დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1948-IXმს-Xმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 20/10/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/10/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310060000.05.001.020643 |
|
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№27–30, მუხ. 575) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 24-ე და 25-ე პუნქტები: „24. ტიპის დამტკიცება − პროცედურა, რომლითაც სათანადო უფლებამოსილების მქონე ორგანო შესაბამისი შემოწმების საფუძველზე ადგენს, რომ სატრანსპორტო საშუალების, მოწყობილობის, ნაწილის, სისტემის, კომპონენტის, ცალკეული ტექნიკური ერთეულების ტიპი/ტიპები შეესაბამება „თვლიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის და იმ მოწყობილობების და ნაწილების საგნებისათვის, რომლებიც შესაძლებელია დაყენდეს ან/და გამოყენებულ იქნეს თვლიან სატრანსპორტო საშუალებებზე, ერთგვაროვანი ტექნიკური მიწერილობების მიღების და ამ მიწერილობების საფუძველზე გაცემული ოფიციალური დამტკიცების ურთიერთაღიარების პირობების შესახებ“ გაეროს 1958 წლის შეთანხმებას. 25. მოწყობილობა, ნაწილი, სისტემა, კომპონენტი, ცალკეული ტექნიკური ერთეულები − ნებისმიერი მოწყობილობა, ნაწილი, სისტემა, კომპონენტი, ცალკეული ტექნიკური ერთეულები, რომლის/რომელთა მახასიათებლები გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოებაზე, გარემოს დაცვაზე, ენერგიის მოხმარებასა და ქურდობისგან დაცვის ტექნოლოგიის გამართულ მოქმედებაზე.“. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 85 მუხლი: „მუხლი 85. ტიპის დამტკიცება 1. სააგენტო არის ტიპის დამტკიცების უფლებამოსილების მქონე ორგანო. 2. ტიპის დამტკიცების წესს ადგენს საქართველოს მთავრობა შესაბამისი ნორმატიული აქტით.“. მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით 2023 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ტიპის დამტკიცების წესის დადგენა. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 20 ოქტომბერი 2022 წ. N1948-IXმს-Xმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები