დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4689-Iს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110601020, 01/06/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310060000.05.001.016330 |
საქართველოს კანონი
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994−1995, №№27–30, მუხ. 575) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – მგზავრთა გადაყვანა შესაბამისი თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით, ხოლო დედაქალაქის ტერიტორიაზე − ქალაქ თბილისის თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით თვითმმართველი ქალაქის ან თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, აგრეთვე მგზავრთა გადაყვანა რუსთავი-თბილისის მარშრუტზე „საქართველოს დედაქალაქის − თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტით დადგენილი მარშრუტების გათვალისწინებით (მათ დამტკიცებამდე − ქალაქ თბილისის თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით).“.
2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზებასა და მართვას ახორციელებენ შესაბამისი თვითმმართველი ერთეულები.“.
3. 52 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვას გასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, დედაქალაქში – ქალაქ თბილისის მთავრობა ან მის მიერ უფლებამოსილი ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეული, ხოლო რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაზე ნებართვას კანონით დადგენილი წესით გასცემს თვითმმართველი ქალაქის − რუსთავის უფლებამოსილი ორგანო „საქართველოს დედაქალაქის − თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტით დადგენილი მარშრუტების გათვალისწინებით (მათ დამტკიცებამდე − ქალაქ თბილისის თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით). ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 17 მაისი.
№4689-Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები