,,სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 51/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 30/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.017123
51/ნ
30/05/2016
ვებგვერდი, 31/05/2016
430010000.22.022.017123
,,სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №51/ნ

2016 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

 

,,სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანების (სსმ III, 22.04.2009წ., №49, მუხ. 555.) პირველი პუნქტის:

1. „ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების“ (დანართი №1):

ა) მე-2 მუხლის „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) შეფასების სქემა – ამ დებულებით დადგენილი წესით ტესტის ნაწილის მიხედვით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, შეფასების ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად შედგენილი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ხორციელდება მაგისტრანტობის კანდიდატის პასუხების ფურცლების გასწორება.“.

) მე-4 მუხლის 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის № 120/ნ ბრძანების მე-4 პუნქტით დამტკიცებული დანართი № 4-ის ,,მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალში“ მითითებულ მიმართულებათაშორისი დარგების ან/და სპეციალობების ქვედარგებზე/სპეციალიზაციებზე, მათი შინაარსისა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების გათვალისწინებით, შესაძლებელია უმაღლესი საგანამანთლებლო დაწესებულების მიერ დადგინდეს ამ მუხლის 21  პუნქტით განსაზღვრული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის რამდენიმე ტიპი.“.

გ) მე-8 მუხლის:

გ.ა) მე-3-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური სრულად ბრუნდება, თუ მაგისტრანტობის კანდიდატი საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდა საერთო სამაგისტრო გამოცდაზე ან ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე უარი განაცხადა საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობაზე, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური სრულად ბრუნდება, თუ მაგისტრანტობის კანდიდატი საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადის ამოწურვამდე არ წარადგენს საპრეტენზიო განაცხადს ან აღნიშნული ვადის ამოწურვამდე უარს განაცხადებს საპრეტენზიო განაცხადზე. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური ასევე სრულად ბრუნდება, თუ ტესტის პასუხების ფურცლის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება შეფასება.

4. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფასური გადახდილია ამავე ქვეპუნქტებით განსაზღვრულ­ზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში) ან შესაბამის აბიტურიენტს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფა­სურის დადგენილ ოდენობას შორის.“.

გ.ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდილი საფასურის დაბრუნების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა საერთო სამაგისტრო გამოცდის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. საფასურის თანხა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დაბრუნდება განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.“.

დ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში, გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო, სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურისა, მაგისტრანტობის კანდიდატები ირიცხებიან ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგად.“.

ე) მე-10 მუხლის:

ე.ა) მე-4 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მ) სამაგისტრო პროგრამის შესაბამისობა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასთან. „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანების მე-4 პუნქტით დამტკიცებული დანართი №4-ის ,,მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალში“ მითითებულ მიმართულებათაშორისი დარგების ან/და სპეციალობების ქვედარგებზე/სპეციალიზაციებზე, მათი შინაარსის გათვალისწინებით, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ თითოეულ არჩეულ ტესტის ტიპს უნდა შეუსაბამოს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მაგისტრატურის მხოლოდ ერთი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულება.“.

ე.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ანოტაციაში მითითებული უნდა იყოს:

ა) სამაგისტრო პროგრამის დასახელება, მიზანი და სწავლის შედეგი;

ბ) სამაგისტრო პროგრამის მოცულობა კრედიტებში;

გ) ინფორმაცია სამაგისტრო პროგრამის დამტკიცების შესახებ.“.

ვ) მე-11 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ელექტრონული ფორმით რეგისტრაციის წარმატებით გავლის თაობაზე, აგრეთვე შევსებულ განცხადებაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების თაობაზე პირს ეცნობება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.“.

ზ) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია საერთო სამაგისტრო გამოცდაზე მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის, მაგისტრანტობის კანდიდატთა ელექტრონული ბაზის შექმნისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს და დაამუშაოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემები.“;

თ) მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:

„4. ფორსმაჟორის არსებობის შემთხვევაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება შესაბამის ან სხვა საგამოცდო ცენტრში საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარების ახალი ვადა.“;

ი) მე-16 მუხლის:

ი.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მიღების მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია:

ა) დროულად გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციაზე;

ბ) თან იქონიოს:

ბ.ა) საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;

ბ.ბ) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი ან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი/განცხადება-ანკეტა/ამონაბეჭდი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფერადი ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

ბ.გ) თუ დოკუმენტი/ დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.“;

ი.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია გადამდები დაავადების თაობაზე (დაავადება, რომელმაც შეიძლება საგამოცდო პროცესში მონაწილე სხვა პირის ჯანმრთელობას შეუქმნას საფრთხე) სამედიცინო ცნობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ან საგამოცდო ცენტრში წარადგინოს შესაბამისი ტესტირების დაწყებამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესით.“;

კ) მე-18 მუხლის:

კ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში მაგისტრანტობის კანდიდატს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს შესაბამისი კომპიუტერული ტექნიკით, კალმით და სუფთა თაბახის ფურცლებით.“;

კ.ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი;

„დ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა ნივთები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წინასწარი თანხმობით.“;

კ.გ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების (გარდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გადაცემული თაბახის ფურცლებისა) და სხვათა გამოყენება;“;

კ.დ) მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მერხზე პასუხების ფურცლის, საწერი კალმის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გადაცემული თაბახის ფურცლებისა და ამ დებულების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება, გარდა ცენტრის მიერ  ნებადართული ნივთებისა;“;

ლ) მე-20 მუხლის:

ლ.ა) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტესტის ნაწილის პასუხების ფურცლები სწორდება ორი დამოუკიდებელი გამსწორებლის მიერ, დამოუკიდებლად მინიმუმ ორჯერ. მათ შორის შეფასებაში სხვაობის შემთხვევაში პასუხების ფურცელი სწორდება მესამე გამსწორებლის მიერ. მესამედ გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა.“;

ლ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პასუხების ფურცელი, რომლის შევსებისას გამოყენებული იქნება სხვა კალამი (კალამი, რომელიც არ არის გადაცემული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ) ან რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან, არ გასწორდება.“;

ლ.გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგად მიღებული ქულები ქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე, რომელიც სპეციალური კოდის გამოყენებით ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.“;

მ) 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21. ტესტური დავალებებისა და მათი პასუხების გამოქვეყნება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარებიდან არაუგვიანეს 15 დღისა,  უზრუნველყოფს ტესტური დავალებებისა და მათი პასუხების შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას.“;

ნ) 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

„1. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე მაგისტრანტობის კანდიდატს გამოცდის დღეს, 21 საათამდე, შესაბამის საგამოცდო ცენტრში შეაქვს საპრეტენზიო განაცხადი საპრეტენზიო კომისიის სახელზე, რომელიც არაუგვიანეს მომდევნო დღისა, ეგზავნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, ხოლო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს საპრეტენზიო განაცხადის მიწოდებას საპრეტენზიო კომისიისათვის.“;

ო) 261 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება შესაბამისი საგნობრივი კომისიის მიერ.“;

პ) 265 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საპრეტენზიო კომისია საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევებთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს, საპრეტენზიო განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან 5 დღის ვადაში.“;

ჟ) 266 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

რ) 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„1. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამისი საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატი სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მიზნით გადის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე.“.

2. „ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის“ (დანართი №2) მე-5 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტების შემუშავების დროს ცენტრი ეყრდნობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებულ შემდეგ ინფორმაციას:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატების თაობაზე ცენტრის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას, რომელსაც მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ცენტრის მიერ მოთხოვნილი ფორმით გადასცემს ცენტრს;

ბ)  საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსის თაობაზე ინფორმაციას, რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შესაბამისი წლის 21 სექტემბრამდე წარუდგენს ცენტრს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიქეთევან ნატრიაშვილი