დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 204/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.018622 |
|
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 (სსმ III, 22.04.2009 წ., №49, მუხ. 555) ბრძანებით დამტკიცებული „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მიზნით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულ სააგენტოს, მომართვის შემთხვევაში, მიაწოდოს ინფორმაცია მის მიერ მოწოდებულ სიაში არსებულ პირთა საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციის ან/და საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების თაობაზე. ზემოაღნიშნული ინფორმაციის მიმოცვლა უნდა განხორციელდეს დაცული ფორმით, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშულებით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები