„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 172/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 11/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016692
172/ნ
11/11/2013
ვებგვერდი, 12/11/2013
430030000.22.022.016692
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №172/ნ

2013 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

,,სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და 24-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებით (სსმ III, 22.04.2009წ., №49, მუხ. 555) დამტკიცებულ:

1. სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებაში (დანართი №1) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული  ცენტრი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი;“;

ა.ბ) ,,გ“, ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ტესტი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილი ტესტური დავალებები და პასუხების ფურცელი;

დ) დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემა - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი კოდირების სისტემა;

ე) მაქსიმალური ქულა - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამისი საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილისათვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის მინიჭებული შესაძლო უმაღლესი ქულა;“;

ა.გ) ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კ) საგნობრივი ქვეკომისია – საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვისას საპრეტენზიო კომისიისათვის დახმარების გაწევის მიზნით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;“;

ა.დ) ,,მ“ და ,,ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მ) საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული  ცენტრის მიერ გაცემული მოწმობა, რომლის საფუძველზეც მაგისტრანტობის კანდიდატი დაიშვება საერთო სამაგისტრო გამოცდაზე;

ნ) საგამოცდო ცენტრი – საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების მიზნით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი განცალკევებული შენობა ან მისი ნაწილი, რომელშიც მიმდინარეობს ტესტირება;“;

ა.ე) ,,ს“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ვ) ,,შ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჩ“ და ც“ ქვეპუნქტები:

,,ჩ) შეფასების ზოგადი კრიტერიუმი – ტესტის ნაწილის მიხედვით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მაგისტრანტობის კანდიდატისთვის და ტესტის ნაწილისთვის დადგენილი ზოგადი მოთხოვნები, რომლის საფუძველზეც იქმნება შეფასების სქემა;

ც) შეფასების სქემა – ამ დებულებით დადგენილი წესით ტესტის ნაწილის მიხედვით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, შეფასების ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად, გამსწორებლისთვის და საპრეტენზიო კომისიისთვის შედგენილი დოკუმენტი.“

ბ) მე-4 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,21. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამისი საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ერთ-ერთი შემდეგი ტიპი:

ა) A ტიპის ტესტი;

ბ) B ტიპის ტესტი;

გ) C ტიპის ტესტი;

დ) D ტიპის ტესტი;

ე) E ტიპის ტესტი.“;

გ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21, 22 და 23 პუნქტები:

,,21. ტესტის შექმნამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ტარდება საცდელი ტესტირება. საცდელი ტესტირების შედეგად დგინდება:

ა) ტესტის საბოლოო ფორმატი;

ბ) ტესტში დავალებათა რაოდენობა;

გ) ტესტზე სამუშაო დრო.

22. შეფასების ზოგადი კრიტერიუმები და ტესტის ნაწილის მაქსიმალური ქულები დგინდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით საერთო სამაგისტრო გამოცდების დაწყებამდე.

23. საერთო სამაგისტრო გამოცდების შემდეგ ტესტის ნაწილის შესაბამისად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში იქმნება პირველადი შეფასების სქემები. შეფასების სქემები საბოლოოდ ფორმირდება და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება მაგისტრანტობის კანდიდატთა პასუხების ფურცლების პირველადი გასწორების შემდგომ.“;

დ) მე-7 მუხლის:

  დ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,2. საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.“

   დ.ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართვის შემთხვევაში უზრუნველყოს ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციასა და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარებას.

   5. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართვის შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულება საერთო სამაგისტრო გამოცდისა და საერთო სამაგისტრო გამოცდების საცდელი ტესტირებების ჩატარებისთვის უზრუნველყოფს მის სარგებლობაში არსებული შენობებიდან საჭირო ფართის გამოყოფას.“;

ე) მე-8 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხების შეტანა ხდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საბანკო ანგარიშზე.

3. ამ მუხლის პირველი პუქნტის ,,ა“ ქვეპუნქტით საფასურის ზედმეტად ან შეცდომით გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდაზე მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.

4. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება საგამოცდო ტესტის შეფასება მაგისტრანტობის კანდიდატს უკან უბრუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა. აგრეთვე მაგისტრანტობის კანდიდატს უკან უბრუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდისას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხები. საფასურის დაბრუნების შესახებ წერილობითი მოთხოვნა უნდა გაკეთდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.“;

ვ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულებით დადგენილი წესით სამაგისტრო გამოცდის ჩატარების მიზნით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრი ქმნის ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელს.“

ზ) მე-10 მუხლის:

  ზ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსოს და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შესაბამისი წლის პირველ თებერვლამდე წარადგინოს საერთო სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები:

ა) იმ სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი, რომელზეც შესაბამის წელს მოხდება მაგისტრანტობის კანდიდატთა მიღება და თითოეულ მათგანზე განსაზღვრული ადგილების რაოდენობა;

ბ) თითოეული სამაგისტრო პროგრამისთვის სწავლის წლიური საფასურის შესახებ;

გ) ინფორმაცია იმის თაობაზე აკრედიტებულია თუ არა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა;

დ) სამაგისტრო პროგრამების მიხედვით:

დ.ა) ამ დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილებისთვის და მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდებისთვის ამ დებულებით დადგენილი წესით კოეფიციენტების განაწილების თაობაზე, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე ტესტის ნაწილების/გამოცდის პრიორიტეტი;

დ.ბ) ამ დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების არმინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდებისთვის ამ დებულებით დადგენილი წესით კოეფიციენტების განაწილების თაობაზე, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, გამოცდის პრიორიტეტი;

ე) საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილისთვის ამ დებულებით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გაზრდის თაობაზე;

ვ) ტესტის იმ ნაწილის/ნაწილების ჩამონათვალი, რომელშიც მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა გადალახოს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი/ზღვრები იმისთვის, რომ მაგისტრანტობის კანდიდატმა მონაწილეობის მიღების უფლება მოიპოვოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში;

ზ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.

2. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას განათავსებს ოფიციალურ ვებგვერდზე.“

ზ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან ერთად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს წარუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანხმობის წერილი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებთან სპეციალობის/სპეციალობების ჩამონათვალის შესაბამისობის თაობაზე.“

თ) მე-11 მუხლის:

  თ.ა) მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების მიზნით, დაინტერესებული პირის რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი პროცედურებისა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული ვადების შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება პირის მიერ ივსება ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა www.naec.ge და რეგისტრაციის ოფიციალური ვებგვერდის online.naec.ge (შემდგომში – სამსახურის ვებგვერდის) გამოყენებით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის გავლამდე, პირი სამსახურის ვებგვერდზე უთითებს თავის პირად ნომერს (თერთმეტნიშნა ნომერი), ელექტრონულ მისამართს და შესაბამის ველში აღნიშვნით ადასტურებს, რომ ეთანხმება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ პირობებს და გამოთქვამს მზადყოფნას გააგრძელოს ელექტრონული ფორმით რეგისტრაცია.“

თ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების შემდეგ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პირს გაუგზავნის შეტყობინებას ელექტრონული მისამართზე შესაბამისი კოდის მითითებით, რომ მას უფლება აქვს გაიაროს რეგისტრაცია.“

თ.გ) მე-7 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, დ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას.“

 

თ.დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შევსების დროს პირმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იტოვებს შესაძლებლობას მაგისტრანტობის კანდიდატი გადაანაწილოს სხვა საგამოცდო ცენტრში.“

თ.ე) მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მოთხოვნის შემთხვევაში, პირმა უნდა წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი დოკუმენტები.

11. მონაცემთა შეგროვების შემდეგ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შესაბამისი წლის 20 ივნისამდე დამზადდება მაგისტრანტობის კანდიდატის საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი, რომელიც ადასტურებს მის უფლებას მონაწილეობა მიიღოს საერთო სამაგისტრო გამოცდებში.“

ი) მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, სამაგისტრო გამოცდების ჩატარების მიზნით, ქმნის მაგისტრანტობის კანდიდატთა მონაცემების ელექტრონულ ბაზას.“

კ) მე-13 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ლ) მე-14 მუხლის:

ლ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საგამოცდო ცენტრები განლაგებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შენობებში.

2. საერთო სამაგისტრო გამოცდა ტესტის ნაწილების შესაბამისად მიმდინარეობს ორი დღის განმავლობაში, ერთდროულად ყველა საგამოცდო ცენტრში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული განრიგის შესაბამისად.“

ლ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ფორსმაჟორის არსებობის შემთხვევაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება კონკრეტულ საგამოცდო ცენტრში საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარების ახალი ვადა.“

მ) მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საერთო სამაგისტრო გამოცდის მიმდინარეობის დროს საგამოცდო ცენტრში დაშვებულია მხოლოდ იმ პირების ყოფნა, რომელსაც აქვს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი.“

ნ) მე-16 მუხლის:

ნ.ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატი გამოცდაზე არ დაიშვება, გარდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული მაგისტრანტობის კანდიდატი ტესტირებაზე დაიშვება მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ინფორმაციის გადამოწმების შემდგომ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახორციელებს მაგისტრანტობის კანდიდატთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზებში ინფორმაციის გადამოწმებასა და მაგისტრანტობის კანდიდატების მონაცემთა ბაზებიდან ამონაბეჭდის გადაგზავნას საგამოცდო ცენტრის პასუხისმგებელ პირთან. იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატების მონაცემთა ბაზებში მაგისტრანტობის კანდიდატის თაობაზე არ აღმოჩნდება ინფორმაცია ან აღმოჩნდება, მაგრამ მაგისტრანტობის კანდიდატთა მონაცემების ელექტრონულ ბაზებში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება პიროვნებას, პირი ტესტირებაზე არ დაიშვება.“

ნ.ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში უზრუნველყოფს იმ მაგისტრანტობის კანდიდატის განთავსებას, რომელიც საჭიროებს სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს (ფუნქციონალური დარღვევების მქონე პირები,  გადამდები ინფექციური დაავადებების მქონე პირები და სხვა პირები).

7. მაგისტრანტობის კანდიდატმა ცნობა რაიმე ინფექციური დაავადების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ან საგამოცდო ცენტრში უნდა წარმოადგინოს საერთო სამაგისტრო გამოცდის დაწყებამდე.“

ო) მე-17 მუხლის:

ო.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ტესტირება მიმდინარეობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურებით.“

ო.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ტესტირებისთვის გამოყოფილ საგამოცდო დროს, საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილების შესაბამისად, ადგენს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.“

პ) მე-18 მუხლის:

პ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში მაგისტრანტობის კანდიდატს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს კალმით.“

პ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული  ცენტრი უზრუნველყოფს საერთო სამაგისტრო გამოცდების მიმდინარეობაზე დაკვირვებას ვიდეო-აღჭურვილობის მეშვეობით.“

ჟ) მე-19 მუხლის:

ჟ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ამ დებულების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით და მე-4 პუნქტის ,,ბ“-,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის განმეორების შემთხვევაში მაგისტრანტობის კანდიდატი იხსნება გამოცდიდან, რაც ფორმდება ოქმით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.“

ჟ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. გაფრთხილების გარეშე მაგისტრანტობის კანდიდატის გამოცდიდან მოხსნა  ფორმდება ოქმით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.“

ჟ.გ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

რ) მე-20 მუხლის:

რ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს:

,,1. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში საგამოცდო ცენტრიდან გაგზავნილი დალუქული პასუხების ფურცლები იხსნება, რეგისტრირდება, ხდება მათი სკანირება და განაწილება.“

რ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3.  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებით საგამოცდო ტესტის თითოეული ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით:

ა) ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტესტის ნაწილების პასუხების ფურცელები სწორდება კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით; 

ბ) ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტესტის ნაწილის პასუხების ფურცლები სწორდება დამოუკიდებლად მინიმუმ ორჯერ. შეფასებაში სხვაობის შემთხვევაში პასუხების ფურცელი სწორდება მესამედ. მესამედ გასწორების შემდეგ მიღებული ქულა საბოლოოა.“

რ.გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგად მიღებული ქულები ქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.“

ს) 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარებიდან არაუგვიანეს 15 დღისა,  უზრუნველყოფს საგამოცდო  ტესტებისა და საგამოცდო ტესტის პასუხების გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას.“

ტ) 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ამ თავით გათვალისწინებული მოქმედებების შესრულების ვადებს, რომლებიც განსაზღვრული არ არის ამ დებულებით, ადგენს  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“

უ) 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან  დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადი წარედგინება ელექტრონული ფორმით ონლაინ რეჟიმში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა www.naec.ge და სამსახურის ვებგვერდის online.naec.ge  გამოყენებით.“

ფ) 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მაგისტრანტობის კანდიდატი საპრეტენზიო განაცხადს წარადგენს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საპრეტენზიო განაცხადის ფორმის შესაბამისად.“

ქ) 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე მაგისტრანტობის კანდიდატს გამოცდის დღეს, 21 საათამდე, ამ დებულების 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ორგანოში შეაქვს საპრეტენზიო განაცხადი საპრეტენზიო კომისიის სახელზე, რომელიც არაუგვიანეს მომდევნო დღისა ეგზავნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, ხოლო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს საპრეტენზიო განაცხადის მიწოდებას საპრეტენზიო კომისიისათვის.

2. მაგისტრანტობის კანდიდატი საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით, ამ დებულების 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით, საპრეტენზიო განაცხადს ავსებს საპრეტენზიო კომისიის სახელზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები.“

ღ) 262 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საპრეტენზიო კომისიას, საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას, დახმარებას უწევს საგნობრივი ქვეკომისია, რომლის შემადგენლობას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი.“

ყ) 264 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, საპრეტენზიო კომისიას დაუყოვნებლივ წარუდგინოს ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევებთან და შედეგებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.“

შ) 265 მუხლის:

შ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საპრეტენზიო კომისია ნაშრომს გასასწორებლად გადასცემს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, რომელიც ნაშრომის გასწორებისას ხელმძღვანელობს ამ დებულებით დადგენილი წესით.“

შ.ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. საპრეტენზიო კომისია გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის ვადაში უგზავნის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს გადაწყვეტილებას.

6. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებას ორი დღის ვადაში აცნობებს მაგისტრანტობის კანდიდატს.“

ჩ) 266 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადი, ნაშრომთან ერთად გადაეცემა შესაბამის საგნობრივ ქვეკომისიას, რომლის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“

ც) 267 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში.

4. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის  მიერ განთავსდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე საპრეტენზიო განცხადებების წარმოდგენის პროცესის დასრულებიდან არაუგვიანეს 20 დღისა. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებები სპეციალური კოდის გამოყენებით ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.“

ძ) 27-ე მუხლის:

ძ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით პრეტენზიების განხილვის დროს მიღებული გადაწყვეტილებების შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გადაგზავნის შემდეგ ამ დებულებით დადგენილი წესით გამოითვლება საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის თითოეული ნაწილის ნორმირებული ქულა, რომლის მთელ რიცხვამდე დაყვანის მიზნით ერთსა და იმავე რიცხვზე გადამრავლების შემდეგ დგება იმ მაგისტრანტობის კანდიდატთა სია, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საერთო სამაგისტრო გამოცდა.“

ძ.ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამინისტრო მიღებიდან 2 დღის ვადაში ამტკიცებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სიებს და უგზავნის შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს. გამოცდების ეროვნული ცენტრი 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ სიების გადაგზავნას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

  4. სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის შესაბამისი სიები გამოქვეყნდება სამინისტროს და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდებზე.“

წ)  28-ე მუხლის:

წ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მაგისტრანტობის კანდიდატს ეძლევა საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის სერტიფიკატი, მიღებული ქულების მითითებით.“

წ.ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ჭ) 32-ე მუხლის მე-4 და 41 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. იმ პირების თაობაზე, რომლებთანაც გაფორმდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დგება რექტორის ერთიანი აქტი, რომელიც 5 ოქტომბრამდე იგზავნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. რექტორის ერთიან აქტში მითითებულია მაგისტრანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საერთო სამაგისტრო გამოცდის საიდენტიფიკაციო კოდი, საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც მაგისტრანტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. საგანმანათლებლო დაწესებულება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 7 ოქტომბრის ჩათვლით წარადგენს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამის ინფორმაციას ჩარიცხული პირების შესახებ ელექტრონული ფორმით.

41. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით წარმოდგენილ რექტორის ერთიან აქტში აღმოჩნდება, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე მაგისტრანტი ჩარიცხულია ამ დებულების 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი წერილობით მიმართავს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.”

2. სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესში (დანართი №2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,31. მაგისტრანტობის კანდიდატების აბსოლუტური ქულების მთელ რიცხვამდე დაყვანის მიზნით აბსოლუტური ქულები საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ მრავლდება ერთსა და იმავე რიცხვზე.“

ა.ბ) მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა საერთო სამაგისტრო გამოცდაში, მაგრამ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, რომლის მაგისტრატურაში ჩაირიცხა პირი, ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტი ცენტრს არ მიაწოდა ან მიაწოდა ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი №1) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ;“

ბ) მე-5 მუხლის:

ბ.ა) 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,22. მაგისტრანტი ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტის დადგენის მიზნით, შესაბამისი წლის 10 ოქტომბრამდე ცენტრში წარადგენს განცხადებას, რომელშიც უთითებს საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების ჩამონათვალს პრიორიტეტების შესაბამისად.“

ბ.ბ) 25 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,25. მაგისტრანტი, რომელიც შესაბამის წელს ჩაირიცხება ორი ან რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთსა და იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, ვალდებულია შესაბამისი წლის 10 ოქტომბრამდე ცენტრში წარადგინოს განცხადება, თუ რომელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სურს მიიღოს გრანტი.“

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე