“სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
“სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 26/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 24/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 240211, 24/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016065
  • Word
26/ნ
24/02/2011
ვებგვერდი, 240211, 24/02/2011
430030000.22.022.016065
“სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 26/ნ

2011 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებით (სსმ III, 22.04.2009 წ., №49, მუხ. 555) დამტკიცებულ:

1. სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებაში (დანართი №1) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე;

ბ) იმ მაგისტრანტობის კანდიდატებზე, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებების მაგისტრატურაში, გარდა საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურისა.“;

ბ) მე-2 მუხლის:

ბ.ა) ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) საპრეტენზიო საბჭო – მაგისტრანტობის კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებული პრეტენზიების ან შედეგებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;“;

ბ.გ) ,,პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.დ) ,,რ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ე) ,,ტ“, ,,უ“, ,,ფ“, ,,ქ“ , ,,ღ“, ,,ყ“ და შ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართვის შემთხვევაში უზრუნველყოს ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციასა და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარებას.“;

დ) მე-8 მუხლის:

დ.ა) პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) მაგისტრანტობის კანდიდატის ინიციატივით საგამოცდო ტესტის შეფასების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურს რომლის ოდენობაც, შეადგენს 50 ლარს.“;

დ.ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურის ზედმეტად ან შეცდომით გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

4. იმ შემთხვევაში, თუ ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება საგამოცდო ტესტის შეფასება, კანდიდატს უკან უბრუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა. საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადება უნდა გაკეთდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით და დადგენილ ვადაში.“;

ე) მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში, გარდა სახელოვნებო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურისა, მაგისტრანტობის კანდიდატები ირიცხებიან, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგად.

3. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანება სავალდებულოა ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, რომელიც ახორციელებს მაგისტრატურას, გარდა საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურისა.“;

ვ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განათავსოს და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შესაბამისი წლის პირველ თებერვლამდე წარმოადგინოს საერთო სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები:

ა) იმ სპეციალობის/სპეციალობების სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი, რომელზეც შესაბამის წელს მოხდება მაგისტრანტობის კანდიდატთა მიღება და თითოეულ მათგანზე განსაზღვრული ადგილების რაოდენობა;

ბ) თითოეული სპეციალობისთვის/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამისთვის სწავლის წლიური საფასურის შესახებ;

გ) ინფორმაცია იმის თაობაზე აკრედიტებულია თუ არა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა;

დ) სპეციალობის/სპეციალობების სამაგისტრო პროგრამების მიხედვით:

.ა) ამ დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილებისთვის და მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდებისთვის ამ დებულებით დადგენილი წესით კოეფიციენტების განაწილების თაობაზე, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე ტესტის ნაწილების/გამოცდის პრიორიტეტი;

.ბ) ამ დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების არმინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდებისთვის ამ დებულებით დადგენილი წესით კოეფიციენტების განაწილების თაობაზე, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, გამოცდის პრიორიტეტი;

) სპეციალობის/სპეციალობების სამაგისტრო პროგრამების მიხედვით საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილისთვის ამ დებულებით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გაზრდის თაობაზე;

) სპეციალობის/სპეციალობების სამაგისტრო პროგრამების მიხედვით ტესტის იმ ნაწილის/ნაწილების ჩამონათვალი, რომელშიც მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა გადალახოს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი/ზღვრები იმისთვის, რომ მაგისტრანტობის კანდიდატმა მონაწილეობის მიღების უფლება მოიპოვოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში;

) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.“;

ზ) მე-11 მუხლის:

ზ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების მიზნით, დაინტერესებული პირის რეგისტრაცია ხორციელდება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურებისა და ვადების შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვადა არ შეიძლება იყოს 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები.“;

ზ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებასთან ერთად პირმა უნდა წარმოადგინოს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი დოკუმენტები.”;

ზ.გ) მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ზ.დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. მონაცემთა შეგროვების შემდეგ, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შესაბამისი წლის 20 ივნისამდე დამზადდება მაგისტრანტობის კანდიდატის საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი, რომელიც ადასტურებს მის უფლებას მონაწილეობა მიიღოს საერთო სამაგისტრო გამოცდებში.“;

ზ.ე) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

თ) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ი) მე-14 მუხლის:

ი.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საერთო სამაგისტრო გამოცდა ტესტის ნაწილების შესაბამისად მიმდინარეობს ორი დღის განმავლობაში, ერთდროულად ყველა საგამოცდო ცენტრში, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული განრიგის შესაბამისად.“;

ი.ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

კ) მე-15 მუხლის:

კ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საერთო სამაგისტრო გამოცდის მიმდინარეობის დროს საგამოცდო ცენტრში დაშვებელია მხოლოდ იმ პირების ყოფნა, რომელსაც აქვს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი.“;

კ.ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ლ) მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული მაგისტრანტობის კანდიდატი ტესტირებაზე დაიშვება მხოლოდ გამოცდების ეროვნულ ცენტრში ინფორმაციის გადამოწმების შემდგომ. გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახორციელებს მაგისტრანტობის კანდიდატთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზებში ინფორმაციის გადამოწმებასა და მაგისტრანტობის კანდიდატების მონაცემთა ბაზებიდან ამონაბეჭდის გადაგზავნას საგამოცდო ცენტრის პასუხისმგებელ პირთან. იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატების მონაცემთა ბაზებში მაგისტრანტობის კანდიდატის თაობაზე არ აღმოჩნდება ინფორმაცია ან აღმოჩნდება, მაგრამ მაგისტრანტობის კანდიდატთა მონაცემების ელექტრონულ ბაზებში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება პიროვნებას, პირი ტესტირებაზე არ დაიშვება.“;

მ) მე-16 მუხლს დაემატოს შემდგი შინაარსის 31 პუნქტი:

,,31. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გადამოწმება გარკვეულ დროს მოითხოვს მაგისტრანტობის კანდიდატი დაშვებული იქნება ტესტირებაზე. თუ ტესტირების მიმდინარეობის დროს ან ტესტირების დასრულების შემდგომ მაგისტრანტობის კანდიდატთა მონაცემების ელექტრონულ ბაზებში მაგისტრანტობის კანდიდატის თაობაზე არ აღმოჩნდება ინფორმაცია ან აღმოჩნდება, მაგრამ მაგისტრანტობის კანდიდატთა მონაცემების ელექტრონულ ბაზებში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება პიროვნებას, პირის ნაშრომი არ გასწორდება.“;

ნ) მე-16 მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ო) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 17. ტესტირების მიმდინარეობა

1. ტესტირება მიმდინარეობს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურებით.

2. საერთო სამაგისტრო გამოცდის დაწყებამდე ხდება პასუხების ფურცლის დაშიფვრა ინდივიდუალური სისტემით.

3. ტესტირებისთვის გამოყოფილ საგამოცდო დროს, საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილების შესაბამისად, ადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრი.“;

პ) მე-18 მუხლის:

პ.ა) მე-4 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) ტესტზე მუშაობის დაწყება შესაბამისი მითითების გარეშე;“;

პ.ბ) მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ჟ) მე-19 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. საგამოცდო პროცესის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დამკვირვებელი უფლებამოსილია, საგამოცდო პროცესში ჩარევის გარეშე, შეადგინოს ოქმი.“;

რ) მე-20 მუხლის:

რ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. გამოცდების ეროვნულ ცენტრში საგამოცდო ცენტრიდან გაგზავნილი დალუქული პასუხების ფურცლები იხსნება, რეგისტრირდება, ხდება მათი სკანირება და განაწილება.“;

რ.ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

რ.გ) მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტეტის ნაწილის პასუხების ფურცლები სწორდება დამოუკიდებლად მინიმუმ ორჯერ. შეფასებაში სხვაობის შემთხვევაში პასუხების ფურცელი სწორდება მესამედ. მესამედ გასწორების შემდეგ მიღებული ქულა საბოლოოა.“;

რ.დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. მაგისტრანტობის კანდიდატის პასუხების ფურცელი სწორდება საერთო სამაგისტრო გამოცდის დასრულებიდან 40 დღის განმავლობაში.“;

 ს) 25-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ტ) 26-ე მუხლის:

ტ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მაგისტრანტობის კანდიდატს უფლება აქვს ტესტის ნაწილის შეფასების თაობაზე, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში და დადგენილი პროცედურების შესაბამისად წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები.“;

ტ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. საპრეტენზიო განაცხადები თავს იყრის გამოცდების ეროვნულ ცენტრში. საპრეტენზიო განაცხადების შესაბამისად მაგისტრანტობის კანდიდატის პასუხების ფურცლები დახარისხდება და დაიგზავნება შესაბამის საპრეტენზიო კომისიებში. მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული დავალების შეფასების სისწორეს განიხილავს კომისიის წევრი, რომლის ანონიმურობა დაცულია დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემის მეშვეობით.“;

უ) 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 პუნქტები:

,,61. საპრეტენზიო კომისია და საპრეტენზიო საბჭო საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგებთან დაკავშირებულ პრეტენზიების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მაგისტრანტობის კანდიდატების პასუხების ფურცლებზე დაყრდნობით.

62. საპრეტენზიო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრში. გამოცდების ეროვნულ ცენტრში ხორციელდება მაგისტრანტობის კანდიდატების პასუხების ფურცლებისა და საპრეტენზიო განცხადებების დაკავშირება.“;

ფ) 26-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განთავსდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საპრეტენზიო განცხადებების წარმოდგენის პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 20 დღისა. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები სპეციალური კოდის გამოყენებით ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.“;

ქ) 31-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის სპეციალობაზე/სპეციალობის პროგრამულ მიმართულებაზე მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის პროცესში აღმოჩნდება, რომ ბოლო ადგილზე ამ მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტების შესაბამისად, რანჟირებული მაგისტრანტობის კანდიდატების ნუსხიდან, ტესტის ნაწილების/გამოცდების პრიორიტეტების გათვალისწინების შემდეგ თანაბარი ჩარიცხვის უფლება აქვს ორ ან მეტ მაგისტრანტობის კანდიდატს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იღებს გადაწყვეტილებას მისთვის გამოყოფილი მისაღებ სტუდენთა ადგილების რაოდენობის ფარგლებში ამ სპეციალობისათვის/სპეციალობის პროგრამული მიმართულებისთვის ადგილების დამატების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამისთვის გამოყოფილი ადგილებისთვის შესაბამის წელს განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებს დამატებული სტუდენტების რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ სტუდენტთა კონტინგენტს.“;

ღ) 32-ე მუხლის:

ღ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. იმ პირების თაობაზე, რომლებთანაც გაფორმდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ არა უგვიანეს 15 ოქტომბრისა დგება რექტორის ერთიანი აქტი, რომელიც 2 დღის ვადაში იგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრში და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში“;

ღ.ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ყ) 33-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სამინისტროს და გამოცდების ეროვნულ ცენტრს უფლება აქვს 2011 წლის სამაგისტრო გამოცდისთვის დაადგინოს ამ დებულებისგან განსხვავებული ვადები..

2. სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესში (დანართი №2) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა საერთო სამაგისტრო გამოცდაში, მაგრამ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, რომლის მაგისტრატურაში ჩაირიცხა პირი, ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – გამოცდების ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – ცენტრი) არ მიაწოდა ან მიაწოდა ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ;“;

ბ) მე-5 მუხლის:

ბ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიან აქტთან ერთად ცენტრს წარუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანხმობის წერილი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებთან სპეციალობის/სპეციალობების ჩამონათვალის შესაბამისობის თაობაზე.“;

ბ.ბ) 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,22. მაგისტრანტი ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტის დადგენის მიზნით, შესაბამისი წლის 25 ოქტომბრამდე ცენტრში წარადგენს განცხადებას, რომელშიც უთითებს საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების ჩამონათვალს პრიორიტეტების შესაბამისად.“;

ბ.გ) 25 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,25. მაგისტრანტი, რომელიც შესაბამის წელს ჩაირიცხება ორი ან რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთსა და იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, ვალდებულია შესაბამისი წლის 25 ოქტომბრამდე ცენტრში წარადგინოს განცხადება, თუ რომელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სურს მიიღოს გრანტი.“;

ბ.დ) მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) პირი, რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა საერთო სამაგისტრო გამოცდაში, მაგრამ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, რომლის მაგისტრატურაში ჩაირიცხა პირი, ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტი ცენტრ არ მიაწოდა ან მიაწოდა ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ;“;

ბ.ე) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ამ მუხლის 22 და 25 პუნქტებით წარმოდგენილი დოკუმენტების შემდეგ ცენტრი 10 დღის ვადაში ადგენს ამ წესის მე-2 მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებულ აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტებს და აგზავნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დასამტკიცებლად.

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსტრო 5 დღის ვადაში ამტკიცებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტებს..

უხლი 2. ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე ცენტრისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2011 წლის სამაგისტრო გამოცდების მოსამზადებლად გატარებული შესაბამისი ღონისძიებები, ჩაითვალოს ამ ბრძანების შესაბამისად განხორციელებულად.

მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი