„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 135/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 09/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016870
135/ნ
09/10/2014
ვებგვერდი, 09/10/2014
430030000.22.022.016870
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №135/ნ

2014 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე  ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში (www. Matsne.gov.ge, 9, 22/04/2009; სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.013.018) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

1. პირველი პუნქტით დამტკიცებული „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების“ 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6-მე-10 პუნქტები:

„6. 2014-2015 სასწავლო წლისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ერთი სამაგისტრო პროგრამიდან სხვა სამაგისტრო პროგრამაზე გადაანაცვლოს სამაგისტრო პროგრამებზე განსაზღვრული ადგილების რაოდენობა იმ მაგისტრანტობის კანდიდატთა რაოდენობის 10%-ის ფარგლებში, რომლებმაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდა/გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. ამასთან, გადანაცვლებული ადგილების შედეგად მიღებული საერთო რაოდენობა, არ უნდა აღემატებოდეს იმ მაგისტრანტობის კანდიდატთა რაოდენობას, რომლებმაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდა/გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით მინიჭებული უფლების განხორციელებამდე, უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულება ვალდებულია, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინოს დასაბუთებული ინფორმაცია, სამაგისტრო პროგრამებზე განსაზღვრული ადგილების დეტალური გადანაწილების, ასევე შესაბამისი ადამიანური და მატერიალური რესურსის არსებობის თაობაზე.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დასაბუთებაში წარდგენილი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია შეამოწმოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი რესურსი.

9. 2014-2015 სასწავლო წლისთვის, იმ პირების თაობაზე, რომლებთანაც გაფორმდა ამ დებულების 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დგება რექტორის ერთიანი აქტი, რომელიც 13 ოქტომბრამდე იგზავნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. რექტორის ერთიან აქტში მითითებულია მაგისტრანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საერთო სამაგისტრო გამოცდის საიდენტიფიკაციო კოდი, საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც მაგისტრანტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. საგანმანათლებლო დაწესებულება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 15 ოქტომბრის ჩათვლით წარადგენს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამის ინფორმაციას ჩარიცხული პირების შესახებ ელექტრონული ფორმით.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესით, შესაძლებელია ჩაირიცხოს მაგისტრანტობის ის კანდიდატიც, რომელმაც განაცხადი გააკეთა იმ სამაგისტრო პროგრამაზე, რომლის განხორციელების უფლებაც უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ მოიპოვა 2014 წლის 15 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე.“

2. მე-2 პუნქტით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის“ მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 მუხლი:

„მუხლი 6. გარდამავალი დებულებები

2014-2015 სასწავლო წლისთვის:

ა) მაგისტრანტი ამ წესის მე-5 მუხლის 21-ე პუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტის დადგენის მიზნით, შესაბამისი წლის 20 ოქტომბრამდე ცენტრში წარადგენს განცხადებას, რომელშიც უთითებს საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების ჩამონათვალს პრიორიტეტების შესაბამისად.

ბ) თუ მაგისტრანტი ვერ მოიპოვებს გრანტს მის მიერ ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვლისწინებულ განცხადებაში მითითებულ პირველ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, მაშინ მისი დაფინანსების საკითხი განიხილება განცხადებაში მითითებულ მეორე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე და ა.შ. მაგისტრანტის მიერ  განცხადებაში მითითებულ რომელიმე  საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე გრანტის მოპოვების შემთხვევაში, განცხადებაში მითითებულ მომდევნო საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე მისი დაფინანსების საკითხი არ განიხილება.

გ) ცენტრში ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მაგისტრანტის მიერ ამავე პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარუდგენლობისას, მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, აბსოლუტური ქულით რანჟირება პირველ რიგში ხორციელდება იმ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, რომელზეც შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მეტი თანხა განაწილდა. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში თანაბარი თანხა განაწილდა, მაშინ აბსოლუტური ქულით რანჟირება პირველ რიგში განხორციელდება ცენტრის მიერ განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებაზე;

დ) მაგისტრანტი, რომელიც შესაბამის წელს ჩაირიცხება ორი ან რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთსა და იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, ვალდებულია შესაბამისი წლის 20 ოქტომბრამდე ცენტრში წარადგინოს განცხადება, თუ რომელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სურს მიიღოს გრანტი;

ე) ცენტრში ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში პირის მიერ ამავე პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარუდგენლობისას მაგიტრანტობის კანდიდატი გრანტს მოიპოვებს ცენტრის მიერ განსაზღვრულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ვ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტების შემუშავების დროს ცენტრი ეყრდნობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შესაბამისი წლის 20 ოქტომბრამდე წარუდგენს ცენტრს ინფორმაციას აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე;

ზ) ამ მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარმოდგენილი დოკუმენტების შემდეგ ცენტრი 10 დღის ვადაში ადგენს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტებს და აგზავნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დასამტკიცებლად.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიქეთევან ნატრიაშვილი