციის თვითრეგულირებად ორგანიზაციად (თრო-) აღიარების შესახებ;

) მოიწონოს ან უარყოს თვითრეგულირებადი ორგანიზაციების (თრო-ების) მიერ მიღებული წესები და ცვლილებები;

) დადგენილი წესით გამოიყენოს სანქციები ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის, გამოაქვეყნოს ინფორმაცია ასეთი დარღვევებისა და მათთვის პასუხისმგებლობის შესახებ;

) ორგანიზება გაუწიოს სასწავლო კურსებს, გამოსცეს ან მონაწილეობა მიიღოს ლიტერატურის გამოცემაში, რომელიც შინაარსობრივად ზოგადი ხასიათისაა ან კონკრეტულად შეეხება საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფუნქციონირებასა და რეგულირებას;

) თავის მიერ დადგენილი წესის თანახმად მოაწყოს ატესტაცია ფასიანი ქაღალდების რეესტრის მწარმოებელ ფიზიკურ პირთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად და გასცეს მათზე საკვალიფიკაციო ატესტატები;

) გასწიოს დახმარება ანგარიშვალდებული საწარმოების, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფუნქციონირების შესახებ საჭირო საინფორმაციო ბაზის შესაქმნელად;

) ხელი შეუწყოს ინვესტორების დასაცავად სპეციალური სადაზღვევო ფონდის შექმნა-განვითარებას, თუ ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეს არ შეუძლია შეასრულოს თავისი მოვალეობანი ინვესტორი კლიენტების დასაკმაყოფილებლად;

) გამოიყენოს არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ კანონმდებლობითა და სხვა იმ კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები, რომელიც ეხება ინვესტიციებს, ფასიან ქაღალდებს ან ფასიანი ქაღალდების მფლობელთა უფლებებს;

) პერიოდულად გამოსცეს ბიულეტენი;

) განავითაროს ურთიერთობები უცხოეთის ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთგაგების მემორანდუმისა და შეთანხმების საფუძველზე, ინფორმაციის ურთიერთგაზიარების მიზნით;

) გამოავლინოს, თავიდან აიცილოს და აღკვეთოს დარღვევები ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და მიმოქცევის სფეროში და ამ მიზნით ჩაატაროს შემოწმებები სამსახურის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;

) მონაწილეობა მიიღოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირების საერთაშორისო სტანდარტების განვითარებასა და საქართველოს კანონმდებლობაში ჩართვაში;

) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი ანგარიშვალდებულ საწარმოთა მიერ ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობისა დამეწარმეთა შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებულ კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებული დებულებების დაცვაზე.

2. სამსახური საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებას წარუდგენს წლიურ ანგარიშს საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზარზე სამეურნეო წელს მომხდარი ძირითადი მოვლენების შესახებ.“.

41. 50- მუხლი ამოღებულ იქნეს.

42. 51- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 51. სამსახურის თანამშრომელთა მოვალეობანი

1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, სამსახური შეიმუშავებს სამსახურის თანამშრომელთა ქცევის წესებს, რომლებიც მოაწესრიგებს მოქმედ თუ ყოფილ თანამშრომელთა საქმიანობას ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად. ეს წესები ძალაში შედის სამსახურის მიერ მათი მიღებისთანავე.

2. მოქმედ თუ ყოფილ თანამშრომლებს უფლება არა აქვთ პირადი ინტერესებისათვის გამოიყენონ ან გაავრცელონ სამსახურში მუშაობის პერიოდში მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია.

3. კონფიდენციალური ინფორმაცია, სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, შეიძლება გაუმჟღავნდეს მხოლოდ:

) სამსახურის თანამშრომლებსმათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით;

) თვითრეგულირებადი ორგანიზაციის (თრო-) თანამდებობის პირებსმათ მიერ ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების მიზნით;

) სამართალდამცავ ორგანოებსსამართალდამრღვევთა მხილების მიზნით;

) სასამართლოებს;

) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის ორგანოებს, ურთიერთგაგების მემორანდუმის ან საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესაბამისად.

4. პირი, რომელსაც ამ კანონის მიხედვით უფლება აქვს მიიღოს კონფიდენციალური ინფორმაცია სამსახურის თანამშრომლებისაგან, ვალდებულია დაიცვას ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნები.

5. თანამშრომლებმა სამსახურს სამსახურის მიერ განსაზღვრული ფორმით უნდა მიაწოდონ ინფორმაცია მათ მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების შესახებ, რათა თავიდან აიცილონ ინტერესთა კონფლიქტი სამსახურთან.

6. თანამშრომელთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება იწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.

7. სამსახურის თანამშრომელთა უკანონო ქმედებით მიყენებული ზარალი ანაზღაურდება კანონით დადგენილი წესით.“.

43. 52- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 52. შემოწმება

1. სამსახური უფლებამოსილია შეამოწმოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეთა საქმიანობა ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად.

2. შემოწმების ჩატარებისას სამსახურის მიერ დადგენილი წესებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ოფიციალური მოწმობის წარდგენის შემდეგ სამსახურის თანამშრომელს შეუძლია შეამოწმოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის ან ემიტენტის საქმიანობასთან დაკავშირებული დავთრები და ჩანაწერები მათი განთავსების ადგილზე, გადაიღოს მათი ასლები, მოსთხოვოს რეგულირებად მონაწილეს, გამოითხოვოს ბანკიდან ამ ჩანაწერების ასლები, რეგულირებადი მონაწილის ან ემიტენტის თანამდებობის პირებისა და სხვა თანამშრომლებისაგან მიიღოს ინფორმაცია, ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებანი წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით.

3. თუ შემოწმების პერიოდში სამსახური აღმოაჩენს ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას, იგი უფლებამოსილია:

) მოსთხოვოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეს ან ემიტენტს, აღმოფხვრას დარღვევა, ამ მიზნით გასცეს ბრძანებები (მითითებები) და დირექტივები და ზედამხედველობა გაუწიოს მათ შესრულებას;

) დარღვევის შესახებ შეადგინოს ოქმი და იმ პირებს, რომლებმაც დაარღვიეს ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობა, დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში აწარმოოს მოკვლევა დადგენილი წესით.

4. შემოწმების პროცესში ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის მიერ სამსახურის მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს მისი ლიცენზიის გაუქმების საფუძველი.

5. თუ ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის ან ემიტენტის საქმიანობის შემოწმების შედეგად სამსახური დაადგენს, რომ მისი ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, სამსახური შემოწმების მასალებს უგზავნის მოკვლევის ან წინასწარი გამოძიების ორგანოებს.

6. სამსახური უფლებამოსილია შემოწმების მასალები ქვემდებარეობის შესაბამისად გადასცეს სხვა უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებს.“.

44. 53- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 53. უფლებამოსილებათა დელეგირება

1. სამსახური უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თავისი თანამშრომლისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე, სამსახურის ნებისმიერი ფუნქციის შესასრულებლად, გარდა სამსახურის წესის მიღებისა, შეცვლისა, შეჩერებისა თუ გაუქმებისა, ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ წარდგენილი გარკვეული ინფორმაციის არაკონფიდენციალურად მიჩნევის შესახებ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვისა და ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებისა.

2. სამსახური უფლებამოსილია გადასინჯოს ან შეასწოროს ნებისმიერი დელეგირებული ქმედება. თუ სამსახური უარს იტყვის აღნიშნული ქმედების განხილვაზე ან არ განიხილავს მას თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრულ ვადაში, მაშინ იმ პირის ქმედება, რომლისთვისაც დელეგირებული იყო სამსახურის უფლებამოსილება, მიიჩნევა სამსახურის მიერ განხორციელებულ ქმედებად.“.

45. 54- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 54. საჯარო ჩანაწერების წარმოება და სამსახურის მიერ მიღებული ზომების გამოქვეყნება

1. სამსახური ვალდებულია აწარმოოს საჯარო ჩანაწერები და შეინახოს:

) ყველა დოკუმენტი, წარდგენილი იმ ანგარიშვალდებულ საწარმოთა მიერ, რომლებმაც დამტკიცებული პროსპექტები გამოუშვეს ან რომელთა ფასიანი ქაღალდებიც საჯარო მიმოქცევაშია;

) დოკუმენტები, წარდგენილი ანგარიშვალდებულ საწარმოთა მიერ ღიაობის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად, ემისიის პროსპექტების, ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის დარიგებული, აქციონერთა კრებებთან დაკავშირებული მასალების (მინდობილობების მასალების) და პერიოდული ფინანსური ანგარიშების ჩათვლით; ამ კანონის მე-12, მე-14 და მე-15 მუხლებით გათვალისწინებული დოკუმენტები;

) ყველა დოკუმენტი, წარდგენილი ლიცენზიის მოსაპოვებლად ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეთა მიერ, რომლებიც განსაზღვრავს საჭირო კვალიფიკაციას, აგრეთვე ადასტურებს სამსახურის მიერ დადგენილ წესებთან მათ შესაბამისობას.

2. სამსახური უზრუნველყოფს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გაეცნოს მასალებს და დოკუმენტებს, გადაიღოს მათი ასლები სამუშაო საათების განმავლობაში სამსახურის ადგილსამყოფელ შენობაში.

3. სამსახური თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული პროცედურის დაცვით უზრუნველყოფს ამ კანონის IX თავში მითითებული სამართალდარღვევებისა და შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას.“.

46. 55- მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირთა მიერ ამ კანონის, სამსახურის მიერ დადგენილი წესების, ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ან მისი შესაძლო ქმედებით ინვესტორთა ინტერესებისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით:

) მოსთხოვოს სამართალდამრღვევ პირებსა და მათ თანამონაწილეებს, მიიღონ საჭირო ზომები თავიანთი საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში;

) შეატყობინოს საზოგადოებრიობას სამართალდარღვევებისა და მათთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომების შესახებ;

) 6 თვემდე ვადით ან უვადოდ შეაჩეროს ფასიანი ქაღალდების გაყიდვა ან გარიგებანი, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ კანონის მოთხოვნებს;

) უარი განაცხადოს ემისიის პროსპექტის დამტკიცებაზე; შეაჩეროს ან გააუქმოს დამტკიცებული პროსპექტის მოქმედება;

) მოსთხოვოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეს, თანამდებობიდან დროებით ან სამუდამოდ გაათავისუფლოს ამ მონაწილის მართვაზე ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები;

) გააუქმოს თავის მიერ გაცემული ლიცენზია;

) ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მონაწილეობა დროის გარკვეული პერიოდით;

) გამოითხოვოს გადაწყვეტილება თვითრეგულირებადი ორგანიზაციის (თრო-) აღიარების შესახებ ამ კანონის მიხედვით;

) დააკისროს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდესსაქართველოს ეროვნული ბანკის შესახებსაქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზესაქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიისა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სალიკვიდაციო ღონისძიებების დასრულების შემდეგ.

 

საქართველოს პრეზიდენტი                    . სააკაშვილი.

თბილისი,

2007 წლის 11 ივლისი.

№5269–რს