„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის N227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის N227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 44/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 28/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016564
44/ნ
28/03/2013
ვებგვერდი, 29/03/2013
430030000.22.022.016564
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის N227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №44/ნ

2013 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

 

,,სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის N227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებით (სსმ III, 22.04.2009წ., №49, მუხ. 555) დამტკიცებულ:

1. სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებაში (დანართი №1) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) იმ მაგისტრანტობის კანდიდატებზე, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებების მაგისტრატურაში, გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო, სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურისა.“;

ბ) მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) მაქსიმალური ქულა - გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამისი საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილისათვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის მინიჭებული შესაძლო უმაღლესი ქულა;”;

გ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ზ1 ქვეპუნქტი:

,,ზ1)  საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი  -  საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამისი ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ტესტის ნაწილებისგან შემდგარი ტესტი;“;

დ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

,,21. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამისი საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ერთ-ერთი შემდეგი ტიპი:

ა) A ტიპის ტესტი;

ბ) B ტიპის ტესტი;

გ) C ტიპის ტესტი;

დ) D ტიპის ტესტი;

ე) E ტიპის ტესტი.“;

ე) მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგად გამოვლინდება ის მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც უფლებას მოიპოვებს მონაწილეობა მიიღოს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში.

4. საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გამოცდის/გამოცდების შედეგად გამოვლინდება ის მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც უფლებას მოიპოვებს სწავლა განაგრძოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების  შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურაში.“;

 ვ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საერთო სამაგისტრო  გამოცდის ტესტი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების  შესაბამისად, შედგება ოთხი ნაწილისგან:

ა)  წაკითხულის გააზრება;

ბ) ანალიტიკური წერა;

გ)  ლოგიკური მსჯელობა;

დ) რაოდენობრივი მსჯელობა.“;

ზ) მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ამ მუხლის პირველი პუქნტის ,,ა“ ქვეპუნქტით საფასურის ზედმეტად ან შეცდომით გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდაზე მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

4. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება საგამოცდო ტესტის შეფასება მაგისტრანტობის კანდიდატს უკან უბრუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა. აგრეთვე მაგისტრანტობის კანდიდატს უკან უბრუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდისას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხები. საფასურის დაბრუნების შესახებ წერილობითი მოთხოვნა უნდა გაკეთდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.“;

თ) მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურისა, მაგისტრანტობის კანდიდატები ირიცხებიან ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგად.

3. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანება სავალდებულოა ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, რომელიც ახორციელებს მაგისტრატურას, გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო, სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურისა.“;

ი) მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

,,4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან ერთად ცენტრს წარუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანხმობის წერილი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებთან სპეციალობის/სპეციალობების ჩამონათვალის შესაბამისობის თაობაზე.

5. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია 10 სექტემბრამდე შეცვალოს/დაამატოს საერთო სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაცია და დოკუმენტები.“;

კ) მე-11 მუხლის:

კ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების მიზნით, დაინტერესებული პირის რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი პროცედურებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული ვადების შესაბამისად.“;

კ.ბ) მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ1“ პუნქტი:

 ,,გ1) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამისად, საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპს. მაგისტრანტობის კანდიდატს უფლება აქვს მიუთითოს საერთო სამაგისტრო გამოცდის მხოლოდ ერთი ტესტის ტიპი;“;

კ.გ) მე-12 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“ ქვეპუნქტი:

,,დ) საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი.“;

ლ) მე-17 მუხლიდან ამოღებული იქნეს 11 და 12 პუნქტები;

მ) მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში მაგისტრანტობის კანდიდატს გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს კალმით.“;

ნ) 27-ე მუხლის:

ნ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით პრეტენზიების განხილვის დროს მიღებული გადაწყვეტილებების გამოცდების ეროვნულ ცენტრში გადაგზავნის შემდეგ ამ დებულებით დადგენილი წესით გამოითვლება საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის თითოეული ნაწილის ნორმირებული ქულა, რომლის მთელ რიცხვამდე დაყვანის მიზნით ერთსა და იმავე რიცხვზე გადამრავლების შემდეგ დგება იმ მაგისტრანტობის კანდიდატთა სია, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საერთო სამაგისტრო გამოცდა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის შესაბამისი სიები საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცენტრში გადაგზავნიდან არა უგვიანეს 5 დღისა ცენტრის მიერ გადაიგზავნება სამინისტროში დასამტკიცებლად.“;

ნ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის შესაბამისი სიები გამოქვეყნდება სამინისტროს და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდებზე.“;  

ო) 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 28. საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი

1. საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მაგისტრანტობის კანდიდატს ეძლევა საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის სერტიფიკატი, მიღებული ქულების მითითებით.

2. მაგისტრანტობის კანდიდატს უფლება აქვს განმეორებით გავიდეს საერთო სამაგისტრო გამოცდის შესაბამის ტესტის ტიპზე და სცადოს გააუმჯობესოს ადრე მიღებული შედეგები. ამ შემთხვევაში მხედველობაში მიიღება მხოლოდ განმეორებითი გამოცდისას მიღებული შეფასებები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი უფრო დაბალია, ვიდრე წინა წელს მიღწეული შედეგები.“;

პ) 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამისი საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატი საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაბარების მიზნით გადის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე.“;

ჟ) 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდება მხოლოდ ის მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელმაც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამისი საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდა/გამოცდები წარმატებით ჩააბარა.“;

რ) 32-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

,,41. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით წარმოდგენილ რექტორის ერთიან აქტში აღმოჩნდება, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე მაგისტრანტი ჩარიცხულია ამ დებულების 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევით, გამოცდების ეროვნული ცენტრი წერილობით მიმართავს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.“;

2. სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესში (დანართი №2) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. საერთო სამაგისტრო გამოცდის საფუძველზე ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირება აბსოლუტური ქულით თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისა და  პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით.“;

ა.ბ) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“ ქვეპუნქტი:

,,დ) რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპში, მაგრამ სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდა ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი N1) 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევით.“;

ბ)  წესიდან ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლი;

გ) მე-5 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტი;

დ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“ ქვეპუნქტი:

,,დ) პირი, რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპში, მაგრამ სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდა ამ ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების (დანართი N1) 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევით.“;

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი