დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/05/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/05/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.018025 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში (სსმ III, 22.04.2009, №49, მუხ. 555) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების“:
ა) მე-2 მუხლის ,,ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი;“; ბ) მე-10 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ანკეტაში დაფიქსირებული ინფორმაციის შეცვლის, ასევე ახალი სამაგისტრო პროგრამის დამატების/წარდგენის შემთხვევაში ვალდებულია სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ასახოს განახლებული ანკეტა და ანოტაცია სამაგისტრო გამოცდის წლის: ა) 1 ივნისიდან 15 ივნისამდე; ბ) 5 სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, შესაბამისი წლის 25 ივნისამდე, ხოლო ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, შესაბამისი წლის 25 სექტემბრამდე სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში: ა) მართვის სისტემა ამოწმებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში ასახული ინფორმაციის სისწორესა და „ე1“ ქვეპუნქტში მითითებული რაოდენობის შესაბამისობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა ზღვრულ რაოდენობასთან მიმართებით; ბ) სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ამოწმებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ და „მ“ ქვეპუნქტებში ასახული ინფორმაციის სისწორეს, ანოტაციაში მოცემული სამაგისტრო პროგრამების შესაბამისობას საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებთან.“; გ) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. საერთო სამაგისტრო გამოცდა ტესტის ნაწილების შესაბამისად მიმდინარეობს ორი დღის განმავლობაში, ერთდროულად ყველა საგამოცდო ცენტრში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული განრიგის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები