დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 107/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
მიღების თარიღი | 19/06/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/06/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.018525 |
|
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N3822-XIIIმს-Xმპ; 30/11/2023) შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებით (სსმ III, 22.04.2009 წ., №49, მუხ. 555) დამტკიცებულ „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი;“. 2. მე-10 მუხლის 101 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ვალდებულია, ამ მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებული კომპიუტერულად დამუშავებული ელექტრონული ინფორმაცია, მისი მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში ასახოს სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში და განათავსოს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე.“. 3. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრირებულ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ/მოთავსებულ პირთა მონაცემთა ბაზების ფორმირებისა და მათი საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მიღების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიაწოდოს და ამავე სამსახურიდან მიიღოს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ/მოთავსებულ იმ პირთა თაობაზე ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან საერთო სამაგისტრო გამოცდაზე.“. 4. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საერთო სამაგისტრო გამოცდა ტესტის ნაწილების შესაბამისად მიმდინარეობს ორი დღის განმავლობაში, ერთდროულად ყველა საგამოცდო ცენტრში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული განრიგის შესაბამისად.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები