დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3141 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 05/12/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32, 22/12/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310.060.000.05.001.001.413 |
საქართველოს კანონი
�საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ� საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
��� მუხლი 1
�საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ� საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995, №27-30, მუხ. 575) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9�20 პუნქტები:
�9. ავტობუსი � მგზავრთა გადასაყვანად და მათი ბარგის გადასატანად განკუთვნილი ავტომობილი 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილით, მძღოლის ადგილის გარდა.
10. ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანა � მგზავრების გადაყვანა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით, რაიონის ან ქალაქის ადმინისტრაციული ტერიტორიის საზღვრებში.
11. ადგილობრივი საქალაქო სამგზავრო გადაყვანა � მგზავრების გადაყვანა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით, ქალაქის ადმინისტრაციული ტერიტორიის საზღვრებში.
12. ადგილობრივი საგარეუბნო სამგზავრო გადაყვანა � მგზავრების გადაყვანა ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ დადგენილი მარშრუტით, რაიონის ადმინისტრაციული ტერიტორიის საზღვრებში, გარდა ადგილობრივი საქალაქო სამგზავრო გადაყვანისა.
13. ერთიანი სამგზავრო გადაყვანა � მგზავრთა გადაყვანა საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის მიერ დადგენილი მარშრუტით ქვეყნის შიგნით, ორი ან ორზე მეტი რაიონის ან/და ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე გავლით.
14. საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანა � ერთიანი სამგზავრო გადაყვანა საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის მიერ დადგენილი მარშრუტით, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ორ ან ორზე მეტ ქალაქს, გარდა ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანისა.
15. საგარეუბნო სამგზავრო გადაყვანა � ერთიანი სამგზავრო გადაყვანა საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის მიერ დადგენილი მარშრუტით, ორი ან ორზე მეტი რაიონის ან/და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე გავლით, გარდა საქალაქთაშორისო და ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანებისა.
�16. მოწმობა მძღოლის სპეციალური მომზადების შესახებ � დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მძღოლმა გაიარა სახიფათო ტვირთის გადაზიდვის შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული სათანადო მომზადება საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ ლიცენზირებულ დაწესებულებაში.
17. ნებართვა � საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის ან რაიონისა და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ან/და შესაბამისი ადგილობრივი სამსახურების მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებული უფლება, ერთჯერადად ან/და გარკვეული ვადით განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა განსაზღვრულ ტერიტორიაზე, კანონით დადგენილი პირობების დაცვით.
18. რეგულარული გადაყვანა � მგზავრთა მრავალჯერადი გადაყვანა, რომელიც სრულდება იმ განსაზღვრულ მარშრუტზე, მოძრაობის დადგენილი განრიგის შესაბამისად, რომლით სარგებლობის უფლებაც აქვს ნებისმიერ პირს.
19. საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვა � სხვადასხვა ქვეყანაში განლაგებულ ორ პუნქტს შორის განხორციელებული სამგზავრო გადაყვანა (ჩასხდომა და გადმოსხდომა) ან სატვირთო გადაზიდვა (დატვირთვა და გადმოტვირთვა), მათ შორის, ტრანზიტი, ერთი ან რამდენიმე ქვეყნის გავლით.
20. სახიფათო ტვირთი � ტვირთი, რომელიც ოფიციალურად, საერთაშორისო ნორმებით კლასიფიცირებულია როგორც სახიფათო.�.
2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��� ��მუხლი 5. სერტიფიკაცია საავტომობილო ტრანსპორტის დარგში
1. ავტოსატრანსპორტო საშუალება, მისი ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად გამოყენებული პროდუქცია და საავტომობილო ტრანსპორტის დარგში გაწეული მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს ეროვნული ან საქართველოში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტებითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს და მათი შესაბამისობა ამ მოთხოვნებთან დადასტურებული უნდა იყოს სათანადო სერტიფიკატით.
2. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში სავალდებულო სერტიფიკაციის სამუშაოთა ორგანიზება ეკისრება საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს.
3. სერტიფიკაცია ხორციელდება სერტიფიკაციის სისტემის მეშვეობით, რომელსაც აქვს სერტიფიკაციის ჩასატარებლად საჭირო პროცედურებისა და მართვის საკუთარი წესები, და �პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ� საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ბრძანებით იქმნება სერტიფიკაციის სისტემა და მტკიცდება ამ სისტემის დებულება და სამუშაოთა ორგანიზების სხვა ნორმატიული დოკუმენტები. სერტიფიკაციის სისტემა სახელმწიფო რეგისტრაციაში ტარდება დადგენილი წესით.
4. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში სერტიფიკაციის სისტემის ხელმძღვანელობა და სასერტიფიკაციო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა ეკისრება სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალურ ორგანოს � საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციას, რომლის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება სერტიფიკაციის სისტემის დებულებით.
5. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში სერტიფიკაციის ორგანოებისა (გარდა საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციისა) და საგამოცდო ლაბორატორიების (ცენტრების) აკრედიტაცია ხორციელდება სერტიფიკაციის სისტემით დადგენილი წესით, აკრედიტაციის ორგანოს მიერ, რომლის სტატუსი და უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.�.
3. კანონს მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51�58 მუხლები:
��� ��მუხლი 5 1 . სანებართვო საქმიანობის სახეები
1. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი ცალკეული სახის საქმიანობას ახორციელებს ამ საქმიანობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის � ნებართვის საფუძველზე.
2. ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობის სახეებია:
ა) საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;
ბ) საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა;
გ) საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა;
დ) საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით), რომელიც ხორციელდება უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ;
ე) საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;
ვ) საგარეუბნო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;
ზ) ადგილობრივი (საქალაქო, საგარეუბნო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;
თ) ადგილობრივი სატაქსო (მსუბუქი ავტომობილით, 7 კაცამდე) გადაყვანა;
ი) სახიფათო ტვირთის (რადიაქტიულ ნივთიერებათა გარდა) საავტომობილო გადაზიდვა.
3. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევაში საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაზე ნებართვა საჭირო არ არის.
��� მუხლი 5 2 . ნებართვის გამცემი ორგანო
51 მუხლის მე-2 პუნქტის �ა���ვ� და �ი� ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვას გასცემს საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაცია, ხოლო ამავე პუნქტის �ზ� და �თ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე � რაიონისა და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი მმართველობის ორგანო ან/და შესაბამისი ადგილობრივი სამსახურები.
��� მუხლი 5 3 . ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები
ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად �სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ� საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ნებართვის გამცემ ორგანოს დამატებით უნდა წარუდგინოს:
ა) 51 მუხლის მე-2 პუნქტის �ა�, �ე� და �ვ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვის მოთხოვნისას:
ა.ა) სამეწარმეო რეესტრში საწარმოს რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ა.ბ) საავტომობილო გადაყვანაზე მომსახურების შესაბამისობის სერტიფიკატის ასლი;
ა.გ) საწარმოში საავტომობილო გადაყვანის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირის კომპეტენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ა.დ) ნებართვის მაძიებლის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობის და სავალდებულო წლიური ტექნიკური დათვალიერების გავლის დამადასტურებელი საბუთები;
ა.ე) დოკუმენტაცია მარშრუტზე განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკურ-საექსპლუატაციო მაჩვენებლების შესახებ;
ა.ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიერ გაცემული დოკუმენტი სახელმწიფო ბიუჯეტისადმი, სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო ფონდებისადმი ნებართვის მაძიებლის საგადასახადო დავალიანების შესახებ;
ა.ზ) მძღოლის მართვის მოწმობის ასლი და შესაბამისი კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მძღოლად მუშაობის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.თ) ცნობა მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ა.ი) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტები (51 მუხლის მე-2 პუნქტის �ა� ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე);
ბ) 51 მუხლის მე-2 პუნქტის �ბ� და �გ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვის (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი კვოტების ფარგლებში) მოთხოვნისას:
ბ.ა) ამ მუხლის �ა.ა�, �ა.დ�, �ა.ზ� და �ა.თ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები;
ბ.ბ) საავტომობილო გადაზიდვაზე მომსახურების შესაბამისობის სერტიფიკატის ასლი;
ბ.გ) საწარმოში საავტომობილო გადაზიდვების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირის კომპეტენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ.დ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტები;
გ) 51 მუხლის მე-2 პუნქტის �დ� ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვის მოთხოვნისას:
გ.ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების უცხო ქვეყნის სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის ასლი;
გ.ბ) მძღოლის მართვის მოწმობის ასლი;
გ.გ) საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვაზე სანებართვო მოწმობის ასლი;
დ) 51 მუხლის მე-2 პუნქტის �ი� ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვის მოთხოვნისას:
დ.ა) ამ მუხლის �ა.ა�, �ა.დ�, �ა.ზ�, �ა.თ�, �ბ.ბ� და �ბ.გ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები;
დ.ბ) მძღოლის სპეციალური მომზადების მოწმობის ასლი.
��� მუხლი 5 4 . სანებართვო პირობები
1. 51 მუხლის მე-2 პუნქტის �ა�, �ე� და �ვ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე დადგენილია შემდეგი სანებართვო პირობები:
ა) ავტობუსი უნდა აკმაყოფილებდეს გარემოზე მავნე ზემოქმედების დასაშვებ ნორმებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებს;
ბ) მარშრუტზე გამოყენებული უნდა იქნეს მარშრუტის სახეობის შესაბამისი კლასის ავტობუსი;
გ) გადამზიდველს მფლობელობაში უნდა ჰქონდეს ავტობუსების ის რაოდენობა, რომლითაც უზრუნველყოფს განსაზღვრულ რეგულარულ მარშრუტზე შესაბამისი რაოდენობის რეისების განხორციელებას;
დ) ავტობუსი ეკიპირებული უნდა იყოს დადგენილი წესით;
ე) დაცული უნდა იყოს რეგულარულ მარშრუტზე მოძრაობის დადგენილი განრიგი;
ვ) უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მგზავრთა გაბილეთიანება;
ზ) საწარმოში საავტომობილო გადაყვანების ორგანიზებაზე პასუხისმგებელ პირს უნდა ჰქონდეს შესაბამისი განათლება ან/და კვალიფიკაცია;
თ) მძღოლს უნდა ჰქონდეს მძღოლად მუშაობის არანაკლებ სამი წლის გამოცდილება და შესაბამისი კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის ბოლო ერთი წლის უწყვეტი სტაჟი;
ი) უზრუნველყოფილი უნდა იყოს მძღოლის წინასარეისო, პერიოდული სამედიცინო შემოწმება და დაცული უნდა იყოს მისი შრომისა და დასვენების რეჟიმი;
კ) მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს ამ პროფესიისთვის დადგენილ მოთხოვნებს;
ლ) საგზაო სატრანსპორტო დოკუმენტაციის წარმოება უნდა ხორციელდებოდეს დადგენილი წესით;
მ) მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნულ პირობებს (კონკურსის საფუძველზე ნებართვის მიღებისას).
2. 51 მუხლის მე-2 პუნქტის �ი� ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე დადგენილია შემდეგი სანებართვო პირობები:
ა) მძღოლს უნდა ჰქონდეს მძღოლად მუშაობის არანაკლებ სამი წლის გამოცდილება და შესაბამისი კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის ბოლო ერთი წლის უწყვეტი სტაჟი, აგრეთვე გავლილი უნდა ჰქონდეს სათანადო მომზადება სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე;
ბ) მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს ამ პროფესიისთვის დადგენილ მოთხოვნებს;
გ)� უზრუნველყოფილი უნდა იყოს მძღოლის წინასარეისო, პერიოდული სამედიცინო შემოწმება და დაცული უნდა იყოს მისი შრომისა და დასვენების რეჟიმი;
დ) ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა აკმაყოფილებდეს გარემოზე მავნე ზემოქმედების დასაშვებ ნორმებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებს;
ე) სახიფათო ტვირთის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა -გადმოტვირთვის და ტრანსპორტირების პროცესის განხორციელებისას დაცული უნდა იქნეს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესი;
ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს დამატებითი ნიშნებით, სასიგნალო და სხვა მოწყობილობებით, გადასაზიდი სახიფათო ტვირთის სახეობის შესაბამისად;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახიფათო ტვირთის გადაზიდვა უნდა განხორციელდეს შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებული სვლაგეზით;
თ) საგზაო სატრანსპორტო დოკუმენტაციის წარმოება უნდა ხორციელდებოდეს დადგენილი წესით;
ი) საწარმოში საავტომობილო გადაზიდვების ორგანიზებაზე პასუხისმგებელ პირს უნდა ჰქონდეს შესაბამისი განათლება ან/და კვალიფიკაცია.
3. 51 მუხლის მე-2 პუნქტის �გ� ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე დადგენილია შემდეგი სანებართვო პირობები:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა აკმაყოფილებდეს გარემოზე მავნე ზემოქმედების დასაშვებ ნორმებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებს;
ბ) მძღოლს უნდა ჰქონდეს მძღოლად მუშაობის არანაკლებ სამი წლის გამოცდილება და შესაბამისი კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის ბოლო ერთი წლის უწყვეტი სტაჟი;
გ) მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს ამ პროფესიისთვის დადგენილ მოთხოვნებს;
დ) უზრუნველყოფილი უნდა იყოს მძღოლის წინასარეისო, პერიოდული სამედიცინო შემოწმება და დაცული უნდა იყოს მისი შრომისა და დასვენების რეჟიმი;
ე) საგზაო სატრანსპორტო დოკუმენტაციის წარმოება უნდა ხორციელდებოდეს დადგენილი წესით;
ვ) საწარმოში საავტომობილო გადაზიდვების ორგანიზებაზე პასუხისმგებელ პირს უნდა ჰქონდეს შესაბამისი განათლება ან/და კვალიფიკაცია.
4. 51 მუხლის მე-2 პუნქტის �ა���დ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე დამატებითი სანებართვო პირობები განისაზღვრება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით.
��� მუხლი 5 5 . ნებართვის გასაცემად კონკურსის მოწყობის წესი
1. 51 მუხლის მე-2 პუნქტის �ე���ზ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვა გაიცემა კონკურსის წესით.
2. 51 მუხლის მე-2 პუნქტის �ე� და �ვ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვის გასაცემი კონკურსის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის ნორმატიული აქტით, ხოლო ამავე პუნქტის �ზ� ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე � შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით.
3. საქალაქთაშორისო, საგარეუბნო ან ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად კონკურსის საფუძველზე გამარჯვებულის გამოსავლენად ნებართვის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით იქმნება შესაბამისი საკონკურსო კომისია.
��� მუხლი 5 6 . ნებართვის მოქმედების ვადა
1. 51 მუხლის მე-2 პუნქტის �ე���ზ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვა გაიცემა 5 წლის ვადით.
2. 51 მუხლის მე-2 პუნქტის �ი� ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვა გაიცემა 1 წლის ვადით.
3. 51 მუხლის მე-2 პუნქტის �ა� და �გ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვა გაიცემა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით.
4. 51 მუხლის მე-2 პუნქტის �ბ� და �დ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, კონკრეტული გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელების ვადით.
��� მუხლი 5 7 . საქმიანობის შემოწმება
ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია, კანონით დადგენილი წესით შეამოწმოს ნებართვის მფლობელის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესაბამისობა სანებართვო პირობებთან და მათი დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი.
��� მუხლი 5 8 . ნებართვის მოქმედების შეჩერება, მისი განახლება და გაუქმება
1. ნებართვის მოქმედების შეჩერება, მისი განახლება და გაუქმება ხდება �სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ� საქართველოს კანონის 30-ე, 31-ე და 32-ე მუხლების შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ნებართვის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს:
ა) ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონის 53 და 54 მუხლებით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევა;
ბ) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მფლობელის მიერ ნებართვის გაცემიდან ერთი თვის განმავლობაში ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის დაუწყებლობა.�.
4. მე-8 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
��� მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე
თბილისი,
2003 წლის 5 დეკემბერი .
№ 3141�Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები