დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6875-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/07/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 310060000.05.001.020044 |
|
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№27–30, მუხ. 575) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „23. ტრანზიტული მოძრაობა − მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელიც ახორციელებს ისეთი ტვირთის/საქონლის გადატანას, რომლის მიტანის ადგილი არ არის მოქცეული ამ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.“. 2. 56 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ა1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე ნებართვები გაიცემა არანაკლებ 1 წლის ვადით. ორივე შემთხვევაში ამ ნებართვების მოქმედების ვადებს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 15 ივლისი 2020 წ. N6875-რს |
დოკუმენტის კომენტარები