დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 35/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 14/04/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/04/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.016941 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანების (სსმ III, 22.04.2009წ., №49, მუხ. 555; სარეგისტრაციო კოდი: 430.030.000.22.022.013.018) პირველი პუნქტის:
1. „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების“ (დანართი №1): ა) მე-2 მუხლის: ა.ა) ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) ტესტი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილი ტესტური დავალებები და პასუხების ფურცელი, რომელიც კონფიდენციალურია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.naec.ge) გამოქვეყნებამდე.“ ა.ბ) ,,ი“ და ,,კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) საპრეტენზიო კომისია – საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო; კ) საგნობრივი კომისია – საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვის მიზნით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო.“ ა.გ) ,,ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ც) შეფასების სქემა – ამ დებულებით დადგენილი წესით ტესტის ნაწილის მიხედვით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, შეფასების ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად, გამსწორებლისთვის და საგნობრივი კომისიისთვის შედგენილი დოკუმენტი.“ ბ) მე-4 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი: ,,მუხლი 41. საერთო სამაგისტრო გამოცდების ენა 1. მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდებს აბარებენ ქართულ ენაზე. 2. უსინათლო მაგისტრანტობის კანდიდატთათვის გამოიყენება ბრაილის სისტემა ან სპეციალური ელექტრონული პროგრამა.“ გ) მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. საერთო სამაგისტრო გამოცდა ტესტის ნაწილების შესაბამისად მიმდინარეობს ორი დღის განმავლობაში, ერთდროულად ყველა საგამოცდო ცენტრში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული განრიგის შესაბამისად.“ ე) მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;“ ვ) მე-20 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 მუხლი: ,,მუხლი 211. ტესტებისა და პასუხების ფურცლების განადგურების პროცედურები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამ დებულების 21-ე მუხლით გათვალისწინებული ტესტების შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან: ა) 6 თვის შემდეგ უზრუნველყოფს ტესტური დავალებების განადგურებას; ბ) 12 თვის შემდეგ უზრუნველყოფს პასუხების ფურცლების განადგურებას.“ ზ) 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. მაგისტრანტობის კანდიდატი საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით, ამ დებულების 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით, საპრეტენზიო განაცხადს ავსებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები.“ თ) 261 მუხლის: თ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება საპრეტენზიო კომისიის მიერ.“ თ.ბ) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: ,,11. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება საგნობრივი კომისიის მიერ.“ ი) 262 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 262. საპრეტენზიო და საგნობრივი კომისიები 1. საპრეტენზიო და საგნობრივი კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. საგნობრივი კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც მონაწილეობდა საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შედგენაში ან არის მიმდინარე წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების ნაშრომების გამსწორებელი.“ კ) 263 მუხლი ამოღებულ იქნეს; ლ) 264 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; მ) 265 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ნ) 265 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. საპრეტენზიო კომისია გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის ვადაში გადასცემს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს გადაწყვეტილებას.“ ო) 266 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 266. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვა ,,1. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადი, ნაშრომთან ერთად გადაეცემა შესაბამის საგნობრივ კომისიას, რომლის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას საგნობრივი კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს საპრეტენზიო განაცხადში მითითებული ტესტური დავალების/დავალებების ფარგლებში, ტესტური დავალების/დავალებების შეფასების სისწორეზე და 20 დღის ვადაში მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები: ა) მაგისტრანტობის კანდიდატისათვის ქულის მომატების შესახებ; ბ) მაგისტრანტობის კანდიდატისათვის ქულის დაკლების შესახებ; გ) მაგისტრანტობის კანდიდატისათვის ქულის უცვლელად დატოვების შესახებ. 3. საგნობრივი კომისია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას გადასცემს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს.“ პ) 267 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 267. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება 1. საგნობრივი კომისია საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განცხადებების წარმოდგენის პროცესის დასრულებიდან 20 დღის ვადაში. 2. საგნობრივი კომისია გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის ვადაში გადასცემს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს გადაწყვეტილებას. 3. საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილებები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განთავსდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე საპრეტენზიო განცხადებების წარმოდგენის პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 25 დღისა. საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილებები სპეციალური კოდის გამოყენებით ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.“ ჟ) 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 27. საერთო სამაგისტრო გამოცდის საბოლოო შედეგები 1. ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით პრეტენზიების განხილვის დროს მიღებული გადაწყვეტილებების შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან გადაცემის შემდეგ ამ დებულებით დადგენილი წესით გამოითვლება საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის თითოეული ნაწილის ნორმირებული ქულა, რომლის მთელ რიცხვამდე დაყვანის მიზნით ერთსა და იმავე რიცხვზე გადამრავლების შემდეგ დგება იმ მაგისტრანტობის კანდიდატთა სია, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საერთო სამაგისტრო გამოცდა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის შესაბამის სიებს საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 2 დღის ვადაში ამტკიცებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი და არა უგვიანეს 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ სიების გადაგზავნას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 3. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის შესაბამისი სიები გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.“ 2. „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული,,სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის“ (დანართი N2) მე-5 მუხლის მე-4-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. ამ მუხლის 22 და 25 პუნქტებით წარმოდგენილი დოკუმენტების შემდეგ ცენტრი 10 დღის ვადაში ადგენს ამ წესის მე-2 მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებულ აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტებს. 5. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი 5 დღის ვადაში ამტკიცებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტებს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტები გადაეგზავნება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.“ |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები