დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 143/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/07/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/07/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.017766 |
|
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში (სსმ III, 22.04.2009 წ., №49, მუხ. 555) და ბრძანების პირველი პუნქტის:
1. „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების“ (დანართი №1) მე-10 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში – მართვის სისტემა) ამოწმებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში ასახული ინფორმაციის სისწორეს, „ე1“ ქვეპუნქტში მითითებული რაოდენობის შესაბამისობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა ზღვრულ რაოდენობასთან მიმართებით და შესაბამისი წლის 20 თებერვლამდე სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ამოწმებს ანკეტას.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ამოწმებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ და „მ“ ქვეპუნქტებში ასახული ინფორმაციის სისწორეს, ანოტაციაში მოცემული სამაგისტრო პროგრამების შესაბამისობას საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებთან და შესაბამისი წლის 20 თებერვლამდე სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ამოწმებს ანკეტას.“; გ) 41 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ა) მართვის სისტემის მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრიდან მოწოდებული მონაცემების საფუძველზე – ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ – „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას.“; დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, შესაბამისი წლის 25 სექტემბრამდე სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში: ა) მართვის სისტემა ამოწმებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში ასახული ინფორმაციის სისწორესა და „ე1“ ქვეპუნქტში მითითებული რაოდენობის შესაბამისობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა ზღვრულ რაოდენობასთან მიმართებით; ბ) სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ამოწმებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ და „მ“ ქვეპუნქტებში ასახული ინფორმაციის სისწორეს, ანოტაციაში მოცემული სამაგისტრო პროგრამების შესაბამისობას საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებთან.“; ე) 101 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მართვის სისტემა ვალდებულია ანკეტაში მითითებული საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის, აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების თაობაზე საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგინოს ამ გადაწყვეტილების შესახებ მისთვის ინფორმაციის მიწოდებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო აკრედიტაციის ვადის გასვლის შემთხვევაში შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ინფორმაცია –არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს უნდა წარედგინოს არაუგვიანეს სამაგისტრო გამოცდების ჩატარების წლის 15 ოქტომბრისა;“. 2. „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის“ (დანართი №2) მე-5 მუხლის 31 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსის თაობაზე ინფორმაციას, რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა სამაგისტრო გამოცდის ჩატარების წლის 25 სექტემბრამდე ასახავს სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები