,,სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 79/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 31/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.017538
79/ნ
31/05/2018
ვებგვერდი, 01/06/2018
430030000.22.022.017538
,,სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №79/ნ

2018 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

 

,,სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის,  უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ემუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანების (სსმ III, 22.04.2009 წ., №49, მუხ. 555) პირველი  პუნქტის:

1.  „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების“ (დანართი№1):

ა) მე-12 მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები: 

„4. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრირებულ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ/მოთავსებულ პირთა მონაცემთა ბაზების ფორმირებისა და მათი საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღების მიზნით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიაწოდოს და ამავე სამინისტროდან მიიღოს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ/მოთავსებულ იმ პირთა თაობაზე ინფორმაცია, რომლებიც რეგისტრირებული არიან საერთო სამაგისტრო გამოცდებზე.

5. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, მომართვის შემთხვევაში, მიაწოდოს ინფორმაცია მის მიერ მოწოდებულ სიაში არსებულ პირთა საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის ან/და საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების თაობაზე.“;

 ბ) მე-18 მუხლის:

ბ.ა) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ  დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სპეციფიკაციების შესაბამისი გელიანი (ე.წ. ტუშის) კალამი, რომლის გამოყენება შეუძლია ტესტირების დროს, ცენტრის მიერ გადაცემული კალმის ნაცვლად. “;

 ბ.ბ) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პასუხების ფურცლის შესავსებად ამ მუხლით განსაზღვრული კალმის გარდა სხვა კალმის გამოყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვ.) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა,  რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;“;

 გ) მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)  ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტესტის ნაწილის პასუხების ფურცელი სწორდება ორი დამოუკიდებელი გამსწორებლის მიერ, დამოუკიდებლად მინიმუმ ორჯერ და მეორე გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა. პასუხების ფურცელში შემავალი ტესტური დავალების შეფასებაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი სხვაობის შემთხვევაში შესაბამისი ტესტური დავალება სწორდება მესამე გამსწორებლის მიერ. მესამედ გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა.“;

 დ) მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პასუხების ფურცელი, რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან, არ გასწორდება.“;

 ე) 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მაგისტრანტობის კანდიდატი საპრეტენზიო განაცხადს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ ვადაში.“.

 2. „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის“:

ა) მე-5 მუხლის:

ა.ა) 31 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა) მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში, მოთხოვნილი ფორმით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს აწვდის მაგისტრანტობის კანდიდატების თაობაზე ინფორმაციას, კერძოდ, მოპოვებული ან/და გამოყენებული ჰქონდა თუ არა მაგისტრანტობის კანდიდატს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი.“;

 ა.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტით დამტკიცებული სიების ატვირთვას სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი