„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 117/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 20/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016383
  • Word
117/ნ
20/06/2012
ვებგვერდი, 21/06/2012
430030000.22.022.016383
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №117/ნ

2012 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

  მუხლი 1. „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანების (სსმ III, 22.04.2009წ., №49, მუხ. 555, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.013.018) პირველი პუნქტის ა” ქვეპუნქტით დამტკიცებულ სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებაში” შეტანილ იქნეს ცვლილება და თავი V ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი V

საერთო სამაგისტრო ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების წარდგენა და განხილვა

    მუხლი 23. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის უფლება

1. მაგისტრანტობის კანდიდატს უფლება აქვს წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან  დაკავშირებით, ამ თავით დადგენილი წესით.

2. სრულწლოვანი მაგისტრანტობის კანდიდატის ნაცვლად საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის შეტანა შეუძლია პირს, რომელიც წარმოადგენს ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას.

    მუხლი 24. საპრეტენზიო განაცხადის მიღებაზე უფლებამოსილი ორგანო

1. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადი წარედგინება საგამოცდო ცენტრის შენობაში.

2. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან  დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადი წარედგინება ელექტრონული ფორმით ონლაინ რეჟიმში, გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა www.naec.ge და სამსახურის ვებგვერდის online.naec.ge  გამოყენებით.

    მუხლი 25. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და წარდგენა

1. მაგისტრანტობის კანდიდატი საპრეტენზიო განაცხადს წარადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საპრეტენზიო განაცხადის ფორმის შესაბამისად.

2. საპრეტენზიო განაცხადის ფორმაში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) იმ ორგანოს დასახელება, რომელშიც შეიტანება საპრეტენზიო განაცხადი;

ბ) იმ ორგანოს დასახელება, რომლის სახელზეც წარედგინება პრეტენზია;

გ) საპრეტენზიო განაცხადის  წარმდგენი პირის ვინაობა;

დ) დარღვეული პროცედურის აღწერა, საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე   პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში;

ე) იმ ტესტური დავალების/დავალებების ნომერი/ნომრები, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია, საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებული პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში. საპრეტენზიო განაცხადში ტესტური დავალების მითითების არარსებობის შემთხვევაში, განიხილება ნაშრომში შემავალი ყველა ტესტური დავალების შეფასების სისწორე;

ვ) საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის თარიღი.

3. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადს უნდა დაერთოს ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა, ამ დებულების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

4 . მაგისტრანტობის კანდიდატს , სპეციალური პროგრამა არ მისცემს საერთო სამაგისტრო  გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან  დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის  ფორმის შევსების საშუალებას , თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური.

5. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას მაგისტრანტობის კანდიდატმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

    მუხლი 26. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის  ვადა

1. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე მაგისტრანტობის კანდიდატს გამოცდის დღეს, 21 საათამდე, ამ დებულების 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ორგანოში შეაქვს საპრეტენზიო განაცხადი საპრეტენზიო კომისიის სახელზე, რომელიც არა უგვიანეს მომდევნო დღისა ეგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრს, ხოლო გამოცდების ეროვნული ცენტრი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს საპრეტენზიო განაცხადის მიწოდებას საპრეტენზიო კომისიისათვის.

2. მაგისტრანტობის კანდიდატი საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით, ამ დებულების 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით, საპრეტენზიო განაცხადს ავსებს საპრეტენზიო კომისიის სახელზე, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები.

    მუხლი 261. საპრეტენზიო განაცხადის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოები

1. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება საპრეტენზიო კომისიის მიერ.

2. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვისას დაცული უნდა იყოს ნაშრომის კონფიდენციალურობა.

    მუხლი 262. საპრეტენზიო კომისია

1. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. საპრეტენზიო კომისიას, საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას, დახმარებას უწევს საგნობრივი ქვეკომისია, რომლის შემადგენლობას გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი.

3. მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული დავალების შეფასების სისწორეს განიხილავს საგნობრივი ქვე კომისია, რომლის  წევრებ ანონიმუ რობა დაცულია დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემის მეშვეობით.

4. საპრეტენზიო კომისიას/საგნობრივ ქვეკომისიას ჰყავს სხდომის მდივანი, რომელსაც საპრეტენზიო კომისიის/საგნობრივი ქვეკომისიის შემადგენლობიდან ნიშნავს სხდომის თავმჯდომარე.

5. საპრეტენზიო კომისიის/საგნობრივი ქვეკომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც მონაწილეობდა საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შედგენაში ან არის მიმდინარე წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების ნაშრომების გამსწორებელი.

    მუხლი 263. საპრეტენზიო კომისიის საქმიანობა

1. საპრეტენზიო კომისიის სხდომას იწვევს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე.

2. საპრეტენზიო კომისიის სხდომებს უძღვება საპრეტენზიო კომისიის  თავმჯდომარე. საპრეტენზიო კომისიის  თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.

3. საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ  სხდომას ესწრება წევრთა არანაკლებ ½.

4. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

5. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება საპრეტენზიო კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.

    მუხლი 264. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევების განხილვა საპრეტენზიო კომისიის მიერ

1. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს:

ა) პრეტენზიის წარმდგენი მაგისტრანტობის კანდიდატის უფლებების დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ;

ბ) სხვა მაგისტრანტობის კანდიდატის მიმართ ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ (მაგისტრანტობის კანდიდატისათვის დახმარების აღმოჩენა და ა.შ).

2 . გამოცდების ეროვნული ცენტრი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, საპრეტენზიო კომისიას დაუყოვნებლივ წარუდგინოს ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევებთან და შედეგებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

    მუხლი 265. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება

1. საპრეტენზიო კომისია საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევებთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადთან  დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს, საპრეტენზიო განაცხადის მიღებიდან 5 დღის ვადაში.

2. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიამ შეიძლება მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატის უფლებების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე;

ბ) მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ ტესტირების პროცედურის დარღვევისას – მისი ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საპრეტენზიო კომისია ნაშრომს გასასწორებლად გადასცემს გამოცდების ეროვნულ ცენტრს, რომელიც ნაშრომის გასწორებისას ხელმძღვანელობს ამ დებულებით დადგენილი წესით. 

4. საგნობრივი ქვეკომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, საპრეტენზიო კომისია 10 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას მაგისტრანტობის კანდიდატის ნაშრომის შეფასების დამტკიცების თაობაზე.

 5. საპრეტენზიო კომისია გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის ვადაში უგზავნის გამოცდების ეროვნული ცენტრს გადაწყვეტილებას.

6. გამოცდების ეროვნული ცენტრი, საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებას ორი დღის ვადაში აცნობებს მაგისტრანტობის კანდიდატს.

    მუხლი 266. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვა

1. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადი, ნაშრომთან ერთად გადაეცემა შესაბამის საგნობრივ ქვეკომისიას, რომლის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას საგნობრივი ქვეკომისია უფლებამოსილია იმსჯელოს საპრეტენზიო განაცხადში მითითებული ტესტური დავალების/დავალებების ფარგლებში, ტესტური დავალების/დავალებების შეფასების სისწორეზე და 10 დღის ვადაში მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:

ა) აბიტურიენტისათვის ქულის მომატების შესახებ;

ბ) აბიტურიენტისათვის ქულის დაკლების შესახებ;

გ) აბიტურიენტის ქულის უცვლელად დატოვების შესახებ.

3. საგნობრივი ქვეკომისია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას  გადასცემს საპრეტენზიო კომისიას.

    მუხლი 267. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტერსტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება

1. საპრეტენზიო კომისია საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განცხადების მიღებიდან 20 დღის ვადაში.

2. საპრეტენზიო კომისია საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე საგნობრივი ქვეკომისიის მიერ წარმოდგენილ გადაწყვეტილებას ამტკიცებს 10 დღის ვადაში.

3. საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება გამოცდების ეროვნული ცენტრში.

4. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებები გამოცდების ეროვნული ცენტრის  მიერ განთავსდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე საპრეტენზიო განცხადებების წარმოდგენის პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 20 დღისა. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებები სპეციალური კოდის გამოყენებით ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.”.

  მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. შაშკინი