დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/01/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.017874 |
|
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონის (დოკუმენტის ნომერი: 3024-რს) მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში (სსმ III, 22.04.2009 წ., №49, მუხ. 555) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების“: ა) მე-2 მუხლის: ა.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) მაქსიმალური ქულა – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილისათვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/ გამოცდებისთვის მინიჭებული შესაძლო უმაღლესი ქულა;“ ; ა.ბ) „ზ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-4 მუხლის: ბ.ა) 21 და 22 პუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ.ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგად გამოვლინდება ის მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც უფლებას მოიპოვებს მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამისათვის განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში. 4. საერთო სამაგისტრო გამოცდისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გამოცდის/გამოცდების შედეგად გამოვლინდება ის მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც უფლებას მოიპოვებს სწავლა განაგრძოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე.“; გ) 41 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უსინათლო მაგისტრანტობის კანდიდატთათვის გამოიყენება ბრაილის სისტემა ან სპეციალური ხმოვანი ელექტრონული პროგრამა.“; დ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტი შედგება ოთხი ნაწილისგან: ა) წაკითხულის გააზრება; ბ) ანალიტიკური წერა; გ) ლოგიკური მსჯელობა; დ) რაოდენობრივი მსჯელობა.“ ; ე) მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფასური გადახდილია ამავე ქვეპუნქტებით განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში) ან შესაბამის მაგისტრანტობის კანდიდატს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის.“; ვ) მე-10 მუხლის: ვ.ა) მე-4 პუნქტის: ვ.ა.ა) „ე1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე1) თითოეულ სამაგისტრო პროგრამაზე განსაზღვრული ადგილების რაოდენობა;“; ვ.ა.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ინფორმაცია აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა, აკრედიტაციის ვადის მითითებით;“; ვ.ა.გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) სამაგისტრო პროგრამის შესაბამისობა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასთან.“; ვ.ა.დ) „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ვ.ბ) 41 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ზ) მე-11 მუხლის: ზ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციისას პირი რეგისტრაციის ვებგვერდზე სპეციალურ პროგრამაში უთითებს პირად მონაცემებს, რის შემდეგაც სპეციალურ პროგრამაშივე იღებს შეტყობინებას შესაბამისი კოდის მითითებით, რომლის მეშვეობითაც არის შესაძლებელი რეგისტრაციის პროცედურის გაგრძელება.“; ზ.ბ) მე-7 პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ზ.გ) 71 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ზ.დ ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. რეგისტრაციასთან/სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილებასთან დაკავშირებული საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს სპეციალური პროგრამიდან შენახული ან ამობეჭდილი აქვს რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.“; ზ.ე) მე-12 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; თ) მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, მიაწოდოს მას იმ მაგისტრანტობის კანდიდატთა თაობაზე ინფორმაცია, რომელთაც სამინისტროს მიმართეს სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოპოვების მიზნით.“; ი) მე-16 მუხლის: ი.ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ბ) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი ან სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი/განცხადება-ანკეტა/ამონაბეჭდი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი;“; ი.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატი გამოცდაზე არ დაიშვება.“; კ) 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 27. საერთო სამაგისტრო გამოცდის საბოლოო შედეგები 1. ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით პრეტენზიების განხილვის დროს მიღებული გადაწყვეტილებების შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან გადაცემის შემდეგ ამ დებულებით დადგენილი წესით გამოითვლება საერთო სამაგისტრო გამოცდის თითოეული ნაწილის ნორმირებული ქულა , რომლის მთელ რიცხვამდე დაყვანის მიზნით ერთსა და იმავე რიცხვზე გადამრავლების შემდეგ დგება იმ მაგისტრანტობის კანდიდატთა სია, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საერთო სამაგისტრო გამოცდა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სიას, საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 2 დღის ვადაში ამტკიცებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი და დამტკიცებიდან არაუგვიანეს 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ სიის ატვირთვას სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში და მიწოდებას შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.“; ლ) 28-ე მუხლი ამოღებულ იქნეს; მ) 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატი სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მიზნით გადის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/ გამოცდებზე.“; ნ) 31-ე მუხლის: ნ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდება მხოლოდ ის მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელმაც საერთო სამაგისტრო გამოცდა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდა/გამოცდები წარმატებით ჩააბარა.“; ნ.ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ო) 33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 14 პუნქტი: „14. 2020 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდების მიზნებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ავსებს ანკეტას 2020 წლის 15 თებერვლიდან 2020 წლის 25 თებერვლამდე, ხოლო სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 და 31 პუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას ამოწმებენ 2020 წლის 9 მარტამდე. ცენტრი, ამ დებულების მე-10 მუხლის 41 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას ანკეტაში ასახავს 2020 წლის 15 თებერვლამდე.“. 2. პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის“: ა) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა საერთო სამაგისტრო გამოცდაში, მაგრამ სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდა ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევით.“; ბ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ ) პირი, რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა საერთო სამაგისტრო გამოცდაში, მაგრამ სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდა ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები