„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3795-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 310060000.05.001.102128
3795-XIIIმს-Xმპ
30/11/2023
ვებგვერდი, 20/12/2023
310060000.05.001.102128
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№27–30, მუხ. 575) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოძრაობა – სატრანსპორტო საშუალების გზაზე გადაადგილება, საგზაო მოძრაობა.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. გადამზიდველი – მეწარმე, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებას ფლობს და სათანადო ნებართვის საფუძველზე ახორციელებს ავტოსატრანსპორტო გადაყვანას/გადაზიდვას.“;

გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81–86 პუნქტები:

„81. ავტოსადგური – მგზავრთა და გადამზიდველთა მომსახურების მიზნით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოწყობილი ადგილი, სადაც შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდეს საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანასთან, საერთაშორისო არარეგულარულ სამგზავრო გადაყვანასთან, ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანასთან ან/და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებული სათანადო მომსახურება.

82. ავტობუსი − ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება.

83. ავტოსადგურის სიმძლავრე − დროის ერთეულში ავტოსადგურიდან და ავტოსადგურამდე შესასრულებელი რეისების შესაძლო მაქსიმალური საერთო რაოდენობა.

84. M1 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება − ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება.

85. მინივენი − M1 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 5-ს აღემატება.

86. M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება − ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება, ხოლო სრული მასა − 5 ტონას.“;

დ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით მგზავრთა გადაყვანა; რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით დადგენილი მარშრუტების გათვალისწინებით; შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით მგზავრთა გადაყვანა, რომელიც დაიწყო და დამთავრდა ერთი და იმავე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საგზაო ინფრასტრუქტურის თავისებურების ან/და რელიეფის გამო სხვა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთით.“;

ე) 111 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 112 და 113 პუნქტები:

„112. ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – საქართველოს ტერიტორიაზე რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანისა.

113. საავტომობილო სამგზავრო გადაყვანა − საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა, ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა.“;

ვ) მე-17 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 და 172 პუნქტები:

„171. ავტორიზაციის ბლანკი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის მიხედვით შედგენილი და პარტნიორი ქვეყნის სათანადო უფლებამოსილი ორგანოსთვის გადაცემული დოკუმენტი, რომელსაც ეს ორგანო დადგენილი წესით გადასცემს იმავე ქვეყანაში რეგისტრირებულ გადამზიდველს და რომელიც ამ გადამზიდველს საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი სატრანსპორტო ოპერაციის (ოპერაციების) განხორციელების ან/და საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტულად მოძრაობის უფლებას ანიჭებს.

172. კვოტა – სათანადო საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ან საქართველოსა და პარტნიორ ქვეყანას შორის არსებული შეთანხმებით დადგენილი, განსაზღვრული პირობების დაცვით განსახორციელებელი ავტოსატრანსპორტო გადაყვანის/გადაზიდვის (ორმხრივი, ტრანზიტული, მესამე ქვეყანაში ან/და მესამე ქვეყნიდან) შეზღუდული რაოდენობა.“;

ზ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – ავტობუსით ან/და მინივენით მგზავრთა მრავალჯერადი გადაყვანა, რომელიც ხორციელდება წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით, მოძრაობის დადგენილი განრიგის შესაბამისად. რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. ყოველი ასეთი მოთხოვნა უნდა ემსახურებოდეს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, გარემოს, საკუთრების უფლების, სხვა ძირითადი უფლების, საზოგადოებრივი წესრიგის, სხვა საჯარო ინტერესის, კანონის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დაცვას ან/და შესაბამისი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მომსახურების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფას და ამ ლეგიტიმური მიზნის (მიზნების) მისაღწევად გამოსადეგი და აუცილებელი საშუალება უნდა იყოს.“;

თ) 21-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ი) 23-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს;

კ) 25-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 26-ე და 27-ე პუნქტები:

„26. პარტნიორი ქვეყანა − ქვეყანა, რომელთანაც საქართველო შეთანხმების საფუძველზე ახორციელებს ავტოსატრანსპორტო გადაყვანას/გადაზიდვას.

27. მდგრადი მობილობა − საავტომობილო ტრანსპორტის სისტემის დაგეგმვისა და მართვის პრინციპი/მეთოდი, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო გადაყვანა/გადაზიდვა, რომელიც გარემოზე მცირე უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ან არ ახდენს უარყოფით ზემოქმედებას.“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ავტოსატრანსპორტო გადაყვანისას/გადაზიდვისას ორიენტირებული იყოს მდგრადი მობილობის პრინციპზე.“.

3. 51 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 51. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის სახეები

1. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ნებართვის გაცემას ექვემდებარება საქმიანობის შემდეგი სახეები:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;

ბ) საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანა;

გ) საავტომობილო სამგზავრო გადაყვანა;

დ) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა;

ე) საქართველოს ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ განხორციელებული ერთჯერადი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა (დადგენილი კვოტის ზევით).

2. დაუშვებელია ნებართვის გაცემაზე უარის თქმა გასაცემი ნებართვების შეზღუდული რაოდენობის მოტივით, გარდა შემდეგი ნებართვებისა:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვისა;

ბ) საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვისა.

3. საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა გადამზიდველს უფლებას აძლევს, განახორციელოს საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა.

4. საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა გადამზიდველს უფლებას აძლევს, დადგენილი წესით განახორციელოს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა.

5. საქართველოს ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ განხორციელებული ერთჯერადი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა (დადგენილი კვოტის ზევით) უცხო ქვეყნის გადამზიდველს უფლებას აძლევს, ერთჯერადად განახორციელოს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე დატვირთვის უფლებით.“.

4. 52 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვას გასცემს სააგენტო ნებართვის მაძიებლის მიერ მისთვის მიმართვიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, რის შემდეგაც შესაბამისი მონაცემები შეიტანება უწყებრივ სანებართვო რეესტრში. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე ნებართვებს გასცემს სააგენტო „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“;

ბ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვას გასცემს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, მის მიერ უფლებამოსილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემა რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

5. 53 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 53. საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის/საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის განხორციელების წესი, შესაბამისი ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები და სანებართვო პირობები

1. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე ნებართვების მისაღებად საჭირო დოკუმენტები და სანებართვო პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. ყოველი ასეთი დოკუმენტის მოთხოვნა და სანებართვო პირობა უნდა ემსახურებოდეს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, გარემოს, საკუთრების უფლების, სხვა ძირითადი უფლების, საზოგადოებრივი წესრიგის, სხვა საჯარო ინტერესის, კანონის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დაცვას ან/და შესაბამისი საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის/საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის მომსახურების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფას და ამ ლეგიტიმური მიზნის (მიზნების) მისაღწევად გამოსადეგი და აუცილებელი საშუალება უნდა იყოს.

2. საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის განხორციელების წესი, მათ შორის, ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ცალკეულ მარშრუტებზე მხოლოდ M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენების წესი, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. ეს წესი უნდა ემსახურებოდეს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, გარემოს, საკუთრების უფლების, სხვა ძირითადი უფლების, საზოგადოებრივი წესრიგის, სხვა საჯარო ინტერესის, კანონის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დაცვას ან/და შესაბამისი საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მომსახურების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფას და ამ ლეგიტიმური მიზნის (მიზნების) მისაღწევად გამოსადეგი და აუცილებელი საშუალება უნდა იყოს.“.

6. 56−58 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 56. ნებართვის მოქმედების ვადა

1. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე ნებართვები გაიცემა არანაკლებ 1 წლის ვადით. ამ ნებართვების მოქმედების ვადებს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.

2. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე ნებართვები გაიცემა არანაკლებ 1 წლის ვადით. ამ ნებართვების მოქმედების ვადებს ადგენს საქართველოს მთავრობა.

3. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე გაიცემა ერთჯერადი ნებართვა მისი ერთჯერადი გამოყენების მიზნით.

მუხლი 57. საქმიანობის შემოწმება

1. ამ კანონით განსაზღვრული სანებართვო საქმიანობის ნებართვის გარეშე განხორციელება დაუშვებელია. ამ მოთხოვნის დაცვას ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე ნებართვების შემთხვევაში აკონტროლებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო, ხოლო იმავე პუნქტის „გ“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე ნებართვების შემთხვევაში − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი და სააგენტო, თავიანთი უფლებამოსილებების ფარგლებში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. საბაჟო კონტროლის ზონებში ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვის შემთხვევაში სანებართვო მოწმობისა და მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობას აკონტროლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.

მუხლი 58. ნებართვის გაუქმება

ნებართვა უქმდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 59 მუხლი:

„მუხლი 59. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი და საქართველოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის გაცვლილი სანებართვო დოკუმენტები

1. საერთაშორისო ორგანიზაციების (ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენცია (ECMT), შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC), ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი (TRACECA) და სხვა ორგანიზაცია საავტომობილო სფეროში, რომლის წევრიც არის საქართველო) მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ან/და პარტნიორი ქვეყნის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული, ავტოსატრანსპორტო გადაყვანის/გადაზიდვის განსახორციელებლად განკუთვნილი სანებართვო დოკუმენტის ბლანკი, რომელსაც სააგენტო გადამზიდველზე დადგენილი წესით გასცემს, გადამზიდველს უფლებას აძლევს, საერთაშორისო ავტოსატრანსპორტო გადაყვანა/გადაზიდვა შესაბამისი პირობების დაცვით განახორციელოს პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ სანებართვო დოკუმენტს სააგენტო გასცემს მხოლოდ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის ან/და საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მფლობელ გადამზიდველზე.

2. საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განსახორციელებლად განკუთვნილ სანებართვო დოკუმენტის ბლანკს ან/და ავტორიზაციის ბლანკს საქართველო და პარტნიორი ქვეყნები ერთმანეთს შევსებული სახით აწვდიან.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტის გაცემისა და მის გაცემაზე უარის თქმის წესი და პირობები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის სამართლებრივი აქტით. ეს წესი და ყოველი ასეთი პირობა უნდა ემსახურებოდეს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, გარემოს, საკუთრების უფლების, სხვა ძირითადი უფლების, საზოგადოებრივი წესრიგის, სხვა საჯარო ინტერესის, კანონის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დაცვას ან/და შესაბამისი ავტოსატრანსპორტო გადაყვანის/გადაზიდვის მომსახურების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფას და ამ ლეგიტიმური მიზნის (მიზნების) მისაღწევად გამოსადეგი და აუცილებელი საშუალება უნდა იყოს. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გაცემაზე უარის თქმა შეიძლება გასაცემი დოკუმენტების შეზღუდული რაოდენობის გამო.

4. საერთაშორისო ორგანიზაციების (ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენცია (ECMT), შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC), ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი (TRACECA) და სხვა ორგანიზაცია, რომლის წევრიც არის საქართველო) მიერ პარტნიორი ქვეყნისთვის გამოყოფილი ან/და საქართველოს მიერ პარტნიორი ქვეყნისთვის გადაცემული, ავტოსატრანსპორტო გადაყვანის/გადაზიდვის განსახორციელებლად განკუთვნილი სანებართვო დოკუმენტის ბლანკი ან/და ავტორიზაციის ბლანკი, რომელსაც პარტნიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანო იმავე ქვეყნის გადამზიდველზე დადგენილი წესით გასცემს, გადამზიდველს უფლებას აძლევს, საერთაშორისო ავტოსატრანსპორტო გადაყვანა/გადაზიდვა შესაბამისი პირობების დაცვით განახორციელოს საქართველოს ტერიტორიაზე.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის მოქმედების ვადა, ამ დოკუმენტის შევსების, შეჩერების, შეცვლისა და გაუქმების პირობები განისაზღვრება შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ან/და პარტნიორ ქვეყანასთან შეთანხმებით. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტის შეჩერების, შეცვლისა და გაუქმების წესი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის სამართლებრივი აქტით. ეს წესი უნდა ემსახურებოდეს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, გარემოს, საკუთრების უფლების, სხვა ძირითადი უფლების, საზოგადოებრივი წესრიგის, სხვა საჯარო ინტერესის, კანონის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დაცვას ან/და შესაბამისი ავტოსატრანსპორტო გადაყვანის/გადაზიდვის მომსახურების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფას და ამ ლეგიტიმური მიზნის (მიზნების) მისაღწევად გამოსადეგი და აუცილებელი საშუალება უნდა იყოს.

6. საერთაშორისო ავტოსატრანსპორტო გადაყვანისას/გადაზიდვისას ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო დოკუმენტისა და მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობას ამოწმებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

7. საბაჟო კონტროლის ზონებში ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო დოკუმენტისა და მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობას აკონტროლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.“.

8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 მუხლები:

„მუხლი 61. ავტოსადგური

1. საერთაშორისო და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა ავტოსადგურებს შორის უნდა განხორციელდეს.

2. მგზავრებისა და გადამზიდველების მომსახურების მიხედვით ავტოსადგურები იყოფა პირველი კლასის, მე-2 კლასისა და მე-3 კლასის ავტოსადგურებად. ამასთანავე:

ა) პირველი კლასის ავტოსადგურიდან შეიძლება განხორციელდეს საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა ან/და საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა, ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;

ბ) მე-2 კლასის ავტოსადგურიდან შეიძლება განხორციელდეს ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა. მე-2 კლასის ავტოსადგურიდან შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა ან/და საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის დასახლებაში (ქალაქი, სოფელი, დაბა):

ბ.ა) პირველი კლასის ავტოსადგური არ ფუნქციონირებს;

ბ.ბ) არსებული სხვა, პირველი კლასის ავტოსადგურის სიმძლავრე სათანადო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის, რაზედაც მე-2 კლასის ავტოსადგურს აქვს სააგენტოს შესაბამისი დასტური;

გ) მე-3 კლასის ავტოსადგურიდან შეიძლება განხორციელდეს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა. მე-3 კლასის ავტოსადგურიდან შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა ან/და საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა ან/და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის დასახლებაში (ქალაქი, სოფელი, დაბა):

გ.ა) პირველი კლასის ავტოსადგური ან/და მე-2 კლასის ავტოსადგური არ ფუნქციონირებს;

გ.ბ) არსებული სხვა, პირველი კლასის ავტოსადგურისა და მე-2 კლასის ავტოსადგურის სიმძლავრე სათანადო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის, რაზედაც მე-3 კლასის ავტოსადგურს აქვს სააგენტოს შესაბამისი დასტური.

3. სამივე კლასის ავტოსადგური შეიძლება მოემსახუროს ტრანზიტულ რეისს.

4. ავტოსადგურებს შორის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება მოეწყოს ავტობუსების შუალედური გაჩერების პუნქტები.

5. სამივე კლასის ავტოსადგურისა და ავტობუსების შუალედური გაჩერების პუნქტების ფუნქციონირების წესი და პირობები, აგრეთვე მათთვის წაყენებული კონკრეტული მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. ეს წესი და ყოველი ასეთი პირობა და მოთხოვნა უნდა ემსახურებოდეს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, გარემოს, საკუთრების უფლების, სხვა ძირითადი უფლების, საზოგადოებრივი წესრიგის, სხვა საჯარო ინტერესის, კანონის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დაცვას ან/და შესაბამისი ავტოსადგურის/სამგზავრო გადაყვანის მომსახურების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფას და ამ ლეგიტიმური მიზნის (მიზნების) მისაღწევად გამოსადეგი და აუცილებელი საშუალება უნდა იყოს.

6. ავტოსადგურის ადმინისტრაციას უფლება აქვს, გადამზიდველს მომსახურების საფასური დაუწესოს. გადამზიდველების მიმართ არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველსაყოფად მომსახურების საფასური ავტოსადგურიდან გასული თითოეული რეისისთვის არ უნდა აღემატებოდეს ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული თანხის 20 პროცენტს. აღნიშნული არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველსაყოფად დისკრიმინაციის შესაძლო ფორმებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

7. იმ დასახლებების ჩამონათვალი, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა, განისაზღვრება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ სათანადო დასახლებაში ავტოსადგურის არარსებობის შემთხვევაში.

მუხლი 62. ავტოსადგურის სერტიფიცირება

1. ავტოსადგური ექვემდებარება სააგენტოს მიერ სერტიფიცირებას.

2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სერტიფიცირებული ავტოსადგური სააგენტოს მიერ მისთვის მინიჭებული კლასის მიხედვით რეგისტრირდება სააგენტოს სათანადო რეესტრში.

3. ავტოსადგურის სერტიფიცირების წესი, ვადა და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. ეს წესი და ვადა და ყოველი ასეთი პირობა უნდა ემსახურებოდეს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, გარემოს, საკუთრების უფლების, სხვა ძირითადი უფლების, საზოგადოებრივი წესრიგის, სხვა საჯარო ინტერესის, კანონის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დაცვას ან/და შესაბამისი ავტოსადგურის/სამგზავრო გადაყვანის მომსახურების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფას და ამ ლეგიტიმური მიზნის (მიზნების) მისაღწევად გამოსადეგი და აუცილებელი საშუალება უნდა იყოს.“.

9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 87 მუხლი:

„მუხლი 87. საკონტროლო შესყიდვა

1. სააგენტოს უფლება აქვს, განახორციელოს საავტომობილო სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებული მომსახურების საკონტროლო შესყიდვის პროცედურა.

2. საავტომობილო სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებული მომსახურების საკონტროლო შესყიდვის მიზანია საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენა.

3. სააგენტოს უფლებამოსილი პირი საავტომობილო სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებული მომსახურების საკონტროლო შესყიდვის პროცედურის განხორციელებისას შეიძლება გამოვიდეს, როგორც ფსევდომომხმარებელი.

4. სააგენტოს უფლება აქვს, საავტომობილო სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებული მომსახურების საკონტროლო შესყიდვის პროცედურის განხორციელებისას მოსამართლის ბრძანების გარეშე გამოიყენოს ამ პროცედურის დაფიქსირების ტექნიკური საშუალებები.“.

10. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. მოძრაობის უსაფრთხოება და რეგულირება

1. გადამზიდველები, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მფლობელები და მძღოლები ვალდებული არიან საავტომობილო გზებზე მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის დროს უზრუნველყონ მოძრაობის უსაფრთხოება თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში.

2. ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის (მათ შორის, სახიფათო, არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი), ზენორმატიული (მძიმეწონიანი), მალფუჭებადი და სხვა ტვირთის) გადაზიდვის პირობები და განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2

1. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ამავე კანონის ამოქმედებამდე კონკურსის საფუძველზე გაცემულ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილ საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მრავალჯერად ნებართვებსა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერად ნებართვებზე მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

2. დაევალოს საქართველოს მთავრობას, 2024 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს:

ა) სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა;

ბ) ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე ნებართვების მისაღებად საჭირო დოკუმენტებისა და სანებართვო პირობების განსაზღვრა, ნებართვების მოქმედების ვადების დადგენა და ამავე კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული კანონის 61 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დისკრიმინაციის შესაძლო ფორმების განსაზღვრა;  

გ) ავტოსადგურის სერტიფიცირების წესის, ვადისა და პირობების განსაზღვრა;

დ) ამ პუნქტის:

დ.ა) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობებზე ნებართვების მისაღებად გადამზიდველებისთვის გარდამავალი პერიოდის განსაზღვრა;

დ.ბ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტოსადგურის მიერ საქმიანობის განსახორციელებლად სერტიფიკატის მისაღებად ავტოსადგურებისთვის გარდამავალი პერიოდისა და პირობების განსაზღვრა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 ნოემბერი 2023 წ.

N3795-XIIIმს-Xმპ