„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 13/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016751
17/ნ
13/02/2014
ვებგვერდი, 13/02/2014
430030000.22.022.016751
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №17/ნ

2014 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

 

,,სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
,,სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანების (სსმ III, 22.04.2009 წ., №49, მუხ. 555) პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ ,,სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებაში“ შეტანილი იქნეს ცვლილება და დებულების:  

1. მე-4 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,21. სამაგისტრო გამოცდის წლის პირველ თებერვლამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამისი საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ერთ-ერთი შემდეგი ტიპი:

ა) A ტიპის ტესტი;

ბ) B ტიპის ტესტი;

გ) C ტიპის ტესტი;

დ) D ტიპის ტესტი;

ე) E ტიპის ტესტი.“.

2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 10. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მაგისტრანტობის კანდიდატთა მიღების გამოცხადება

1. მაგისტრანტობის კანდიდატთა მიღების მიზნით ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სამაგისტრო გამოცდების ჩატარების წლის 10 თებერვლამდე საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (შემდგომში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) წარადგენს სპეციალურ ანკეტა-კითხვარსა (შემდგომში – ანკეტა) და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის ანოტაციას (შემდგომში – ანოტაცია).

2. ანკეტის ფორმა მტკიცდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ანკეტის ფორმა განთავსდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდებზე, არა უგვიანეს სამაგისტრო გამოცდის წლის პირველ თებერვლამდე.

3. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ამოწმებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“, ,,ვ“, ,,ზ“ და ,,მ“ ქვეპუნქტებში ასახული ინფორმაციის სისწორეს, ,,ე“ ქვეპუნქტში მითითებული რაოდენობის შესაბამისობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა ზღვრულ რაოდენობასთან მიმართებით და ანოტაციაში მოცემული სამაგისტრო პროგრამების შესაბამისობას საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებთან და შესაბამისი წლის 20 თებერვლამდე დამოწმებულ ანკეტას აგზავნის შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

4. ანკეტაში მითითებული უნდა იყოს:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივი ფორმა და სრული დასახელება;

ბ) საფოსტო მისამართი;

გ) ტელეფონი (ფაქსი, ელ. ფოსტის მისამართი);

დ) ხელმძღვანელი პირების ვინაობა მათი საკონტაქტო ტელეფონის მითითებით;

ე) სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი, რომელზეც შესაბამის წელს მოხდება მაგისტრანტობის კანდიდატთა მიღება და თითოეულ მათგანზე განსაზღვრული ადგილების რაოდენობა;

ვ) მისანიჭებელი კვალიფიკაციის დასახელება;

ზ) ინფორმაცია აკრედიტებულია თუ ავტორიზებული საგანმანათლებლო პროგრამა;

თ) გადაწყვეტილება საერთო სამაგისტრო გამოცდის თითოეული ტესტის ნაწილისთვის ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გაზრდის თაობაზე სამაგისტრო პროგრამის მითითებით;

ი) თითოეული სამაგისტრო პროგრამისთვის სწავლის წლიური საფასურის შესახებ;

კ) სამაგისტრო პროგრამების მიხედვით:

კ.ა) ამ დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილებისთვის და მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდებისთვის ამ დებულებით დადგენილი წესით კოეფიციენტების განაწილების თაობაზე, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე ტესტის ნაწილების/გამოცდის პრიორიტეტი;

კ.ბ) ამ დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების არმინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდებისთვის ამ დებულებით დადგენილი წესით კოეფიციენტების განაწილების თაობაზე, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, გამოცდის პრიორიტეტი;

ლ) ტესტის იმ ნაწილის/ნაწილების ჩამონათვალი, რომელშიც მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა გადალახოს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი/ზღვრები იმისთვის, რომ მაგისტრანტობის კანდიდატმა მონაწილეობის მიღების უფლება მოიპოვოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში;

მ) სამაგისტრო პროგრამის შესაბამისობა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებთან;

ნ) სამაგისტრო პროგრამის შესაბამისი საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი;

ო) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.

5. ანოტაციაში მითითებული უნდა იყოს:

ა) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება, მიზანი და სწავლის შედეგი;

 ბ) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობა კრედიტებში;

გ) ინფორმაცია სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დამტკიცების შესახებ.“.

3. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტები:

,,6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია 5 სექტემბრამდე შეცვალოს/დაამატოს საერთო სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაცია და დოკუმენტები.

7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  ანკეტაში დაფიქსირებული ინფორმაციის შეცვლის, ასევე ახალი სამაგისტრო  პროგრამის დამატების/წარდგენის შემთხვევაში ვალდებულია 5 სექტემბრამდე  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინოს განახლებული ანკეტა და ანოტაცია.

8. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ამოწმებს ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორესა და ანოტაციაში მოცემული პროგრამების შესაბამისობას საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებთან და შესაბამისი წლის 15 სექტემბრამდე დამოწმებულ ანკეტას აგზავნის შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

9. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შესაბამის წელს ვერ მიიღებს მაგისტრანტობის კანდიდატს, თუ ის ამ მუხლის პირველი ან/და მე-6 პუნქტებით დადგენილ ვადებში არ წარადგენს ანკეტას და ანოტაციას.

10. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ანკეტას განათავსებს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე.“.

4. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

,,3. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია ამ ბრძანებით გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემებით.“.

მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებამდე სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2014 წლის სამაგისტრო გამოცდებისათვის გატარებული შესაბამისი ღონისძიებები ჩაითვალოს ,,სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანების შესაბამისად განხორციელებულად.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე