დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 77/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/04/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.017701 |
|
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 05 ივლისის კანონის (დოკუმენტის ნომერი: 3024-რს) მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში (სსმ III, 22.04.2009 წ., №49, მუხ. 555) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების“ (დანართი №1):
1. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი;“. 2. მე-10 მუხლს მე-10 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი: „101. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში ასახული ინფორმაციის სისწორის უზრუნველყოფის მიზნით: ა) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია ანკეტაში მითითებული საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის, აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების თაობაზე საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგინოს ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო აკრედიტაციის ვადის გასვლის შემთხვევაში შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ინფორმაცია – ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს უნდა წარედგინოს არაუგვიანეს სამაგისტრო გამოცდების ჩატარების წლის 15 ოქტომბრისა; ბ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ვალდებულია, ამ მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებული კომპიუტერულად დამუშავებული ელექტრონული ინფორმაცია, მისი მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში ასახოს სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში და განათავსოს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე.“. 3. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საერთო სამაგისტრო გამოცდა ტესტის ნაწილების შესაბამისად მიმდინარეობს ორი დღის განმავლობაში, ერთდროულად ყველა საგამოცდო ცენტრში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული განრიგის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს ანკეტაში მითითებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის, აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების თაობაზე შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიერ 2019 წლის 20 თებერვლის შემდგომ და ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის, ხოლო 2019 წლის 20 თებერვლის შემდგომ და ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე აკრედიტაციის ვადის გასვლის შემთხვევაში შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ინფორმაციის სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტში წარდგენა. სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ინფორმაციის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს მიღებული იფნორმაციის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ასახვა და საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები