საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

  • Word
საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 700
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 04/04/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 27-30, 28/04/1995
სარეგისტრაციო კოდი 310.060.000.05.001.000.104
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
700
04/04/1995
პარლამენტის უწყებანი, 27-30, 28/04/1995
310.060.000.05.001.000.104
საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (13/08/2004 - 24/06/2005)

საქართველოს კანონი

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

ეს კანონი განსაზღვრავს საავტომობილო ტრანსპორტის საქმიანობის სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ  საფუძვლებს.

კანონი ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ყველა მფლობელზე, საავტომობილო ტრანსპორტირების და მასთან დაკავშირებული საქმიანობის ყველა მონაწილეზე მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და დაქვემდებარებისა.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24

     მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

1. საავტომობილო ტრანსპორტი – ტრანსპორტის სისტემის ნაწილი, რომელიც მოიცავს საავტომობილო ტრანსპორტირებას და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას.

2. საავტომობილო გზა – მყარი საფარის მქონე მაკავშირებელი სავალი ზოლი, რკინიგზებისა და ასაფრენ-დასაჯდომი მოედნების გარდა, რომელიც ღიაა საერთო მოძრაობისათვის და უმთავრესად განკუთვნილია საკუთარი თვლებით გადაადგილებადი საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისათვის, მათ შორის, ხიდები, გვირაბები, მზიდი კონსტრუქციები, გზათა გადაკვეთები, გზაჯვარედინები და გზათა განშტოებები.

3. მოძრაობა – ტრანსპორტის საშუალებების გადაადგილება გზაზე, როცა ერთი ტრანსპორტის საშუალება გადაიზიდება სხვა ტრანსპორტის საშუალებით. მხედველობაში მიიღება მხოლოდ გადამზიდავი ტრანსპორტის საშუალების გადაადგილება.

4. საავტომობილო ტრანსპორტირება – გზაზე ორ პუნქტს შორის მოძრაობის მართვადი პროცესი როგორც საავტომობილო სატრანსპორტო საშუალების გზისა და მძღოლის (ოპერატორის) ურთიერთობის შედეგი.

5. ავტოსატრანსპორტო საშუალება – გზაზე ძალის მეშვეობით გადაადგილებადი, მძღოლის (ოპერატორის) მიერ მართვადი, ურელსოდ მოძრაობისათვის განკუთვნილი თვლებიანი მექანიზმი.

6. მძღოლი (ოპერატორი) – ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს საავტომობილო სატრანსპორტო საშუალების გზაზე გადაადგილების მართვას დადგენილი წესით.

7. საავტომობილო გადაზიდვა (გადაყვანა) – გზაზე საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებით ტვირთის (მგზავრის) გადატანა (გადაყვანა).

     8. გადამზიდველი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფლობს ან განკარგავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას და ახორციელებს მგზავრთა გადაყვანასა და სატვირთო გადაზიდვებს.

9. ავტობუსი – მგზავრთა გადასაყვანად და მათი ბარგის გადასატანად განკუთვნილი ავტომობილი 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილით, მძღოლის ადგილის გარდა.

10. ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანა – მგზავრების გადაყვანა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით, რაიონის ან ქალაქის ადმინისტრაციული ტერიტორიის საზღვრებში.

11. ადგილობრივი საქალაქო სამგზავრო გადაყვანა – მგზავრების გადაყვანა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით, ქალაქის ადმინისტრაციული ტერიტორიის საზღვრებში.

12. ადგილობრივი საგარეუბნო სამგზავრო გადაყვანა – მგზავრების გადაყვანა ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ დადგენილი მარშრუტით, რაიონის ადმინისტრაციული ტერიტორიის საზღვრებში, გარდა ადგილობრივი საქალაქო სამგზავრო გადაყვანისა.

13. ერთიანი სამგზავრო გადაყვანა – მგზავრთა გადაყვანა საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის მიერ დადგენილი მარშრუტით ქვეყნის შიგნით, ორი ან ორზე მეტი რაიონის ან/და ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე გავლით.

14. საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანა – ერთიანი სამგზავრო გადაყვანა საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის მიერ დადგენილი მარშრუტით, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ორ ან ორზე მეტ ქალაქს, გარდა ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანისა.

15. საგარეუბნო სამგზავრო გადაყვანა – ერთიანი სამგზავრო გადაყვანა საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის მიერ დადგენილი მარშრუტით, ორი ან ორზე მეტი რაიონის ან/და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე გავლით, გარდა საქალაქთაშორისო და ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანებისა.

 16. მოწმობა მძღოლის სპეციალური მომზადების შესახებ – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მძღოლმა გაიარა სახიფათო ტვირთის გადაზიდვის შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული სათანადო მომზადება საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ ლიცენზირებულ დაწესებულებაში.

17. ნებართვა – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის ან რაიონისა და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ან/და შესაბამისი ადგილობრივი სამსახურების მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებული უფლება, ერთჯერადად ან/და გარკვეული ვადით განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა განსაზღვრულ ტერიტორიაზე, კანონით დადგენილი პირობების დაცვით.

18. რეგულარული გადაყვანა – მგზავრთა მრავალჯერადი გადაყვანა, რომელიც სრულდება იმ განსაზღვრულ მარშრუტზე, მოძრაობის დადგენილი განრიგის შესაბამისად, რომლით სარგებლობის უფლებაც აქვს ნებისმიერ პირს.

19. საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვა – სხვადასხვა ქვეყანაში განლაგებულ ორ პუნქტს შორის განხორციელებული სამგზავრო გადაყვანა (ჩასხდომა და გადმოსხდომა) ან სატვირთო გადაზიდვა (დატვირთვა და გადმოტვირთვა), მათ შორის, ტრანზიტი, ერთი ან რამდენიმე ქვეყნის გავლით.

     20. სახიფათო ტვირთი – ტვირთი, რომელიც ოფიციალურად, საერთაშორისო ნორმებით კლასიფიცირებულია როგორც სახიფათო.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24

საქართველოს 2000 წლის 28 ივნის ის კანონი № 426 - სსმ I,  № 27 , 17 .0 7 . 2000 წ., მუხ. 79

საქართველოს 200 3 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 3141 - სსმ I,  № 32 , 22 . 12 . 2003 წ., მუხ. 235

    მუხლი 2. კანონმდებლობა საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში

კანონმდებლობა საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24

    მუხლი 3. საავტომობილო ტრანსპორტი და მისი ამოცანები

1. საავტომობილო ტრანსპორტი არის საქართველოს სატრანსპორტო სისტემის ნაწილი და მისი მიზანია დააკმაყოფილოს მოსახლეობის და ეროვნული მეურნეობის მოთხოვნილებანი გადაყვანა-გადაზიდვებისა და სატრანსპორტო პროცესთან დაკავშირებულ ყველა სახის მომსახურებაზე.

2. საავტომობილო ტრანსპორტის ძირითადი ამოცანებია:

ა) გადაიყვანოს მგზავრები, გადაზიდოს ტვირთი;

ბ) გაუწიოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სატრანსპორტო-საექსპედიციო და სხვა სახეობის მომსახურება;

გ) უზრუნველყოს გადაზიდვის პროცესში ტვირთის დაცვა.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24

    მუხლი 4. საავტომობილო ტრანსპორტის მართვა

1. საავტომობილო ტრანსპორტის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო თავის სისტემაში შემავალი საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის მეშვეობით, რომლის კომპეტენციასაც განეკუთვნება:

 ა) მომხმარებლის უფლებათა დაცვა, საავტომობილო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარების კონცეფციისა და სახელმწიფო პროგრამის შემუშავება, მათი განხორციელების მიმდინარეობის კონტროლი, აგრეთვე დარგის განვითარების ერთიანი სამეცნიერო-ტექნიკური და სოციალური პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელება;

ბ) საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შემუშავება, მათი მიღების შემდეგ შემსრულებლებისათვის გაცნობა, მათი შესრულების კონტროლი და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სახელმწიფოებრივი იძულების განხორციელება.

2. საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაცია, რომელიც არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის – უფლებამონაცვლე.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24

საქართველოს 2000 წლის 28 ივნის ის კანონი № 426 - სსმ I,  № 27 , 17 .0 7 . 2000 წ., მუხ. 79

საქართველოს 200 1 წლის 2 0 ივლის ის კანონი № 1022 - სსმ I,  № 24 , 01 .0 8 . 2001 წ., მუხ. 98

     მუხლი 5. სერტიფიკაცია საავტომობილო ტრანსპორტის დარგში

1. ავტოსატრანსპორტო საშუალება, მისი ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად გამოყენებული პროდუქცია და საავტომობილო ტრანსპორტის დარგში გაწეული მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს ეროვნული ან საქართველოში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტებითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს და მათი შესაბამისობა ამ მოთხოვნებთან დადასტურებული უნდა იყოს სათანადო სერტიფიკატით.

2. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში სავალდებულო სერტიფიკაციის სამუშაოთა ორგანიზება ეკისრება საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს.

3. სერტიფიკაცია ხორციელდება სერტიფიკაციის სისტემის მეშვეობით, რომელსაც აქვს სერტიფიკაციის ჩასატარებლად საჭირო პროცედურებისა და მართვის საკუთარი წესები, და „პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ბრძანებით იქმნება სერტიფიკაციის სისტემა და მტკიცდება ამ სისტემის დებულება და სამუშაოთა ორგანიზების სხვა ნორმატიული დოკუმენტები. სერტიფიკაციის სისტემა სახელმწიფო რეგისტრაციაში ტარდება დადგენილი წესით.

4. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში სერტიფიკაციის სისტემის ხელმძღვანელობა და სასერტიფიკაციო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა ეკისრება სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალურ ორგანოს – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციას, რომლის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება სერტიფიკაციის სისტემის დებულებით.

     5. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში სერტიფიკაციის ორგანოებისა (გარდა საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციისა) და საგამოცდო ლაბორატორიების (ცენტრების) აკრედიტაცია ხორციელდება სერტიფიკაციის სისტემით დადგენილი წესით, აკრედიტაციის ორგანოს მიერ, რომლის სტატუსი და უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24

საქართველოს 1999 წლის 9 ივნის ის კანონი № 2068 - სსმ I,  № 24(31) , 26 .0 6 . 1999 წ., მუხ. 108

საქართველოს 200 3 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 3141 - სსმ I,  № 32 , 22 . 12 . 2003 წ., მუხ. 235

     მუხლი 5 1 . სანებართვო საქმიანობის სახეები

1. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი ცალკეული სახის საქმიანობას ახორციელებს ამ საქმიანობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ნებართვის საფუძველზე.

2. ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობის სახეებია:

ა) საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;

ბ) საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა;

გ) საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა;

დ) საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით), რომელიც ხორციელდება უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ;

ე) საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;

ვ) საგარეუბნო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;

ზ) ადგილობრივი (საქალაქო, საგარეუბნო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;

თ) ადგილობრივი სატაქსო (მსუბუქი ავტომობილით, 7 კაცამდე) გადაყვანა;

ი) სახიფათო ტვირთის (რადიაქტიულ ნივთიერებათა გარდა) საავტომობილო გადაზიდვა.

3. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევაში საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაზე ნებართვა საჭირო არ არის.

საქართველოს 200 3 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 3141 - სსმ I,  № 32 , 22 . 12 . 2003 წ., მუხ. 235

    მუხლი 5 2 . ნებართვის გამცემი ორგანო

51 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვას გასცემს საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაცია, ხოლო ამავე პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე – რაიონისა და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი მმართველობის ორგანო ან/და შესაბამისი ადგილობრივი სამსახურები.

საქართველოს 200 3 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 3141 - სსმ I,  № 32 , 22 . 12 . 2003 წ., მუხ. 235

    მუხლი 5 3 . ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები

ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ნებართვის გამცემ ორგანოს დამატებით უნდა წარუდგინოს:

ა) 51 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვის მოთხოვნისას:

ა.ა) სამეწარმეო რეესტრში საწარმოს რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ა.ბ) საავტომობილო გადაყვანაზე მომსახურების შესაბამისობის სერტიფიკატის ასლი;

ა.გ) საწარმოში საავტომობილო გადაყვანის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირის კომპეტენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ა.დ) ნებართვის მაძიებლის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობის და სავალდებულო წლიური ტექნიკური დათვალიერების გავლის დამადასტურებელი საბუთები;

ა.ე) დოკუმენტაცია მარშრუტზე განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკურ-საექსპლუატაციო მაჩვენებლების შესახებ;

ა.ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიერ გაცემული დოკუმენტი სახელმწიფო ბიუჯეტისადმი, სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო ფონდებისადმი ნებართვის მაძიებლის საგადასახადო დავალიანების შესახებ;

ა.ზ) მძღოლის მართვის მოწმობის ასლი და შესაბამისი კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მძღოლად მუშაობის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ა.თ) ცნობა მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ა.ი) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტები (51 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე);

ბ) 51 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვის (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი კვოტების ფარგლებში) მოთხოვნისას:

ბ.ა) ამ მუხლის „ა.ა“, „ა.დ“, „ა.ზ“ და „ა.თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები;

ბ.ბ) საავტომობილო გადაზიდვაზე მომსახურების შესაბამისობის სერტიფიკატის ასლი;

ბ.გ) საწარმოში საავტომობილო გადაზიდვების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირის კომპეტენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ.დ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტები;

გ) 51 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვის მოთხოვნისას:

გ.ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების უცხო ქვეყნის სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის ასლი;

გ.ბ) მძღოლის მართვის მოწმობის ასლი;

გ.გ) საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვაზე სანებართვო მოწმობის ასლი;

დ) 51 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვის მოთხოვნისას:

დ.ა) ამ მუხლის „ა.ა“, „ა.დ“, „ა.ზ“, „ა.თ“, „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები;

დ.ბ) მძღოლის სპეციალური მომზადების მოწმობის ასლი.

საქართველოს 200 3 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 3141 - სსმ I,  № 32 , 22 . 12 . 2003 წ., მუხ. 235

    მუხლი 5 4 . სანებართვო პირობები

1. 51 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე დადგენილია შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ავტობუსი უნდა აკმაყოფილებდეს გარემოზე მავნე ზემოქმედების დასაშვებ ნორმებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებს;

ბ) მარშრუტზე გამოყენებული უნდა იქნეს მარშრუტის სახეობის შესაბამისი კლასის ავტობუსი;

გ) გადამზიდველს მფლობელობაში უნდა ჰქონდეს ავტობუსების ის რაოდენობა, რომლითაც უზრუნველყოფს განსაზღვრულ რეგულარულ მარშრუტზე შესაბამისი რაოდენობის რეისების განხორციელებას;

დ) ავტობუსი ეკიპირებული უნდა იყოს დადგენილი წესით;

ე) დაცული უნდა იყოს რეგულარულ მარშრუტზე მოძრაობის დადგენილი განრიგი;

ვ) უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მგზავრთა გაბილეთიანება;

ზ) საწარმოში საავტომობილო გადაყვანების ორგანიზებაზე პასუხისმგებელ პირს უნდა ჰქონდეს შესაბამისი განათლება ან/და კვალიფიკაცია;

თ) მძღოლს უნდა ჰქონდეს მძღოლად მუშაობის არანაკლებ სამი წლის გამოცდილება და შესაბამისი კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის ბოლო ერთი წლის უწყვეტი სტაჟი;

ი) უზრუნველყოფილი უნდა იყოს მძღოლის წინასარეისო, პერიოდული სამედიცინო შემოწმება და დაცული უნდა იყოს მისი შრომისა და დასვენების რეჟიმი;

კ) მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს ამ პროფესიისთვის დადგენილ მოთხოვნებს;

ლ) საგზაო სატრანსპორტო დოკუმენტაციის წარმოება უნდა ხორციელდებოდეს დადგენილი წესით;

მ) მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნულ პირობებს (კონკურსის საფუძველზე ნებართვის მიღებისას).

2. 51 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე დადგენილია შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) მძღოლს უნდა ჰქონდეს მძღოლად მუშაობის არანაკლებ სამი წლის გამოცდილება და შესაბამისი კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის ბოლო ერთი წლის უწყვეტი სტაჟი, აგრეთვე გავლილი უნდა ჰქონდეს სათანადო მომზადება სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე;

ბ) მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს ამ პროფესიისთვის დადგენილ მოთხოვნებს;

გ)  უზრუნველყოფილი უნდა იყოს მძღოლის წინასარეისო, პერიოდული სამედიცინო შემოწმება და დაცული უნდა იყოს მისი შრომისა და დასვენების რეჟიმი;

დ) ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა აკმაყოფილებდეს გარემოზე მავნე ზემოქმედების დასაშვებ ნორმებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებს;

ე) სახიფათო ტვირთის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა -გადმოტვირთვის და ტრანსპორტირების პროცესის განხორციელებისას დაცული უნდა იქნეს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესი;

ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს დამატებითი ნიშნებით, სასიგნალო და სხვა მოწყობილობებით, გადასაზიდი სახიფათო ტვირთის სახეობის შესაბამისად;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახიფათო ტვირთის გადაზიდვა უნდა განხორციელდეს შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებული სვლაგეზით;

თ) საგზაო სატრანსპორტო დოკუმენტაციის წარმოება უნდა ხორციელდებოდეს დადგენილი წესით;

ი) საწარმოში საავტომობილო გადაზიდვების ორგანიზებაზე პასუხისმგებელ პირს უნდა ჰქონდეს შესაბამისი განათლება ან/და კვალიფიკაცია.

3. 51 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე დადგენილია შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა აკმაყოფილებდეს გარემოზე მავნე ზემოქმედების დასაშვებ ნორმებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებს;

ბ) მძღოლს უნდა ჰქონდეს მძღოლად მუშაობის არანაკლებ სამი წლის გამოცდილება და შესაბამისი კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის ბოლო ერთი წლის უწყვეტი სტაჟი;

გ) მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს ამ პროფესიისთვის დადგენილ მოთხოვნებს;

დ)     უზრუნველყოფილი უნდა იყოს მძღოლის წინასარეისო, პერიოდული სამედიცინო შემოწმება და დაცული უნდა იყოს მისი შრომისა და დასვენების რეჟიმი;

ე) საგზაო სატრანსპორტო დოკუმენტაციის წარმოება უნდა ხორციელდებოდეს დადგენილი წესით;

ვ) საწარმოში საავტომობილო გადაზიდვების ორგანიზებაზე პასუხისმგებელ პირს უნდა ჰქონდეს შესაბამისი განათლება ან/და კვალიფიკაცია.

4. 51 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე დამატებითი სანებართვო პირობები განისაზღვრება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

საქართველოს 200 3 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 3141 - სსმ I,  № 32 , 22 . 12 . 2003 წ., მუხ. 235

    მუხლი 5 5 . ნებართვის გასაცემად კონკურსის მოწყობის წესი

1. 51 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვა გაიცემა კონკურსის წესით.

2. 51 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვის გასაცემი კონკურსის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის ნორმატიული აქტით, ხოლო ამავე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით.

3. საქალაქთაშორისო, საგარეუბნო ან ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად კონკურსის საფუძველზე გამარჯვებულის გამოსავლენად ნებართვის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით იქმნება შესაბამისი საკონკურსო კომისია.

საქართველოს 200 3 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 3141 - სსმ I,  № 32 , 22 . 12 . 2003 წ., მუხ. 235

    მუხლი 5 6 . ნებართვის მოქმედების ვადა

1. 51 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვა გაიცემა 5 წლის ვადით, ხოლო ამავე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვის გაცემის ვადას – 1 წლიდან 5 წლამდე ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანო.

2. 51 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვა გაიცემა 1 წლის ვადით.

3. 51 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვა გაიცემა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით.

4. 51 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, კონკრეტული გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელების ვადით.

საქართველოს 200 3 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 3141 - სსმ I,  № 32 , 22 . 12 . 2003 წ., მუხ. 235

საქართველოს 200 4 წლის 13 აგვისტო ს კანონი № 385 - სსმ I,  № 23 , 24 . 08 . 2004 წ., მუხ. 117

    მუხლი 5 7 . საქმიანობის შემოწმება

ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია, კანონით დადგენილი წესით შეამოწმოს ნებართვის მფლობელის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესაბამისობა სანებართვო პირობებთან და მათი დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი.

საქართველოს 200 3 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 3141 - სსმ I,  № 32 , 22 . 12 . 2003 წ., მუხ. 235

    მუხლი 5 8 . ნებართვის მოქმედების შეჩერება, მისი განახლება და გაუქმება

1. ნებართვის მოქმედების შეჩერება, მისი განახლება და გაუქმება ხდება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე, 31-ე და 32-ე მუხლების შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ნებართვის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს:

ა) ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონის 53 და 54 მუხლებით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევა;

    ბ) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მფლობელის მიერ ნებართვის გაცემიდან ერთი თვის განმავლობაში ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის დაუწყებლობა.

საქართველოს 200 3 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 3141 - სსმ I,  № 32 , 22 . 12 . 2003 წ., მუხ. 235

    მუხლი 6. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობა

1. საავტომობილო ტრანსპორტთან დაკავშირებული საქმიანობით დაკავებულ პირებს უფლება აქვთ განახორციელონ საგარეო ეკონომიკური საქმიანობა კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საავტომობილო ტრანსპორტის სახელმწიფო მართვის ორგანო მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის რეგულირებას საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლაში ახორციელებს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე და აკონტროლებს მათ მოთხოვნათა შესრულებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, სასაზღვრო გადასასვლელების ჩათვლით. იგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შეუფერხებლად განხორციელებაზე.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24

    მუხლი 7. საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვა

საავტომობილო ტრანსპორტირების პროცესში მგზავრთა გადაყვანა და ბარგის გადატანა, ტვირთისა და ფოსტის გადაზიდვა, გადასაზიდი ტვირთის დატვირთვა და გადმოტვირთვა, შერეული და სატრანზიტო გადაზიდვები, ექსპედიცია, კომუნალური და სხვა სპეციალური დანიშნულების მომსახურება, დაზღვევა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24

    მუხლი 8. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული მოთხოვნები

1.(ამოღებულია).

2. სატრანსპორტო საშუალებანი, რომელთაც დადგენილი წესის შესაბამისად არ გაუვლიათ სერტიფიკაცია და არ არიან რეგისტრირებული, საექსპლუატაციოდ არ დაიშვება.

3. (ამოღებულია).

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24

საქართველოს 1997 წლის 11 დეკემბრ ის კანონი № 1151 - პარლამენტის უწყებანი 47-48 , 31 . 12 . 1997 წ., გვ . 161

საქართველოს 200 3 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 3141 - სსმ I,  № 32 , 22 . 12 . 2003 წ., მუხ. 235

    მუხლი 9. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება

1. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება ეძლევა პირს, რომელსაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის დამადასტურებლადაც გაიცემა დადგენილი ნიმუშის საბუთი.

2. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

    3. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობა განისაზღვრება საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24

საქართველოს 1997 წლის 11 დეკემბრ ის კანონი № 1151 - პარლამენტის უწყებანი 47-48 , 31 . 12 . 1997 წ., გვ . 161

    მუხლი 10. მოძრაობის უსაფრთხოება

1. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მფლობელები (მძღოლები) საავტომობილო გზებზე მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის, ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის დროს ვალდებული არიან უზრუნველყონ მოძრაობის უსაფრთხოება.

2. ფეთქებადი, ადვილადაალებადი, რადიაქტიური და მომწამლავი ტვირთის გადაზიდვა უნდა მოხდეს ტვირთის და ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მფლობელის პასუხისმგებლობითა და მეთვალყურეობით, საგზაო პოლიციის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ორგანოებით, საგზაო პოლიციის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ორგანოების თანხმობით მარშრუტის მთელ მანძილზე.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24

    მუხლი 11. მუშაობის ორგანიზაცია საგანგებო ვითარებაში

საგანგებო ვითარების (მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი და სხვა) შემთხვევაში საავტომობილო ტრანსპორტის ყველა საწარმო და ორგანიზაცია გადადის გაძლიერებულ მზადყოფნის მდგომარეობაში დაზიანების ზონიდან მოსახლეობის გამოსაყვანად და მატერიალურ ფასეულობათა გამოსაზიდად, რისთვისაც სახელმწიფო უფლებამოსილია გამოიყვანოს ყველა სახეობის ავტომობილი, მათი კუთვნილების მიუხედავად, ხარჯების შემდგომი ანაზღაურებით.

    მუხლი 12. ტარიფები საავტომობილო ტრანსპორტში

1. საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის ტარიფებს არეგულირებს „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი.

2. საავტომობილო ტრანსპორტით შეღავათიან და უფასო მომსახურებას ანაზღაურებს მათი დამწესებელი.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24

საქართველოს 2000 წლის 28 ივნის ის კანონი № 426 - სსმ I,  № 27 , 17 .0 7 . 2000 წ., მუხ. 79

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე,

სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე

თბილისი,

1995 წლის 4 აპრილი

N700-11ს

შეტანილი ცვლილებები:

      1. საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1002- პარლამენტის უწყებანი45, 21.11.1997 წ., გვ.24

      2. საქართველოს 1997 წლის 11 დეკემბრის კანონი №1151- პარლამენტის უწყებანი47-48, 31.12.1997 წ., გვ.161

     3. საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2068 - სსმ I,  №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.108

     4. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I,  №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239

     5. საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I,  №17, 12.05.2000 წ., მუხ.41

     6. საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №426 - სსმ I,  №27, 17.07.2000 წ., მუხ.79

     7. საქართველოს 2001 წლის 20 ივლისის კანონი №1022 - სსმ I,  №24, 01.08.2001 წ., მუხ.98

     8. საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3141 - სსმ I,  №32, 22.12.2003 წ., მუხ.235

     9. საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №385 - სსმ I,  №23, 24.08.2004 წ., მუხ.117

 

 

41. 01/04/2026 - საქართველოს კანონი - 1478-Vმს-XIმპ - ვებგვერდი, 01/04/2026 40. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3795-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 20/12/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 39. 16/05/2023 - საქართველოს კანონი - 2881-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/05/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 38. 20/10/2022 - საქართველოს კანონი - 1948-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 28/10/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 37. 07/06/2022 - საქართველოს კანონი - 1616-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 21/06/2022 36. 29/12/2021 - საქართველოს კანონი - 1267-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 06/01/2022 35. 17/07/2020 - საქართველოს კანონი - 7063-რს - ვებგვერდი, 29/07/2020 34. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6875-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 33. 12/06/2020 - საქართველოს კანონი - 6290-IIს - ვებგვერდი, 19/06/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 32. 02/10/2019 - საქართველოს კანონი - 5076-Iს - ვებგვერდი, 07/10/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 31. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3069-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 30. 04/05/2018 - საქართველოს კანონი - 2263-IIს - ვებგვერდი, 24/05/2018 29. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1914-რს - ვებგვერდი, 28/12/2017 28. 22/06/2016 - საქართველოს კანონი - 5508-IIს - ვებგვერდი, 29/06/2016 27. 26/07/2014 - საქართველოს კანონი - 2541-რს - ვებგვერდი, 06/08/2014 26. 05/02/2014 - საქართველოს კანონი - 1970-IIს - ვებგვერდი, 19/02/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 25. 17/05/2011 - საქართველოს კანონი - 4689-Iს - ვებგვერდი, 110601020, 01/06/2011 24. 22/02/2011 - საქართველოს კანონი - 4215-Iს - ვებგვერდი, 110310018, 10/03/2011 23. 17/12/2010 - საქართველოს კანონი - 4122-რს - სსმ, 76, 29/12/2010 22. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4057-რს - სსმ, 74, 24/12/2010 21. 26/10/2010 - საქართველოს კანონი - 3745-IIს - სსმ, 62, 05/11/2010 20. 15/10/2010 - საქართველოს კანონი - 3737-IIს - სსმ, 56, 20/10/2010 19. 06/07/2010 - საქართველოს კანონი - 3362 - სსმ, 39, 19/07/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 18. 04/12/2009 - საქართველოს კანონი - 2266 - სსმ, 45, 21/12/2009 17. 17/07/2009 - საქართველოს კანონი - 1544 - სსმ, 21, 03/08/2009 16. 23/12/2008 - საქართველოს კანონი - 849 - სსმ, 40, 29/12/2008 15. 18/12/2007 - საქართველოს კანონი - 5643 - სსმ, 48, 27/12/2007 14. 30/03/2007 - საქართველოს კანონი - 4594 - სსმ, 11, 10/04/2007 13. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4200 - სსმ, 1, 03/01/2007 12. 10/11/2006 - საქართველოს კანონი - 3679 - სსმ, 44, 27/11/2006 11. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3178 - სსმ, 17, 30/05/2006 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 24/06/2005 - საქართველოს კანონი - 1778 - სსმ, 40, 18/07/2005 9. 13/08/2004 - საქართველოს კანონი - 385 - სსმ, 23, 24/08/2004 8. 05/12/2003 - საქართველოს კანონი - 3141 - სსმ, 32, 22/12/2003 7. 20/07/2001 - საქართველოს კანონი - 1022 - სსმ, 24, 01/08/2001 6. 28/06/2000 - საქართველოს კანონი - 426 - სსმ, 27, 17/07/2000 5. 11/05/2000 - საქართველოს კანონი - 295 - სსმ, 17, 12/05/2000 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 09/12/1999 - საქართველოს კანონი - 63 - სსმ, 47(54), 09/12/1999 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 3. 09/06/1999 - საქართველოს კანონი - 2068 - სსმ, 24(31), 26/06/1999 2. 11/12/1997 - საქართველოს კანონი - 1151 - პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997 1. 28/10/1997 - საქართველოს კანონი - 1002 - პარლამენტის უწყებანი, 45, 21/11/1997