„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 157/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 30/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.017780
157/ნ
30/07/2019
ვებგვერდი, 01/08/2019
430030000.22.022.017780
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №157/ნ

2019 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონის (დოკუმენტის ნომერი: 3024-რს) მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში (სსმ III, 22.04.2009 წ., №49, მუხ. 555) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანების:

1. პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) 2019-2020 სასწავლო წელს საერთო სამაგისტრო გამოცდების მიზნებისთვის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებთან უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის ცხრილი (დანართი №3).“.

2. პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების“ (დანართი №1) 33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:

„13. 2019-2020 სასწავლო წელს საერთო სამაგისტრო გამოცდების მიზნებისთვის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებთან უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობა განისაზღვრება ამ ბრძანებით (დანართი №3) დამტკიცებული ცხრილის შესაბამისად.“.

3. დანართი №3-ის შესაბამისად დამტკიცებული „2019-2020 სასწავლო წელს საერთო სამაგისტრო გამოცდების მიზნებისთვის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებთან უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის ცხრილი“ ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი