„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 18/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.017088
15/ნ
18/02/2016
ვებგვერდი, 18/02/2016
430030000.22.022.017088
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №15/ნ

2016 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

 

,,სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანების (სსმ III, 22. 04. 2009წ., №49, მუხ. 555) პირველი პუნქტის:

1. „ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების“ (დანართი №1):

ა) მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი – ამონაბეჭდი საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციის ოფიციალური ვებგვერდის online.naec.ge (შემდგომში - რეგისტრაციის ვებგვერდი) სპეციალური პროგრამიდან, რომლის საფუძველზეც მაგისტრანტობის კანდიდატი დაიშვება საერთო სამაგისტრო გამოცდაზე;“;

ბ) მე-4 მუხლის 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22  პუნქტი:

„22. „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანების მე-4 პუნქტით დამტკიცებული დანართი №4-ის ,,მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალში“ მითითებულ მიმართულებათაშორისი დარგების ან სპეციალობების ქვედარგებზე/სპეციალიზაციებზე, მათი შინაარსისა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების გათვალისწინებით, შესაძლებელია უმაღლესი საგანამანთლებლო დაწესებულების მიერ დადგინდეს ამ მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის რამდენიმე ტიპი.“;

გ) მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის:

გ. ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი, რომელზეც შესაბამის წელს მოხდება მაგისტრანტობის კანდიდატთა მიღება;“;

გ. ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) თითოეულ სამაგისტრო პროგრამაზე განსაზღვრული ადგილების რაოდენობა. ამ დებულების მე-4 მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამაგისტრო პროგრამაზე ადგილების რაოდენობა განისაზღვრება საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ტიპის შესაბამისად ცალ-ცალკე, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საერთო სამაგისტრო გამოცდას  მიანიჭებს კოეფიციენტებს;“;

გ. გ) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ინფორმაცია აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა;

თ) გადაწყვეტილება საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილისთვის ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გაზრდის თაობაზე სამაგისტრო პროგრამის მითითებით;“;

გ. დ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) სამაგისტრო პროგრამის შესაბამისი საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი/ტიპები;“.

დ) მე-11 მუხლის:

დ. ა) მე-3-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება პირის მიერ ივსება ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა www.naec.ge და რეგისტრაციის ვებგვერდის სპეციალური პროგრამის გამოყენებით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის გავლამდე, პირი რეგისტრაციის ვებგვერდზე უთითებს თავისი ელექტრონული ფოსტის მისამართს, რის შემდეგაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ელექტრონული ფოსტის მისამართზე პირს უგზავნის შეტყობინებას შესაბამისი კოდის მითითებით იმის თაობაზე, რომ  მას უფლება აქვს გაიაროს რეგისტრაცია. კოდის მიღების შემდეგ პირი რეგისტრაციის ვებგვერდზე უთითებს თავის პირად ნომერს და ამ პუნქტით გათვალისწინებულ კოდს.

5. პირს, სპეციალური პროგრამა არ შეუშვებს სისტემაში, თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის საფასური და ის შესაბამის ველში აღნიშვნით არ დაადასტურებს, რომ ეთანხმება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ პირობებს და გამოთქვამს მზადყოფნას გააგრძელოს ელექტრონული ფორმით რეგისტრაცია.“;

დ. ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ. გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. მაგისტრანტობის კანდიდატს ამ მუხლის მე-7 პუნქტის ,,გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემის შეცვლა შეუძლია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადებში, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი წლის პირველი ივნისისა.“;

დ. დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შევსების დროს პირმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იტოვებს შესაძლებლობას მაგისტრანტობის კანდიდატი გადაანაწილოს სხვა საგამოცდო ცენტრში.“;

დ. ე) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. მონაცემთა შეგროვების შემდეგ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, შესაბამისი წლის 20 ივნისამდე, რეგისტრაციის ვებგვერდის სპეციალურ პროგრამაში განთავსდება მაგისტრანტობის კანდიდატის საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი, რომელიც ადასტურებს მის უფლებას მონაწილეობა მიიღოს საერთო სამაგისტრო გამოცდებში.“;

დ. ვ) მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საგამოცდო ცენტრის დასახელება და მისამართი, სადაც მაგისტრანტობის კანდიდატი ჩააბარებს საერთო სამაგისტრო გამოცდებს;“.

ე) მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული მაგისტრანტობის კანდიდატი ტესტირებაზე დაიშვება მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ინფორმაციის გადამოწმების შემდგომ. იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატების მონაცემთა ბაზაში მაგისტრანტობის კანდიდატის თაობაზე არ აღმოჩნდება ინფორმაცია ან აღმოჩნდება, მაგრამ მაგისტრანტობის კანდიდატთა მონაცემების ელექტრონულ ბაზაში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება პიროვნებას, პირი ტესტირებაზე არ დაიშვება.“;

ვ) მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში მაგისტრანტობის კანდიდატს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს შესაბამისი კომპიუტერული ტექნიკითა და კალმით.“;

ზ) მე-19 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.“;

თ) 211 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 211. პასუხების ფურცლების განადგურების პროცედურები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამ დებულების 21-ე მუხლით გათვალისწინებული ტესტების და მათი პასუხების შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან 12 თვის შემდეგ უზრუნველყოფს პასუხების ფურცლების განადგურებას.“;

ი) 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან  დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადი წარედგინება ელექტრონული ფორმით ონლაინ რეჟიმში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა www.naec.ge და რეგისტრაციის ვებგვერდის გამოყენებით.“.

კ) 31-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ამ დებულების მე-4 მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად საერთო სამაგისტრო გამოცდას მიანიჭა კოეფიციენტები და შესაბამის სამაგისტრო პროგრამაზე საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის შესაბამისად ადგილები არ შეივსო მაშინ:

ა)  საერთო სამაგისტრო გამოცდის ორი ტესტის ტიპის დადგენის შემთხვევაში, ადგილები შეივსება იმ მაგისტრანტობის კანდიდატებით, რომლებმაც ჩააბარეს საერთო სამაგისტრო გამოცდის მეორე ტესტის ტიპი;

ბ)  საერთო სამაგისტრო გამოცდის სამი ტესტის ტიპის არჩევის შემთხვევაში, ადგილები შეივსება კონკრეტულ სამაგისტრო პროგრამაზე დადგენილი საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპებისთვის წინასწარ განსაზღვრული ადგილების პროპორციულად, იმ მაგისტრანტობის კანდიდატების მიერ, რომლებმაც ჩააბარეს საერთო სამაგისტრო გამოცდის სხვა ტესტის ტიპი. იმ შემთხვევაში, თუ პროპორციულად ადგილების გადანაწილება შეუძლებელია, მაშინ გადანაწილების შემდეგ (ასეთის არსებობისას) დარჩენილი ადგილი/ადგილები შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი პროცედურის შესაბამისად.“.

ლ) 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. სამინისტროს უფლება აქვს 2016 წლის სამაგისტრო გამოცდისთვის დაადგინოს ამ დებულების მე-4 მუხლის 21 პუნქტითა და მე-10 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით განსაზღვრულისგან  განსხვავებული ვადები.“.

2. „ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის“ (დანართი №2) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის 22 და 25 პუნქტებით წარმოდგენილი დოკუმენტების შემდეგ ცენტრი 10 დღის ვადაში ადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტებს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე