დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 700 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი |
მიღების თარიღი | 04/04/1995 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 27-30, 28/04/1995 |
სარეგისტრაციო კოდი | 310.060.000.05.001.000.104 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (22/02/2011 - 17/05/2011)
საქართველოს კანონი
საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ
ეს კანონი განსაზღვრავს საავტომობილო ტრანსპორტის საქმიანობის სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებს.
კანონი ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ყველა მფლობელზე, საავტომობილო ტრანსპორტირების და მასთან დაკავშირებული საქმიანობის ყველა მონაწილეზე მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და დაქვემდებარებისა.
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24
მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება
1. საავტომობილო ტრანსპორტი – ტრანსპორტის სისტემის ნაწილი, რომელიც მოიცავს საავტომობილო ტრანსპორტირებას და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას.
2. საავტომობილო გზა – მყარი საფარის მქონე მაკავშირებელი სავალი ზოლი, რკინიგზებისა და ასაფრენ-დასაჯდომი მოედნების გარდა, რომელიც ღიაა საერთო მოძრაობისათვის და უმთავრესად განკუთვნილია საკუთარი თვლებით გადაადგილებადი საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისათვის, მათ შორის, ხიდები, გვირაბები, მზიდი კონსტრუქციები, გზათა გადაკვეთები, გზაჯვარედინები და გზათა განშტოებები.
3. მოძრაობა – ტრანსპორტის საშუალებების გადაადგილება გზაზე, როცა ერთი ტრანსპორტის საშუალება გადაიზიდება სხვა ტრანსპორტის საშუალებით. მხედველობაში მიიღება მხოლოდ გადამზიდავი ტრანსპორტის საშუალების გადაადგილება.
4. (ამოღებულია).
5. ავტოსატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა შეწყვილებული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება გზაზე ტვირთის გადასაზიდად და მგზავრთა გადასაყვანად.
6. მძღოლი – ფიზიკური პირი, რომელიც მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას საავტომობილო გზაზე დადგენილი წესით.
7. ავტოსატრანსპორტო გადაყვანა/გადაზიდვა – საავტომობილო გზაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანა/ტვირთის გადაზიდვა.
8. გადამზიდველი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფლობს ავტოსატრანსპორტო საშუალებას და ახორციელებს ავტოსატრანსპორტო გადაყვანას/გადაზიდვას.
9. (ამოღებულია).
10. (ამოღებულია).
11. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – მგზავრის გადაყვანა შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს, ხოლო თბილისის ტერიტორიაზე თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით თბილისის ან თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
12. (ამოღებულია).
13. (ამოღებულია).
14. (ამოღებულია).
15. (ამოღებულია).
16. (ამოღებულია).
17. ნებართვა – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ან თვითმმართველი ქალაქის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებული უფლება, გარკვეული ვადით განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა კანონით დადგენილი პირობების დაცვით.
18. რეგულარული გადაყვანა – მგზავრთა მრავალჯერადი გადაყვანა, რომელიც სრულდება იმ განსაზღვრულ მარშრუტზე, მოძრაობის დადგენილი განრიგის შესაბამისად, რომლით სარგებლობის უფლებაც აქვს ნებისმიერ პირს.
19. საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვა – სხვადასხვა ქვეყანაში განლაგებულ ორ პუნქტს შორის განხორციელებული სამგზავრო გადაყვანა (ჩასხდომა და გადმოსხდომა) ან სატვირთო გადაზიდვა (დატვირთვა და გადმოტვირთვა), მათ შორის, ტრანზიტი, ერთი ან რამდენიმე ქვეყნის გავლით.
20. სახიფათო ტვირთი – ტვირთი, რომელიც ოფიციალურად, საერთაშორისო ნორმებით კლასიფიცირებულია როგორც სახიფათო.
21. ტერმინები – ტექნიკური რეგლამენტი, შესაბამისობის შეფასება, პროდუქცია, უსაფრთხო პროდუქცია – განისაზღვრება „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
22. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო ) – „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი სააგენტო .
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24
საქართველოს 2000 წლის 28 ივნის ის კანონი № 426 - სსმ I, № 27 , 17 .0 7 . 2000 წ., მუხ. 79
საქართველოს 200 3 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 3141 - სსმ I, № 32 , 22 . 12 . 2003 წ., მუხ. 235
საქართველოს 2005 წლის 24 ივნის ის კანონი № 1778 - სსმ I, № 40 , 18 . 07 . 2005 წ., მუხ. 267
საქართველოს 2006 წლის 25 მაის ის კანონი № 3178 - სსმ I, № 17 , 30 . 05 . 2006 წ., მუხ. 123
საქართველოს 200 7 წლის 30 მარტ ის კანონი № 4594 - სსმ I, № 11 , 10 . 04 . 2007 წ., მუხ. 98
საქართველოს 200 7 წლის 18 დეკემბრ ის კანონი № 5643 - სსმ I, № 48 , 27 . 12 . 2007 წ., მუხ. 423
საქართველოს 2011 წლის 2 2 თებერვლის კანონი №4215 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
მუხლი 2. კანონმდებლობა საავტომობილო ტრანსპორტის დარგში
კანონმდებლობა საავტომობილო ტრანსპორტის დარგში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონების, ამ კანონის და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24
საქართველოს 2005 წლის 24 ივნის ის კანონი № 1778 - სსმ I, № 40 , 18 . 07 . 2005 წ., მუხ. 267
საქართველოს 2006 წლის 25 მაის ის კანონი № 3178 - სსმ I, № 17 , 30 . 05 . 2006 წ., მუხ. 123
საქართველოს 200 7 წლის 30 მარტ ის კანონი № 4594 - სსმ I, № 11 , 10 . 04 . 2007 წ., მუხ. 98
მუხლი 3. საავტომობილო ტრანსპორტი და მისი ამოცანები
1. საავტომობილო ტრანსპორტი არის საქართველოს სატრანსპორტო სისტემის ნაწილი და მისი მიზანია დააკმაყოფილოს მოსახლეობის და ეროვნული მეურნეობის მოთხოვნილებანი გადაყვანა-გადაზიდვებისა და სატრანსპორტო პროცესთან დაკავშირებულ ყველა სახის მომსახურებაზე.
2. საავტომობილო ტრანსპორტის ძირითადი ამოცანებია:
ა) გადაიყვანოს მგზავრები, გადაზიდოს ტვირთი;
ბ) გაუწიოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სატრანსპორტო-საექსპედიციო და სხვა სახეობის მომსახურება;
გ) უზრუნველყოს გადაზიდვის პროცესში ტვირთის დაცვა.
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24
მუხლი 4. საავტომობილო ტრანსპორტის მართვა
1. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას შეიმუშავებს და ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
11. (ამოღებულია).
2. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვის სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში სააგენტოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა.
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24
საქართველოს 2000 წლის 28 ივნის ის კანონი № 426 - სსმ I, № 27 , 17 .0 7 . 2000 წ., მუხ. 79
საქართველოს 200 1 წლის 2 0 ივლის ის კანონი № 1022 - სსმ I, № 24 , 01 .0 8 . 2001 წ., მუხ. 98
საქართველოს 2005 წლის 24 ივნის ის კანონი № 1778 - სსმ I, № 40 , 18 . 07 . 2005 წ., მუხ. 267
საქართველოს 2006 წლის 25 მაის ის კანონი № 3178 - სსმ I, № 17 , 30 . 05 . 2006 წ., მუხ. 123
საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრ ის კანონი № 3679 - სსმ I, № 44 , 27 . 11 . 2006 წ., მუხ. 302
საქართველოს 200 7 წლის 30 მარტ ის კანონი № 4594 - სსმ I, № 11 , 10 . 04 . 2007 წ., მუხ. 98
საქართველოს 200 8 წლის 23 დეკემბრ ის კანონი № 849 - სსმ I, № 40 , 29 . 12 . 2008 წ., მუხ. 274
საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრ ის კანონი № 2266 - სსმ I, № 45 , 21 . 12 . 2009 წ., მუხ. 335
საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3745 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.385
საქართველოს 2011 წლის 2 2 თებერვლის კანონი №4215 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
მუხლი 5. (ამოღებულია)
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24
საქართველოს 1999 წლის 9 ივნის ის კანონი № 2068 - სსმ I, № 24(31) , 26 .0 6 . 1999 წ., მუხ. 108
საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3141 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.235
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.267
მუხლი 51. სანებართვო საქმიანობის სახეები
1. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში საქმიანობის განხორციელების უფლება გააჩნია ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. ნებართვა გაიცემა საქმიანობათა მხოლოდ შემდეგ სახეობებზე:
ა) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;
ბ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანა;
გ) საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა;
დ) საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით), რომელიც ხორციელდება უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ.
2. დაუშვებელია ნებართვის გაცემაზე უარის თქმა გასაცემი ნებართვების რაოდენობის შეზღუდვის მოტივით, გარდა:
ა) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვისა (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტების ფარგლებში), რომელიც გაიცემა საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველზე;
ბ) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვისა.
3. საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა კვოტის ფარგლებში უცხო ქვეყნის გადამზიდველს აძლევს უფლებას, განახორციელოს ორმხრივი (საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტვირთვა/დატვირთვა ან დატვირთვა) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა ან ტრანზიტი (საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტვირთვის ან/და დატვირთვის უფლების გარეშე).
4. საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა კვოტის ზემოთ უცხო ქვეყნის გადამზიდველს აძლევს უფლებას, განახორციელოს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე დატვირთვის უფლების გარეშე.
5. საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზემოთ) უცხო ქვეყნის გადამზიდველს აძლევს უფლებას, განახორციელოს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე დატვირთვის უფლებით.
6. (ამოღებულია).
საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3141 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.235
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.267
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3178 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.123
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4594 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.98
საქართველოს 2010 წლის 15ოქტომბრის კანონი №3737 - სსმ I, №56, 20.10.2010 წ., მუხ.361
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4215 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
მუხლი 52. ნებართვების გამცემი ორგანოები
1. ამ კანონის 5 1 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვას გასცემს სააგენტო ნებართვის მაძიებლის მიმართვიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, რის შემდეგაც მონაცემები შეიტანება უწყებრივ სანებართვო რეესტრში. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე ნებართვებს სააგენტო გასცემს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვას გასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ქ. თბილისში – ქ. თბილისის მთავრობა ან მის მიერ უფლებამოსილი ქ. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეული. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. ნებართვის გაცემის, გაცემაზე უარის თქმის, კონტროლისა და გაუქმების წესი დგინდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.
საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3141 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.235
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.267
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3178 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.123
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4594 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.98
საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5643 - სსმ I, №48, 27.12.2007 წ., მუხ.423
საქართველოს 2010 წლის 15ოქტომბრის კანონი №3737 - სსმ I, №56, 20.10.2010 წ., მუხ.361
საქართველოს 2011 წლის 2 2 თებერვლის კანონი №4215 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
მუხლი 53. ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები
ნებართვის მაძიებელმა ამ კანონის 5 1 მუხლის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებართვის მისაღებად „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ნებართვის გამცემ ორგანოს დამატებით უნდა წარუდგინოს:
ა) ნებართვის მაძიებლის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (საშუალებების) (გარდა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა (საშუალებებისა)) ფლობისა და გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიში;
ბ) შესაბამისი კატეგორიის მძღოლის მართვის მოწმობის ასლი;
გ) ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებ ით გათვალისწინებული საქმიანობებისთვის დამატებით საჭიროა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბუთები.
საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3141 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.235
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.267
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3178 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.123
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4200 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.11
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4122 - სსმ I,№76, 29.12.2010 წ., მუხ.507
საქართველოს 2011 წლის 2 2 თებერვლის კანონი №4215 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
მუხლი 5 4 . (ამოღებულია)
საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3141 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.235
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.267
მუხლი 5 5 . (ამოღებულია)
საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3141 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.235
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.267
მუხლი 5 6 . ნებართვის მოქმედების ვადა
1. ამ კანონის 5 1 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვა გაიცემა არანაკლებ ერთი წლის ვადით. ნებართვის ვადას განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.
2. ამ კანონის 5 1 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვა გაიცემა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი ვადით.
3. ამ კანონის 5 1 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ერთჯერადად გაიცემა ერთჯერადი ნებართვა, ხოლო იმავე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი ვადით, ერთჯერადად გაიცემა ერთჯერადი ან მრავალჯერადი ნებართვა.
საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3141 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.235
საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №385 - სსმ I, №23, 24.08.2004 წ., მუხ.117
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.267
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3178 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.123
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4057 - სსმ I,№74, 24.12.2010 წ., მუხ.452
საქართველოს 2011 წლის 2 2 თებერვლის კანონი №4215 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
მუხლი 57. საქმიანობის შემოწმება
ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობის სახეების განხორციელება სახელმწიფო ნებართვის გარეშე დაუშვებელია. აღნიშნული აკრძალვა ექვემდებარება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მიერ კონტროლს.
საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3141 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.235
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.267
მუხლი 5 8 . ნებართვის გაუქმება
1. ნებართვის გაუქმება ხდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ნებართვის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს:
ა) ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონის 5 3 მუხლით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევა;
ბ) როდესაც საერთაშორისო ხელშეკრულებით დაწესებულია შეზღუდვა, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მფლობელის მიერ ნებართვის გაცემიდან ერთი თვის განმავლობაში ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის დაუწყებლობა.
საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3141 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.235
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.267
მუხლი 6. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობა
1. საავტომობილო ტრანსპორტთან დაკავშირებული საქმიანობით დაკავებულ პირებს უფლება აქვთ განახორციელონ საგარეო ეკონომიკური საქმიანობა კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სააგენტო მგზავრთა გადაყვანასა და ტვირთის გადაზიდვას საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლაში არეგულირებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე. იგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შეუფერხებლად განხორციელებისათვის.
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1002- პარლამენტის უწყებანი №45, 21.11.1997 წ., გვ.24
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.267
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3178 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.123
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4594 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.98
საქართველოს 2011 წლის 2 2 თებერვლის კანონი №4215 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
მუხლი 7. (ამოღებულია)
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1002- პარლამენტის უწყებანი №45, 21.11.1997 წ., გვ.24
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.267
მუხლი 8. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული მოთხოვნები
1. სატრანსპორტო საშუალებანი, რომლებიც დადგენილი წესით არ არიან რეგისტრირებული, საექსპლუატაციოდ არ დაიშვება.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა აკმაყოფილებდეს როგორც სანებართვო პირობებს, ისე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და მოთხოვნებს.
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1002- პარლამენტის უწყებანი №45, 21.11.1997 წ., გვ.24
საქართველოს 1997 წლის 11 დეკემბრის კანონი №1151- პარლამენტის უწყებანი №47-48, 31.12.1997 წ., გვ.161
საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3141 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.235
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.267
მუხლი 8 1 . (ამოღებულია)
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3178 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.123
საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3679 - სსმ I, №44, 27.11.2006 წ., მუხ.302
მუხლი 8 2 . (ამოღებულია)
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3178 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.123
საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3679 - სსმ I, №44, 27.11.2006 წ., მუხ.302
მუხლი 9. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება
1. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება ეძლევა პირს, რომელსაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობა.
2. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნებისა და მისი შემოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1002- პარლამენტის უწყებანი №45, 21.11.1997 წ., გვ.24
საქართველოს 1997 წლის 11 დეკემბრის კანონი №1151- პარლამენტის უწყებანი №47-48, 31.12.1997 წ., გვ.161
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4594 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.98
საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3362 - სსმ I, №39, 19.07.2010 წ., მუხ.239
მუხლი 91. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობა
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან.
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1544 - სსმ I, №21, 03.08.2009 წ., მუხ.127
მუხლი 10. მოძრაობის უსაფრთხოება
1. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მფლობელები (მძღოლები) საავტომობილო გზებზე მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის, ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის დროს ვალდებული არიან უზრუნველყონ მოძრაობის უსაფრთხოება.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთების (სახიფათო, დიდგაბარიტიანი, მძიმეწონიანი, მალფუჭებადი და სხვა) გადაზიდვის პირობები და განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1002- პარლამენტის უწყებანი №45, 21.11.1997 წ., გვ.24
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3178 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.123
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4594 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.98
მუხლი 11. მუშაობის ორგანიზაცია საგანგებო ვითარებაში
საგანგებო ვითარების (მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი და სხვა) შემთხვევაში საავტომობილო ტრანსპორტის ყველა საწარმო და ორგანიზაცია გადადის გაძლიერებულ მზადყოფნის მდგომარეობაში დაზიანების ზონიდან მოსახლეობის გამოსაყვანად და მატერიალურ ფასეულობათა გამოსაზიდად, რისთვისაც სახელმწიფო უფლებამოსილია გამოიყვანოს ყველა სახეობის ავტომობილი, მათი კუთვნილების მიუხედავად, ხარჯების შემდგომი ანაზღაურებით.
მუხლი 12. (ამოღებულია)
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1002- პარლამენტის უწყებანი №45, 21.11.1997 წ., გვ.24
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №426 - სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.79
საქართველოს 2006 წლის 25 მაის ის კანონი № 3178 - სსმ I, № 17 , 30 . 05 . 2006 წ., მუხ. 123
საქართველოს 200 7 წლის 30 მარტ ის კანონი № 4594 - სსმ I, № 11 , 10 . 04 . 2007 წ., მუხ. 98
მუხლი 13. გარდამავალი დებულება
საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, დამოუკიდებელმა ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ – საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში შესაბამისობაში მოიყვანოს თავისი ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა ამ კანონთან.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნის ის კანონი № 1778 - სსმ I, № 40 , 18 . 07 . 2005 წ., მუხ. 267
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე,
სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე
თბილისი,
1995 წლის 4 აპრილი
№700-11ს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1002- პარლამენტის უწყებანი №45, 21.11.1997 წ., გვ.24
2. საქართველოს 1997 წლის 11 დეკემბრის კანონი №1151- პარლამენტის უწყებანი №47-48, 31.12.1997 წ., გვ.161
3. საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2068 - სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.108
4. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239
5. საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41
6. საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №426 - სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.79
7. საქართველოს 2001 წლის 20 ივლისის კანონი №1022 - სსმ I, №24, 01.08.2001 წ., მუხ.98
8. საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3141 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.235
9. საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №385 - სსმ I, №23, 24.08.2004 წ., მუხ.117
10. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.267
11. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3178 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.123
12. საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3679 - სსმ I, №44, 27.11.2006 წ., მუხ.302
13. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4200 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.11
14. საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4594 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.98
15. საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5643 - სსმ I, №48, 27.12.2007 წ., მუხ.423
16. საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №849 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.274
17. საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1544 - სსმ I, №21, 03.08.2009 წ., მუხ.127
18. საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2266 - სსმ I, №45, 21.12.2009 წ., მუხ.335
19. საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3362 - სსმ I, №39, 19.07.2010 წ., მუხ.239
20.საქართველოს 2010 წლის 15ოქტომბრის კანონი №3737 - სსმ I, №56, 20.10.2010 წ., მუხ.361
21.საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3745 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.385
22. საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4057 - სსმ I,№74, 24.12.2010 წ., მუხ.452
23. საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4122 - სსმ I,№76, 29.12.2010 წ., მუხ.507
24. საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4215 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
დოკუმენტის კომენტარები