დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1970-IIს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 05/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310060000.05.001.017329 |
|
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№27–30, მუხ. 575) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – მგზავრთა გადაყვანა შესაბამისი თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით, ხოლო დედაქალაქის ტერიტორიაზე − ქალაქ თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით თვითმმართველი ქალაქის ან თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, აგრეთვე მგზავრთა გადაყვანა რუსთავი-თბილისის მარშრუტზე, ქალაქ თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით დადგენილი მარშრუტების გათვალისწინებით.“. 2. 52 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვას გასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, დედაქალაქში – ქალაქ თბილისის მთავრობა ან მის მიერ უფლებამოსილი ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეული, ხოლო რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაზე ნებართვას კანონით დადგენილი წესით გასცემს თვითმმართველი ქალაქის − რუსთავის უფლებამოსილი ორგანო, ქალაქ თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით დადგენილი მარშრუტების გათვალისწინებით. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან. |
ქუთაისი, 5 თებერვალი 2014 წ. N1970-IIს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები