„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“

  • Word
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 227
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 22/04/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 49, 22/04/2009
სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.013.018
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
227
22/04/2009
სსმ, 49, 22/04/2009
430.030.000.22.022.013.018
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/04/2009 - 03/06/2009)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.013.018

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №227

2009 წლის 22 აპრილი

ქ. თბილისი

სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ

�უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის �ი� ქვეპუნქტისა და 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულება (დანართი №1);

ბ) სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესი (დანართი №2).

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია

დანართი №1

სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

��� მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო

1. ეს დებულება არეგულირებს სამაგისტრო გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს, აგრეთვე სამაგისტრო გამოცდის ჩატარების ორგანიზაციულ საკითხებს.

2. ამ დებულების მოქმედება ვრცელდება:

ა) აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე და �უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე;

ბ) იმ მაგისტრანტობის კანდიდატებზე, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება ამ პუნქტის �ა� ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებების მაგისტრატურაში, გარდა საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურისა.

��� მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გამოცდების ეროვნული ცენტრი � საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში � სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი � გამოცდების ეროვნული ცენტრი;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება � ამ დებულებით დადგენილი წესით ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, ამ დებულებით დადგენილი წესით საერთო სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;

გ) ტესტი � გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილი ტესტურ დავალებათა რვეული და პასუხების ფურცელი;

დ) დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემა � გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი კოდირების სისტემა;

ე) მაქსიმალური ქულა � გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდის საგამოცდო ტესტის თითოეული ნაწილისათვის, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის მინიჭებული შესაძლო უმაღლესი ქულა;

ვ) ნორმირებული ქულა � უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვის მიზნით, ამ დებულებით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ მიღებული ქულის შესაბამისი გამოცდის ტესტის ნაწილის/გამოცდის მაქსიმალურ ქულაზე გაყოფის შედეგად მიღებული ქულა;

ზ) კონკრეტული ქულა � უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვის მიზნით, ამ დებულებით დადგენილი წესით მიღებული ნორმირებული ქულის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სამაგისტრო გამოცდისთვის ან/და ტე ტის ნაწილებისთვის დადგენილ კოეფიციენტზე გამრავლების შედეგად მიღებული ქულა;

თ) საკონკურსო ქულა � ამ დებულებით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილებში ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში მიღებული კონკრეტულ ქულათა ჯამი, რომლის საფუძველზეც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დგება სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტი;

ი) საპრეტენზიო საბჭო � მაგისტრანტობის კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი საპრეტენზიო განცხადებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში � მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;

კ) საპრეტენზიო კომისია � საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით, საპრეტენზიო საბჭოსთვის დასკვნის მომზადების მიზნით, საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილების მიხედვით გამოცდების ეროვნულ ცენტრში შექმნილი დროებითი ორგანო;

ლ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შექმნილი საპრეტენზიო საბჭო � უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებული გამოცდის/გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით, მაგისტრან ობის კანდიდატთა საპრეტენზიო განცხადებების განხილვის მიზნით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შექმნილი დროებითი ორგანო;

მ) საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი � გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული მოწმობა, რომლის საფუძველზეც მაგისტრანტობის კანდიდატი დაიშვება საერთო სამაგისტრო გამოცდაზე;

ნ) საგამოცდო ცენტრი � საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების მიზნით, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი განცალკევებული შენობა ან მისი ნაწილი, რომელშიც მიმდინარეობს ტესტირება;

ო) საგამოცდო სექტორი � საგამოცდო ცენტრის დანაყოფი, სადაც მაგისტრანტობის კანდიდატები განთავსდებიან გამოცდის მიმდინარეობისას;

პ) სარეგისტრაციო პუნქტი � აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მაგისტრობის კანდიდატთა რეგისტრაციის მიზნით, სპეციალურად გამოყოფილი ადგილი;

ჟ) ტექნიკური კონტროლი � საგამოცდო პროცესზე დაკვირვების მეთოდი ვიდეოაღჭურვილობის მეშვეობით;

რ) გამსწორებელი � გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული სპეციალისტი, რომელმაც გაიარა შესაბამისი სწავლება � გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ტრენინგები და უფლებამოსილია გაასწოროს ტესტის პასუხების ფურცელი;

ს) დამკვირვებელი � საზოგადოების წარმომადგენელი, რომელსაც ამ დებულების შესაბამისად გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მიანიჭა დამკვირვებლის სტატუსი;

ტ) კურატორი � გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე, საგამოცდო ცენტრის მდებარეობის მიხედვით დაქირავებული პირი, რომელიც კურირებას უწევს გამოცდების ჩატარების პროცესს;

უ) მეთვალყურე � გამოცდების ეროვნული ცენტრის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც საგამოცდო სექტორის ფარგლებში მეთვალყურეობას უწევს გამოცდების ჩატარების პროცესს;

ფ) ადმინისტრატორი � საგამოცდო ცენტრში საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი;

ქ) ადმინისტრატორის თანაშემწე � პირი, რომელიც კურირებას უწევს და თვალყურს ადევნებს საგამოცდო სექტორებში საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას;

ღ) კოორდინატორი � პირი, რომელიც ასრულებს ადმინისტრატორის მოადგილის უფლება-მოვალეობას, კოორდინაციას უწევს მეთვალყურეთა მუშაობას და უზრუნველყოფს ტესტების კონფიდენციალურობას;

ყ) რეგისტრატორი � პირი, რომელიც საგამოცდო ცენტრში ახორციელებს კანდიდატთა რეგისტრაციას და ეხმარება საგამოცდო პროცესის ადმინისტრირებაში მონაწილე პირებს გამოცდების პროცესში წამოჭრილი ორგანიზ ციული საკითხების გადაწყვეტაში;

შ) დამხმარე პერსონალი � გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებული პირები.

��� მუხლი 3. სამაგისტრო გამოცდის ჩატარების მიზანი

სამაგისტრო გამოცდის ჩატარების მიზანია:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის პროცესის ობიექტურობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;

ბ) მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველთა უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენა.

თავი II

სამაგისტრო გამოცდა

��� მუხლი 4. სამაგისტრო გამოცდა და მისი სამართლებრივი შედეგები

1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვა ხორციელდება სამაგისტრო გამოცდის შედეგების საფუძველზე, გარდა �უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული შემთხვევებისა.

2. სამაგისტრო გამოცდა შედგება ორი ნაწილისგან:

ა) საერთო სამაგისტრო გამოცდა;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდა/გამოცდები.

3. საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგად გამოვლინდება ის მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც უფლებას მოიპოვებს მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში.

4. საერთო სამაგისტრო გამოცდისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გამოცდის/გამოცდების შედეგად გამოვლინდება ის მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც უფლებას მოიპოვებს სწავლა განაგრძოს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში.

��� მუხლი 5. სამგაგისტრო გამოცდის ჩატარების ფორმა და შეფასება

1. საერთო სამაგისტრო გამოცდა ტარდება წერილობით, ტესტის მეშვეობით.

2. საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტი შედგება ოთხი ნაწილისგან:

ა) წაკითხულის გააზრება;

ბ) ანალიტიკური წერა;

გ) ლოგიკური მსჯელობა;

დ) რაოდენობრივი მსჯელობა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ტესტის ნაწილებისთვის, გარდა რაოდენობრივი მსჯელობისა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს თითოეული ნაწილისათვის განსაზღვრული მაქსიმალური შეფასების 30%-ს. რაოდენობრივი მსჯელობის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს ამ ნაწილისათვის განსაზღვრული მაქსიმალური შეფასების 25%-ს.

4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია გაზარდოს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილებისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

5. მაგისტრანტობის კანდიდატი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გასაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს იმ შემთხვევაში, თუ ის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახავს ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვრებს, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დაადგინოს, რომ მაგისტრანტობის კანდიდატი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებს მის მიერ განსაზვრულ გამოცდაში/გამოცდებში მონაწილეობის უფლებას, თუ ის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხივე ნაწილში გადალახავს ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვრებს.

7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დაადგინოს ტესტის ის ნაწილი/ნაწილები, რომელშიც მაგისტრანტობის კანდიდატმა აუცილებლად უნდა გადალახოს ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი/ზღვრები იმისთვის, რომ მაგისტრანტობის კანდიდატმა მონაწილეობის მიღების უფლება მოიპოვოს მის მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში.

8. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია კონკრეტულ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის დააწესოს გამოცდა შესაბამის სპეციალობაში.

9. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ სავალდებულო გამოცდასთან ერთად უფლებამოსილია კონკრეტულ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის დააწესოს დამატებითი გამოცდა/გამოცდები სხვა საგანში/საგნებში.

10. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავად ადგენს მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შინაარსს, ჩატარების ფორმასა და მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს.

11. საერთო სამაგისტრო გამოცდისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების საფუძველზე მაგისტრანტობის კანდიდატი ირიცხება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში.

��� მუხლი 6. სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტი/კოეფიციენტები

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სამაგისტრო გამოცდას ანიჭებს კოეფიციენტებს, რომელთა ჯამი 100-ის ტოლია.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების მინიჭების ან არმინიჭების თაობაზე.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია მის მიერ განსაზღვრულ გამოცდას/გამოცდებს მიანიჭოს კოეფიციენტები.

4. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:

ა) სამაგისტრო გამოცდისთვის მინიჭებული კოეფიციენტების ჯამი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ნაწილდება საერთო სამაგისტრო გამოცდასა და მის მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე;

ბ) საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მინიჭებული კოეფიციენტები უნდა გადანაწილდეს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილზე;

გ) საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილს მიანიჭოს კოეფიციენტი � არანაკლებ 5-ისა;

დ) განსაზღვროს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილისთვის მინიჭებული კოეფიციენტების საერთო ჯამი, რომელიც არანაკლებ 35-ის და არა უმეტეს 65-ის ტოლია.

5. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების არმინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სამაგისტრო გამოცდისთვის მინიჭებული კოეფიციენტების ჯამი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ენიჭება მის მიერ განსაზღვრულ გამოცდას/გამოცდებს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე გასვლის უფლება აქვს იმ მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელმაც წარმატებით გაიარა საერთო სამაგისტრო გამოცდა.

��� მუხლი 7. სამაგისტრო გამოცდის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანოები

1. საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარებას კოორდინაციას უწევს სამინისტრო.

2. საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს გამოცდების ეროვნული ცენტრი.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

4. საერთო სამაგისტრო გამოცდაზე მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

5. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართვის შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი � ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარებისთვის უზრუნველყოფს მათ სარგებლობაში არსებული შენობებიდან საჭირო ფართის გამოყოფას.

��� მუხლი 8. საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის საფასური

1. საერთო სამაგისტრო გამოცდების მონაწილეობის საფასური მოიცავს:

ა) საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის საფასურს, რომლის ოდენობაც შეადგენს 50 ლარს;

ბ) მაგისტრანტობის კანდიდატის ინიციატივით საგამოცდო ტესტის შეფასების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურს, რომლის ოდენობაც შეადგენს 30 ლარს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხების შეტანა ხდება გამოცდების ეროვნული ცენტრის საბანკო ანგარიშზე.

3. მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ ზედმეტად ან შეცდომით ამ მუხლის პირველი პუნქტის ა� ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის შემთხვევაში გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

4. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება საგამოცდო ტესტის შეფასება, კანდიდატს უკან უბრუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის ბ� ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა. საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადება უნდა გაკეთდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესით და დადგენილ ვადაში.

თავი III

სამაგისტრო გამოცდის ორგანიზება

��� მუხლი 9. ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ქსელი

1. �უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონისა და ამ დებულებით დადგენილი წესით სამაგისტრო გამოცდის ჩატარების მიზნით, გამოცდების ეროვნულ ცენტრი ქმნის ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელს.

2. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში, გარდა საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურისა, მაგისტრანტობის კანდიდატები ირიცხებიან Ԡ უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგად.

3. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანება სავალდებულოა ყველა იმ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის და უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, რომელიც ახორციელებს მაგისტრატურას, გარდა საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურისა.

��� მუხლი 10. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია

1. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსოს და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შესაბამისი წლის პირველ თებერვლამდე წარმოადგინოს სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები:

ა) იმ სპეციალობის/სპეციალობების სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი, რომელზეც შესაბამის წელს მოხდება მაგისტრანტობის კანდიდატთა მიღება და თითოეულ მათგანზე განსაზღვრული ადგილების რაოდენობა;

ბ) თითოეული სპეციალობისთვის/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამისთვის სწავლის წლიური საფასურის შესახებ;

გ) სპეციალობის/სპეციალობების სამაგისტრო პროგრამების მიხედვით:

გ.ა) ამ დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში � საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილებისთვის და მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდებისთვის ამ დებულებით დადგენილი წესით კოეფიციენტების განაწილების თაობაზე, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, ტესტის ნაწილების/გამოცდის პრიორიტეტი;

გ.ბ) ამ დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების არმინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში � მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდებისთვის ამ დებულებით დადგენილი წესით კოეფიციენტების განაწილების თაობაზე, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, გამოცდის პრიორიტეტი;

დ) სპეციალობის/სპეციალობების სამაგისტრო პროგრამების მიხედვით საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილისთვის ამ დებულებით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გაზრდის თაობაზე;

ე) სპეციალობის/სპეციალობების სამაგისტრო პროგრამების მიხედვით ტესტის იმ ნაწილის/ნაწილების ჩამონათვალი, რომელშიც მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა გადალახოს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი/ზღვრები იმისთვის, რომ მაგისტრანტობის კანდიდატმა მონაწილეობის მიღების უფლება მოიპოვოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზ ვრულ გამოცდაში/გამოცდებში;

ვ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.

2. გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას განათავსებს ოფიციალურ ვებგვერდზე.

3. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვერ განახორციელებს მაგისტრანტობის კანდიდატების მიღებას, თუ შესაბამის წლის პირველ თებერვლამდე არ წარმოადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას/დოკუმენტაციას.

��� მუხლი 11. მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია

1. საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების მიზნით, დაინტერესებული პირის რეგისტრაცია ხორციელდება სარეგისტრაციო პუნქტებში, რომლებიც გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში უზრუნველყოფენ სარეგისტრაციო განცხადების შევსებისათვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების გატარებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაცია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიმდინარეობს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმიანისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში. მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის პერიოდის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები.

3. საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღების საფუძველია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად პირის მიერ შევსებული განცხადება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღების სურვილის შესახებ.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებასთან ერთად პირმა უნდა წარმოადგინოს:

ა) ორი ფერადი ფოტოსურათი � 3X4;

ბ) საბანკო ქვითარი საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის საფასურის გადახდის შესახებ ან ამ დებულების 25-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილების ასლი;

გ) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის/პასპორტის ასლი მისივე დედნის წარდგენით;

დ) აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი, რომელიც წარედგინება დედანთან ერთად ან მის ნაცვლად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ პირი არის ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ან პირს დასრულებული აქვს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა;

ე) ცნობა რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის შესახებ, თუ პირს აქვს ისეთი ფუნქციონალური დარღვევა, რომელიც საჭიროებს სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს;

ვ) უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის � განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის (შემდგომში � აკრედიტაციის ცენტრი) მიერ გაცემული ფორმალური ცნობის (აღიარების) დოკუმენტი;

ზ) ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი, თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ვ� ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფორმალური ცნობის (აღიარების) დოკუმენტი დაინტერესებულმა პირმა შესაძლებელია წარადგინოს გამოცდების ეროვნულ ცენტრში პირველ ივლისამდე.

6. პირი მაგისტრანტობის კანდიდატად ჩაითვლება ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული განცხადების და განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფორმალური ცნობის (აღიარების) დოკუმენტის გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარმოდგენის შემდეგ.

7. რეგისტრაციის დამთავრებიდან არა უგვიანეს 5 დღისა სარეგისტრაციო პუნქტიდან გამოცდების ეროვნულ ცენტრში იგზავნება ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები.

8. მონაცემთა შეგროვების შემდეგ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შესაბამისი წლის 20 ივნისამდე დამზადდება და შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაიგზავნება მაგისტრანტობის კანდიდატის საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი, რომელიც ადასტურებს მის უფლებას მონაწილეობა მიიღოს საერთო სამაგისტრო გამოცდებში.

9. საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათის გადაცემას მაგისტრანტობის კანდიდატებზე, საერთო სამაგისტრო გამოცდის დაწყების დღემდე, უზრუნველყოფს ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც დარეგისტრირდა შესაბამისი მაგისტრანტობის კანდიდატი.

10. საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში მიეთითება:

ა) საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილების ჩამონათვალი;

ბ) საგამოცდო ცენტრის დასახელება, სადაც მაგისტრანტობის კანდიდატი აპირებს საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარებას;

გ) საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილის ჩატარების თარიღი და რეგისტრაციის დაწყების დრო.

��� მუხლი 12. საინფორმაციო ბაზა

1. გამოცდების ეროვნული ცენტრი, სამაგისტრო გამოცდების ჩატარების მიზნით, ქმნის მაგისტრანტობის კანდიდატთა მონაცემების ელექტრონულ ბაზას.

2. გამოცდების ერონული ცენტრისთვის გადაგზავნილი ინფორმაციის სისრულეზე პასუხისმგებელია შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

��� მუხლი 13. დამკვირვებელთა რეგისტრაცია

1. საერთო სამაგისტრო გამოცდების ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარების მიზნით, საგამოცდო ცენტრებში გამოცდების მიმდინარეობას თვალყურს ადევნებენ დამკვირვებლები. დამკვირვებელთა რაოდენობის განსაზღვრა, მათი დანიშვნა და საგამოცდო ცენტრებში განაწილება ხდება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დამკვირვებელი შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ან დამოუკიდებელი ფიზიკური პირი, რომელმაც საერთო სამაგისტრო გამოცდების დაწყებამდე არა უგვიანეს 2 თვისა გააკეთა განაცხადი დამკვირვებლად რეგისტრაციის მოთხოვნით და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიენიჭა ან წილისყრით განესაზღვრა დამკვირვებლის სტატუსი.

3. დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად წილისყრა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ იმ პირთა რიცხვი, რომელთაც გააკეთეს განაცხადი საერთო სამაგისტრო გამოცდებში დამკვირვებლის რეგისტრაციის მოთხოვნით, აჭარბებს საგამოცდო ცენტრში/ცენტრებში გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ დამკვირვებელთა ზღვრულ ოდენობას. წილისყრის შედეგები ფორმდება ოქმით.

თავი IV

საერთო სამაგისტრო გამოცდა

��� მუხლი 14. საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების დრო და ადგილი

1. საგამოცდო ცენტრები განლაგებულია გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შენობებში.

2. საერთო სამაგისტრო გამოცდა მიმდინარეობს ორი დღის განმავლობაში, ერთდროულად ყველა საგამოცდო ცენტრში, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული განრიგის შესაბამისად.

3. საერთო სამაგისტრო გამოცდა ტარდება შესაბამისი წლის ივლისში.

4. ფორს-მაჟორის არსებობის შემთხვევაში გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება კონკრეტულ საგამოცდო ცენტრში საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარების ახალი ვადა.

��� მუხლი 15. საერთო სამაგისტო საგამოცდო პროცესზე დასწრება

1. საერთო სამაგისტრო გამოცდის მიმდინარეობის დროს საგამოცდო ცენტრში დაშვებელია მხოლოდ შემდეგი პირების ყოფნა:

ა) პირი, რომელსაც აქვს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი;

ბ) ადმინისტრატორი;

გ) ადმინისტრატორის თანაშემწე;

დ) კოორდინატორი;

ე) კურატორი;

ვ) მეთვალყურე;

ზ) დამკვირვებელი;

თ) რეგისტრატორი;

ი) დამხმარე პერსონალი.

2. საერთო სამაგისტრო გამოცდების მიმდინარეობის დროს საგამოცდო სექტორში ყოფნის უფლება აქვს:

ა) კურატორს;

ბ) მეთვალყურეს.

3. საერთო სამაგისტრო გამოცდების მიმდინარეობის დროს საგამოცდო სექტორში, საჭიროების შემთხვევაში, კურატორის ან მეთვალყურის თხოვნით, შესაძლებელია იმყოფებოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის საგამოცდო ცენტრში ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას, მას ეკრძალება ტესტის შინაარსთან დაკავშირებით მაგისტრანტობის კანდიდატის დახმარება ან მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა.

��� მუხლი 16. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია

1. საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ჩაბარების მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია:

ა) დროულად გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციაზე;

ბ) თან იქონიოს:

ბ.ა) საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;

ბ.ბ) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი;

ბ.გ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

2. საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატი გამოცდაზე არ დაიშვება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ბ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული მაგისტრანტობის კანდიდატი გამოცდაზე არ დაიშვება.

4. საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამოუცხადებლობა მაგისტრანტობის კანდიდატს უფლებას ართმევს მოითხოვოს დამატებითი გამოცდის ჩატარება, მიუხედავად იმისა, გამოცდაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.

5. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია მიმდინარეობს ერთი საათი.

6. იმ მაგისტრანტობის კანდიდატისთვის, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს (ფუნქციონალური დარღვევების მქონე პირები, გადამდები ინფექციური დაავადებების მქონე პირები და სხვა პირები) გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს მათ განთავსებას სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში.

7. მაგისტრანტობის კანდიდატმა ცნობა რაიმე ინფექციური დაავადების შესახებ გამოცდების ეროვნულ ცენტრში ან საგამოცდო ცენტრში უნდა წარმოადგინოს საერთო სამაგისტრო გამოცდის დაწყებამდე.

8. საერთო სამაგისტრო გამოცდაში რეგისტრაციის შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატი დაიკავებს ადგილს საგამოცდო სექტორში მისთვის განკუთვნილ სამუშაო მაგიდასთან.

��� მუხლი 17. საერთო სამაგისტრო გამოცდის დაწყება

1. საერთო სამაგისტრო გამოცდის დაწყებამდე მაგისტრანტობის კანდიდატების თვალწინ იხსნება ტესტების დალუქული შეკვრა.

2. მუშაობის დაწყებამდე მაგისტრანტობის კანდიდატი უნდა დარწმუნდეს, რომ მისთვის გადაცემული ტესტი არ არის დაზიანებული, რასაც იგი ადასტურებს საგამოცდო სექტორის უწყისში ხელმოწერით.

3. საერთო სამაგისტრო გამოცდის დაწყებამდე ხდება პასუხების ფურცლის დაშიფვრა ინდივიდუალური სისტემით.

4. საერთო სამაგისტრო გამოცდის დაწყებამდე მაგისტრანტობის კანდიდატს კურატორი/მეთვალყურე განუმარტავს საერთო სამაგისტრო გამოცდის მსვლელობისას მის უფლება-მოვალეობებს, გამოცდების ჩატარების, საგამოცდო ტესტის შევსების წესებს, რის შემდეგაც იწყება საგამოცდო დროის ათვლა. კურატორი და მეთვალყურე უზრუნველყოფენ, რომ დროის ათვლის დაწყებამდე მაგისტრანტობის კანდიდატს არ ჰქონდეს ტესტზე მუშაობის დაწყების საშუალება.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილისთვის გამოყოფილ დროს ადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრი.

��� მუხლი 18. მუშაობა საგამოცდო ტესტზე

1. ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში მაგისტრანტობის კანდიდატს შეუძლია გამოიყენოს ტესტურ დავალებათა რვეული, რომელიც რჩება საგამოცდო ცენტრში. ტესტურ დავალებათა რვეული საგამოცდო ტესტის შეფასებისას მხედველობაში არ მიიღება.

2. ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში მაგისტრანტობის კანდიდატს გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს გელიანი კალმით.

3. საერთო სამაგისტრო გამოცდის მსვლელობისას მაგისტრანტობის კანდიდატს უფლება აქვს თან იქონიოს:

ა) წყალი;

ბ) პირადი ჰიგიენის საგნები;

გ) ამ დებულების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ბ� ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.

4. საერთო სამაგისტრო გამოცდის მსვლელობისას მაგისტრანტობის კანდიდატს ეკრძალება:

ა) მობილური ტელეფონის, პეიჯერის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;

ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის � სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება;

გ) პასუხების ფურცლის შესავსებად ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გელიანი კალმის გარდა სხვა კალამის გამოიყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვა) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;

დ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა მაგისტრანტობის კანდიდატისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;

ე) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად;

ვ) მერხზე ტესტის რვეულის, პასუხების ფურცლის, საწერი კალამის და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის/პასპორტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება;

ზ) ტესტზე მუშაობის დაიწყება მეთვალყურის/კურატორის მითითების გარეშე;

თ) საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ ტესტზე მუშაობის გაგრძელება.

5. გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს საერთო სამაგისტრო გამოცდების მიმდინარეობაზე დაკვირვებას ვიდეოაღჭურვილობის მეშვეობით.

6. საგამოცდო დროის ამოწურვამდე სამუშაოს დამთავრების შემთხვევაში მაგისტრანტობის კანდიდატს უფლება აქვს ტესტურ დავალებათა რვეულისა და პასუხების ფურცლის ჩაბარების შემდეგ დატოვოს დარბაზი კურატორის ან მეთვალყურის თანხლებით.

7. საგამოცდო დროის ამოწურვის ან მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ სამუშაოს დასრულების შემდეგ კურატორი ამოწმებს თითოეული მაგისტრანტობის კანდიდატის ტესტურ დავალებათა რვეულის გვერდების რაოდენობას, პასუხების ფურცელზე შტრიხკოდის მთლიანობას და მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ უწყისში ხელმოწერის შემდეგ იბარებს მათ.

8. ჩაბარებული ტესტურ დავალებათა რვეულები და პასუხების ფურცლები იკვრება საგამოცდო სექტორში საგამოცდო დროის ამოწურვის დროს მყოფი მაგისტრანტობის კანიდატის თანდასწრებით, სექტორების მიხედვით, ილუქება და იგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

��� მუხლი 19. საერთო სამაგისტრო გამოცდის მსვლელობის წესის დარღევევა

1. საერთო სამაგისტრო გამოცდის მსვლელობისას მაგისტრანტობის კანდიდატი მიიღებს გაფრთხილებას:

ა) ამ დებულების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების გარდა სხვა ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში;

ბ) ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის ბ�- ზ� ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილება ფორმდება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

3. ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის გ� ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედების ჩადენის შემთხვევაში, გაფრთხილების მიცემასთან ერთად მაგისტრანტობის კანდიდატს ჩამოერთმევა პასუხების ფურცელი, რომლის ნაცვლად გადაეცემა სარეზერვო პასუხების ფურცელი.

4. ამ დებულების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით და მე-4 პუნქტის ბ�- ზ� ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის განმეორების შემთხვევაში მაგისტრანტობის კანდიდატი იხსნება გამოცდიდან, რაც ფორმდება ოქმით გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

5. გაფრთხილების გარეშე მაგისტრანტობის კანდიდატის გამოცდიდან მოხსნა შესაძლებელია:

ა) ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის ა� ქვეპუნქტით გათვალისწინებული აპარატურის აღმოჩენის შემთხვევაში;

ბ) წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში.

6. გაფრთხილების გარეშე მაგისტრანტობის კანდიდატის გამოცდიდან მოხსნა ფორმდება ოქმით გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

7. საგამოცდო პროცესის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დამკვირვებელი უფლებამოსილია, საგამოცდო პროცესში ჩარევის გარეშე, შეადგინოს ოქმი და გადასცეს ადმინისტრატორს.

��� მუხლი 20. მაგისტრანტობის კანდიდატთა ნაშრომების გასწორება

1. გამოცდების ეროვნულ ცენტრში საგამოცდო ცენტრიდან გაგზავნილი დალუქული პასუხების ფურცლები იხსნება, რეგისტრირდება, ხდება მათი სკანირება და განაწილება გამსწორებლებს შორის.

2. გამსწორებელთა ანონიმურობა დაცულია დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემის მეშვეობით.

3. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებით, საგამოცდო ტესტის თითოეული ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით:

ა) ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ა�, გ� და დ� ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტეტის ნაწილების პასუხების ფურცელები სწორდება კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით;

ბ) ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ბ� ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტეტის ნაწილის პასუხების ფურცლები სწორდება დამოუკიდებლად, მინიმუმ ორჯერ. შეფასებაში სხვაობის შემთხვევაში პასუხების ფურცელი გადაეცემა მესამე გამსწორებელს, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა.

4. პასუხების ფურცელი, რომლის შევსებისას გამოყენებული იქნება სხვა კალამი ან რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან, არ გასწორდება.

5. ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თ� ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხების ფურცელი არ გასწორდება.

6. მაგისტრანტობის კანდიდატის პასუხების ფურცელი სწორდება გამოცდების ეროვნული ცენტრის გამსწორებლის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.

7. საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგად მიღებული ქულები ქვეყნდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.

��� მუხლი 21. საგამოცდო ტესტებისა და საგამოცდო ტესტის პასუხების გამოქვეყნება

გამოცდების ეროვნული ცენტრი, საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარებიდან არა უგვიანეს 15 დღისა, უზრუნველყოფს საგამოცდო ტესტებისა და საგამოცდო ტესტის პასუხების გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას.

��� მუხლი 22. ვადები

ამ თავით გათვალისწინებული მოქმედებების შესრულების ვადებს, რომლებიც განსაზღვრული არ არის ამ დებულებით, ადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

თავი V

საერთო სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებით პრეტენზიების წარდგენა და განხილვა

��� მუხლი 23. საპრეტენზიო საბჭო და საპრეტენზიო კომისია

1. საერთო სააგისტრო გამოცდის ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიები განიხილება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო საბჭოს მიერ.

2. საპრეტენზიო საბჭო იხილავს საერთო სამაგისტრო გამოცდის:

ა) პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს;

ბ) საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს.

3. საპრეტენზიო საბჭო ამ მუხლის მე-2 პუნქტის ბ� ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებს საპრეტენზიო კომიისიის დასკვნის საფუძველზე.

4. საპრეტენზიო საბჭო შედგება 7 წევრისგან. საპრეტენზიო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს საზოგადოების წარმომადგენელი.

5. საპრეტენზიო კომისიების შემადგენლობას სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით.

��� მუხლი 24. საპრეტენზიო საბჭოს რეგლამენტი

1. საპრეტენზიო საბჭოს სხდომას იწვევს საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარე.

2. საპრეტენზიო საბჭოს სხდომებს უძღვება საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარე. საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.

3. საპრეტენზიო საბჭო პრეტენზიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს:

ა) ამ დებულების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა� ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით 5 დღის ვადაში;

ბ) ამ დებულების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ� ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით საპრეტენზიო კომისიის მიერ დასკვნის შედგენიდან 5 დღის ვადაში.

4. საპრეტენზიო საბჭო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს 2 დღის ვადაში უგზავნის გამოცდების ეროვნულ ცენტრს.

5. საპრეტენზიო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს დამსწრეთა უმრავლესობით.

6. საპრეტენზიო საბჭოს სხდომის შესახებ იწარმოება ოქმი, რომელიც ფორმდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან მეორე დღეს საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარისა და საპრეტენზიო საბჭოს მდივნის ხელმოწერით.

7. საპრეტენზიო საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერს საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარე.

8. საპრეტენზიო სამჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საპრეტენზო საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

9. გამოცდების ეროვნული ცენტრი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, საპრეტენზიო საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს საერთო სამაგისტრო გამოცდის პროცედურულ დარღვევებთან და შედეგებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

��� მუხლი 25. საერთო სამაგისტრო გამოცდის პროცედურული დარღვევების გასაჩივრება

1. საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე მაგისტრანტობის კანდიდატი უფლებამოსილია გამოცდის დღეს 21 საათამდე შეიტანოს საპრეტენზიო განაცხადი საპრეტენზიო საბჭოს სახელზე, საგამოცდო ცენტრის შენობაში, რომელიც 24 საათში გადაეცემა საპრეტენზიო საბჭოს.

2. მაგისტრანტობის კანდიდატი საპრეტენზიო განაცხადს საგამოცდო ცენტრში წარადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

3. პრეტენზიის წარდგენისას მაგისტრანტობის კანდიდატმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო-საიდენტიფიკა იო ბარათი და პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი. თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

4. საერთო სამაგისტრო გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს:

ა) პრეტენზიის წარმდგენი მაგისტრანტობის კანდიდატის უფლებების დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ;

ბ) მაგისტრანტობის სხვა კანდიდატის მიმართ ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ (მაგისტრანტობის კანდიდატის დახმარების აღმოჩენა და ა.შ).

5. გამოცდების ეროვნული ცენტრი გადაწყვეტილებას ორი დღის ვადაში აცნობებს მაგისტრანტობის კანდიდატს.

6. საგამოცდო პროცედურის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო საბჭომ შეიძლება მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატის უფლებების დარღვევის დადასტურებისას � მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე;

ბ) მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საგამოცდო პროცედურის დარღვევისას � მისი ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე;

გ) საგამოცდო პროცედურის მონაწილის მიერ საგამოცდო პროცედურის დარღვევისას � მისი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.

7. საპრეტენზიო საბჭოს მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტის გ� ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო პროცედურის მონაწილეს შეუწყვეტს ხელშეკრულებას. ამ შემთხვევაში საგამოცდო პროცედურის მონაწილეს არ აუნაზღაურებს საგამოცდო პროცედურის დარღვევის დღესა და შემდგომ დღეებში შესრულებულ სამუშაოს.

8. იმ შემთხვევაში, თუ საპრეტენზიო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მაგისტრანტობის კანდიდატის მიმართ უფლების დარღვევის თაობაზე და დაადგენს, რომ შეუძლებელია მისი ნაშრომის გასწორება, მაშინ მაგისტრანტობის კანდიდატი მომდევნო საერთო სამაგისტრო გამოცდებზე არ გადაიხდის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის საფასურს.

��� მუხლი 26. საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გასაჩივრება

1. მაგისტრანტობის კანდიდატს უფლება აქვს ტესტის ნაწილის შეფასების თაობაზე, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგად მიღებული ქულების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ განსაზღვრულ ადგილზე.

2. მაგისტრანტობის კანდიდატის საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს ტესტის ნაწილის იმ დავალების ნომერი, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია.

3. პრეტენზიის წარდგენისას მაგისტრანტობის კანდიდატმა თან უნდა იქონიოს:

ა) საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;

ბ) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი;

გ) ტესტის შეფასების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

დ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

4. საპრეტენზიო განაცხადები თავს იყრის გამოცდების ეროვნულ ცენტრში, სადაც ისინი დახარისხდება და დაიგზავნება შესაბამის საპრეტენზიო კომისიებში. საპრეტენზიო განაცხადს განიხილავს კომისიის წევრი, რომლის ანონიმურობა დაცულია დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემის მეშვეობით.

5. საპრეტენზიო კომისია განიხილავს მხოლოდ ტესტის ნაწილის იმ დავალების შეფასების სისწორეს, რომელიც მითითებული იყო საპრეტენზიო განაცხადში. საპრეტენზიო განაცხადში ტესტის ნაწილის ან დავალების ნომრის მითითების არარსებობის შემთხვევაში განიხილება შესაბამისად ტესტში ან ტესტის ნაწილში შემავალი ყველა დავალების შეფასების სისწორე.

6. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საპრეტენზიო კომისიის დასკვნა საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის პროცესის დასრულებიდან 10 დღის ვადაში ეგზავნება საპრეტენზიო საბჭოს.

7. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განმცხადებლებს ეცნობებათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ადგილზე საპრეტენზიო განცხადებების წარმოდგენის პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 20 დღისა.

თავი VI

საერთო სამაგისტრო გამოცდის საბოლოო შედეგები

��� მუხლი 27. საერთო სამაგისტრო გამოცდის საბოლოო შედეგები

1. ამ დებულების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ� ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრეტენზიების განხილვის დროს მიღებული გადაწყვეტილებების გამოცდების ეროვნულ ცენტრში გადაგზავნის შემდეგ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ამ დებულებით დადგენილი წესით გამოითვლება საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილის ნორმირებული ქულა და დგება იმ მაგისტრანტობის კანდიდატთა სია, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საერთო სამაგისტრო გამოცდა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სია, მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად მოპოვებული ნორმირებული ქულების მითითებით, საპრეტენზიო საბჭოს მიერ საპრეტენზიო განაცხადების განხილვის დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღისა ცენტრის მიერ გადაიგზავნება სამინისტროში დასამტკიცებლად.

3. სამინისტრო 3 დღის ვადაში ამტკიცებს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გადმოგზავნილ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სიებს და უგზავნის გამოცდების ეროვნულ ცენტრს. გამოცდების ეროვნული ცენტრი 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ სიების გადაგზავნას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

4. სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული სია გამოქვეყნდება სამინისტროს და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდებზე.

��� მუხლი 28. საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი და საერთო სამაგისტრო გამოცდების ქულების მოქმედების ვადა

1. საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მაგისტრანტობის კანდიდატს ეძლევა საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი, მიღებული ქულების მითითებით.

2. მაგისტრანტობის კანდიდატს შეუძლია მის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტში მიღებული ქულა გამოიყენოს სამი წლის განმავლობაში. მაგისტრანტობის კანდიდატთა რანჟირება ხორციელდება ყოველწლიურად, იმ წლის კონკურსის გათვალისწინებით.

3. მაგისტრანტობის კანდიდატს უფლება აქვს განმეორებით გავიდეს საერთო სამაგისტრო გამოცდაზე და სცადოს გააუმჯობესოს ადრე მიღებული შედეგები. ამ შემთხვევაში მხედველობაში მიიღება მხოლოდ განმეორებითი გამოცდისას მიღებული შეფასებები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი უფრო დაბალია, ვიდრე წინა წელს მიღწული შედეგები.

თავი VII

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდა/გამოცდები

��� მუხლი 29. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების წესი

1. საერთო სამაგისტრო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატი გადის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩაბარების მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რექტორის აქტით განსაზღვრული წესით და დადგენილ ვადაში. მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის პერიოდის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის თაობაზე რექტორის აქტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან 10 კალენდარულ დღეზე ნაკლები.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მის მიერ განსაზღვრულ გამოცდას/გამოცდებს ატარებს მის მიერ წინასწარ განსაზღვრულ შენობაში.

4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვა პროცედურულ საკითხებს ადგენს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის თაობაზე რექტორის აქტს და მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამცდების შედეგებს აქვეყნებს მის ოფიციალურ ვებგვერდზე.

��� მუხლი 30. პრეტენზიის წარდგენა და განხილვა

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე საპრეტენზიო განცხადებებს განიხილავს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

2. მაგისტრანტობის კანდიდატი საპრეტენზიო განაცხადს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ ვადაში. პრეტენზიების წარდგენის პერიოდის ხანგრძლივობა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამ ცდების შედეგების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან, არ შეიძლება იყოს 3 კალენდარულ დღეზე ნაკლები.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საპრეტენზიო განცხადებებს განიხილავს მის მიერ შექმნილი საპრეტენზიო საბჭოს მიერ. საპრეტენზიო საბჭო არ შეიძლება შედგებოდეს იმ პირებისაგან, რომლებსაც მონაწილეობა აქვთ მიღებული მაგისტრანტობის კანიდატების შეფასებაში.

��� მუხლი 31. სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირება

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ქმნის სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტს.

2. სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდება მხოლოდ ის მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელმაც საერთო სამაგისტრო გამოცდა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდა/გამოცდები წარმატებით ჩააბარა.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტს ქმნის შესაბამის სპეციალობაზე/სპეციალობების სამაგისტრო პროგრამებზე მაგისტრანტობის კანდიდატთა გამოცხადებული ადგილების რაოდენობის, მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ მიღებული ნორმირებული ქულისა და მის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილებისთვის ან/და მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდისთვის მინიჭებული კოეფიციენტის/კოეფიციენტების, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, ტესტის ნაწილების ან/და გამოცდის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით.

4. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საერთო სამაგისტრო გამოცდას მიანიჭებს კოეფიციენტებს, მაგისტრანტობის კანდიდატის საკონკურსო ქულა გამოითვლება შემდეგი წესის დაცვით:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში მიღებული ქულა იყოფა ამ გამოცდის მაქსიმალურ ქულაზე და მიიღება ნორმირებული ქულა;

ბ) ამ დებულების 27-ე მუხლის პირველი პუნქტით და ამ პუნქტის ა� ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმირებული ქულა გადამრავლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ტესტის ნაწილებისთვის/გამოცდებისთვის წინასწარ განსაზღვრულ კოეფიციენტებზე და მიიღება საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული შესაბამისი გამოცდის/გამოცდების კონკრეტული ქულა;

გ) მაგისტრანტობის კანდიდატთა მიერ სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ამ პუნქტის ბ� ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკრეტული ქულები ჯამდება და მიიღება მაგისტრანტობის კანდიდატის საკონკურსო ქულა.

5. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ამ დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მის მიერ განსაზღვრულ გამოცდას/გამოცდებს მიანიჭებს კოეფიციენტებს, მაგისტრანტობის კანდიდატის საკონკურსო ქულა გამოითვლება შემდეგი წესის დაცვით:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში მიღებული ქულა იყოფა ამ გამოცდის მაქსიმალურ ქულაზე და მიიღება ნორმირებული ქულა;

ბ) ამ პუნქტის ა� ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმირებული ქულა გადამრავლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, სამაგისტრო გამოცდებისთვის წინასწარ განსაზღვრულ კოეფიციენტზე/კოეფიციენტებზე და მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული შესაბამისი გამოცდის/გამოცდების კონკრეტული ქულა;

გ) მაგისტრანტობის კანდიდატთა მიერ სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ამ პუნქტის ბ� ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკრეტული ქულა/ქულები ჯამდება და მიიღება მაგისტრანტობის კანდიდატის საკონკურსო ქულა.

6. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის სპეციალობაზე/სპეციალობის პროგრამულ მიმართულებაზე მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის პროცესში აღმოჩნდება, რომ ბოლო ადგილზე ამ მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტების შესაბამისად, რანჟირებული მაგისტრანტობის კანდიდატების ნუსხიდან, ტესტის ნაწილების/გამოცდების პრიორიტეტების გათვალისწინების შემდეგ თანაბარი ჩარიცხვის უფლება აქვს ორ ან მეტ მაგისტრანტობის კანდიდატს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის შედეგად მისთვის გამოყოფილი მისაღებ სტუდენ თა ადგილების რაოდენობის ფარგლებში ამ სპეციალობისათვის/სპეციალობის პროგრამული მიმართულებისთვის ადგილების დამატების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ არსებობს ვაკანტური ადგილი აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში, გამოცდების ეროვნული ცენტრი მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს. აკრედიტაციის ცენტრი გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართვის საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უმატებს მისაღებ სტუდენტთა ადგილებს იმ რაოდენობით, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული თანაბარქულიანი მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩასარიცხად. ამ შემთხვევაში ეს რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

��� მუხლი 32. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა

1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა ხდება სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე.

2. მაგისტრანტობის კანდიდატთა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის � დიპლომის და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

3. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვა ფორმდება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მაგისტრანტობის კანდიდატს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

4. იმ პირების თაობაზე, რომლებთანაც გაფორმდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ არა უგვიანეს პირველი ნოემბრისა დგება რექტორის ერთიანი აქტი.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ერთიანი აქტის გამოცემის შემდეგ პირი ხდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი � მაგისტრანტი.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ერთიანი აქტი გამოცემიდან 5 დღის ვადაში იგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრში და აკრედიტაციის ცენტრში.

7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ერთიანი აქტის ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობის შემთხვევაში შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრანტი ვერ მოიპოვებს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტს.

თავი VIII

გარდამავალი დებულებები���

��� მუხლი 33. გარდამავლი დებულებები

1. 2009 წელს ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანება ნებაყოფლობითია კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის � აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის და �უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის � ახლად დაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის.

2. აკრედიტებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ და უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულმა კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა � ახლად დაფუძნებულმა ლიცენზირებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, წერილობითი განცხადება ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანების თაობაზე გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარადგინოს ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში.

3. 2009 წელს ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საერთო სამაგისტრო გამოცდებამდე ჩაატაროს მაგისტრანტობის კანდიდატისთვის განსაზღვრული გამოცდა/გამოცდები. ამ შემთხვევაში მაგისტრანტობის კანდიდატების შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვაზე ვრცელდება ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

4. სამინისტროს და გამოცდების ეროვნული ცენტრს უფლება აქვს 2009 წლის სამაგისტრო გამოცდისთვის დაადგინოს ამ დებულებისგან განსხვავებული ვადები.

დანართი 2

სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესი

��� მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო

ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის (შემდგომში � გრანტის) განაწილების წესსა და პირობებს.

��� მუხლი 2. გრანტის მოპოვების საფუძველი

1. მაგისტრანტობის კანდიდატი გრანტს მოიპოვებს საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგად მიღებული აბსოლუტური ქულის საფუძველზე.

2. მაგისტრანტობის კანდიდატი გრანტს მოიპოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახავს ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) მე-5 მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვრებს.

3. მაგისტრანტობის კანდიდატის აბსოლუტური ქულა გამოითვლება შემდეგი წესის დაცვით:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მიღებული ქულა იყოფა საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილის მაქსიმალურ ქულაზე და ტესტის თითოეული ნაწილისთვის მიიღება ნორმირებული ქულა;

ბ) მაგისტრანტობის კანდიდატთა მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ამ პუნქტის ა� ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმირებული ქულები ჯამდება და მიიღება მაგისტრანტობის კანდიდატის აბსოლუტური ქულა.

4. საერთო სამაგისტრო გამოცდის საფუძველზე ხდება ორი სახის აბსოლუტური რანჟირება:

ა) საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირება აბსოლუტური ქულით;

ბ) საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირება აბსოლუტური ქულით თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისა ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით.

5. გრანტს ვერ მოიპოვებს ის პირი:

ა) რომელსაც ის ერთხელ უკვე მოპოვებული აქვს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე;

ბ) რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა საერთო სამაგისტრო გამოცდაში, მაგრამ იმ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, რომლის მაგისტრატურაში ჩაირიცხა პირი, ცენტრს არ მიაწოდა ან ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 32-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, გარდა ამ ბრძანებით დადგენილი გამონაკლისებისა, მიაწოდა ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტი;

გ) რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა საერთო სამაგისტრო გამოცდაში, მაგრამ ვერ ჩაირიცხა შესაბამის წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში.

��� მუხლი 3. საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირება აბსოლუტური ქულით

1. საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად გრანტს მოიპოვებენ ის მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მოპოვებული აბსოლუტური ქულის მიხედვით რანჟირებულ მაგისტრანტობის კანდიდატთა სიაში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მაგისტრანტობის კანდიდატისთვის გამოყოფილი გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში უმაღლესი ქულები ექნებათ.

2. საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირებას აბსოლუტური ქულით სამაგისტრო გამოცდის დასრულების შემდეგ ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი � გამოცდების ეროვნული ცენტრი (შემდგომში � ცენტრი).

��� მუხლი 4. საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირება აბსოლუტური ქულით თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისა ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით

1. თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისა ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით გრანტს მოიპოვებენ ის მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებსაც საერთო სამაგისტრო გამოცდაში მოპოვებული აბსოლუტური ქულებისა და საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების გათვალისწინებით რანჟირებულ მაგისტრანტობის კანდიდატთა სიებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის გამოყოფილი გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებელის ფარგლებში უმაღლესი ქულები ექნებათ.

2. საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირებას აბსოლუტური ქულით, თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისა ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით, ახორციელებს ცენტრი.

��� მუხლი 5. აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტი

1. აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტი ცენტრის მიერ შემუშავდება ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტის საფუძველზე.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიან აქტთან ერთად ცენტრს წარუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის � განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის თანხმობის წერილი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებთან სპეციალობის/სპეციალობების ჩამონათვალის შესაბამისობის თაობაზე.

3. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მაგისტრანტობის კანდიდატთა აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტში არ შეიყვანება:

ა) უცხო ქვეყნის მოქალაქე;

ბ) პირი, რომელსაც უკვე მოპოვებული აქვს გრანტი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით წარმოდგენილი დოკუმენტის შემდეგ ცენტრი 15 დღის ვადაში ადგენს ამ წესის მე-2 მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებულ აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტებს და აგზავნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დასამტკიცებლად.

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 15 დღის ვადაში ამტკიცებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტებს.

6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტები დაუყოვნებლივ ქვეყნდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.

44. 24/12/2024 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 204/ნ - ვებგვერდი, 25/12/2024 43. 27/09/2024 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 149/ნ - ვებგვერდი, 30/09/2024 42. 19/06/2024 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 107/ნ - ვებგვერდი, 20/06/2024 41. 02/11/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 98/ნ - ვებგვერდი, 03/11/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 40. 13/12/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 133/ნ - ვებგვერდი, 14/12/2022 39. 01/07/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 80/ნ - ვებგვერდი, 01/07/2022 38. 01/10/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 86/ნ - ვებგვერდი, 01/10/2021 37. 28/06/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 38/ნ - ვებგვერდი, 29/06/2021 36. 28/05/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 25/ნ - ვებგვერდი, 31/05/2021 35. 04/08/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 87/ნ - ვებგვერდი, 05/08/2020 34. 02/07/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 74/ნ - ვებგვერდი, 02/07/2020 33. 31/01/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 16/ნ - ვებგვერდი, 31/01/2020 32. 30/07/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 157/ნ - ვებგვერდი, 01/08/2019 31. 12/07/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 143/ნ - ვებგვერდი, 15/07/2019 30. 23/04/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 77/ნ - ვებგვერდი, 24/04/2019 29. 21/03/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 51/ნ - ვებგვერდი, 25/03/2019 28. 29/06/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 98/ნ - ვებგვერდი, 29/06/2018 27. 31/05/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 79/ნ - ვებგვერდი, 01/06/2018 26. 28/03/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 37/ნ - ვებგვერდი, 29/03/2018 25. 29/01/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 04/ნ - ვებგვერდი, 29/01/2018 24. 31/05/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 53/ნ - ვებგვერდი, 31/05/2016 23. 30/05/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 51/ნ - ვებგვერდი, 31/05/2016 22. 18/02/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 15/ნ - ვებგვერდი, 18/02/2016 21. 25/11/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 152/ნ - ვებგვერდი, 26/11/2015 20. 14/04/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 35/ნ - ვებგვერდი, 15/04/2015 19. 12/11/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 148/ნ - ვებგვერდი, 12/11/2014 18. 09/10/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 135/ნ - ვებგვერდი, 09/10/2014 17. 27/02/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 22/ნ - ვებგვერდი, 04/03/2014 16. 13/02/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 17/ნ - ვებგვერდი, 13/02/2014 15. 06/01/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01/ნ - ვებგვერდი, 08/01/2014 14. 11/11/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 172/ნ - ვებგვერდი, 12/11/2013 13. 23/09/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 146/ნ - ვებგვერდი, 23/09/2013 12. 16/07/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 94/ნ - ვებგვერდი, 18/07/2013 11. 04/07/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 85/ნ - ვებგვერდი, 05/07/2013 10. 28/03/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 44/ნ - ვებგვერდი, 29/03/2013 9. 27/09/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 201/ნ - ვებგვერდი, 27/09/2012 8. 05/09/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 172/ნ - ვებგვერდი, 07/09/2012 7. 30/07/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 152/ნ - ვებგვერდი, 03/08/2012 6. 13/07/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 138/ნ - ვებგვერდი, 16/07/2012 5. 20/06/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 117/ნ - ვებგვერდი, 21/06/2012 4. 01/02/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 23/ნ - ვებგვერდი, 03/02/2012 3. 24/02/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 26/ნ - ვებგვერდი, 240211, 24/02/2011 2. 04/11/2009 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 962 - სსმ, 136, 04/11/2009 1. 03/06/2009 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 367 - სსმ, 68, 03/06/2009