სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 01/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016289
  • Word
23/ნ
01/02/2012
ვებგვერდი, 03/02/2012
430030000.22.022.016289
სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 23/ნ

2012 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებით (სსმ III, 22.04.2009წ., №49, მუხ. 555, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.013.018) დამტკიცებულ:

მუხლი 1. სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებაში (დანართი №1) შევიდეს ცვლილება და:

ა) მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართვის შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულება საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარებისთვის უზრუნველყოფს მის სარგებლობაში არსებული შენობებიდან საჭირო ფართის გამოყოფას.“;

ბ) მე-10 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსოს და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შესაბამისი წლის პირველ თებერვლამდე წარადგინოს საერთო სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები:

ა) იმ სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი, რომელზეც შესაბამის წელს მოხდება მაგისტრანტობის კანდიდატთა მიღება და თითოეულ მათგანზე განსაზღვრული ადგილების რაოდენობა;

ბ) თითოეული სამაგისტრო პროგრამისთვის სწავლის წლიური საფასურის შესახებ;

გ) ინფორმაცია იმის თაობაზე აკრედიტებულია თუ არა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა;

დ) სამაგისტრო პროგრამების მიხედვით:

დ.ა) ამ დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილებისთვის და მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდებისთვის ამ დებულებით დადგენილი წესით კოეფიციენტების განაწილების თაობაზე, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე ტესტის ნაწილების/გამოცდის პრიორიტეტი;

დ.ბ) ამ დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების არმინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდებისთვის ამ დებულებით დადგენილი წესით კოეფიციენტების განაწილების თაობაზე, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, გამოცდის პრიორიტეტი;

ე) საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილისთვის ამ დებულებით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გაზრდის თაობაზე;

ვ) ტესტის იმ ნაწილის/ნაწილების ჩამონათვალი, რომელშიც მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა გადალახოს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი/ზღვრები იმისთვის, რომ მაგისტრანტობის კანდიდატმა მონაწილეობის მიღების უფლება მოიპოვოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში;

ზ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.“;

ბ.ბ) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია

1. საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღების საფუძველია პირის განცხადება საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღების შესახებ.

2. საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების მიზნით, დაინტერესებული პირის რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი პროცედურებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული ვადების შესაბამისად. რეგისტრაციის ვადა არ შეიძლება იყოს 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება პირის მიერ ივსება ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა www.naec.ge და რეგისტრაციის ოფიციალური ვებგვერდის online.naec.ge (შემდგომში – სამსახურის ვებგვერდის) გამოყენებით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის გავლამდე, პირი სამსახურის ვებგვერდზე უთითებს თავის პირად ნომერს (თერთმეტნიშნა ნომერი), ელექტრონულ მისამართს და შესაბამის ველში აღნიშვნით ადასტურებს, რომ ეთანხმება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ პირობებს და გამოთქვამს მზადყოფნას გააგრძელოს ელექტრონული ფორმით რეგისტრაცია.

5. პირს, სპეციალური პროგრამა არ შეუშვებს სისტემაში, თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთო სამაგისტრო გამოცდების მონაწილეობის საფასური.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების შემდეგ გამოცდების ეროვნული ცენტრი პირს გაუგზავნის შეტყობინებას ელექტრონული მისამართზე შესაბამისი კოდის მითითებით, რომ მას უფლება აქვს გაიაროს რეგისტრაცია.

7. რეგისტრაციის დროს პირი უთითებს:

ა) საკონტაქტო ტელეფონის ნომერს;

ბ) საგამოცდო ენას;

გ) სასურველი საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობას;

დ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შევსების დროს პირმა უნდა გაითვალისწინოს, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი იტოვებს შესაძლებლობას მაგისტრანტობის კანდიდატი გადაანაწილოს სხვა საგამოცდო ცენტრში.

9. ელექტრონული ფორმით რეგისტრაციის წარმატებით გავლის თაობაზე, აგრეთვე შევსებულ განცხადებაში ნებისმიერი ცვლილების თაობაზე პირს ეცნობება ელექტრონულ მისამართის მეშვეობით.

10. გამოცდების ეროვნული ცენტრის მოთხოვნის შემთხვევაში, პირმა უნდა წარმოადგინოს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი დოკუმენტები.

11. მონაცემთა შეგროვების შემდეგ, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შესაბამისი წლის 20 ივნისამდე დამზადდება მაგისტრანტობის კანდიდატის საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი, რომელიც ადასტურებს მის უფლებას მონაწილეობა მიიღოს საერთო სამაგისტრო გამოცდებში.

12. საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში მიეთითება:

ა) საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილების ჩამონათვალი;

ბ) საგამოცდო ცენტრის დასახელება, სადაც მაგისტრანტობის კანდიდატი ჩააბარებს საერთო სამაგისტრო გამოცდებს;

გ) საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილის ჩატარების თარიღი და რეგისტრაციის დაწყების დრო.“;

დ) მე-20 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მაგისტრანტობის კანდიდატის პასუხების ფურცელი სწორდება საერთო სამაგისტრო გამოცდის დასრულებიდან 27 დღის განმავლობაში.“;

ე) 24-ე მუხლის:

ე.ა) მე-3 პუნქტის ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) ამ დებულების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით საპრეტენზიო კომისიის მიერ დასკვნის მიღებიდან 3 დღის ვადაში.“;

ე.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. საპრეტენზიო საბჭო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს დაუყოვნებლივ უგზავნის გამოცდების ეროვნულ ცენტრს.“;

ვ) 26-ე მუხლის:

ვ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. მაგისტრანტობის კანდიდატს უფლება აქვს ტესტის ნაწილის შეფასების თაობაზე, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში და დადგენილი პროცედურების შესაბამისად ელექტრონული ფორმით წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები.”;

ვ.ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. საპრეტენზიო განაცხადის ელექტრონული ფორმით წარდგენა ხორციელდება ამ დებულების მე-11 მუხლით დადგენილი პროცედურებით ამ დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის შემდეგ.

4. მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული დავალების შეფასების სისწორეს განიხილავს კომისიის წევრი, რომლის ანონიმურობა დაცულია დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემის მეშვეობით.“;

ვ.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საპრეტენზიო კომისიის დასკვნა, საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის პროცესის დასრულებიდან 5 დღის ვადაში, ეგზავნება საპრეტენზიო საბჭოს.“;

ვ.დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განთავსდება მის ოფიციალურ ვებგვერდზე საპრეტენზიო განცხადებების წარმოდგენის პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 15 დღისა. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები სპეციალური კოდის გამოყენებით ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.“;

ზ) 27-ე მუხლის პირველი – მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ამ დებულების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრეტენზიების განხილვის დროს მიღებული გადაწყვეტილებების გამოცდების ეროვნულ ცენტრში გადაგზავნის შემდეგ ამ დებულებით დადგენილი წესით გამოითვლება საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილის ნორმირებული ქულა, რომლის მთელ რიცხვამდე დაყვანის მიზნით ერთსა და იმავე რიცხვზე გადამრავლების შემდეგ დგება იმ მაგისტრანტობის კანდიდატთა სია, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საერთო სამაგისტრო გამოცდა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სია საპრეტენზიო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცენტრში გადაგზავნიდან არა უგვიანეს 5 დღისა ცენტრის მიერ გადაიგზავნება სამინისტროში დასამტკიცებლად.

3. სამინისტრო მიღებიდან 2 დღის ვადაში ამტკიცებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სიებს და უგზავნის გამოცდების ეროვნულ ცენტრს. გამოცდების ეროვნული ცენტრი 2 დღის ვადაში უზუნველყოფს ამ სიების გადაგზავნას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.“;

თ) 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩაბარების მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რექტორის აქტით განსაზღვრული წესით და დადგენილ ვადაში. მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის პერიოდის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის თაობაზე რექტორის აქტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები.“;

ი) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმ პირების თაობაზე, რომლებთანაც გაფორმდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დგება რექტორის ერთიანი აქტი, რომელიც 15 სექტემბრამდე იგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრში და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. რექტორის ერთიან აქტში მითითებულია მაგისტრანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საერთო სამაგისტრო გამოცდის საიდენტიფიკაციო კოდი, საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც მაგისტრანტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება..

მუხლი 2. სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესში (დანართი №2) შევიდეს ცვლილება და:

ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

31. მაგისტრანტობის კანდიდატების აბსოლუტური ქულების მთელ რიცხვამდე დაყვანის მიზნით აბსოლუტური ქულები ცენტრის მიერ მრავლდება ერთსა და იმავე რიცხვზე.“;

ბ) მე-5 მუხლის:

ბ.ა) 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. მაგისტრანტი ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტის დადგენის მიზნით, შესაბამისი წლის 21 სექტემბრამდე ცენტრში წარადგენს განცხადებას, რომელშიც უთითებს საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების ჩამონათვალს პრიორიტეტების შესაბამისად.“;

ბ.ბ) 24 და 25 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. ცენტრში ამ მუხლის 22 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მაგისტრანტის მიერ ამავე პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარუდგენლობისას, მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, აბსოლუტური ქულით რანჟირება პირველ რიგში ხორციელდება იმ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, რომელზეც შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მეტი თანხა განაწილდა. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში თანაბარი თანხა განაწილდა, მაშინ აბსოლუტური ქულით რანჟირება პირველ რიგში განხორციელდება ცენტრის მიერ განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებაზე.

25. მაგისტრანტი, რომელიც შესაბამის წელს ჩაირიცხება ორი ან რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთსა და იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, ვალდებულია შესაბამისი წლის 21 სექტემბრამდე ცენტრში წარადგინოს განცხადება, თუ რომელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სურს მიიღოს გრანტი.“;

ბ.გ) 25 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 26 პუნქტი:

26. ცენტრში ამ მუხლის 25 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში პირის მიერ ამავე პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარუდგენლობისას მაგიტრანტობის კანდიდატი გრანტს მოიპოვებს ცენტრის მიერ განსაზღვრულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.“;

ბ.დ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

31. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტების შემუშავების დროს ცენტრი ეყრდნობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. საჯარო სამართლის იურიდიული პირის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შესაბამისი წლის 21 სექტემბრამდე წარუდგენს ცენტრს ინფორმაციას აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე.“.

მუხლი 3. ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 2012 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების მოსამზადებლად გატარებული შესაბამისი ღონისძიებები, ჩაითვალოს ამ ბრძანების შესაბამისად განხორციელებულად.

მუხლი 4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი