„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 87/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 04/08/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.017947
87/ნ
04/08/2020
ვებგვერდი, 05/08/2020
430030000.22.022.017947
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №87/ნ

2020 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 5 ივლისის საქართველოს კანონის (დოკუმენტის ნომერი 3024-რს) მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში (სსმ III, 22.04.2009 წ., №49, მუხ. 555) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

1. პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების“:

ა) მე-2 მუხლს „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ და „ე2“ ქვეპუნქტები:

„ე1) გათანაბრებული ქულა – საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ მიღებულ ქულასა და ტესტის ყველა დანარჩენი ვარიანტის შესაბამის ნაწილში მასთან გაიგივებულ ქულებს შორის უდიდესი.

2) გაიგივებული ქულები – ტესტის სხვადასხვა ვარიანტის შესაბამის ნაწილებში მიღებული ისეთი ქულები, რომელთა პროცენტული რანგები ერთმანეთის ტოლია;“

ბ) მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ნორმირებული ქულა – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვის მიზნით, ამ დებულებით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ მიღებული გათანაბრებული ქულის, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ მიღებული ქულის შესაბამისი გამოცდის ტესტის ნაწილის/გამოცდის მაქსიმალურ ქულაზე გაყოფის შედეგად მიღებული ქულა;“;

გ) მე-5 მუხლს მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „41“ პუნქტი:

„41.  მაგისტრანტობის კანდიდატს ამ მუხლით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ მის მიერ მიღებული ქულის შესაბამისი გათანაბრებული ქულა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით საერთო სამაგისტრო გამოცდის თითოეული ნაწილისათვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შესაბამის ქულაზე მეტი აღმოჩნდება.“;

დ) 27-ე მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი:

„11. საერთო სამაგისტრო გამოცდის თითოეული ნაწილის ნორმირებული ქულა გამოითვლება შემდეგი წესით:

ა) გამოითვლება საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ მიღებული გათანაბრებული ქულა;

ბ) საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ მიღებული გათანაბრებული ქულა გაიყოფა საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის შესაბამისი ნაწილის მაქსიმალურ ქულაზე და მიიღება ნორმირებული ქულა.“.

2. ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მიღებული გათანაბრებული ქულა იყოფა საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილის მაქსიმალურ ქულაზე და ტესტის თითოეული ნაწილისთვის მიიღება ნორმირებული ქულა;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი