დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 98/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 02/11/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/11/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.018353 |
|
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის შესაბამისად ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებით (სსმ III, 22.04.2009 წ., №49, მუხ. 555) დამტკიცებული:
1. „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1)“ 31-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები: „8. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წინაპირობების დაცვით, სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში გაითვალისწინოს მაგისტრანტობის ის კანდიდატიც, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებულად ჩაბარებულად სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ჩაეთვალა. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული მაგისტრანტობის კანდიდატის გათვალისწინება სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში დასაშვებია მხოლოდ ცენტრის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მომდევნო საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ასახვამდე.“; 2. „სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის (დანართი №2)“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) პირი, რომელიც სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდა ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 31-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 28 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები