“საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
“საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 426
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/06/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 27, 17/07/2000
სარეგისტრაციო კოდი 310.060.000.05.001.000.796
  • Word
426
28/06/2000
სსმ, 27, 17/07/2000
310.060.000.05.001.000.796
“საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №27-30, 1995 წელი, მუხ. 575) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. კანონის მთელ ტექსტში სიტყვები „საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრო“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო“.

2. პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. გადამზიდველი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფლობს ან განკარგავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას და ახორციელებს მგზავრთა გადაყვანასა და სატვირთო გადაზიდვებს.“.

3. მე-4 მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

4. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის ტარიფებს არეგულირებს „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2000 წლის 28 ივნისი.

№426-IIს