საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

  • Word
საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 700
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 04/04/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 27-30, 28/04/1995
სარეგისტრაციო კოდი 310.060.000.05.001.000.104
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
700
04/04/1995
პარლამენტის უწყებანი, 27-30, 28/04/1995
310.060.000.05.001.000.104
საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (28/10/1997 - 11/12/1997)

საქართველოს კანონი

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

ეს კანონი განსაზღვრავს საავტომობილო ტრანსპორტის საქმიანობის სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ  საფუძვლებს.

კანონი ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ყველა მფლობელზე, საავტომობილო ტრანსპორტირების და მასთან დაკავშირებული საქმიანობის ყველა მონაწილეზე მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და დაქვემდებარებისა.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24

     მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

1. საავტომობილო ტრანსპორტი – ტრანსპორტის სისტემის ნაწილი, რომელიც მოიცავს საავტომობილო ტრანსპორტირებას და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას.

2. საავტომობილო გზა – მყარი საფარის მქონე მაკავშირებელი სავალი ზოლი, რკინიგზებისა და ასაფრენ-დასაჯდომი მოედნების გარდა, რომელიც ღიაა საერთო მოძრაობისათვის და უმთავრესად განკუთვნილია საკუთარი თვლებით გადაადგილებადი საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისათვის, მათ შორის, ხიდები, გვირაბები, მზიდი კონსტრუქციები, გზათა გადაკვეთები, გზაჯვარედინები და გზათა განშტოებები.

3. მოძრაობა – ტრანსპორტის საშუალებების გადაადგილება გზაზე, როცა ერთი ტრანსპორტის საშუალება გადაიზიდება სხვა ტრანსპორტის საშუალებით. მხედველობაში მიიღება მხოლოდ გადამზიდავი ტრანსპორტის საშუალების გადაადგილება.

4. საავტომობილო ტრანსპორტირება – გზაზე ორ პუნქტს შორის მოძრაობის მართვადი პროცესი როგორც საავტომობილო სატრანსპორტო საშუალების გზისა და მძღოლის (ოპერატორის) ურთიერთობის შედეგი.

5. ავტოსატრანსპორტო საშუალება – გზაზე ძალის მეშვეობით გადაადგილებადი, მძღოლის (ოპერატორის) მიერ მართვადი, ურელსოდ მოძრაობისათვის განკუთვნილი თვლებიანი მექანიზმი.

6. მძღოლი (ოპერატორი) – ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს საავტომობილო სატრანსპორტო საშუალების გზაზე გადაადგილების მართვას დადგენილი წესით.

7. საავტომობილო გადაზიდვა (გადაყვანა) – გზაზე საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებით ტვირთის (მგზავრის) გადატანა (გადაყვანა).

     8. გადამზიდავი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც უფლება აქვს განახორციელოს სამგზავრო და სატვირთვო გადაზიდვები ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24

    მუხლი 2. კანონმდებლობა საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში

კანონმდებლობა საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24

    მუხლი 3. საავტომობილო ტრანსპორტი და მისი ამოცანები

1. საავტომობილო ტრანსპორტი არის საქართველოს სატრანსპორტო სისტემის ნაწილი და მისი მიზანია დააკმაყოფილოს მოსახლეობის და ეროვნული მეურნეობის მოთხოვნილებანი გადაყვანა-გადაზიდვებისა და სატრანსპორტო პროცესთან დაკავშირებულ ყველა სახის მომსახურებაზე.

2. საავტომობილო ტრანსპორტის ძირითადი ამოცანებია:

ა) გადაიყვანოს მგზავრები, გადაზიდოს ტვირთი;

ბ) გაუწიოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სატრანსპორტო-საექსპედიციო და სხვა სახეობის მომსახურება;

გ) უზრუნველყოს გადაზიდვის პროცესში ტვირთის დაცვა.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24

    მუხლი 4. საავტომობილო ტრანსპორტის მართვა

საავტომობილო ტრანსპორტის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრო თავის სისტემაში შემავალი საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის მეშვეობით, რომლის კომპეტენციასაც განეკუთვნება:

 ა) მომხმარებლის უფლებათა დაცვა, საავტომობილო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარების კონცეფციისა და სახელმწიფო პროგრამის შემუშავება, მათი განხორციელების მიმდინარეობის კონტროლი, აგრეთვე დარგის განვითარების ერთიანი სამეცნიერო-ტექნიკური და სოციალური პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელება;

ბ) საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შემუშავება, მათი მიღების შემდეგ შემსრულებლებისათვის გაცნობა, მათი შესრულების კონტროლი და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სახელმწიფოებრივი იძულების განხორციელება.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24

    მუხლი 5. ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფოებრივი რეგულირება (სავალდებულო სერტიფიცირება, ლიცენზირება)

1. საქართველოში საავტომობილო ტრანპორტით მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის გადაზიდვის, სატრანპორტო-საექსპლუატაციო და სახეობის მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობა ხორციელდება სპეციალური ერთიანი ფორმის ნებართ ის (სერტიფიკატის, ლიცენზიის) საფუძველზე.

2. სერტიფიცირებასა და ლიცენზირებას ახორციელებს საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრო საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის მეშვეობით, დადგენილი წესით.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24

    მუხლი 6. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობა

1. საავტომობილო ტრანსპორტთან დაკავშირებული საქმიანობით დაკავებულ პირებს უფლება აქვთ განახორციელონ საგარეო ეკონომიკური საქმიანობა კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საავტომობილო ტრანსპორტის სახელმწიფო მართვის ორგანო მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის რეგულირებას საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლაში ახორციელებს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე და აკონტროლებს მათ მოთხოვნათა შესრულებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, სასაზღვრო გადასასვლელების ჩათვლით. იგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შეუფერხებლად განხორციელებაზე.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24

    მუხლი 7. საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვა

საავტომობილო ტრანსპორტირების პროცესში მგზავრთა გადაყვანა და ბარგის გადატანა, ტვირთისა და ფოსტის გადაზიდვა, გადასაზიდი ტვირთის დატვირთვა და გადმოტვირთვა, შერეული და სატრანზიტო გადაზიდვები, ექსპედიცია, კომუნალური და სხვა სპეციალური დანიშნულების მომსახურება, დაზღვევა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24

    მუხლი 8. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული მოთხოვნები

1. ავტოსატრანსპორტო საშუალებები ექვემდებარება სახელმწიფო რეგისტრაციას, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრო საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის მეშვეობით. ავტოსატრანსპორტო საშუალებებს უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი, უნდა შეესაბამებოდეს მოძრაობის უსაფრთხოებას, შრომის დაცვისა და ეკოლოგიის საერთაშორისო და სახელმწიფო სტანდარტებით დადგენილ მოთხოვნებს და ტექნიკურ პირობებს.

2. სატრანსპორტო საშუალებანი, რომელთაც დადგენილი წესის შესაბამისად არ გაუვლიათ სერტიფიკაცია და არ არიან რეგისტრირებული, საექსპლუატაციოდ არ დაიშვება.

3. სერტიფიკაციის წესი განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24

    მუხლი 9. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება

1. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება ეძლევა პირს, რომელსაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაზეც ტრანსპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაიცემა საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი ნიმუშის საბუთი.

2. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებად საჭირო საკვალიფიკაციო და ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი წაყენებული მოთხოვნები განისაზღვრება შესაბამისად – საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს და საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის მიხედვით.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24

    მუხლი 10. მოძრაობის უსაფრთხოება

1. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მფლობელები (მძღოლები) საავტომობილო გზებზე მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის, ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის დროს ვალდებული არიან უზრუნველყონ მოძრაობის უსაფრთხოება.

2. ფეთქებადი, ადვილადაალებადი, რადიაქტიური და მომწამლავი ტვირთის გადაზიდვა უნდა მოხდეს ტვირთის და ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მფლობელის პასუხისმგებლობითა და მეთვალყურეობით, საგზაო პოლიციის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ორგანოებით, საგზაო პოლიციის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ორგანოების თანხმობით მარშრუტის მთელ მანძილზე.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24

    მუხლი 11. მუშაობის ორგანიზაცია საგანგებო ვითარებაში

საგანგებო ვითარების (მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი და სხვა) შემთხვევაში საავტომობილო ტრანსპორტის ყველა საწარმო და ორგანიზაცია გადადის გაძლიერებულ მზადყოფნის მდგომარეობაში დაზიანების ზონიდან მოსახლეობის გამოსაყვანად და მატერიალურ ფასეულობათა გამოსაზიდად, რისთვისაც სახელმწიფო უფლებამოსილია გამოიყვანოს ყველა სახეობის ავტომობილი, მათი კუთვნილების მიუხედავად, ხარჯების შემდგომი ანაზღაურებით.

    მუხლი 12. ტარიფები საავტომობილო ტრანსპორტში

1. საავტომობილო ტრანსპორტით სამგზავრო და ტვირთზიდვის ტარიფებს ამტკიცებს საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრო საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით.

2. საავტომობილო ტრანსპორტით შეღავათიან და უფასო მომსახურებას ანაზღაურებს მათი დამწესებელი.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე,

სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე

თბილისი,

1995 წლის 4 აპრილი

N700-11ს

შეტანილი ცვლილებები:

      1. საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1002- პარლამენტის უწყებანი45, 21.11.1997 წ., გვ.24

 

40. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3795-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 20/12/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 39. 16/05/2023 - საქართველოს კანონი - 2881-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/05/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 38. 20/10/2022 - საქართველოს კანონი - 1948-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 28/10/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 37. 07/06/2022 - საქართველოს კანონი - 1616-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 21/06/2022 36. 29/12/2021 - საქართველოს კანონი - 1267-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 06/01/2022 35. 17/07/2020 - საქართველოს კანონი - 7063-რს - ვებგვერდი, 29/07/2020 34. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6875-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 33. 12/06/2020 - საქართველოს კანონი - 6290-IIს - ვებგვერდი, 19/06/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 32. 02/10/2019 - საქართველოს კანონი - 5076-Iს - ვებგვერდი, 07/10/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 31. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3069-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 30. 04/05/2018 - საქართველოს კანონი - 2263-IIს - ვებგვერდი, 24/05/2018 29. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1914-რს - ვებგვერდი, 28/12/2017 28. 22/06/2016 - საქართველოს კანონი - 5508-IIს - ვებგვერდი, 29/06/2016 27. 26/07/2014 - საქართველოს კანონი - 2541-რს - ვებგვერდი, 06/08/2014 26. 05/02/2014 - საქართველოს კანონი - 1970-IIს - ვებგვერდი, 19/02/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 25. 17/05/2011 - საქართველოს კანონი - 4689-Iს - ვებგვერდი, 110601020, 01/06/2011 24. 22/02/2011 - საქართველოს კანონი - 4215-Iს - ვებგვერდი, 110310018, 10/03/2011 23. 17/12/2010 - საქართველოს კანონი - 4122-რს - სსმ, 76, 29/12/2010 22. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4057-რს - სსმ, 74, 24/12/2010 21. 26/10/2010 - საქართველოს კანონი - 3745-IIს - სსმ, 62, 05/11/2010 20. 15/10/2010 - საქართველოს კანონი - 3737-IIს - სსმ, 56, 20/10/2010 19. 06/07/2010 - საქართველოს კანონი - 3362 - სსმ, 39, 19/07/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 18. 04/12/2009 - საქართველოს კანონი - 2266 - სსმ, 45, 21/12/2009 17. 17/07/2009 - საქართველოს კანონი - 1544 - სსმ, 21, 03/08/2009 16. 23/12/2008 - საქართველოს კანონი - 849 - სსმ, 40, 29/12/2008 15. 18/12/2007 - საქართველოს კანონი - 5643 - სსმ, 48, 27/12/2007 14. 30/03/2007 - საქართველოს კანონი - 4594 - სსმ, 11, 10/04/2007 13. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4200 - სსმ, 1, 03/01/2007 12. 10/11/2006 - საქართველოს კანონი - 3679 - სსმ, 44, 27/11/2006 11. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3178 - სსმ, 17, 30/05/2006 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 24/06/2005 - საქართველოს კანონი - 1778 - სსმ, 40, 18/07/2005 9. 13/08/2004 - საქართველოს კანონი - 385 - სსმ, 23, 24/08/2004 8. 05/12/2003 - საქართველოს კანონი - 3141 - სსმ, 32, 22/12/2003 7. 20/07/2001 - საქართველოს კანონი - 1022 - სსმ, 24, 01/08/2001 6. 28/06/2000 - საქართველოს კანონი - 426 - სსმ, 27, 17/07/2000 5. 11/05/2000 - საქართველოს კანონი - 295 - სსმ, 17, 12/05/2000 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 09/12/1999 - საქართველოს კანონი - 63 - სსმ, 47(54), 09/12/1999 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 3. 09/06/1999 - საქართველოს კანონი - 2068 - სსმ, 24(31), 26/06/1999 2. 11/12/1997 - საქართველოს კანონი - 1151 - პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997 1. 28/10/1997 - საქართველოს კანონი - 1002 - პარლამენტის უწყებანი, 45, 21/11/1997