დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1914-რს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 23/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310060000.05.001.018712 |
|
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994−1995, №№27–30, მუხ. 575) 53 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 53. ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები ნებართვის მაძიებელმა ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობებისთვის ნებართვის მისაღებად ნებართვის გამცემ ორგანოს, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, დამატებით უნდა წარუდგინოს: ა) ნებართვის მაძიებლის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (საშუალებების) (გარდა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა (საშუალებებისა)) ფლობისა და პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) შესაბამისი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ასლი; გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული დოკუმენტები – ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობებისთვის, დამატებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
|
ქუთაისი, 23 დეკემბერი 2017 წ. N1914-რს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები