„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 04/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 29/01/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.017465
04/ნ
29/01/2018
ვებგვერდი, 29/01/2018
430030000.22.022.017465
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №04/ნ

2018 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

 

,,სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანების (სსმ III, 22.04.2009 წ., №49, მუხ. 555):
1. პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1):

ა) მე-10 მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მაგისტრანტობის კანდიდატთა მიღების მიზნით ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სამაგისტრო გამოცდების ჩატარების წლის პირველი თებერვლიდან 10 თებერვლამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში (შემდგომში სპეციალური ელექტრონული პროგრამა) ელექტრონული ფორმით ასახავს სპეციალურ ანკეტა-კითხვარს (შემდგომში ანკეტა) და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის ანოტაციას (შემდგომში ანოტაცია).“;

ა.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება სპეციალური ელექტრონული პროგრამის წარმოების წესი, მათ შორის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაზე წვდომის/დაშვების, ინფორმაციის ასახვის/შეტანის და ინფორმაციის დამუშავების წესები და პირობები.“;

ა.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) ამოწმებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“, „ზ“ და „მ“ ქვეპუნქტებში ასახული ინფორმაციის სისწორეს, „ე1“  ქვეპუნქტში მითითებული რაოდენობის შესაბამისობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა ზღვრულ რაოდენობასთან მიმართებით და ანოტაციაში მოცემული სამაგისტრო პროგრამების შესაბამისობას საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებთან და შესაბამისი წლის 20 თებერვლამდე სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ამოწმებს ანკეტას.“;

ა.დ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ანკეტაში:

ა) ცენტრი სამაგისტრო გამოცდის ჩატარების წლის პირველ თებერვლამდე ასახავს:

ა.ა) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საგანმანათლებლო დაწესებულების რეესტრიდან მოწოდებული მონაცემების საფუძველზე - ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას;

ა.ბ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება:

ბ.ა) ასახავს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“-„მ“ და „ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას;

ბ.ბ) აღნიშნავს იმ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელზეც შესაბამის წელს აქვს მაგისტრანტობის კანდიდატების მიღების სურვილი.“;

ა.ე) მე-6-მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია შეცვალოს/დაამატოს საერთო სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაცია.

7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ანკეტაში დაფიქსირებული ინფორმაციის შეცვლის, ასევე ახალი სამაგისტრო პროგრამის დამატების/წარდგენის შემთხვევაში ვალდებულია სამაგისტრო გამოცდის წლის 5 სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ასახოს განახლებული ანკეტა და ანოტაცია.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შესაბამისი წლის 25 სექტემბრამდე სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ამოწმებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“, „ზ“ და „მ“ ქვეპუნქტებში ასახული ინფორმაციის სისწორეს, „ე1“  ქვეპუნქტში მითითებული რაოდენობის შესაბამისობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა ზღვრულ რაოდენობასთან მიმართებით და ანოტაციაში მოცემული სამაგისტრო პროგრამების შესაბამისობას საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებთან.

9. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საგანმანათლებლო პროგრამაზე შესაბამის წელს ვერ მიიღებს მაგისტრანტობის კანდიდატს, თუ ის ამ მუხლის პირველი ან/და მე-7 პუნქტებით დადგენილ ვადებში არ ასახავს ანკეტას და ანოტაციას სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.“;

ბ) 27-ე მუხლის:

ბ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის შესაბამის სიებს საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 2 დღის ვადაში ამტკიცებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი და არაუგვიანეს 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ სიების ატვირთვას სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.“;

ბ.ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) 32-ე მუხლის:

გ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმ პირების თაობაზე, რომლებთანაც გაფორმდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, დგება რექტორის ერთიანი აქტი. რექტორის ერთიან აქტში მითითებულია მაგისტრანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საერთო სამაგისტრო გამოცდის საიდენტიფიკაციო კოდი, საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც მაგისტრანტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სამაგისტრო გამოცდის წლის 5 ოქტომბრამდე სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ასახავს ინფორმაციას ჩარიცხული პირების შესახებ ამ დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური ელექტრონული პროგრამის წარმოების წესის შესაბამისად .“;

გ.ბ) 41 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) 33-ე მუხლის მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. 2018 წელს ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ანკეტის დამოწმებას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს 2018 წლის 23 თებერვლის ჩათვლით.“.

2. ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის“ (დანართი N2):

ა)  მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა საერთო სამაგისტრო გამოცდაში, მაგრამ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, რომლის მაგისტრატურაში ჩაირიცხა პირი, ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტი ცენტრის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში (შემდგომში სპეციალური ელექტრონული პროგრამა) არ ასახა ან ასახა ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ.“;

ბ) მე-5 მუხლის:

ბ.ა) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პირი, რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა საერთო სამაგისტრო გამოცდაში, მაგრამ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, რომლის მაგისტრატურაში ჩაირიცხა პირი, ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტი სპეციალურ ელექტრონული პროგრამაში არ ასახა ან ასახა ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ.“;

ბ.ბ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტის შემუშავების დროს ცენტრი ეყრდნობა:

ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში სამაგისტრო გრანტის მაგისტრანტობის კანდიდატებზე გაცემის თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომელსაც მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ცენტრის მიერ მოთხოვნილი ფორმით გადასცემს ცენტრს;

ბ) საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსის თაობაზე ინფორმაციას, რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სამაგისტრო გამოცდის ჩატარების წლის 25 სექტემბრამდე ასახავს სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი