დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1139 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 10/12/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 470.000.000.05.001.000.304 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
ეს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში.
საქართველოს კანონმდებლობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
გამოყენებულ ცნებებს, თუ კანონში არ არის განსაკუთრებული მითითება, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავტონომია პაციენტის – პაციენტის უფლება, დამოუკიდებლად განსაზღვროს მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ყველა საკითხი;
ბ) აივ – ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი;
გ) არამართვადი ინფექციები – ინფექციური დაავადებები, რომელთა წინააღმდეგ არ არსებობს სპეციფიკური პროფილაქტიკის მაღალეფექტური საშუალებები;
დ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა – უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ1) დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობა – შესაბამისი სამედიცინო განათლების ან/და დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ2) პარამედიკოსი − შესაბამისი უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი, რომელიც სპეციალიზაციის კურსის გავლის შემდეგ, პრეჰოსპიტალურ ეტაპზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ფარგლებში დამოუკიდებლად ახორციელებს გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას და პასუხს აგებს მის შედეგებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ3) დამოუკიდებელი მეან-ექთნის (Midwife) საქმიანობა (შემდგომ − დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობა) − შესაბამისი სამედიცინო განათლების ან/და დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ4) საექთნო სპეციალობა − საექთნო დარგის მიმართულება, რომლის ფარგლებშიც დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის სუბიექტს განესაზღვრება საქმიანობის სფერო და მოეთხოვება შესაბამისი კონკრეტული კომპეტენციები;
ე) დონორი – ცოცხალი ადამიანი ან გარდაცვლილი, რომლისგანაც იღებენ ორგანოს, ორგანოთა ნაწილს, ქსოვილს სხვა ადამიანისათვის გადანერგვის ან სხვა ადამიანის მკურნალობის მიზნით;
[ ე) დონორი − პირი, რომლის ორგანოს, ქსოვილის ან უჯრედის დონაციაც ხორციელდება მის სიცოცხლეში ან მისი გარდაცვალების შემდეგ; (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
ვ) ევთანაზია – უკურნებელი სენით დაავადებული, სიკვდილისწინა სტადიაში მყოფი ავადმყოფის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტა მისივე თხოვნით;
ზ) ენდემური დაავადება – განსაზღვრულ ტერიტორიაზე მოქმედი მავნე ფაქტორებით ან ჯანმრთელობისათვის აუცილებელი რაიმე ფაქტორის დეფიციტით გამოწვეული დაავადება;
ზ1) ვაუჩერი – სახელმწიფოს მიერ მიზნობრივი ჯგუფისათვის გადაცემული, მიმოქცევადი მატერიალიზებული ან/და არამატერიალიზებული ფორმის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია სამედიცინო მომსახურების ან პირადი დაზღვევის დასაფინანსებლად;
თ) თანდაყოლილი დაავადება – ჰიპოთირეოზი, ფენილკეტონურია, გალაქტოზემია ან ადრენოგენიტალური სინდრომი;
ი) განსაკუთრებით საშიში პათოგენები – იმ განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევი, მაღალი გადამდებლობის მქონე ბიოლოგიური აგენტები და ტოქსინები, რომლებსაც შეუძლიათ მძიმე ზიანი მიაყენონ საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას;
კ) ინფორმირებული თანხმობა – პაციენტის ან მისი ნათესავის, ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა პაციენტისათვის საჭირო სამედიცინო ჩარევის ჩატარებაზე, მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ამ ჩარევასთან დაკავშირებული რისკის განმარტების შემდეგ;
ლ) კრიტიკული მდგომარეობა – ჯანმრთელობის მოშლის ფორმა, როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია და დაუყოვნებელი მკურნალობის გარეშე სიკვდილი გარდაუვალია;
მ) მეორე აზრი – ავადმყოფობის დიაგნოზის, პროგნოზის, მკურნალობის ოპტიმალური მეთოდის შესახებ იმ სპეციალისტის აზრი, რომელსაც პაციენტი მიმართავს მკურნალი ექიმის გვერდის ავლით იმ შემთხვევაში, თუ იგი არ არის დარწმუნებული დიაგნოზისა და მკურნალობის სისწორეში ან განზრახული სამკურნალო მეთოდის გამოყენებას თან სდევს სერიოზული შედეგები (მაგალითად, დამასახიჩრებელი ოპერაცია);
ნ) მყარი ვეგეტატიური მდგომარეობა – „სოციალური სიკვდილი“, ქრონიკული უგონო მდგომარეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სიფხიზლისა და ძილის მონაცვლეობა და, ამავე დროს, ქცევითი ან თავის ტვინის აქტიურობისათვის დამახასიათებელი გაცნობიერებული ქმედებების, გარემო გამღიზიანებლებზე და მოვლენებზე ადეკვატური რეაქციის არარსებობა;
ო) მცდარი სამედიცინო ქმედება – ექიმის მიერ უნებლიედ პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო სადიაგნოზო და/ან სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება, რაც მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა;
ო1) მხარდაჭერის მიმღები − საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული პირები;
პ) ნაგულისხმები თანხმობა – სიტუაცია, როდესაც პაციენტმა მიმართა ექიმს სამედიცინო დახმარების მისაღებად, ხოლო ეს უკანასკნელი, მიუხედავად წერილობითი ან სიტყვიერი შეთანხმების არსებობისა, გაესაუბრა მას, გასინჯა და ა.შ. ამ მომენტიდან ექიმს ეკისრება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პაციენტის მიმართ;
ჟ) პათოლოგიურ-ანატომიური გაკვეთა – გვამის გაკვეთა სათანადო სერტიფიკატის მქონე ექიმის მიერ სიკვდილის მიზეზის ან/და დაავადების დიაგნოზის დადგენის, სასწავლო ან სამეცნიერო მიზნით;
რ) პაციენტი – პირი, რომელიც, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, სარგებლობს სამედიცინო დახმარებით;
ს) პაციენტის ნათესავი – პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რიგითობის მიხედვით, აქვს უპირატესი უფლება მონაწილეობა მიიღოს პაციენტის სამედიცინო დახმარების აღმოჩენასთან ან მის სიკვდილთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში;
ტ) პირველადი ჯანმრთელობის დაცვა – ჯანმრთელობის დაცვის სისტემასთან ცალკეული პირისა და ოჯახის პირველი შეხება; უწყვეტი, ყოვლისმომცველი და კოორდინირებული, უპირველესად საოჯახო მედიცინის სისტემაზე დაფუძნებული, საზოგადოების თითოეული წევრისათვის ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, რომელიც მოიცავს ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებების პრევენციის, ფართოდ გავრცელებული დაავადებების სამკურნალო და სარეაბილიტაციო ღონისძიებებს, მათ შორის, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ოჯახის დაგეგმვას, პალიატიურ მზრუნველობას, აუცილებელი მედიკამენტებით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
ტ1) გადაუდებელი სამედიცინო დახმარება – სამედიცინო დახმარება, რომლის გარეშეც გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება;
ტ2) ოჯახის ექიმი – ექიმი-სპეციალისტი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს პირველადი მრავალპროფილური სამედიცინო მომსახურება გაუწიოს ყველა ასაკის ორივე სქესის პირს;
ტ3) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი – ნორმატიული აქტით დადგენილი ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ სავალდებულო პროფილაქტიკური აცრების ჩატარების ასაკობრივი მაჩვენებლები, ვადები და წესები;
ტ4) პალიატიური მზრუნველობა − მულტიდისციპლინური მიდგომით მომსახურება, რომელიც ტკივილისა და სხვა ფიზიკური, ფსიქოსოციალური, სულიერი პრობლემების ადრეული გამოვლენის, სწორი შეფასების, მკურნალობის, სულიერი თანადგომის, ტანჯვის პრევენციისა და შემსუბუქების გზით აუმჯობესებს ქრონიკული დაავადების ან/და სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადების მქონე პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხს;
ტ5) პალიატიური მკურნალობა – სამედიცინო მომსახურება, რომლითაც რადიკალურად არ უმჯობესდება პაციენტის მდგომარეობა, არ იცვლება არაკეთილსაიმედო პროგნოზი და რომლის მიზანია პაციენტის მდგომარეობის დროებით შემსუბუქება;
ტ6) ჰოსპისური მზრუნველობა − პალიატიური მზრუნველობის ნაწილი, განკუთვნილი ინკურაბელური პაციენტებისთვის, რომელთა სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა შეზღუდულია. ჰოსპისურ მზრუნველობას ახორციელებს პალიატიური მზრუნველობის სპეციალიზებული გუნდი. საჭიროებისამებრ, იგი ხორციელდება როგორც ჰოსპისში, ისე ბინაზე, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში ან მულტიპროფილურ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში. ჰოსპისური მზრუნველობის დროს დაავადების განკურნებაზე ორიენტირებული სამედიცინო ჩარევები აღარ გამოიყენება და ხორციელდება მხოლოდ დაავადების სიმპტომთა მართვისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული სამედიცინო ჩარევები. ბავშვთა მიმართ ჰოსპისური მზრუნველობის დროს შესაძლებელია სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა არ შეიზღუდოს და პარალელურად განხორციელდეს ძირითადი დაავადების მკურნალობაზე ორიენტირებული ჩარევები;
ტ7) ხანგრძლივი მოვლა – მომსახურებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია ქრონიკული დაავადების ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო საჭიროების დაკმაყოფილება, როდესაც ამ პირს ხანგრძლივად არ შეუძლია თავის მოვლა;
უ) რეანიმაცია – სიცოცხლის აღდგენისათვის გამოყენებული ღონისძიებების კომპლექსი;
ფ) რეციპიენტი – პაციენტი, რომლისათვისაც გადანერგვის მიზნით განკუთვნილია დონორისაგან აღებული ორგანოები, ორგანოთა ნაწილები ან ქსოვილები;
[ ფ) რეციპიენტი − პირი, რომელიც იღებს ადამიანის ორგანოს ან/და რომლისთვის გამოსაყენებლადაც განკუთვნილია ადამიანის ქსოვილი ან უჯრედი; (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
ფ1) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა – სახელმწიფო ვალდებულებათა სისტემა, რომლის მიზანია ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა, შენარჩუნება და აღდგენა დაავადებათა პრევენციის, მათი გავრცელების შესწავლისა და, შესაბამისად, კონტროლის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობის გზით;
ქ) განსაკუთრებით საშიში ინფექციები – მაღალი პათოგენობის მქონე ბიოლოგიური აგენტებით გამოწვეული დაავადებები, რომლებიც განსაკუთრებულ რისკს უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობას;
ღ) სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევა – ადამიანზე ან ცხოველზე ჩატარებული ნებისმიერი ექსპერიმენტი, რომლის ერთადერთი ან ერთ-ერთი მიზანია მედიცინის სფეროში ცოდნის გაღრმავება;
ყ) სამედიცინო დახმარების უწყვეტობა – პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, სამკურნალო, სარეაბილიტაციო და პალიატიური მზრუნველობის ღონისძიებების შეუფერხებელი განხორციელება;
შ) სამედიცინო მომსახურების ბაზისური პაკეტი – სამედიცინო დახმარების იმ მოცულობის ჩამონათვალი, რომლის საფასურის ანაზღაურება ნაკისრი აქვს სახელმწიფოს;
ჩ) სამედიცინო (საექიმო) საიდუმლო – ექიმის და სხვა სამედიცინო პერსონალის მიერ პროფესიული საქმიანობის პროცესში პაციენტის ფიზიკური, ფსიქიკური მდგომარეობის, მისი საზოგადოებრივი ან სამსახურებრივი საქმიანობის, ოჯახური ან პირადი ცხოვრების შესახებ მიღებული ინფორმაცია; მოიცავს ექიმისათვის მიმართვის ფაქტსაც, აგრეთვე, სიკვდილის გარემოებებს;
ჩ1) სამედიცინო საქმიანობა (სამედიცინო მომსახურება) – საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებასთან, გაუმჯობესებასთან და აღდგენასთან (ფსიქიკურ, სოციალურ, სამედიცინო და ფიზიკურ რეაბილიტაციასთან), პალიატიურ მზრუნველობასთან, პაციენტის სამედიცინო მოვლასთან, პროთეზირებასთან, პაციენტის სამედიცინო ტრანსპორტირებასთან, პაციენტის სამედიცინო განათლებასთან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზასთან, სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებთან და სამედიცინო დაწესებულებებში გაწეულ, სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებულ თანმხლებ მომსახურებასთან და ხორციელდება დადგენილი წესით;
ც) სამედიცინო ჩარევა – ნებისმიერი მანიპულაცია, პროცედურა, რომელსაც ატარებს ექიმი ან სხვა სამედიცინო პერსონალი დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის, რეაბილიტაციისა და პალიატიური მზრუნველობის მიზნით;
ც1) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი – ექიმი, ექთანი, მეან-ექთანი, პარამედიკოსი, ფარმაცევტი, სხვა პირები, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან, პაციენტის რეაბილიტაციასთან, პალიატიურ მზრუნველობასა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზასთან, აგრეთვე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტი, სამედიცინო და ჯანმრთელობის სერვისების მენეჯერები;
ც2) სამედიცინო ტექნოლოგიები -– სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციურ-ტექნოლოგიური მოწყობის წესი;
ც3) საოჯახო მედიცინა – პირველად ჯანდაცვაზე ორიენტირებული სამედიცინო დისციპლინა, დამოუკიდებელი და სხვა დისციპლინებისაგან განსხვავებული პროფესიული მზადების, კვლევისა და კლინიკური საქმიანობის სისტემით;
ც4) სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა – საპროცესო მოქმედების წარმოებისას წამოჭრილი სამედიცინო-ბიოლოგიური საკითხების დადგენის პროცესი;
ძ) სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტები – ჩანაცვლებითი თერაპიისთვის გამოყენებული პრეპარატები, რომელთა მუდმივი მიღება აუცილებელია სიცოცხლის, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად (მაგ. ინსულინი);
ძ1) სპეციალობის აღწერილობა – იმ საკითხებისა და უნარ-ჩვევების ჩამონათვალი, რომელთა ცოდნა და ათვისება აუცილებელია ამა თუ იმ საექიმო სპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე ექიმისათვის;
წ) ტერმინალური სტადია – უკურნებელი დაავადების ან მდგომარეობის სიკვდილისწინა სტადია;
ჭ) ტვინის სიკვდილი – თავის ტვინისა და ზურგის ტვინის ზედა სეგმენტების ფუნქციების სრული და შეუქცევადი შეწყვეტა სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის სპეციალური საშუალებებით შენარჩუნების ფონზე;
ხ) უწყვეტი სამედიცინო განათლება – უწყვეტი პროფესიული განვითარების კომპონენტი, რომელიც მოიცავს როგორც თვითგანათლებას, ისე ფორმალიზებული სწავლების/მზადების პროგრამებში მონაწილეობას, აგრეთვე სხვადასხვა საქმიანობებს, რომლებიც ექიმის პროფესიული ცოდნის და უნარ-ჩვევების განმტკიცებასა და გაუმჯობესებას უწყობს ხელს (კონგრესებში, კონფერენციებში მონაწილეობა, ნაშრომების გამოქვეყნება, სწავლება და სხვა);
ხ1) დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადება – უმაღლესი სამედიცინო, უმაღლესი საექთნო ან უმაღლესი მეან-ექთნის განათლების შემდგომი პროფესიული მზადება, რომელიც ეფუძნება პრაქტიკულ საექიმო, საექთნო ან მეან-ექთნის საქმიანობას და რომლის მიზანია საექიმო, საექთნო ან მეან-ექთნის სპეციალობის დაუფლება;
ხ2) უწყვეტი პროფესიული განვითარება – უმაღლესი სამედიცინო ან პროფესიული და უმაღლესი საექთნო ან უმაღლესი მეან-ექთნის განათლებისა და დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების მომდევნო პერიოდი, რომელიც გრძელდება დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის, დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტის მთელი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში და საექიმო, საექთნო ან მეან-ექთნის საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. უწყვეტი პროფესიული განვითარების მიზანია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის, დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების თანამედროვე მედიცინის მიღწევებსა და ტექნოლოგიებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
ხ3) უწყვეტი საექთნო განათლება – უწყვეტი პროფესიული განვითარების კომპონენტი, რომლის მიზანია ექთნის პროფესიული ცოდნის, კომპეტენციისა და უნარ-ჩვევების განმტკიცება/გაუმჯობესება და რომელიც მოიცავს როგორც თვითგანათლებას, ისე ფორმალიზებული სწავლების/მზადების პროგრამებში მონაწილეობას;
ხ4) მეან-ექთნის უწყვეტი განათლება – უწყვეტი პროფესიული განვითარების კომპონენტი, რომლის მიზანია მეან-ექთნის პროფესიული ცოდნის, კომპეტენციისა და უნარ-ჩვევების განმტკიცება/გაუმჯობესება და რომელიც მოიცავს როგორც თვითგანათლებას, ისე ფორმალიზებული სწავლების/მზადების პროგრამებში მონაწილეობას;
ჯ) ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა – შრომის, ყოფა-ცხოვრების, დასვენების, კვების, სწავლების, აღზრდის, რადიაციული და ქიმიური უსაფრთხოების განმსაზღვრელი სანიტარიულ-ჰიგიენური წესებისა და ნორმების და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების დაცვაზე ზედამხედველობა, ქვეყნის საზღვრებზე სახელმწიფო სანიტარიულ-ჰიგიენურ და სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საკითხები;
ჰ) ჯანმრთელობის ხელშეწყობა (ჯანმრთელობის განმტკიცება) – ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და განსამტკიცებლად მიმართული საგანმანათლებლო, სოციალური, ეკონომიკური, გარემოს და პროფესიული ფაქტორების კომპლექსი;
ჰ1) ეპიდემიოლოგიური კონტროლი – გადამდები დაავადებების ეპიდემიური პროცესის მართვის პროფილაქტიკურ და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა სისტემა.
ჰ2) (ამოღებულია);
ჰ3) ამოუცნობი გვამი – გვამი, რომლის აღმოჩენის შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ვერ მოხერხდა მისი იდენტიფიცირება და რომლის დაკრძალვას უზრუნველყოფს სახელმწიფო;
ჰ4) უპატრონო გვამი – გვამი, რომელიც იდენტიფიცირებულია, მაგრამ გარდაცვლილის ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირის დადგენა (მოძიება) შეუძლებელია, და რომლის დაკრძალვას უზრუნველყოფს სახელმწიფო, ან გვამი, რომელიც იდენტიფიცირებულია, გარდაცვლილის ნათესავი, კანონიერი წარმომადგენელი ან მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირი დადგენილია (მოძიებულია), მაგრამ იგი უარს აცხადებს მის დაკრძალვაზე;
ჰ5) შერჩევითი კონტროლი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური ორგანოს მიერ დარღვევის რისკის შეფასების შესაბამისად განხორციელებული ადმინისტრაციული ქმედება.
ჰ6) (ამოღებულია - 19.02.2015, №3094);
ჰ7) (ამოღებულია - 19.02.2015, №3094);
ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპებია:
ა) მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების საყოველთაო და თანაბარი ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს ნაკისრი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში;
ბ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა, პაციენტის პატივის, ღირსებისა და მისი ავტონომიის აღიარება;
გ) ექიმისა და სხვა სამედიცინო პერსონალის დამოუკიდებლობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში;
დ) ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შესაბამისობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასთან და მისი მართვადობის უზრუნველყოფა;
ე) პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პაციენტის, აგრეთვე ამა თუ იმ დაავადებით შეპყრობილი პირის დისკრიმინაციისაგან დაცვა სამედიცინო დახმარების გაწევისას;
ვ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სამედიცინო ეთიკის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების დამკვიდრება;
ზ) მოსახლეობის სრული ინფორმირება სამედიცინო დახმარების ყველა არსებული ფორმისა და მისი მიღების შესაძლებლობის შესახებ;
თ) ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა;
ი) სახელმწიფოს პასუხისმგებლობა სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მოცულობასა და ხარისხზე;
კ) პირველადი ჯანმრთელობის დაცვის, მათ შორის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პრიორიტეტულობა, მათში სახელმწიფო და კერძო სექტორების მონაწილეობა, საოჯახო მედიცინისა და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის განვითარება და მასზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ლ) სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ექიმთა სერტიფიცირების, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირებისა და სამედიცინო დაწესებულებაზე ნებართვის გაცემისათვის;
მ) სახელმწიფოს, საზოგადოების, თიოთოეული მოქალაქის მონაწილეობა ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაში, საცხოვრებელი, სამუშაო და დასასვენებელი გარემოს დაცვაში;
ნ) სამედიცინო მომსახურების სფეროში საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების მრავალფეროვნება და თანაბარუფლებიანი არსებობა;
ო) მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის მავნე ქმედებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული სანქციების გამოყენება;
პ) სახელმწიფოს მიერ პროგრამული და მიზნობრივ-პროგრამული წესით ჯანმრთელობის დაცვის დაფინანსება; სახელმწიფო სექტორის ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების თვითანაზღაურებისა და თვითმმართველობის უზრუნველსაყოფად საფინანსო, სამეურნეო, სახელშეკრულებო ურთიერთობებისა და მართვის სისტემის ავტონომია კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ჟ) არსებული რესურსების შესაბამისად სახელმწიფოს მიერ სამედიცინო-ბიოლოგიური და ჯანმრთელობის დაცვის კვლევათა დაფინანსება, ამ მიზნით კერძო სექტორიდან სახსრების მოსაზიდად ხელსაყრელი პირობების შექმნა;
რ) პროფესიული გაერთიანებების, აგრეთვე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა ჯანმრთელობის დაცვის თანამედროვე, ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებაში კონსულტაციების, სამეცნიერო და პროფესიული განხილვების, სათანადო პროექტების შემუშავების, პაციენტის უფლებების დაცვაში მონაწილეობის გზით;
ს) (ამოღებულია - 19.02.2015, №3094).
საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1768 – სსმ I, №31, 10.12.2002 წ., მუხ.144
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2716 - სსმ I, №12, 24.03.2010წ., მუხ.53
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4133 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.509
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5665 - ვებგვერდი, 11.01.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3094 - ვებგვერდი, 27.02.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3540 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
თავი II. მოქალაქეთა უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
საქართველოს მოქალაქესა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვთ, ისარგებლონ დადგენილი წესით დამტკიცებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო დახმარებით, რასაც განახორციელებს სათანადო სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტი, განურჩევლად საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმისა.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
1. დაუშვებელია პაციენტის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, აღმსარებლობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, შეზღუდული შესაძლებლობის, დაავადების, სექსუალური ორიენტაციის ან პირადული უარყოფითი დამოკიდებულების გამო.
2. დაუშვებელია პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პაც იენტის დისკრიმინაცია სამედიცინო დახმარების გაწევისას.
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2716 - სსმ I, №12, 24.03.2010წ., მუხ.53
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3540 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6847 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს ყველა მოქალაქეს უფლება აქვს მისთვის გასაგები ფორმით მიიღოს ამომწურავი და ობიექტური ინფორმაცია, აგრეთვე, მოიძიოს მეორე აზრი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. გარდა ამ კანონის 41-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
1. სამკურნალო, დიაგნოსტიკურ, სარეაბილიტაციო, პროფილაქტიკურ და პალიატიური მზრუნველობის პროცესებში პაციენტის მონაწილეობის აუცილებელი პირობაა ზეპირი ან წერილობითი ინფორმირებული თანხმობა. სამედიცინო ჩარევების ჩამონათვალი, რომელთა ჩატარებისათვის აუცილებელია წერილობითი თანხმობა, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. სამეცნიერო კვლევაში მონაწილე ავადმყოფის და ჯანმრთელი მოხალისის უფლებები დაცულია საქართველოს კანონმდებლობით და ადამიანზე ბიოსამედიცინო გამოკვლევების ჩატარების აღიარებული საერთაშორისო ნორმებით.
3. სამედიცინო განათლების პროცესში პაციენტის მონაწილეობის აუცილებელი პირობაა ზეპირი ინფორმირებული თანხმობა.
საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4719 - სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.149
პაციენტს უფლება აქვს უარი თქვას ნებისმიერ სამედიცინო ჩარევაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით და ამ კანონის 76-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე, უფლება აქვს უარი თქვას სამეცნიერო კვლევაში ან სამედიცინო განათლების პროცესში მონაწილეობაზე.
ყველა ქმედუნარიან პირს უფლება აქვს წინასწარ წერილობით გამოხატოს ნება განუკურნებელი დაავადების ტერმინალურ სტადიაში აღმოჩენის შემთხვევაში მისთვის სარეანიმაციო, სიცოცხლის შემანარჩუნებელი ან პალიატიური მკურნალობის ან/და პალიატიური მზრუნველობის ჩატარების შესახებ.
საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4719 - სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.149
მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტისათვის სამედიცინო ჩარევის ჩატარება, სამედიცინო განათლებისა და სამეცნიერო კვლევის პროცესში მისი ჩართვა დასაშვებია მხოლოდ პაციენტის მიერ წარსულში (როცა მას ჰქონდა გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი) განცხადებული ნების გათვალისწინებით, ხოლო ასეთი ნების არარსებობისას – პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობით.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3367 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის აუცილებლობისას ან მისი სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის დროს სამედიცინო ჩარევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ პაციენტის ინტერესების გათვალისწინებით.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3367 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისათვის სამედიცინო დახმარების გაწევა, მათ შორის, შიმშილობის დროს, დასაშვებია მხოლოდ მისი ინფორმირებული თანხმობის შემთხვევაში. სამედიცინო დახმარება გაიწევა ამ კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2716 - სსმ I, №12, 24.03.2010წ., მუხ.53
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3540 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
პაციენტს აქვს უფლება აირჩიოს ან შეიცვალოს სამედიცინო პერსონალი და, ან სამედიცინო დაწესებულება სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით. ხელშეკრულება უნდა იძლეოდეს არჩევანის შესაძლებლობას.
ადამიანის მისი ბიოლოგიური სქესისგან (კერძოდ, მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული მისი სქესისგან) განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით მისთვის ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ან მის მიმართ სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის გამოყენება დაუშვებელია.
თავი III. ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვა, ორგანიზაცია და დაფინანსება
ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო), რომელიც მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე შეიმუშავებს და გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტებს, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №6000 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.75
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5665 - ვებგვერდი, 11.01.2012წ.
1. ჯანმრთელობის დაცვის სფეროს სახელმწიფო მართვის მექანიზმებია:
ა) ექიმთა სერტიფიცირება, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირება, სამედიცინო დაწესებულებაზე ნებართვის გაცემა;
ბ) სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი;
გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინების) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლების) დამტკიცება;
დ) სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლი, ფარმაციისა და ფარმწარმოების მოწესრიგება;
ე) ახალი სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვისათვის ხელის შეწყობა;
ვ) პაციენტსა და სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტს შორის ურთიერთობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ზ) ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისათვის ხელის შეწყობა;
თ) სამედიცინო პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ი) სამედიცინო მეცნიერების განვითარებისათვის ხელის შეწყობა;
კ) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმირება და ეპიდემიოლოგიური კონტროლი;
ლ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროს განვითარებისათვის ხელის შეწყობა სათანადო ინსტიტუციური მოწყობისა და სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების განხორციელების გზით;
ლ1) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ სამედიცინო სერვისით სარგებლობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი სტანდარტებისა და მეთოდების დანერგვისათვის ხელის შეწყობა;
მ) (ამოღებულია - 19.02.2015, №3094).
2. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია დაწესდეს მომსახურების საფასური და მისი განაკვეთები, განისაზღვროს საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესები, აგრეთვე საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების პირობები.
3. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობების სფეროებში სახელმწიფო მართვის მექანიზმების უზრუნველსაყოფად სამინისტრო მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით ახორციელებს შესაბამისი მარეგულირებელი კანონმდებლობის დაცვის სახელმწიფო კონტროლს, რისთვისაც იგი უფლებამოსილია:
ა) უზრუნველყოს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობების სფეროებში არსებული ნორმების დაცვის ხელშემწყობი სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება, მათ შორის, ინფორმაციის საზოგადოებისთვის/სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობების სფეროებში მოქმედი, სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული პირებისთვის მიწოდება, მათი ცნობიერების ამაღლება და სხვა ქმედითი ღონისძიებების განხორციელება;
ბ) სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობების სფეროებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე შევიდეს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ობიექტზე. აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების პროცედურა, წესი და პირობები მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;
გ) მოითხოვოს ნებისმიერი მასალის, ნივთის, ნივთიერების, დოკუმენტის, საზედამხედველო ობიექტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის დათვალიერება, ხელშეუხებლობა, დალუქვა ან/და ამოღება, რაც გონივრულობის ფარგლებში აუცილებელია სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების წესები, მათ შორის, მათი განხორციელების ვადები, განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით;
დ) განახორციელოს აზომვა, ფოტოგადაღება, ვიდეოგადაღება, გააკეთოს ჩანაწერი, ამონაწერი, მოითხოვოს დოკუმენტის ასლის გადაღება;
ე) შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში გამოწეროს ელექტრონული საჯარიმო ქვითარი. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმა, მისი შევსებისა და წარდგენის წესი, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის ფორმა და სააღსრულებო ფურცლის ამოწერის წესი მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით;
ვ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა და გასცეს შესაბამისი მითითება;
ზ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გასცეს სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის ფორმა და სააღსრულებო ფურცლის ამოწერის წესი მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.
4. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობების სფეროებში შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით სამინისტროს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცევა. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.
5. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირებისას გამოიყენება ანაზღაურების შეჩერების/დაკავების მექანიზმები საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში, განსაზღვრული წესითა და პირობებით.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2013 – სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.87
საქართველოს 2001 წლის 25 მაისის კანონი №889 – სსმ I, №15, 11.06.2001 წ., მუხ.50
საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №974 – სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.73
საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1768 – სსმ I, №31, 10.12.2002 წ., მუხ.144
საქართველოს 2007 წლის 25 მაისის კანონი №4816 - სსმ I, №19, 01.06.2007წ., მუხ.171
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3553 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.282
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4133 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.509
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5665 - ვებგვერდი, 11.01.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3094 - ვებგვერდი, 27.02.2015წ.
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5665 - ვებგვერდი, 11.01.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3094 - ვებგვერდი, 27.02.2015წ.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4633 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.
ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სახელმწიფო მართვაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში, მონაწილეობენ პროფესიული გაერთიანებები და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სახელმწიფო და კერძო სამედიცინო დაწესებულებები.
1. სახელმწიფო დაფინანსებით მიზნობრივი ჯგუფის სამედიცინო მომსახურება ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ან ვაუჩერის საშუალებით.
[ 1. სახელმწიფო დაფინანსებით მიზნობრივი ჯგუფის სამედიცინო მომსახურება ხორციელდება „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან ვაუჩერის საშუალებით. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]
2. სახელმწიფო დაფინანსებით მიზნობრივი ჯგუფის პირადი დაზღვევა ხორციელდება ვაუჩერის საშუალებით.
3. ვაუჩერის გამოყენებით სამედიცინო მომსახურება ან პირადი დაზღვევა, მათ შორის, ვაუჩერის განაღდება და განაღდებასთან დაკავშირებული ოპერაციები, არ არის სახელმწიფო შესყიდვა.
[3. (ამოღებულია - 09.02.2023, №2553). (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]
4. ვაუჩერი პერსონიფიცირებულია. მისი მესაკუთრე შეიძლება იყოს პირი ან პირთა წრე (ოჯახი, თემი და სხვა). არასრულწლოვნის უფლებების რეალიზება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ვაუჩერის პირობების თანახმად, მის მესაკუთრეს აქვს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ან სადაზღვევო ორგანიზაციის თავისუფლად არჩევის უფლება.
6. სადაზღვევო ორგანიზაციისათვის სადაზღვევო ვაუჩერის გადაცემა გათანაბრებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სადაზღვევო შესატანთან (პრემიასთან).
7. საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის გაშვებისას სადაზღვევო ორგანიზაციის შეურჩევლობის შემთხვევაში შერჩევა (გამოვლენა) შეიძლება განხორციელდეს ვაუჩერის პირობებით.
8. იმ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ან სადაზღვევო ორგანიზაციის გამოვლენა, რომელიც თანახმაა ვაუჩერის პირობებით მომსახურების გაწევაზე, შეიძლება განხორციელდეს აღნიშნული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ ვაუჩერის პირობებით დადგენილი წესით ნების გამოხატვის საფუძველზე.
9. ერთნაირი ვაუჩერებით მათი მესაკუთრეები სამედიცინო ან სადაზღვევო მომსახურებას იღებენ თანაბარი პირობებით, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
10. განკარგული ვაუჩერის განაღდება ხორციელდება შესაბამისი გამნაღდებელი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ ვაუჩერის წარმდგენი ორგანიზაციებისათვის თანხის გაცემით.
11. ვაუჩერის პირობები (მათ შორის, ვაუჩერის მიმღები ორგანიზაციების ნების გამოხატვის, ვაუჩერის გაცემის წესები, სამედიცინო მომსახურებათა ნუსხა, ვაუჩერის ღირებულება, აგრეთვე ვაუჩერის გამოყენებასთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა) განისაზღვრება საქართველოს კანონით ან/და საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
1. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო უზრუნველყოფს ოფიციალური სტატისტიკის მართებულობას, სიზუსტეს, დროულობას და საჯაროობას კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტი ვალდებულია სამედიცინო-სტატისტიკური ინფორმაცია დადგენილი წესით მიაწოდოს სამინისტროს.
სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტს, რომელიც დადგენილი წესით მონაწილეობს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, შესრულებული სამუშაო უნაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ანაზღაურებისა და დაფინანსების წესების მიხედვით.
საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1768 – სსმ I, №31, 10.12.2002 წ., მუხ.144
საქართველოს 2007 წლის 25 მაისის კანონი №4816 - სსმ I, №19, 01.06.2007წ., მუხ.171
საქართველოს 2007 წლის 25 მაისის კანონი №4816 - სსმ I, №19, 01.06.2007წ., მუხ.171
თავი IV. სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭება
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2013 – სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.87
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №6000 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.75
1. სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების მიზანია ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა არაკომპეტენტური სამედიცინო პერსონალის საქმიანობისაგან.
2. სერტიფიკატის მინიჭებისას სახელმწიფო იძლევა გარანტიას, რომ მის მფლობელ სპეციალისტს უნარი აქვს, აწარმოოს დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობა ქვეყანაში არსებული პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2013 – სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.87
საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1768 – სსმ I, №31, 10.12.2002 წ., მუხ.144
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №6000 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.75
1. სერტიფიცირება არის სამედიცინო პერსონალის პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დონის შეფასება მედიცინის ცალკეულ სპეციალობაში, რაც ხორციელდება უნიფიცირებული სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის მეშვეობით.
2. სერტიფიცირება სავალდებულოა დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად.
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №6000 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.75
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2013 – სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.87
სამედიცინო პერსონალის სერტიფიცირება წარიმართება „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2013 – სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.87
საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1768 – სსმ I, №31, 10.12.2002 წ., მუხ.144
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №6000 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.75
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5665 - ვებგვერდი, 11.01.2012წ.
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი მოწოდებულია ინდივიდის, ოჯახის და მთლიანად საზოგადოების ჯანმრთელობის დასაცავად. სამედიცინო საქმიანობის მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, შენარჩუნება და აღდგენა, მისთვის ტანჯვის შემსუბუქება.
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4133 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.509
დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლება აქვს მხოლოდ შესაბამისი სამედიცინო განათლების მქონე პირს, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღო დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის სპეციალობაში.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2013 – სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.87
საქართველოს 2001 წლის 25 მაისის კანონი №889 – სსმ I, №15, 11.06.2001 წ., მუხ.50
საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1768 – სსმ I, №31, 10.12.2002 წ., მუხ.144
1. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც განათლება ან დამოუკიდებელი საქმიანობის უფლება საზღვარგარეთ მიიღო, საქართველოში საქმიანობის განხორციელება შეუძლია მხოლოდ საგანმანათლებლო დოკუმენტების აღიარების ან/და დამოუკიდებელი საქმიანობის უფლების მოპოვების შემდეგ.
2. უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტების აღიარება ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2013 – სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.87
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4133 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.509
1. სამედიცინო საქმიანობის აღსრულებისას ჯანმრთელობის დაცვის პერსონალმა უნდა იხელმძღვანელოს ეთიკური ფასეულობებით – ადამიანის პატივისა და ღირსების აღიარების, სამართლიანობის, თანაგრძნობის პრინციპებით, აგრეთვე პროფესიული ეთიკის შემდეგი ნორმებით:
ა) იმოქმედოს მხოლოდ პაციენტის ინტერესების შესაბამისად;
ბ) არ გამოიყენოს თავისი პროფესიული ცოდნა და გამოცდილება ჰუმანიზმის პრინციპების საწინააღმდეგოდ;
გ) პაციენტის ინტერესებთან დაკავშირებული პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი, არ იმოქმედოს ანგარებით;
დ) იზრუნოს პროფესიული საქმიანობის პრესტიჟის ამაღლებაზე, პატივისცემით მოეპყრას კოლეგებს.
2. სამედიცინო დაწესებულება და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი ვალდებული არიან დაიცვან ინტერესთა შეუთავსებლობის შემდეგი ნორმები:
ა) პროფესიული სამედიცინო საქმიანობის განხორციელების პროცესში პაციენტებთან ურთიერთობისას არ იმოქმედონ ანგარებით, მათ შორის, მესამე პირის სასარგებლოდ;
ბ) არ შევიდნენ გარიგებაში რომელიმე სამედიცინო დაწესებულებასთან ან/და ფარმაცევტულ კომპანიასთან იმ მიზნით, რომ პირადი კომერციული დაინტერესების სანაცვლოდ გამოიყენებენ პაციენტებს და ამით რაიმე მატერიალურ სარგებელს ნახავენ;
გ) პროფესიული სამედიცინო საქმიანობის განხორციელების პროცესში დაუშვებელია ფარმაცევტული პროდუქტის განმასხვავებელი ნიშნის მქონე სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმების გამოყენება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. აკრძალულია პირმა, თავისი თანამდებობრივი ან სხვაგვარი უპირატესობიდან გამომდინარე, სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული პერსონალისაგან მოითხოვოს ამ კანონში მითითებული პრინციპებისა და ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების საწინააღმდეგო ქმედება.
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4133 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.509
იმ სამედიცინო სპეციალობათა ნუსხას, რომელთა მიღება დასტურდება სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატით, ერთობლივად შეიმუშავებენ სამინისტრო და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
2. ექიმს დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო სერტიფიკატში აღნიშნულ სპეციალობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პაციენტს სჭირდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან/და აღენიშნება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა და შესაბამისი სპეციალობის ექიმის მოძიება ვერ ხერხდება.
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება აქვს უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის კურსდამთავრებულ პირს, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღო დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2013 – სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.87
საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1768 – სსმ I, №31, 10.12.2002 წ., მუხ.144
ექიმის პროფესია თავისი არსით თავისუფალი პროფესიაა. ნებისმიერ ვითარებაში დაუშვებელია, ხელისუფლების წარმომადგენელმა ან კერძო პირმა მოსთხოვოს ექიმს ამ კანონში მოცემული პრინციპების, საექიმო საქმიანობის ეთიკური ნორმების საწინააღმდეგო მოქმედება, მიუხედავად მომთხოვნი პირის თანამდებობისა და საზოგადოებრივი მდგომარეობისა. ყოველგვარი ქმედება, რაც ხელს უშლის სამედიცინო პერსონალს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების კურსდამთავრებულები საჯაროდ, დიპლომის მიღების წინ, სახელმწიფო ენაზე დებენ ექიმის ფიცს. ფიცის ტექსტად გამოიყენება „მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის მეორე გენერალური ასამბლეის 1948 წლის ჟენევის დეკლარაცია“.
ექიმს უფლება აქვს, სამედიცინო დახმარება გაუწიოს პაციენტს, თუ იგი, ხოლო მისი მცირეწლოვანების ან მის მიერ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში − პაციენტის ნათესავი ან კანონიერი წარმომადგენელი მოითხოვს ამას ან ნებას რთავს ექიმს, გაუწიოს სამედიცინო დახმარება, ან თუ, ნაგულისხმები თანხმობის შემთხვევაში, პაციენტი, ხოლო მისი მცირეწლოვანების ან მის მიერ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში − პაციენტის ნათესავი ან კანონიერი წარმომადგენელი არ გამოხატავს რაიმე წინააღმდეგობას სამედიცინო დახმარების გაწევისას.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3367 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
ექიმს უფლება აქვს უარი თქვას პაციენტისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ:
ა) არსებობს პაციენტისათვის სამედიცინო დახმარების უწყვეტობის უზრუნველყოფის შესაძლებლობა და არ აღინიშნება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა, ან პაციენტი არ საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას;
ბ) სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას ექიმის სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრება.
1. ექიმი ვალდებულია აღმოუჩინოს პაციენტს სამედიცინო დახმარება და უზრუნველყოს მისი უწყვეტობა, თუ:
ა) არსებობს ოფიციალურად გაფორმებული (წერილობითი) ან სიტყვიერი შეთანხმება;
ბ) გამოხატულია სიცოცხლისათვის საშიში, მათ შორის თვითმკვლელობის მცდელობით განპირობებული მდგომარეობა, ან პაციენტი საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ექიმის სამუშაო ადგილზე.
2. ყველა სხვა შემთხვევაში სამედიცინო დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებული მოვალეობანი, მათ შორის მისი უწყვეტობის უზრუნველყოფის მოვალეობა, ექიმს ეკისრება მაშინვე, როდესაც იგი იწყებს სამედიცინო დახმარებას.
არასამუშაო ადგილზე შესაძლებლობების ფარგლებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა ექიმის, ისევე, როგორც ნებისმიერი მოქალაქის, მოვალეობაა. ამ დროს დაუშვებელია რაიმე საზღაურის მოთხოვნა.
ექიმი ვალდებულია პაციენტებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის რიგითობა განსაზღვროს მხოლოდ სამედიცინო ჩვენებათა მიხედვით.
ექიმი ვალდებულია პაციენტს სრული ინფორმაცია მიაწოდოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. გამონაკლის შემთხვევაში პაციენტისათვის ინფორმაციის მიწოდების საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონით „საექიმო საქმიანობის შესახებ“.
საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1768 – სსმ I, №31, 10.12.2002 წ., მუხ.144
მედიცინის მუშაკი და სამედიცინო დაწესებულების ყველა თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას სამედიცინო (საექიმო) საიდუმლო, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას მოითხოვს გარდაცვლილის ნათესავი ან კანონიერი წარმომადგენელი, სასამართლო, საგამოძიებო ორგანოები, ან ეს აუცილებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
1. ექიმი და ჯანმრთელობის დაცვის სხვა პერსონალი ვალდებული არიან:
ა) დადგენილი წესით აწარმოონ ჩანაწერები სამედიცინო დოკუმენტაციაში;
ბ) არასამუშაო ადგილზე სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას წერილობით ასახონ და დანიშნულებისამებრ გადასცენ ინფორმაცია გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ.
2. სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესს ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (შემდგომ − მინისტრი).
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4133 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.509
ექიმი ვალდებულია პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ პირს სამედიცინო დახმარება გაუწიოს მხოლოდ მისი ინფორმირებული თანხმობის მიღების შემდეგ, გარდა გადაუდებელი და სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობისა, როცა თანხმობის მიღება ამ პირის მძიმე მდგომარეობის გამო შეუძლებელია. ექიმი აგრეთვე ვალდებულია უარი თქვას ისეთ ჩარევაზე, რომელიც სამედიცინო და ეთიკურ ნორმებს ეწინააღმდეგება.
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2716 - სსმ I, №12, 24.03.2010წ., მუხ.53
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3540 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
სამედიცინო პერსონალი ვალდებულია შესაბამის დაწესებულებებს დადგენილი წესით გადასცეს ინფორმაცია:
ა) გადამდები დაავადების დიაგნოზის დადგენისას ან ასეთზე ეჭვის მიტანისას;
ბ) სხეულის ფიზიკური, ქიმიური, სხივური, თერმული დაზიანების შემთხვევაში;
გ) უპატრონო ან ამოუცნობი გვამის შესახებ.
თუ ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებაში სათანადო ანაზღაურების მიღება არ არის ექიმისა და პაციენტის შეთანხმების საგანი, დაწესებულება შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შესაბამისად უზრუნველყოფს ექიმს ადეკვატური ანაზღაურებით.
სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მედიცინის ცალკეულ სპეციალობებში, აგრეთვე ზოგიერთ რეგიონში მომუშავე სამედიცინო პერსონალისთვის შეიძლება დაწესდეს შეღავათები და დანამატები ხელფასზე. აღნიშნული სპეციალობებისა და რეგიონების ჩამონათვალს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2088 – სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.116
საქართველოს 2000 წლის 13 დეკემბრის კანონი №691 – სსმ I, №50, 27.12.2000 წ., მუხ.147
საქართველოს 2003 წლის 29 იანვრის კანონი №1955 – სსმ I, №5, 19.02.2003 წ., მუხ.31
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2476 - სსმ I, №56, 28.12.2005წ., მუხ.416
სახელმწიფო ქმნის პირობებს სამედიცინო პერსონალის პროფესიული ცოდნის გაღრმავებისა და, შესაბამისად, პროფესიული სტატუსის ამაღლების უზრუნველსაყოფად.
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს უფლება აქვს, დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულ პროფესიულ შეკრებაში ან სხვა სახის ღონისძიებაში, მისი ჩატარების ადგილისა და დაფინანსების წყაროს მიუხედავად.
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4133 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.509
მცდარი სამედიცინო ქმედებისათვის ექიმი პასუხს აგებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ექიმს უფლება აქვს, პაციენტის ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, გამოწეროს და/ან დანიშნოს ნებისმიერი აპრობირებული მედიკამენტი და მკურნალობის მეთოდი.
გენური თერაპია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) მისი მიზანია ფატალური დაავადების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა;
ბ) არ არსებობს მკურნალობის სხვა, უფრო მარტივი და უსაფრთხო მეთოდი;
გ) მიღებულია პაციენტის, ხოლო მისი მცირეწლოვანების ან მის მიერ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში − პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა;
დ) მეცნიერების განვითარების თანამედროვე დონე შესაძლებლობას იძლევა დადგინდეს, რომ მკურნალობა არ გამოიწვევს ადამიანის შთამომავლობის გენომის არასასურველ შეცვლას.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3367 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
თავი V1. ექთნისა და მეან-ექთნის განათლება და საქმიანობა
1. ექთნისა და მეან-ექთნის ძირითადი მოვალეობებია: პირის ჯანმრთელობის დაცვა, დაავადებებისა და დაზიანებების პრევენცია, მისი დაავადებისგან განკურნების ხელშეწყობა, პირის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესებში ჩართვით მისთვის მდგომარეობის შემსუბუქება, პირის (ინდივიდის), ოჯახის, ადამიანთა ჯგუფის, თემის, პოპულაციის მკურნალობის პროცესის ადვოკატირება. ექთნისა და მეან-ექთნის სხვა მოვალეობები შეიძლება შესაბამისი პროფესიის სტანდარტებით განისაზღვროს.
2. ექთნისა და მეან-ექთნის პროფესიების ეთიკური ღირებულებები განისაზღვრება შესაბამისი პროფესიული ეთიკის კოდექსით, რომელსაც შეიმუშავებს/შეიმუშავებენ სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აღიარებული სათანადო პროფესიული გაერთიანება/გაერთიანებები და ამტკიცებს მინისტრი.
1. ექთნისა და მეან-ექთნის საქმიანობების განვითარებასა და რეგულირებას სამინისტრო უზრუნველყოფს ექთნებისა და მეან-ექთნების პროფესიული განვითარებისა და რეგულირების ეროვნული საბჭოს (შემდგომ − საბჭო) მეშვეობით.
2. საბჭოს საქმიანობა რეგულირდება ამ კანონითა და საბჭოს დებულებით, რომელიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
1. საექთნო განათლება და მეან-ექთნის განათლება შეიძლება განხორციელდეს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოთი განსაზღვრული კვალიფიკაციის მე-5 და მე-6 დონეების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს უფლება აქვს, მოიპოვოს დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი ან რეგისტრაციის მოწმობა.
3. დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობისა და დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის განსახორციელებლად სავალდებულოა საქართველოს სახელმწიფო ენის ცოდნა.
1. უმაღლესი საექთნო ან უმაღლესი მეან-ექთნის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლება ენიჭება სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის მოპოვების საფუძველზე. ამ შემთხვევაში მას ენიჭება რეგისტრირებული ექთნის ან რეგისტრირებული მეან-ექთნის წოდება.
2. პროფესიული საექთნო ან პროფესიული მეან-ექთნის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლება ენიჭება პრაქტიკოსი ექთნის ან პრაქტიკოსი მეან-ექთნის სახელმწიფო სერტიფიკატის მოპოვების საფუძველზე. ამ შემთხვევაში მას ენიჭება სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის ან სერტიფიცირებული პრაქტიკოსი მეან-ექთნის წოდება.
3. საექთნო ან მეან-ექთნის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი ექთნის ან უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი მეან-ექთნის წოდება.
4. საექთნო დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება ექთან-სპეციალისტის წოდება.
5. პირებს რეგისტრირებული ექთნის ან რეგისტრირებული მეან-ექთნის და სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის ან სერტიფიცირებული პრაქტიკოსი მეან-ექთნის წოდებებს ანიჭებს საბჭო. პირებისთვის აღნიშნული წოდებების მინიჭება რეგისტრირებული ექთნის ან მეან-ექთნის და სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის ან მეან-ექთნის ელექტრონულ რეესტრში (შემდგომ − ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრი) აისახება.
[ 6. პირს რეგისტრირებული ექთნის ან რეგისტრირებული მეან-ექთნის წოდება ენიჭება უნიფიცირებული სახელმწიფო სარეგისტრაციო გამოცდის ჩაბარების საფუძველზე. (ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან)]
[ 7. პირს სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის ან სერტიფიცირებული პრაქტიკოსი მეან-ექთნის წოდება ენიჭება უნიფიცირებული სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების საფუძველზე. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან)]
8. პირებს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ წოდებებს ანიჭებს საბჭო. პირებისთვის აღნიშნული წოდებების მინიჭება შესაბამისი მოწმობების გაცემით დასტურდება. უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი ექთნის, უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი მეან-ექთნისა და ექთან-სპეციალისტის შესახებ ინფორმაცია ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრში აისახება.
9. უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი ექთნის, უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი მეან-ექთნისა და ექთან-სპეციალისტის მოწმობების ფორმები მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
10. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც საექთნო ან მეან-ექთნის განათლება უცხოეთში მიიღო, დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლება ეძლევა აღნიშნული განათლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარების შემდეგ, ამ კანონით განსაზღვრული წესისა და პირობების შესაბამისად.
11. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლება უცხოეთში მოიპოვა, დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლება ეძლევა ამ კანონითა და მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, სამინისტროს კომპეტენტური ორგანოს მიერ უცხოეთში მოპოვებული საქმიანობის უფლების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით აღიარების შემდეგ.
12. ექთნისა და მეან-ექთნის სერტიფიცირებისა და რეგისტრაციის წესი განისაზღვრება და სახელმწიფო სერტიფიკატისა და რეგისტრაციის მოწმობის ფორმები მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
1. ექთანსა და მეან-ექთანს დამოუკიდებელი საქმიანობის უფლება 5 წლის ვადით ენიჭებათ.
2. ექთანმა და მეან-ექთანმა დამოუკიდებელი საქმიანობის გასაგრძელებლად მონაწილეობა უნდა მიიღონ უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში ან ხელმეორედ უნდა მოიპოვონ დამოუკიდებელი საქმიანობის უფლება ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით დადგენილი წესით.
1. სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნისა და სერტიფიცირებული პრაქტიკოსი მეან-ექთნის, აგრეთვე რეგისტრირებული ექთნისა და რეგისტრირებული მეან-ექთნის საქმიანობების შინაარსი და მოცულობა საექთნო და მეან-ექთნის პრაქტიკის სტანდარტებით განისაზღვრება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტანდარტებს შეიმუშავებს/შეიმუშავებენ სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აღიარებული სათანადო პროფესიული გაერთიანება/გაერთიანებები და ამტკიცებს მინისტრი.
1. საექთნო სპეციალობაში მზადების უფლება მხოლოდ რეგისტრირებულ ექთანს აქვს.
2. საექთნო სპეციალობაში მზადება შესაბამისი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის ფარგლებში ხორციელდება.
3. საექთნო სპეციალობათა ნუსხა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
4. საექთნო და მეან-ექთნის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ხორციელდება.
1. საექთნო სპეციალობაში დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) აკრედიტებული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
2. საექთნო დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამას შესაბამისი საექთნო სპეციალობის აღწერილობის საფუძველზე შეიმუშავებს პროგრამის განმახორციელებელი.
3. საექთნო სპეციალობის აღწერილობას შეიმუშავებს/შეიმუშავებენ სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აღიარებული სათანადო პროფესიული გაერთიანება/გაერთიანებები და საბჭოს რეკომენდაციით ამტკიცებს მინისტრი.
4. საექთნო დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის აკრედიტაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხორციელდება.
5. საექთნო დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის მომზადების, განხორციელებისა და აკრედიტაციის წესი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
საექთნო ან მეან-ექთნის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს უფლება აქვს, სწავლა განაგრძოს შესაბამისი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში და აღნიშნული პროგრამის კურსის დასრულების შემდეგ ჩაერთოს სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში ან/და განახორციელოს შესაბამისი პედაგოგიური საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
1. დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების მქონე პირი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში და მუდმივად განიახლოს ცოდნა და უნარ-ჩვევები.
2. პირის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობის პირობებს, აგრეთვე შესაბამისი კომპონენტების ჩამონათვალს და მათი აღიარების/აკრედიტაციის წესს შეიმუშავებს საბჭო სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აღიარებულ სათანადო პროფესიულ გაერთიანებასთან/გაერთიანებებთან თანამშრომლობით და ამტკიცებს მინისტრი.
3. დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის ახალი ვადით გაგრძელებისთვის საჭირო უწყვეტი საექთნო განათლების ან მეან-ექთნის უწყვეტი განათლების კრედიტების რაოდენობას განსაზღვრავს საბჭო და ამტკიცებს მინისტრი ბრძანებით.
დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების მქონე პირი ვალდებულია აწარმოოს შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.
1. დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დაიცვას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა როგორც საქმიანობის განხორციელებისას, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ, პაციენტის სიცოცხლეში და მისი სიკვდილის შემდეგ.
2. დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტმა პაციენტის პერსონალური მონაცემები უნდა დაამუშაოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, ჩაერიოს პაციენტის ოჯახურ და პირად ცხოვრებაში, თუ პაციენტის ოჯახის წევრთა ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ექმნება.
1. საექთნო ან მეან-ექთნის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო საბჭოს მეშვეობით.
2. საექთნო ან მეან-ექთნის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების სახეებია:
ა) სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლი;
ბ) სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი.
3. თუ დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტი უარს აცხადებს თავის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების კონტროლზე, აგრეთვე პროფესიული ვარგისობის განსაზღვრისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებაზე, საბჭოს უფლება აქვს, გამოიყენოს ამ კანონის 5215 მუხლით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის ზომები.
1. დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობა არის საექთნო და მეან-ექთნის პრაქტიკის სტანდარტების, პროფესიული ეთიკის კოდექსისა და საქართველოს კანონმდებლობის ნორმების დარღვევისთვის გათვალისწინებული, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული პასუხისმგებლობა.
2. დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის არასწორად წარმართვისთვის გათვალისწინებულია პროფესიული პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:
ა) წერილობითი გაფრთხილება;
ბ) მენეჯერული მოვალეობების/ფუნქციების შესრულების შეჩერება არაუმეტეს 6 თვისა;
გ) სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოქმედების შეჩერება არაუმეტეს 6 თვისა;
დ) სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის გაუქმება;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სხვა ზომები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროფესიული პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილებას ექთნის ან მეან-ექთნის საქმიანობის ფარგლებში გამოვლენილი დარღვევების სიმძიმისა და შედეგების, აგრეთვე ექთნის ან მეან-ექთნის მიმართ უკვე გამოყენებული პროფესიული პასუხისმგებლობის ზომების გათვალისწინებით იღებს საბჭო.
4. დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროფესიული პასუხისმგებლობის ნებისმიერი ზომა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროფესიული პასუხისმგებლობის საფუძვლებია:
ა) პაციენტის ან მისი ახლო ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადება ან საჩივარი;
ბ) დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტის დამქირავებლის განცხადება ან საჩივარი;
გ) იმ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის განცხადება ან საჩივარი, სადაც მუშაობს დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტი, რომელსაც ადასტურებს იმავე დაწესებულებაში მომუშავე, აღნიშნული სუბიექტის ორზე მეტი კოლეგა;
დ) იმ სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე, დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტის ორზე მეტი კოლეგის განცხადება ან საჩივარი, სადაც მუშაობს აღნიშნული სუბიექტი, რომელსაც ადასტურებს იმავე დაწესებულების ხელმძღვანელი;
ე) დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტის დამქირავებლის ან იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, სადაც მუშაობს დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტი;
ვ) კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლის შედეგები.
6. თუ დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა მის მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას ჩადენილი ქმედებისთვის, იმავე ქმედების შესახებ განცხადება ან საჩივარი არ განიხილება.
7. სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოქმედების შეჩერების მიზეზის აღმოსაფხვრელად შესაბამისი მოთხოვნების შესრულების შემდეგ სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოქმედება განახლდება საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის მფლობელის მიერ შესაბამისი განცხადების შეტანის შემდეგ გამართულ საბჭოს პირველსავე სხდომაზე.
8. სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის გაუქმების შემთხვევაში დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს, განმეორებით მოიპოვოს სახელმწიფო სერტიფიკატი/რეგისტრაციის მოწმობა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.
9. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროფესიული პასუხისმგებლობის შესახებ საბჭოს ნებისმიერი გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში.
1. ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის წარმოება სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის გაცემის, მისი მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმების, ასლის გაცემის შესახებ მონაცემთა ერთიანი, სრული ბაზის შექმნის საფუძველია.
2. ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრს ქმნის და აწარმოებს საბჭოს სამდივნო მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.
თავი VI. სამედიცინო დაწესებულება
1. სამედიცინო დაწესებულება არის საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას. სამედიცინო დაწესებულების საფინანსო რესურსებში სამედიცინო საქმიანობიდან მიღებული წილი შეადგენს არანაკლებ 75%-ს, ხოლო მის ბალანსზე არსებული ძირითადი ფონდების საშუალო წლიური ღირებულების არანკლებ 75%-ისა გათვალისწინებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ფუნქციების განსახორციელებლად.
11. წინა წელთან შედარებით შიდა სტანდარტებით შესრულებული სამედიცინო მომსახურებით და სხვა ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლის 100% რჩება სამედიცინო დაწესებულების განკარგულებაში, რომლის განაწილებას ეკონომიკური კლასიფიკატორის მიხედვით, როგორც წესი, ახდენს დაწესებულების ხელმძღვანელი სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით, ამასთან, შრომის ანაზღაურების ფონდი უნდა შეადგენდეს შემოსავლის არანაკლებ 30%-ს.
2. სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციაა:
ა) პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრა;
ბ) დაავადებათა პროფილაქტიკა ან/და მკურნალობა ან/და პაციენტების რეაბილიტაცია ან/და პალიატიური მზრუნველობა;
გ) სამეანო საქმიანობა;
დ) ფარმაცევტული საქმიანობა;
ე) (ამოღებულია);
ვ) გვამის პათოლოგიურ-ანატომიური გამოკვლევა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა;
ზ) ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების განხორციელება.
21. სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია პაციენტს გაუწიოს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება ამ კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
3. სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებები ვალდებული არიან დაიცვან სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტები, წესები და ნორმები.
4. სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის უზრუნველყოფენ აღნიშნულ დაწესებულებებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას.
1. სამედიცინო საქმიანობის სფეროში შესაბამისი უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს (ლიცენზიას ან/და ნებართვას) გასცემს სამინისტრო.
2. (ამოღებულია).
3. სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმების უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.
საქართველოს 2001 წლის 25 მაისის კანონი №889 – სსმ I, №15, 11.06.2001 წ., მუხ.50
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3553 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.282
შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.
საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №974 – სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.73
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3553 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.282
სამედიცინო დაწესებულების მიერ ისეთი სამედიცინო საქმიანობის განხორციელება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ექვემდებარება ლიცენზიის ან /და ნებართვის მიღებას, არ შეიძლება განხორციელდეს სათანადო ლიცენზიის ან /და ნებართვის გარეშე.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3553 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.282
1. სამედიცინო დაწესებულება შეიძლება იყოს სამეწარმეო ან არასამეწარმეო იურიდიული პირი.
2. სამეწარმეო სამედიცინო დაწესებულება თავის საქმიანობას ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
3. არასამეწარმეო სამედიცინო დაწესებულება თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1768 – სსმ I, №31, 10.12.2002 წ., მუხ.144
1. სამედიცინო დაწესებულება, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, სარგებლობს პროფესიული და საფინანსო დამოუკიდებლობით.
2. სამედიცინო დაწესებულებაში შეიძლება შეიქმნას ფონდი მცდარი სამედიცინო ქმედების გამო სამედიცინო პერსონალის მიმართ საჩივრის აღძვრის შემთხვევისათვის. ფონდი იქმნება სამედიცინო პერსონალის შენატანებისა და კანონმდებლობით ნებადართული სახსრებისაგან.
1. სამედიცინო დაწესებულება საქმიანობას წარმართავს თავისი წესდების მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სამედიცინო დაწესებულება, საკუთარი შემოსავლების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განსაზღვრავს შრომის ორგანიზაციისა და ანაზღაურების წესს, ფორმას და ოდენობას.
3. სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურება ნარდობლივია. მისი ოდენობა და პირობები განისაზღვრება:
ა) ცალკეულ სპეციალობებში მაქსიმალური დატვირთვის ნორმატივით, რომელსაც დადგენილი წესით ამტკიცებს სამინისტრო;
ბ) შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) სამედიცინო დაწესებულებასა და ცალკეულ მუშაკს შორის.
4. (ამოღებულია).
საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1768 – სსმ I, №31, 10.12.2002 წ., მუხ.144
1. პაციენტისათვის სახელმწიფო სამედიცინო პროგრამის ფარგლების ზევით სამედიცინო მომსახურების გაწევისას სამედიცინო დაწესებულებასა და პაციენტს შორის დადგენილი წესით ფორმდება ხელშეკრულება, რომელშიც ასახულია გასაწევი სამედიცინო მომსახურების და შესაბამისი ანაზღაურების პირობები და ოდენობა. თუ პაციენტი მცირეწლოვანია ან არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, ხელშეკრულება ფორმდება მის ნათესავთან ან კანონიერ წარმომადგენელთან.
2. სამედიცინო მომსახურების პროცესში და მისი დამთავრების შემდეგ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მხარეები ვალდებულნი არიან ზუსტად შეასრულონ ხელშეკრულების პირობები. თუ ერთ-ერთი მხარე უარს განაცხადებს ხელშეკრულების შესრულებაზე, მეორე მხარეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს.
3. თუ მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტი, მისი ნათესავი ან კანონიერი წარმომადგენელი უარს განაცხადებს ხელშეკრულების გაფორმებაზე, რაც დადასტურდება დადგენილი წესით გაფორმებულ აქტში, და პაციენტს არ აღენიშნება კრიტიკული მდგომარეობა, სამედიცინო დაწესებულებას უფლება აქვს, უარი განაცხადოს მკურნალობის დაწყებაზე.
4. მაღალმთიან რეგიონში ჯანმრთელობის დაცვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სახელმწიფო უზრუნველყოფს მაღალმთიან რეგიონში სამედიცინო დაწესებულებების შენარჩუნებასა და განვითარებას. ამის პარალელურად მაღალმთიან რეგიონში დასაშვებია კერძო სამედიცინო მომსახურების განხორციელება და მედიკამენტების რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2088 – სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.116
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3367 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2156 – ვებგვერდი, 04.05.2018წ.
სახელმწიფო, შესაძლებლობის ფარგლებში, უზრუნველყოფს სამედიცინო ინფორმატიკის და სამედიცინო სტატისტიკის დაწესებულებების, სამედიცინო საინფორმაციო (კომპიუტერული) რესურსცენტრების და სამედიცინო ბიბლიოთეკების ტექნიკურ აღჭურვას და მოდერნიზებას.
სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტის უფლებებისა და სამედიცინო ეთიკის ნორმების დაცვის უზრუნველსაყოფად იქმნება სამედიცინო ეთიკის კომისია; კომისიის შექმნის საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
ყველა სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო საქმიანობის ხარისხს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკონტროლებს სამინისტრო.
1. სამედიცინო საქმიანობა, რომელიც ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში ხორციელდება და მაღალ რისკს შეიცავს, რეგულირდება სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით და ექვემდებარება სამინისტროსთვის სავალდებულო შეტყობინებას.
2. ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობების (შემდგომ – მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა) ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტი მიიღება მთავრობის დადგენილებით. იგი შეიცავს მოთხოვნებს სამედიცინო აპარატურის, ხელსაწყოების, ჰიგიენური პირობებისა და სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებასთან დაკავშირებით.
4. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულება მოწმდება შერჩევითი კონტროლით, მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად. მისი შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
41. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შემოწმების პროცესში დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, თუ საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან/და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, სამინისტროს შესაბამისი კომპეტენტური ორგანო უფლებამოსილია სრულად ან ნაწილობრივ შეაჩეროს მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა ტექნიკური რეგლამენტის პირობების დაკმაყოფილებამდე. სამინისტროს შესაბამისი კომპეტენტური ორგანო ვალდებულია მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 24 საათში სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის შეჩერების დამტკიცების შესახებ. შუამდგომლობის აღნიშნულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ჩაითვლება გაუქმებულად, ხოლო საქმიანობა − აღდგენილად. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის შეჩერებისა და აღდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მტკიცდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII26 თავით დადგენილი წესით.
42. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის შეჩერების შემდეგ დარღვევების აღმოფხვრის შემთხვევაში სამინისტროს შესაბამისი კომპეტენტური ორგანო მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე პირის განცხადების საფუძველზე 5 სამუშაო დღის ვადაში ადგილზე ამოწმებს ტექნიკური რეგლამენტის პირობების დაკმაყოფილების ფაქტს, გამოსცემს შესაბამის შემოწმების აქტს და იღებს გადაწყვეტილებას მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
43. თუ სამინისტროს შესაბამისი კომპეტენტური ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე, მისი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ჩაჰბარდეს/გაეგზავნოს დაინტერესებულ მხარეს. აღნიშნული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში. სასამართლო საქმეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII26 თავით დადგენილი წესით განიხილავს.
5. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შემოწმება შერჩევითი კონტროლით ხორციელდება მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ, შეტყობინებისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობებზე. ამასთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის ხელმისაწვდომობა დაინტერესებული პირებისათვის.
6. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის შემოწმება შერჩევითი კონტროლით ხორციელდება წელიწადში სამჯერ. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 და 21 პუნქტები.
7. თუ სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებელი ახორციელებს ლიცენზიით/ნებართვით გათვალისწინებულ საქმიანობას, მას უფლება აქვს, შეტყობინების გარეშე აწარმოოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული რომელიმე საქმიანობა იმ შემთხვევაში, თუ მისი სალიცენზიო/სანებართვო პირობები მოიცავს მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და თუ ეს საქმიანობა ხორციელდება ერთ ფაქტობრივ მისამართზე. ამ შემთხვევაში შერჩევითი კონტროლი ხორციელდება მხოლოდ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
8. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებელთათვის დადგენილი სავალდებულო შეტყობინების ფორმა უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სამედიცინო საქმიანობის (საქმიანობების) დასახელებას, პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მისამართს, საკონტაქტო ინფორმაციას.
9. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის /მომსახურების მიმწოდებელთათვის დადგენილი სავალდებულო შეტყობინების ფორმა შესაძლებელია შეივსოს ელექტრონულად.
10. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებელთათვის სავალდებულო შეტყობინების ფორმასა და წესს ამტკიცებს მინისტრი. ეს წესი უნდა ითვალისწინებდეს მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მოქმედი მიმწოდებლებისათვის სავალდებულო შეტყობინების განსხვავებულ ვადას.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3553 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.282
1. პალიატიური მზრუნველობის, ჰოსპისური მზრუნველობისა და ხანგრძლივი მოვლის სამედიცინო საქმიანობა რეგულირდება შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით (რეგლამენტებით) და მისი განხორციელება ექვემდებარება სამინისტროსთვის სავალდებულო შეტყობინებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტი (რეგლამენტები) მიიღება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
თავი VII. წამალი და ფარმაცევტული საქმიანობა
მოსახლეობის ხარისხიანი, უსაფრთხო და ეფექტიანი ფარმაცევტული პროდუქციით უზრუნველყოფა, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოების, იმპორტის, დისტრიბუციის, რეალიზაციის მიმართ სახელმწიფო მოთხოვნების და მათი შესრულების კონტროლი რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.
საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2088 – სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.116
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №6000 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.75
თავი VIII. სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობები და სამედიცინო ტექნოლოგიები
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2013 – სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.87
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №6000 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.75
სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობის საპროექტო დამუშავება, წარმოება, ექსპლუატაცია და შეკეთება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
1. სამინისტრო შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად ახორციელებს სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების და სამედიცინო ტექნოლოგიების ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების შემუშავებასა და დანერგვას.
2. გაზომვის საშუალების ტიპის დამტკიცება, მისი რეესტრში შეტანა, იმპორტი და წარმოება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №6000 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.75
თავი IX. ფსიქიატრიული დახმარება
სახელმწიფო ხელს უწყობს ფსიქიკურად დაავადებულ პირთათვის სამედიცინო და სოციალურ დახმარებას.
ფსიქიკურად დაავადებულ პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა, მათი საზოგადოებრივად საშიში ქმედებებისგან საზოგადოების დაცვა, აგრეთვე ფსიქიატრიული სამსახურის მუშაკთა და ფსიქიკურად დაავადებულ პირებთან უშუალო კავშირის მქონე პირთა უფლებები და მოვალეობები წესრიგდება „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით.
თავი X. სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმირება და ეპიდემიოლოგიური კონტროლი
საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №974 – სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.73
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4133 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.509
3. მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის და სათანადო ზედამხედველობის საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით.
4. საქართველოში მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, წესები და ეპიდემიოლოგიური კონტროლის მოთხოვნები უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ნორმებს.
საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №974 – სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.73
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4133 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.509
1. საქართველოს მოსახლეობის უფლება რადიაციულ უსაფრთხოებაზე ხორციელდება ღონისძიებათა კომპლექსით, რომელიც ითვალისწინებს:
ა) მაიონიზებელი გამოსხივების წყაროების გამომყენებელი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ რადიაციული უსაფრთხოების დაწესებული მოთხოვნების შესრულებას;
ბ) ადამიანის ორგანიზმზე მაიონიზებელი გამოსხივების ზეზღვრული დოზის მოქმედებისა და გარემოს რადიაქტიური დაბინძურების აღკვეთას.
2. გარემოს რადიაციული მონიტორინგისათვის, მოსახლეობის რადიაციული უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
მოსახლეობის ჯანმრთელობაზე გარემოსა და სხვა ფაქტორების უარყოფითი გავლენის თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული და დამტკიცებული სანიტარიულ-ჰიგიენური, სანიტარიულ-ეპიდემიასაწინააღმდეგო წესებისა და ღონისძიებების შესრულება სავალდებულოა ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი ნებისმიერი ფიზიკური, აგრეთვე იურიდიული პირისათვის, საკუთრების, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარების მიუხედავად.
1. გადამდები (მათ შორის, ზოოანთროპონოზური, ზოონოზური ბუნების), ენდემური დაავადებების, ეპიდემიების და განსაკუთრებით გავრცელებული არაგადამდები დაავადებების კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სამინისტრო ადამიანთა და ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ზოოანთროპონოზული დაავადებებისა და ტოქსიკოინფექციებისაგან დაცვის მიზნით, სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებთან ერთად შეიმუშავებს სათანადო პროგრამებს და ახორციელებს ურთიერთშეთანხმებულ ღონისძიებებს.
სამინისტრო ადგენს განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხას და შეიმუშავებს განსაკუთრებით გავრცელებული გადამდები და არაგადამდები დაავადებების, მათ შორის, ენდემური დაავადებების, ეპიდემიოლოგიური შესწავლის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის ღონისძიებებს.
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4133 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.509
სახელმწიფო სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე ხელმძღვანელობს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებათა კომპლექსს:
ა) იმუნოპროფილაქტიკურ და საკარანტინო ღონისძიებებს;
ბ) სათანადო სამკურნალო, პროფილაქტიკურ ღონისძიებებს გადამდები დაავადებების განვითარების მაღალი რისკის მქონე მოქალაქეთათვის;
გ) სხვადასხვა ობიექტის ინფიცირებისაგან დაცვას და ინფიცირებული ობიექტების გაუვნებლებას;
დ) ეპიდსაწინააღმდეგო ვითარებაში გადამტანების წინააღმდეგ ბრძოლას;
ე) სამედიცინო პერსონალის ეპიდემიოლოგიური მზადყოფნისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას.
საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №974 – სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.73
საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1768 – სსმ I, №31, 10.12.2002 წ., მუხ.144
განსაკუთრებით საშიში გადამდები დაავადების არსებობაზე დასაბუთებული ეჭვის დასადასტურებლად მოქალაქეთა შემოწმების საჭიროებისას ეს უკანასკნელნი ვალდებულნი არიან ჩაიტარონ ყველა სათანადო გამოკვლევა; გამოკვლევის ჩატარებისას დაცული უნდა იქნეს მოქალაქეთა ღირსება და მათი ძირითადი უფლებები.
განსაკუთრებით საშიში პათოგენების ექსპორტ-იმპორტი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4133 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.509
სამინისტრო შეიმუშავებს და ამტკიცებს პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარს და მისი განხორციელებისათვის საჭირო სახელმწიფო სამედიცინო პროგრამას.
საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1768 – სსმ I, №31, 10.12.2002 წ., მუხ.144
სამინისტრო განსაზღვრავს იმ ენდემური დაავადებების ნუსხას, რომელთა კონტროლი, მკურნალობა სამედიცინო დაწესებულებაში და სათანადო დაფინანსება სახელმწიფოს პრეროგატივაა.
1. სახელმწიფო უზრუნველყოფს ტუბერკულოზთან ბრძოლის ღონისძიებების განხორციელებას. ამ საქმიანობას სახელმწიფო კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან თანამშრომლობით ახორციელებს. ტუბერკულოზთან ბრძოლის მიზანია ფიზიკური პირის ჯანმრთელობის დაცვისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა, საქართველოში ტუბერკულოზის გავრცელების თავიდან აცილება, ტუბერკულოზით დაავადებული ცალკეული პაციენტების განკურნება და მათი ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური რეაბილიტაცია.
2. საქართველოში ტუბერკულოზის კონტროლის ღონისძიებების ორგანიზების ძირითადი სამართლებრივი, ორგანიზაციული და ფინანსური პრინციპები განისაზღვრება, ტუბერკულოზის კონტროლთან და ტუბერკულოზით დაავადებული პირის უფლებებთან და მოვალეობებთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით.
სახელმწიფო წარმართავს ენტერული და პარენტერული ჰეპატიტების პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკის, დისპანსერული მეთვალყურეობის, მკურნალობისათვის საჭირო ღონისძიებებს.
სამინისტრო სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პროფილაქტიკისა და კონტროლისათვის საჭირო ღონისძიებებს წარმართავს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მოსახლეობაში საგანმანათლებლო მუშაობის, მისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდების გზით. სახელმწიფო განსაზღვრავს თავის პოლიტიკას პროსტიტუციის მიმართ და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მიხედვით ახორციელებს სათანადო ღონისძიებებს.
საქართველოში აივ ინფექციის/შიდსის საპასუხო ღონისძიებების ძირითად პრინციპებს, ფიზიკურ პირთა აივ ინფექციაზე ტესტირების, აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა მკურნალობის, მოვლისა და ზრუნვის საკითხებს, აგრეთვე აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა და მედიცინის მუშაკთა უფლება-მოვალეობებს აწესრიგებს საქართველოს კანონი „აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“.
საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2043 - სსმ I, №37, 30.11.2009წ., მუხ.277
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების განზრახ გავრცელება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით.
სახელმწიფო, ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, იმ დაავადებების მქონე პირებს, რომლებიც საჭიროებენ მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას (შაქრიანი და უშაქრო დიაბეტი და სხვა) უზრუნველყოფს სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტებით, დაავადებასთან დაკავშირებული გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური რეაბილიტაციით.
თავი XIII. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და პირველადი ჯანმრთელობის დაცვა
საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1768 – სსმ I, №31, 10.12.2002 წ., მუხ.144
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში განსაზღვრული ვალდებულებები აისახება შესაბამის პროგრამებში.
საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1768 – სსმ I, №31, 10.12.2002 წ., მუხ.144
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურების კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებათა აღრიცხვისა და შეტყობინების სისტემის ჩამოყალიბება, მიღებული მონაცემების ანალიზი და პროგნოზირება;
ბ) ეპიდზედამხედველობა და ეპიდკონტროლი დაავადებათა მიზეზების, მათი გადაცემის გზების და რისკფაქტორების გამოვლენისა და შესწავლის მიზნით;
გ) ჯანმრთელობის დაცვის სამსახურებისა და მოსახლეობისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება და რეკომენდაციების მომზადება ინფექციურ დაავადებათა აღმოცენების მიზეზების, გავრცელებისა და კონტროლის შესახებ;
დ) გადამდები, მათ შორის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელების შეზღუდვის ან აღმოფხვრის ღონისძიებების დაგეგმვა;
ე) უსაფრთხო სისხლით უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა;
ვ) არაინფექციური (გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიური დაავადებების, ტრავმების, იოდის და სხვა მიკროელემენტების, ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული და სხვა) დაავადებების პროფილაქტიკა;
ზ) ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის ხელშეწყობა;
თ) ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისათვის ხელშეწყობა.
საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1768 – სსმ I, №31, 10.12.2002 წ., მუხ.144
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სახელმწიფო მხარს უჭერს თამბაქოს წევის და ალკოჰოლის ნაწარმის ჭარბი გამოყენების საპროფილაქტიკო ღონისძიებებს და ქმნის მათი განხორციელების მექანიზმებს. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევა და მცირეწლოვანთათვის თამბაქოსა და ალკოჰოლური ნაწარმის მიყიდვა წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით.
ნებადართული პრეპარატების არასწორი მოხმარების და აკრძალული პრეპარატების გამოყენების აღსაკვეთად საჭირო ღონისძიებები მოიცავს სათანადო საკანონმდებლო ბაზის შექმნას, მათი გამოყენების შემთხვევების ადრეულ გამოვლენას და მომხმარებლების მკურნალობას, საგანმანათლებლო მუშაობას და რისკის ჯგუფის საპროფილაქტიკოდ გამიზნული ღონისძიებების განხორციელებას.
თავი XIV. (სათაური ამოღებულია)
საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1768 – სსმ I, №31, 10.12.2002 წ., მუხ.144
დაავადებათა პროფილაქტიკა და მოსახლეობისათვის ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობა სახელმწიფო პრიორიტეტია; სახელმწიფო ქმნის წანამძღვრებს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაში ახალგაზრდული, არასამთავრობო ორგანიზაციების, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების მონაწილეობისათვის, განსაკუთრებით სასწავლო, სამუშაო და დასასვენებელ - გასართობ დაწესებულებებში დაავადებების განვითარების რისკის შესამცირებლად.
სახელმწიფო განსაზღვრავს სტრატეგიულ მიმართულებებს, შეიმუშავებს სათანადო პროგრამებს დაავადებათა პროფილაქტიკისა და მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის ხელშესაწყობად, განსაკუთრებით ბავშვთა და მოზარდთა შორის და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას.
პირველადი ჯანმრთელობის დაცვის სისტემის, მათ შორის, საოჯახო მედიცინის, განვითარებისათვის აუცილებელ სამართლებრივ ბაზას და ორგანიზაციულ-სამართლებრივი მოწყობის წესს შეიმუშავებს სამინისტრო.
საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1768 – სსმ I, №31, 10.12.2002 წ., მუხ.144
სახელმწიფო პასუხისმგებელია მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვისათვის სტიქიური უბედურებისა და ტექნიკური კატასტროფის დროს. ჯანმრთელობის დაცვის მართვის ორგანოები, სამედიცინო დაწესებულებები და შესაბამისი პროფესიული გაერთიანებები მონაწილეობენ მოსალოდნელი კატასტროფების სამედიცინო უზრუნველყოფის პროგრამების შემუშავება - განხორციელებაში.
სამინისტრო სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან ერთად, სტიქიური უბედურებისა და ტექნიკური კატასტროფის სამედიცინო უზრუნველყოფისათვის საჭირო სამობილიზაციო რეზერვის პირველი რიგის მატერიალურ ფასეულობათა მარაგის დაგროვებას, დაკომპლექტებას, გამოყენებისათვის მზადყოფნას და პერიოდულ განახლებას ახორციელებს დადგენილი წესით.
სამედიცინო დაწესებულებებს უნდა ჰქონდეთ სამინისტროსთან შეთანხმებული საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა, რომელიც ეროვნული რეაგირების გეგმის შესაბამისი იქნება.
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4133 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.509
საგანგებო მდგომარეობის, ეპიდემიური აფეთქების ეპიდემიის შედეგად დაზიანებულთა და დაავადებულთა სამედიცინო დახმარების ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №974 – სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.73
თავი XVI. პროფესიული დაავადებები
სამინისტრო განიხილავს და ამტკიცებს პროფესიული დაავადებების ნუსხას და იმ პროფესიული საქმიანობების ჩამონათვალს, რომლებსაც თან ახლავს პროფესიული დაავადების განვითარების რისკი.
დამსაქმებელი ვალდებულია მიაწოდოს მუშაკს ამომწურავი ინფორმაცია საწარმოში ან დაწესებულებაში პროფესიული დაავადების განვითარების რისკის თაობაზე, მავნე ფაქტორების არსებობისა და მათი ზეგავლენის თავიდან აცილებისათვის საჭირო ღონისძიებათა შესახებ.
თავი XVII. სამედიცინო განათლება
საამისოდ უფლებამოსილ სამედიცინო სასწავლო დაწესებულებებში საექიმო, ფარმაცევტულ, საექთნო და სხვა სამედიცინო სპეციალობებზე სწავლება მიმდინარეობს უმაღლესი და საშუალო პროფესიული განათლების ფორმით, სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად.
1. უმაღლესი სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ ექიმის პროფესიული მზადება-დახელოვნება მოიცავს დიპლომისშემდგომ პროფესიულ მზადებასა და უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.
2. დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების მიზანია რომელიმე საექიმო სპეციალობის დაუფლება, ხოლო უწყვეტი პროფესიული განვითარების მიზანი – ექიმის მიერ თავის საექიმო სპეციალობაში პროფესიული კომპეტენციის შენარჩუნება ისე, რომ მისი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები თანამედროვე მედიცინის მიღწევებსა და ტექნოლოგიებს შეესაბამებოდეს.
საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1435 - სსმ I, №25, 02.06.2005წ., მუხ.163
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4042 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.
1. უმაღლესი სამედიცინო განათლების მიღება ხდება ერთსაფეხურიანი სწავლების საფუძველზე, სპეციალური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად.
2. სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებულ კურსდამთავრებულს უფლება აქვს:
ა) გაიაროს დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების კურსი და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება;
ბ) განახორციელოს კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობა მედიცინის თეორიულ დარგებში ან ჯანმრთელობის დაცვის სხვა სფეროში, რომელიც არ გულისხმობს დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას;
გ) იმუშაოს უმცროს ექიმად;
დ) იმუშაოს პარამედიკოსად შესაბამისი სპეციალიზაციის კურსის გავლის შემდეგ.
ექიმის დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების საკითხები განისაზღვრება „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1768 – სსმ I, №31, 10.12.2002 წ., მუხ.144
საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1435 - სსმ I, №25, 02.06.2005წ., მუხ.163
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4042 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.
ექიმის უწყვეტი პროფესიული განვითარების კომპონენტები, შესაბამისი ფორმები და მათში ექიმის მონაწილეობის შეფასების კრიტერიუმები და წესი განისაზღვრება საქართველოს კანონით „საექიმო საქმიანობის შესახებ“ და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1435 - სსმ I, №25, 02.06.2005წ., მუხ.163
სამედიცინო და ფარმაცევტული პროფილის კოლეჯები და სხვა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები პროფესიულ კადრებს ამზადებენ სამინისტროს და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამების მიხედვით.
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4133 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.509
თავი XVIII. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისა და სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობა
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4133 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.509
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის ქმედებით ან უმოქმედობით გამოწვეული პაციენტის ფიზიკური ან ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესებისათვის ან სიკვდილისათვის, ან პაციენტისათვის მიყენებული მორალური ან მატერიალური ზიანისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4133 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.509
პაციენტს, მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს ექიმს, ექთანს, მედიცინის სხვა მუშაკს ან სამედიცინო დაწესებულებას უჩივლოს სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციაში, ჯანმრთელობის დაცვის მართვის ორგანოში, სასამართლოში, ან დავის გამრჩევ სხვა ორგანოში.
პარამედიკოსის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო ზედამხედველობას „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საექიმო საქმიანობაზე განსაზღვრული სახელმწიფო ზედამხედველობის მექანიზმებისა და პასუხისმგებლობის ფორმების თავისებურებათა გათვალისწინებით, მინისტრის სათანადო ბრძანებით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად.
თავი XIX. სამედიცინო - ბიოლოგიური კვლევა
სამედიცინო - ბიოლოგიური კვლევის დროს ადამიანის, როგორც სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის ობიექტის, უფლებები და ლაბორატორიული ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების პრინციპები დაცული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად.
ნებისმიერი სამედიცინო - ბიოლოგიური კვლევა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მიღებულ სამეცნიერო კვლევის ნორმებს, რომლის საფუძველია ლაბორატორიული ცდების და ცხოველებზე ექსპერიმენტების ზედმიწევნით ზუსტად ჩატარება და სათანადო ლიტერატურის ამომწურავი ცოდნა. ადამიანსა ან ცხოველებზე წარმოებული სამედიცინო - ბიოლოგიური კვლევის მიზნები, ამოცანები, მეთოდები, მოსალოდნელი შედეგები და კვლევის რისკი მითითებული უნდა იყოს კვლევის სამეცნიერო გეგმაში. ნებისმიერი კვლევა უნდა ჩატარდეს ამ გეგმის ფარგლებში.
კვლევის სამეცნიერო გეგმა განხილული და რეცენზირებული უნდა იქნეს მკვლევარისა და დამფინანსებლისაგან დამოუკიდებელი სპეციალური კომისიის და სამედიცინო ეთიკის კომისიის მიერ.
ადამიანის მონაწილეობით დაგეგმილი სამედიცინო - ბიოლოგიური კვლევის დაწყებამდე უნდა მოხდეს კვლევის რისკის და კვლევის მოსალოდნელი დადებითი შედეგების ურთიერთშედარება. სამედიცინო - ბიოლოგიური კვლევის წარმოებისას, ადამიანის, როგორც კვლევის ობიექტის ინტერესები და კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეცნიერებისა და საზოგადოების ინტერესები. კვლევის რისკი შემცირებული უნდა იქნეს მინიმუმამდე. იგი არ უნდა აჭარბებდეს კვლევის ობიექტისთვის მოსალოდნელ სარგებლობას და/ან კვლევის მიზნების მნიშვნელობას.
ადამიანს, როგორც სამედიცინო - ბიოლოგიური კვლევის ობიექტს, წინასწარ უნდა მიეწოდოს სრული ინფორმაცია კვლევის მიზნების, მეთოდების, მოსალოდნელი შედეგების, კვლევის რისკის და მასთან დაკავშირებული შესაძლო დისკომფორტის შესახებ. სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევა არ უნდა ჩატარდეს მასში მონაწილე პირის წერილობით გაფორმებული ინფორმირებული თანხმობის გარეშე. ადამიანს, როგორც სამედიცინო - ბიოლოგიური კვლევის ობიექტს, აუცილებლად უნდა ეცნობოს მისი უფლების შესახებ უარი თქვას კვლევაში მონაწილეობაზე კვლევის ნებისმიერ ეტაპზე, მიუხედავად მის მიერ წინასწარ გაცხადებული თანხმობისა.
მხარდაჭერის მიმღები შეიძლება იყოს სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის ობიექტი ამ კანონის 108-ე მუხლში მოცემული პირობებით, თუ იგი არ გამოხატავს რაიმე წინააღმდეგობას და მან მიიღო შესაბამისი მხარდაჭერა. მცირეწლოვანი შეიძლება იყოს სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის ობიექტი ამ კანონის 108-ე მუხლში მოცემული პირობებით, თუ იგი არ გამოხატავს რაიმე წინააღმდეგობას და მიღებულია მისი ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობა.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3367 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
კვლევის დროს დაცული უნდა იყოს მცირეწლოვნების, ორსულების, მეძუძური ქალების უფლებები. ამ კატეგორიის პირი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის ობიექტი, თუ მოსალოდნელია, რომ კვლევის შედეგები მისთვის პირდაპირი და მნიშვნელოვანი სარგებლობის მომტანი იქნება, ან მოსალოდნელია, რომ კვლევის შედეგები ამ პირის ჯანმრთელობისათვის პირდაპირი სარგებლობის მომტანი არ იქნება, მაგრამ სარგებლობას მოუტანს ამავე კატეგორიის სხვა პირებს, და მსგავსი მეცნიერული შედეგების მიღება სხვა კატეგორიის პირების გამოკვლევისას შეუძლებელია.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3367 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირი სარგებლობს ამ კანონის 108-ე და 109-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა უფლებით. სამედიცინო-ბიოლოგიურ კვლევაში ამ პირის მონაწილეობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელია, რომ კვლევის შედეგები მის ჯანმრთელობას პირდაპირ და მნიშვნელოვან სარგებლობას მოუტანს.
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2716 - სსმ I, №12, 24.03.2010წ., მუხ.53
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3540 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
1. დასაშვებია, უპატრონო გვამი ან/და ამოუცნობი გვამი ან მისი ანატომიური სტრუქტურები სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით გამოიყენონ იმ საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო დაწესებულებებმა, რომლებიც ახორციელებენ სამედიცინო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამებს, აგრეთვე სამედიცინო და საექსპერტო დაწესებულებებმა, თუ პირის სიკვდილის ფაქტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაადასტურა სამედიცინო დაწესებულების მკურნალმა ექიმმა, პათოლოგანატომმა (კლინიკურმა პათოლოგმა), სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა ან სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა და ამ ფაქტის დადგენიდან 1 თვის განმავლობაში გვამი მიჩნეულ იქნა უპატრონო გვამად ან ამოუცნობ გვამად ამ კანონის შესაბამისად.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს სიცოცხლეში არ განუცხადებია თანხმობა ან უარი გარდაცვალების შემდეგ მისი სხეულის ან მისი სხეულის ანატომიური სტრუქტურების ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნით გადაცემაზე და არ არსებობს საფუძველი იმის დასაშვებად, რომ მისი/მათი გადაცემა ეწინააღმდეგება აღნიშნული პირის რელიგიურ რწმენას, ეთიკურ პრინციპებს, შესაძლებელია ის/ისინი სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებს გადაეცეს.
3. უპატრონო გვამის ან/და ამოუცნობი გვამის სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებისთვის გადაცემა შესაძლებელია პირის სიკვდილის ფაქტის დადგენიდან 1 თვის შემდეგ, უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდგომ. უპატრონო გვამის ან/და ამოუცნობი გვამის სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებისთვის გადაცემა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ უპატრონო გვამის ან ამოუცნობი გვამის გადამცემი და მიმღები მხარეები. აღნიშნული ოქმი და შესაბამისი დოკუმენტაცია ინახება 5 წლის განმავლობაში.
4. საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებები უზრუნველყოფენ გადაცემული გვამის შენახვას მისი გადაცემიდან 6 თვის განმავლობაში, ხოლო გვამის გადაცემიდან 6 თვის გასვლის შემდეგ შესაძლებელია მისი ან მისი ანატომიური სტრუქტურების სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით გამოყენება.
5. საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების მიერ უპატრონო გვამის ან/და ამოუცნობი გვამის შენახვისთვის/გამოყენებისთვის პასუხისმგებელი არიან აღნიშნული დაწესებულებები.
6. იმ უპატრონო გვამთან ან ამოუცნობ გვამთან დაკავშირებით, რომელზედაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებისთვის, აგრეთვე სამედიცინო და საექსპერტო დაწესებულებებისთვის მისი გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად.
7. თუ გარდაცვლილის ნათესავი, კანონიერი წარმომადგენელი, მემკვიდრე ან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების მხარე/მარჩენალი (თუ ხელშეკრულება სარჩენის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებასაც ითვალისწინებს) მოძიებულია, მაგრამ იგი უარს აცხადებს მის დაკრძალვაზე, გვამის სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გარდაცვლილის ნათესავმა, კანონიერმა წარმომადგენელმა ან მემკვიდრემ, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით.
8. გვამის საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო დაწესებულებებისთვის გადაცემის შემდეგ გვამის იდენტიფიცირების ან/და გარდაცვლილის ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მემკვიდრის გამოჩენის შემთხვევაში, აღნიშნული პირის სურვილის არსებობისას, გვამის სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით გამოყენება წყდება და გვამი ამ პირს გადაეცემა. თუ გვამის აღნიშნული პირისთვის გადაცემის შემდეგ გამოძიების მიზნებისთვის საჭირო გახდა მისი დათვალიერება ან დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება, საგამოძიებო ორგანოს აქვს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების უფლება.
9. საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სამედიცინო დაწესებულებები ვალდებული არიან, გვამის სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით გამოყენების შემდეგ უზრუნველყონ მისი დაკრძალვა.
10. სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით დასაშვებია გვამის საზღვარგარეთიდან შემოტანა/გამოყენება სათანადო დოკუმენტის თანხლებით. ეს დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას გვამის დამუშავების შესახებ. იგი შესაძლებელია ასევე შეიცავდეს ინფორმაციას გარდაცვლილის სახელის, გვარის, ასაკის, გარდაცვალების მიზეზის, თარიღის თაობაზე და სხვა მონაცემებს.
საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4921 - სსმ I, №22, 19.06.2007წ., მუხ.202
საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2156 – ვებგვერდი, 04.05.2018წ.
ცხოველებზე სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის წარმოებისას მკვლევარი ვალდებულია დაიცვას საექსპერიმენტო ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების ყველა არსებული პრინციპი.
თავი XX. ადამიანის ორგანოების, ორგანოთა ნაწილების, ქსოვილების აღება და გამოყენება
ადამიანის მიერ ორგანოების, ორგანოთა ნაწილების, ქსოვილების (შემდგომ – „ორგანო“) გაცემა სიცოცხლეში ან სიკვდილის შემდეგ, მათი სხვა ადამიანისათვის გადანერგვის, მკურნალობის, მეცნიერული კვლევის და სწავლების მიზნით, ნებაყოფლობითი აქტია.
1. ადამიანის ორგანოს, ქსოვილისა და უჯრედის დონაცია არის ნებაყოფლობითი და უანგარო.
2. პირს აქვს მისი ორგანოს, ქსოვილის ან უჯრედის მის სიცოცხლეში ან მისი გარდაცვალების შემდეგ დონაციაზე წერილობითი ინფორმირებული თანხმობის ან უარის განცხადების უფლება. ადამიანის ორგანოს, ქსოვილის ან უჯრედის მოპოვება ხორციელდება მხოლოდ დონორის წერილობითი ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე. დაუშვებელია პირზე რაიმე ფორმით ზემოქმედება მის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.
3. რეციპიენტისთვის ადამიანის ორგანოს გადანერგვა ან ადამიანის ქსოვილის ან/და უჯრედის გამოყენება შეიძლება მხოლოდ რეციპიენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე.
4. აკრძალულია ადამიანის ორგანოს, ქსოვილის ან უჯრედის დონაციის სანაცვლოდ ფულადი ანაზღაურების ან/და ნებისმიერი სხვა სარგებლის მიღება, შეთავაზება/მიცემა. აკრძალულია ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა, აგრეთვე ადამიანის ქსოვილებით ან უჯრედებით ვაჭრობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით.
5. ადამიანის ორგანოს, ქსოვილისა და უჯრედის დონაციისა და მოპოვების წესი და პირობები განისაზღვრება „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონებით. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს ორგანოს სიცოცხლეში ან სიკვდილის შემდეგ გაცემაზე თანხმობის ან უარის წერილობით გაცხადების უფლება. თანხმობის დამადასტურებელი განცხადება მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ქმედუნარიანია. დაუშვებელია პიროვნებაზე რაიმე ფორმით ზემოქმედება ზემოთ აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
1. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ადამიანის ორგანოების გადანერგვისა და ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების სფეროში ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება, ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის სათანადო წესების შემუშავება და დანერგვა და მათი შესრულების კონტროლი.
2. დაწესებულება, რომელიც ახორციელებს საქმიანობას ადამიანის ორგანოების გადანერგვისა და ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების სფეროში, ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანერგოს შესაბამისი ხარისხისა და უსაფრთხოების სისტემა. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
ცოცხალი დონორის ორგანოს გამოყენება სხვა ადამიანის სამკურნალოდ ან/და გადასანერგად დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცოცხალი დონორი არის:
ა) რეციპიენტის გენეტიკური ნათესავი;
ბ) რეციპიენტის მეუღლე, თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 1 წელი;
გ) რეციპიენტის მეუღლის შვილი, დედა (დედამთილი/სიდედრი), მამა (მამამთილი/სიმამრი), შვილიშვილი, ბებია, პაპა, და (მული/ცოლისდა), ძმა (მაზლი/ცოლისძმა), შვილის მეუღლე (რძალი/სიძე), შვილიშვილის მეუღლე (რძალი/სიძე), დის მეუღლე (სიძე), ძმის მეუღლე (რძალი), თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 2 წელი.
შენიშვნა: ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა ყველა პოტენციურმა ცოცხალმა დონორმა, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გადაინერგოს იმ ნათესაური კავშირის მქონე ადამიანის ორგანო, რომლის მიმართაც მას აქვს დონორობის უფლება.
საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3113 - სსმ I, №31, 05.07.2010წ., მუხ.196
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4133 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.509
საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2152 - ვებგვერდი, 04.04.2014წ.
ადამიანის ორგანოს მოპოვება და გადანერგვა, აგრეთვე ადამიანის ქსოვილის ან უჯრედის მოპოვება, ტესტირება, დამუშავება, პრეზერვაცია, შენახვა, განაწილება ან/და ადამიანისთვის გამოყენება ხორციელდება შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის საფუძველზე. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
1. არასრულწლოვანი (გარდა მცირეწლოვანისა) ცოცხალი დონორისაგან ძვლის ტვინის აღება სხვა ადამიანისათვის გადასანერგად დასაშვებია, თუ:
ა) ძვლის ტვინის აღება არ იმოქმედებს დონორის ჯანმრთელობაზე, რასაც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად დაადასტურებს სათანადო სერტიფიკატის მქონე ორი ექიმი;
ბ) ძვლის ტვინი გადასანერგად განკუთვნილია დონორის პირველი ან მეორე რიგის გენეტიკური ნათესავისათვის, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისათვის საშიშია და არ არსებობს მკურნალობის სხვა საშუალება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში აუცილებელია არასრულწლოვანის, მისი მშობლების (მშობლის), ხოლო მშობლების მზრუნველობას მოკლებული არასრულწლოვანის შემთხვევაში, კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობა, დადასტურებული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების მიერ.
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4133 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.509
ადამიანის ორგანოების გადანერგვასა და ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონებით. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
თუ მიღებული სამედიცინო სტანდარტებით გარდაცვლილი შესაფერი კანდიდატია ორგანოს ასაღებად, ამასთან, მას სიცოცხლეში არა აქვს გაცხადებული თანხმობა ან უარი გაცემაზე და არ არის საფუძველი იმის დასაშვებად, რომ გაცემა ეწინააღმდეგება მის რელიგიურ რწმენას, ეთიკურ პრინციპებს, ორგანოს აღება შეიძლება მხოლოდ გარდაცვლილის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით. თუ ამ უკანასკნელთა მოძიება ვერ მოხერხდა, გვამიდან ორგანოების აღება არ შეიძლება.
[მუხლი 118. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
გარდაცვლილის ორგანოს აღება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სიკვდილის ფაქტს, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, დაადგენს ორი ან მეტი ექიმი, რომელთაგანაც არც ერთი არ მონაწილეობს ტრანსპლანტაციის პროცესში. სიკვდილის კონსტატაცია უნდა მოხდეს მედიცინის თანამედროვე დონის შესატყვისი მეთოდებით და კრიტერიუმებით, რომლებიც შეესაბამება საქართველოს ექიმთა პროფესიული გაერთიანებებისა და ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების მიერ დამტკიცებულ ეთიკურ მოთხოვნებს და პროფესიულ სტანდარტებს.
[მუხლი 119. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
რეციპიენტისათვის გადასანერგად განკუთვნილი ორგანოს შერჩევა უნდა წარმოებდეს ანონიმურობის პრინციპის დაცვით და მხოლოდ სამედიცინო ჩვენებათა მიხედვით, სხვა რაიმე პრივილეგიების გაუთვალისწინებლად.
[მუხლი 120. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
აკრძალულია გადასანერგად ან სამკურნალოდ განსაზღვრული ორგანოებით ვაჭრობა, მათი საზღვარგარეთ შეძენა ან ექსპორტი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და / ან საერთაშორისო ხელშეკრულებების დარღვევით. სამედიცინო პერსონალს ეკრძალება ორგანოს აღებასა და გამოყენებაში მონაწილეობა, თუ მან იცის ან აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ზემოაღნიშნული ხორციელდება გარიგებით.
[მუხლი 121. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
აკრძალულია ორგანოზე მოთხოვნილების რეკლამა, აგრეთვე, მისი რეკლამირება რაიმე საზღაურის მიღების ან გაცემის მიზნით. ნებისმიერ პირს ან დაწესებულებას ეკრძალება ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებულ საქმიანობაში მონაწილეობისათვის საზღაურის მიღება, გარდა აღმოჩენილი სამედიცინო დახმარებისთვის განსაზღვრული დასაბუთებული თანხისა.
[მუხლი 122. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
თავი XXI. სისხლის და სისხლის კომპონენეტების დონორობა
[თავი XXI. ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობა (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2388 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.
1. მკურნალობის, დიაგნოსტიკისა და მეცნიერული კვლევის მიზნით დონორის მიერ სისხლის და სისხლის კომპონენტების გაცემა ნებაყოფლობითი აქტია;
2. დონორისაგან სისხლისა და სისხლის კომპონენტების აღება ხორციელდება მხოლოდ ინფორმირებული თანხმობის მიღების და წინასწარი აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ.
1. ადამიანის სისხლის (შემდგომ − სისხლი) დონორობა ეფუძნება ნებაყოფლობითობის, უანგარობისა და ანონიმურობის პრინციპებს.
2. პირს უფლება აქვს, სისხლი ან მისი კომპონენტი საკუთარი ნებით, ძალდატანების გარეშე გაიღოს.
3. პირმა სისხლი ან მისი კომპონენტი უანგაროდ, ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის გარეშე უნდა გაიღოს. დაუშვებელია გაღებული სისხლის ან მისი კომპონენტის სანაცვლოდ სისხლის ან მისი კომპონენტის დონორის მიერ ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის მიღება, აგრეთვე მისთვის ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის შეთავაზება/მიცემა.
4. დონორობა ანონიმურად უნდა განხორციელდეს, რაც ნიშნავს სისხლის ან მისი კომპონენტის დონორისა და რეციპიენტის (პირი, რომელსაც ჩაუტარდა ტრანსფუზია) შესახებ პერსონალური მონაცემების (მათ შორის, გენეტიკური მონაცემების) დაცულობას და მესამე პირის მიერ მათი იდენტიფიცირების შეუძლებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
სამინისტრო განსაზღვრავს დონორობის საწინააღმდეგო ჩვენებებს.
1. სისხლის ჩაბარების უფლება აქვს პირს, რომელიც აკმაყოფილებს „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ სისხლის ან მისი კომპონენტის დონორის შესაბამისობის კრიტერიუმებს და რომელსაც გავლილი აქვს სისხლის ან მისი კომპონენტის დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების პროცედურები.
2. სისხლის ან მისი კომპონენტის დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების წესი, აგრეთვე სისხლის ან მისი კომპონენტის დონორის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
1. სისხლის და სისხლის კომპონენეტების აღება დასაშვებია 18- დან 65 წლის ასაკამდე დონორისაგან;
2. არასრულწლოვანისაგან (მცირეწლოვანის გარდა) სისხლის და სისხლის კომპონენტების აღება დასაშვებია მხოლოდ გადაუდებელი მდგომარეობის დროს და ალტერნატიული მკურნალობის შესაძლებლობის არარსებობისას. ამ შემთხვევაში აუცილებელია არასრულწლოვანის, მისი მშობლების (მშობლის) ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობა.
სისხლისა და მისი კომპონენტების შეგროვება, ცენტრალური ტესტირების ლაბორატორიაში ტესტირება, დამუშავება, შენახვა, განაწილება და გაცემა ხორციელდება შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის საფუძველზე. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
სისხლისა და სისხლის კომპონენტების დამზადება, შენახვა და გამოყენება ხდება აღიარებული საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, სამინისტროს მიერ შემუშავებული წესით.
სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
სისხლისა და მისი კომპონენტების დამზადებას, დამუშავებასა და შენახვას ახორციელებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულება.
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4133 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.509
[მუხლი 127. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
დონორის ჯანმრთელობის დაცვის საკითხები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
[მუხლი 128. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
1. აკრძალულია სისხლისა და სისხლის კომპონენტების აღება პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისაგან.
2. აკრძალულია სისხლითა და მისი კომპონენტებით ვაჭრობა მოგების მიზნით, მათი საზღვარგარეთ შეძენა ან ექსპორტი საქართველოს კანონმდებლობის და/ან საერთაშორისო ხელშეკრულებების დარღვევით.
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2716 - სსმ I, №12, 24.03.2010წ., მუხ.53
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3540 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
[მუხლი 129. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
სისხლისა და სისხლის კომპონენტების დონორობის სხვა საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონით „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“.
[მუხლი 130. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
თავი XXII. უსაფრთხო დედობა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვა
1. შრომითი საქმიანობის იმ სახეების ჩამონათვალს, რომლებითაც არ შეიძლება იყოს დაკავებული ორსული ქალი და მეძუძური დედა, აგრეთვე შრომითი საქმიანობის შეწყვეტის ვადებს მშობიარობამდე და მშობიარობის შემდეგ, განსაზღვრავს სამინისტრო.
2. აღნიშნული ვადების განმავლობაში ანაზღაურება უნდა განხორციელდეს დადგენილი წესით.
1. სახელმწიფო ხელს უწყობს უსაფრთხო დედობას, საწარმოებსა და დაწესებულებებში ბავშვთა მოვლისათვის საჭირო პირობების შექმნის და დაფინანსების საკანონმდებლო უზრუნველყოფას, დედათა და ბავშვთა უფლებების დაცვის აუცილებლობის შესახებ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას.
2. ორსული ქალის სამედიცინო მეთვალყურეობა, მშობიარობისა და მშობიარობისშემდგომი სამედიცინო დახმარება უზრუნველყოფილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5129 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.262
1. ბავშვთა სიკვდილიანობისა და ავადობის შემცირების სამედიცინო ასპექტების მართვა, ბავშვებისათვის რეალურად შესაძლო უმაღლესი დონის სამედიცინო დახმარების, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ჯანმრთელობის დაცვის სისტემის პრიორიტეტული ამოცანაა.
2. სახელმწიფო ხელს უწყობს ახალშობილების, ჩვილი და სხვა ასაკის ბავშვების უსაფრთხო და ადეკვატური საკვებით უზრუველყოფას, ბუნებრივი კვების მხარდაჭერას და ქალის რძის შემცვლელების მარკეტინგის საერთაშორისო კოდექსის დაცვას.
სახელმწიფო უზრუნველყოფს მემკვიდრული და თანდაყოლილი დაავადებების გამოვლენას ახალშობილთა შორის წინასწარ განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით.
სახელმწიფო უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარებას ობოლი და მშობლების ზრუნვას მოკლებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის განკუთვნილ დაწესებულებებში.
საქართველოს ყველა მოქალაქეს უფლება აქვს დამოუკიდებლად განსაზღვროს შვილების რაოდენობა და მათი დაბადების დრო. სახელმწიფო უზრუნველყოფს ადამიანის უფლებებს რეპროდუქციის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სახელმწიფო უზრუნველყოფს დასაქორწინებელ, აგრეთვე, შვილის ყოლის მსურველ წყვილთა უფასო ნებაყოფლობით სამედიცინო - გენეტიკურ კონსულტაციას.
კონტრაცეპტივების წარმოება, იმპორტი და გავრცელება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
1. ქალთა ჯანმრთელობის დაცვა აბორტების შემცირების გზით სახელმწიფოს პრიორიტეტული ამოცანაა.
2. ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერ, თუ:
ა) ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება თორმეტ კვირას;
ბ) ორსულს სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდა წინასწარი გასაუბრება და გასაუბრებიდან ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით სამედიცინო ჩარევის განხორციელებამდე გასულია 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადა. გასაუბრების დროს უპირატესობა ენიჭება ნაყოფის სიცოცხლის დაცვას. აბორტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ქალის პრეროგატივაა. აბორტისწინა ექიმის კონსულტაციის/წინასწარი გასაუბრების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4133 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.509
1. აბორტის რეკლამა აკრძალულია.
2. 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების მიხედვით, რომელთა ჩამონათვალი დგინდება მინისტრის ბრძანებით.
განაყოფიერება დონორის სპერმით ნებადართულია:
ა) უშვილობის გამო, ქმრის მხრიდან გენეტიკური დაავადების გადაცემის რისკის არსებობისას, ან მარტოხელა ქალის განაყოფიერებისათვის, თუ მიღებულია უშვილო წყვილის ან მარტოხელა ქალის წერილობითი თანხმობა. ბავშვის დაბადების შემთხვევაში უშვილო წყვილი ან მარტოხელა ქალი ითვლება მშობლებად, აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობით და უფლებამოსილებით. დონორს არა აქვს განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის მამად ცნობის უფლება;
ბ) (ამოღებულია).
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3553 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.282
1. ადამიანის კლონირება გენური ინჟინერიის მეთოდების გამოყენებით აკრძალულია.
2. სახელმწიფო აკონტროლებს გამოკვლევებს გენური ინჟინერიის სფეროში კანონით დადგენილი წესით.
1. ექსტრაკორპორული განაყოფიერება ნებადართულია:
ა) უშვილობის მკურნალობის მიზნით, აგრეთვე, ცოლის ან ქმრის მხრიდან გენეტიკური დაავადების გადაცემის რისკის არსებობისას, წყვილის ან დონორის სასქესო უჯრედების ან ემბრიონის გამოყენებით, თუ მიღებულია წყვილის წერილობითი თანხმობა;
ბ) თუ ქალს არა აქვს საშვილოსნო, განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონის სხვა ქალის („სუროგატული დედის“) საშვილოსნოში გადატანის და გამოზრდის გზით; წყვილის წერილობითი თანხმობა აუცილებელია.
2. ბავშვის დაბადების შემთხვევაში წყვილი ითვლება მშობლებად, აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობით და უფლებამოსილებით; დონორს ან „სუროგატულ დედას“ არა აქვს დაბადებული ბავშვის მშობლად ცნობის უფლება.
ხელოვნური განაყოფიერების მიზნით შესაძლებელია გაყინვის მეთოდით კონსერვირებული ქალის და მამაკაცის სასქესო უჯრედების ან ემბრიონის გამოყენება. კონსერვაციის დრო განისაზღვრება წყვილის სურვილისამებრ, დადგენილი წესით.
ნებაყოფლობითი ქირურგიული კონტრაცეფციის – სტერილიზაციის გამოყენება ნებადართულია:
ა) (ამოღებულია);
ა1) მხოლოდ სათანადო ნებართვის მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერ;
ბ) თუ არსებობს პაციენტის წერილობითი მოთხოვნა;
გ) თუ პაციენტს ექიმმა ჩაუტარა წინასწარი გასაუბრება და გასაუბრებიდან სტერილიზაციამდე გასულია ერთი თვის მოსაფიქრებელი ვადა;
დ) თუ პაციენტი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3553 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.282
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4133 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.509
თავი XXIV. კრიტიკული მდგომარეობა, სიკვდილი და ევთანაზია
კრიტიკულ მდგომარეობაში და/ან ტერმინალურ სტადიაში მყოფ ავადმყოფს ან მის ნათესავს, ან კანონიერ წარმომადგენელს აქვს პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ სრული ინფორმაციის და სამედიცინო ჩარევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება.
ტერმინალურ სტადიაში მყოფი ავადმყოფის მკურნალობა, პალიატიური მზრუნველობა, გარდაცვლილის მოვლა ხორციელდება მისი პატივისა და ღირსების დაცვით. გარდაცვლილის მოვლა-პატრონობა ხორციელდება პირის მიერ სიცოცხლეში განცხადებული, ან მისი ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის სურვილის შესაბამისად.
საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4719 - სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.149
1. ტერმინალურ სტადიაში მყოფ ქმედუნარიან, გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე ავადმყოფს უფლება აქვს უარი განაცხადოს სარეანიმაციო, სიცოცხლის შემანარჩუნებელ ან პალიატიურ მკურნალობაზე ან/და პალიატიურ მზრუნველობაზე.
2. ტერმინალურ სტადიაში ავადმყოფის უგონო მდგომარეობაში ყოფნის შემთხვევაში მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მომაკვდავი ადამიანის ღირსების დაცვის მიზნით და მისი (პაციენტის) პიროვნული შეხედულებების გათვალისწინებით უარი განაცხადოს სარეანიმაციო, სიცოცხლის შემანარჩუნებელ ან პალიატიურ მკურნალობაზე ან/და პალიატიურ მზრუნველობაზე.
საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4719 - სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.149
უგონო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფს უტარდება სათანადო მკურნალობა, თუ ავადმყოფს წინასწარ, როცა მას ჰქონდა გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, არ ჰქონია განცხადებული უარი სარეანიმაციო, სიცოცხლის შემანარჩუნებელ ან პალიატიურ მკურნალობაზე ან/და პალიატიურ მზრუნველობაზე.
საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4719 - სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.149
მყარი ვეგეტატიური მდგომარეობის შემთხვევაში ავადმყოფის მკურნალობა მიმდინარეობს დაზღვევის პროგრამით განსაზღვრული წესების მიხედვით.
სამედიცინო პერსონალს, აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, ეკრძალება ევთანაზიის განხორციელება ან ამ უკანასკნელში მონაწილეობის მიღება.
ავადმყოფის სიკვდილის კონსტატაცია, ამ უკანასკნელის შესახებ ცნობის გაცემა ხდება სამინისტროს მიერ დამტკიცებული კრიტერიუმებისა და წესის მიხედვით. გარდაცვლილის სამედიცინო დოკუმენტაცია არის საექიმო საიდუმლო, ამ კანონის 42-ე მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა. დოკუმენტაცია ინახება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3094 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
პათოლოგიურ-ანატომიურ გაკვეთას ახორციელებს სათანადო სერტიფიკატის მქონე ექიმი სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც ფლობს სათანადო საქმიანობის ლიცენზიას. გაკვეთა აუცილებელია, თუ არის ეჭვი განსაკუთრებით საშიში ინფექციით გამოწვეულ სიკვდილზე. ყველა სხვა შემთხვევაში პათოლოგიურ-ანატომიური გაკვეთა ხორციელდება რელიგიური ან სხვა მოტივების, აგრეთვე გარდაცვლილის მიერ სიცოცხლეში გაცხადებული ნების გათვალისწინებით, ან მისი ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2013 – სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.87
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4133 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.509
თავი XXIV1. სამედიცინო ექსპერტიზა
საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1768 – სსმ I, №31, 10.12.2002 წ., მუხ.144
სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონით „სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შესახებ“.
საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1768 – სსმ I, №31, 10.12.2002 წ., მუხ.144
1. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისა და სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება შეუძლია მხოლოდ სათანადო სერტიფიკატის მქონე ექიმს, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით უფლებამოსილ სამედიცინო დაწესებულებაში.
2. სასამართლო-სამედიცინო და სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებისა და სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის სამედიცინო პერსონალის საქმიანობის წესს განსაზღვრავს სამინისტრო.
საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1768 – სსმ I, №31, 10.12.2002 წ., მუხ.144
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4133 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.509
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3094 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
თავი XXV. გარდამავალი დებულებანი
1. სამედიცინო განათლების მქონე სამედიცინო პერსონალს 2001 წლის 1 ივნისიდან ეკრძალება დამოუკიდებელი საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე. ცალკეული სპეციალობების მიხედვით გამოცდების ჩაბარების გრაფიკსა და პირობებს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
2. პირს, რომელმაც 2001 წლის 1 ივნისამდე მიმართა სასერტიფიკაციო საბჭოს, მაგრამ არ ჩაუტარდა სასერტიფიკაციო გამოცდა, 2001 წლის 1 სექტემბრამდე ეძლევა დამოუკიდებელი საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება.
3. არასამედიცინო განათლების მქონე სამედიცინო პერსონალს 2002 წლის 1 იანვრიდან ეკრძალება დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლება სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე.
4. (ამოღებულია).
5. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში უნდა შეიმუშაოს და დაამტკიცოს შემდეგი ნორმატიული აქტები:
ა) სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულების პასპორტი – კადრების, ტექნიკური აღჭურვილობისა და ჩასატარებელი სამუშაოს მოცულობის ამსახველი დოკუმენტი;
ბ) (ამოღებულია);
გ) (ამოღებულია);
დ) (ამოღებულია);
ე) (ამოღებულია);
ვ) (ამოღებულია);
ზ) დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ;
თ) სასამართლო-სამედიცინო და სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების წესი;
ი) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის სამედიცინო პერსონალის საქმიანობის წესი;
კ) (ამოღებულია).
6. (ამოღებულია).
7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2010 წლის 1 დეკემბრამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებელთათვის სავალდებულო შეტყობინების ფორმა და წესი და რეესტრის წარმოების წესი.
8. საქართველოს მთავრობამ 2010 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის მიღება.
9. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის 632 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტის (რეგლამენტების) მიღება.
10. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა არაუგვიანეს 2023 წლის 1 აგვისტოსი უზრუნველყონ ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება და გამოცემა და სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
საქართველოს 2000 წლის 13 დეკემბრის კანონი №691 – სსმ I, №50, 27.12.2000 წ., მუხ.147
საქართველოს 2002 წლის 15 თებერვლის კანონი №1296 – სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.24
საქართველოს 2003 წლის 29 იანვრის კანონი №1955 – სსმ I, №5, 19.02.2003 წ., მუხ.31
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2476 - სსმ I, №56, 28.12.2005წ., მუხ.416
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2007 წლის 1 ოქტომბრამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს „ინსტრუქცია ქრონიკული ინკურაბელური დაავადებებით შეპყრობილი პირების პალიატიური მზრუნველობით უზრუნველყოფის შესახებ.
საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4719 - სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.149
2023 წლის 1 ივლისამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშაოს და დაამტკიცოს პარამედიკოსის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესი და პირობები.
საქართველოს 2023 წლის 2 მაისის კანონი №2793 – ვებგვერდი, 19.05.2023წ.
1. 2025 წლის 1 იანვრიდან საექთნო ან მეან-ექთნის განათლების მქონე პირს დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის გარეშე საქმიანობა ეკრძალება.
2. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონის შესაბამისად გაცემული მედდის/ექთნის თანაშემწის პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირს მის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღებით სწავლის შედეგების მიღწევის დადასტურებისა და 3 წლის შესაბამისი სამუშაო სტაჟის ქონის შემთხვევაში მიეცეს ექთნის წოდების საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით მოპოვების უფლება.
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4042 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.
1. სამინისტრომ:
ა) 2024 წლის 1 აპრილამდე დაამტკიცოს:
ა.ა) საბაზო განათლების მქონე, ჯანმრთელობის დაცვის სექტორში დასაქმებული ექთნისა და მეან-ექთნის მიერ დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობისა და დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების მოპოვების წესი;
ა.ბ) მეან-ექთნის სპეციალობათა და იმ საექთნო სპეციალობათა ნუსხა, რომლებით მუშაობაც ეკრძალება კონკრეტული დაავადების მქონე დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის სუბიექტს;
ა.გ) ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის შექმნისა და წარმოების წესი;
ა.დ) იმ პირთათვის დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობისა და დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების მინიჭების წესი, რომლებმაც საექთნო ან მეან-ექთნის განათლება უცხოეთში მიიღეს/აღნიშნული უფლება უცხოეთში მოიპოვეს;
ა.ე) სახელმწიფო სერტიფიკატისა და რეგისტრაციის მოწმობის ფორმები;
ა.ვ) უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი ექთნის, უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი მეან-ექთნისა და ექთან-სპეციალისტის მოწმობების ფორმები;
ა.ზ) საექთნო სპეციალობათა ნუსხა და შესაბამისი კომპეტენციები;
ბ) 2025 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს:
ბ.ა) ექთნისა და მეან-ექთნის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციისა და ჩანაწერების წარმოების წესი;
ბ.ბ) საექთნო და მეან-ექთნის პრაქტიკის სტანდარტები;
ბ.გ) საექთნო დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის მომზადების, განხორციელებისა და აკრედიტაციის წესი;
ბ.დ) ექთნისა და მეან-ექთნის უწყვეტი პროფესიული განვითარების ცალკეული ფორმები, პროფესიული რეაბილიტაციის წესი და შესაბამისი პროგრამების/კურსების აკრედიტაციის კრიტერიუმები;
ბ.ე) დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის ახალი ვადით გაგრძელებისთვის საჭირო უწყვეტი საექთნო განათლების ან მეან-ექთნის უწყვეტი განათლების კრედიტების რაოდენობის განსაზღვრის წესი;
ბ.ვ) სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების, აგრეთვე მისი გაუქმების შემთხვევაში დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტის მიერ მისი განმეორებით მოპოვების წესი;
ბ.ზ) ჯანმრთელობის დაცვის სექტორში დასაქმებული ექთან-სპეციალისტის მიერ საექთნო სპეციალობით საქმიანობის განსახორციელებლად უწყვეტი პროფესიული განვითარების ფარგლებში მიღებული განათლების აღიარების წესი;
ბ.თ) დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების შერჩევითი კონტროლის წესი.
2. საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის 1544 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი აქტის მიღება.
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4042 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.
თავი XXVI. დასკვნითი დებულებანი
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2007 წლის 1 ივლისიდან ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 1997 წლის 18 აპრილის კანონი „სამედიცინო დაზღვევის შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9 მაისი, 1997, გვ. 55).
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5129 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.262
2008 წლის 1 მაისიდან ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონი „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 96).
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №6000 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.75
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1997 წლის 10 დეკემბერი.
№1139–Iს
დოკუმენტის კომენტარები