„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 146/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 23/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016666
146/ნ
23/09/2013
ვებგვერდი, 23/09/2013
430030000.22.022.016666
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №146/ნ

2013 წლის 23 სექტემბრი

ქ. თბილისი

,,სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
 ,,სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებით (სსმ III, 22.04.2009წ., №49, მუხ. 555) დამტკიცებულ სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია 20 სექტემბრამდე შეცვალოს/დაამატოს საერთო სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაცია და დოკუმენტები.“.

მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებამდე ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2013 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის შეცვლილი/დამატებული საერთო სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაცია და დოკუმენტები ჩაითვალოს ამ ბრძანების შესაბამისად განხორციელებულად. 
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე