„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 138/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 13/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016404
  • Word
138/ნ
13/07/2012
ვებგვერდი, 16/07/2012
430030000.22.022.016404
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №138/ნ

2012 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის 227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის 227 ბრძანების (სსმ III, 22.04.2009წ., 49, მუხ. 555, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.013.018) პირველი პუნქტის ა” ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების:

ა) მე-2 მუხლის ი“ და კ“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ი) საპრეტენზიო კომისია საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;

კ) საგნობრივი ქვეკომისია საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვისას საპრეტენზიო კომისიისათვის დახმარების გაწევის მიზნით, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;“ ;

ბ) 265 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

გ) 266 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას საგნობრივი ქვეკომისია უფლებამოსილია იმსჯელოს საპრეტენზიო განაცხადში მითითებული ტესტური დავალების/დავალებების ფარგლებში, ტესტური დავალების/დავალებების შეფასების სისწორეზე და 10 დღის ვადაში მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატისათვის ქულის მომატების შესახებ;

ბ) მაგისტრანტობის კანდიდატისათვის   ქულის დაკლების შესახებ;

გ) მაგისტრანტობის კანდიდატისათვის   ქულის უცვლელად დატოვების შესახებ.“;

დ) 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სია საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცენტრში გადაგზავნიდან არა უგვიანეს 5 დღისა ცენტრის მიერ გადაიგზავნება სამინისტროში დასამტკიცებლად.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. დეკანოიძე