„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 962
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 04/11/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 136, 04/11/2009
სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.013.724
  • Word
962
04/11/2009
სსმ, 136, 04/11/2009
430.030.000.22.022.013.724
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.013.724

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №962

2009 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში (სსმ III, 22.04.2009 წ., №49, მუხ. 555) შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. დანართი №1-ით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების 32-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-7 პუნქტი;

2. დანართი №2-ით დამტკიცებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის:

ა) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა საერთო სამაგისტრო გამოცდაში, მაგრამ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, რომლის მაგისტრატურაში ჩაირიცხა პირი, ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს გამოცდების ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – ცენტრი) არ მიაწოდა ან მიაწოდა ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 32-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ;“;

ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირებას აბსოლუტური ქულით სამაგისტრო გამოცდის დასრულების შემდეგ ახორციელებს ცენტრი.“;

გ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21, 22, 23 , 24 და 25 პუნქტები:

,,21. თუ მაგისტრანტს ჩაბარებული აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ორ ან რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, მისი დაფინანსება ხორციელდება აბსოლუტური ქულით რანჟირების საფუძველზე მის მიერ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებს შორის განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად.

22. მაგისტრანტი ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტის დადგენის მიზნით, შესაბამისი წლის 10 ნოემბრამდე ცენტრში წარადგენს განცხადებას, რომელშიც უთითებს საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების ჩამონათვალს პრიორიტეტების შესაბამისად.

23. თუ მაგისტრანტი ვერ მოიპოვებს გრანტს მის მიერ ამ მუხლის 22 პუნქტით გათვლისწინებულ განცხადებაში მითითებულ პირველ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, მაშინ მისი დაფინანსების საკითხი განიხილება განცხადებაში მითითებულ მეორე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე და ა.შ. მაგისტრანტის მიერ განცხადებაში მითითებულ რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე გრანტის მოპოვების შემთხვევაში, განცხადებაში მითითებულ მომდევნო საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე მისი დაფინანსების საკითხი არ განიხილება.

24. ცენტრში ამ მუხლის 22 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მაგისტრანტის მიერ ამავე პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარუდგენლობისას, მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, აბსოლუტური ქულით რანჟირება პირველ რიგში ხორციელდება იმ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, რომელზეც შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მეტი თანხა განაწილდა.

25. მაგისტრანტი, რომელიც შესაბამის წელს ჩაირიცხება ორი ან რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთსა და იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, ვალდებულია შესაბამისი წლის 10 ნოემბრამდე ცენტრში წარადგინოს განცხადება, თუ რომელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სურს მიიღოს გრანტი.“;

დ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ცენტრის მიერ მაგისტრანტობის კანდიდატთა აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტში არ შეიყვანება:

ა) უცხო ქვეყნის მოქალაქე;

ბ) პირი, რომელსაც უკვე მოპოვებული აქვს გრანტი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

გ) პირი, რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა საერთო სამაგისტრო გამოცდაში, მაგრამ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, რომლის მაგისტრატურაში ჩაირიცხა პირი, ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტი ცენტრს არ მიაწოდა ან მიაწოდა ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 32-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია