საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4122-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 76, 29/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 010320000.05.001.016166
  • Word
4122-რს
17/12/2010
სსმ, 76, 29/12/2010
010320000.05.001.016166
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელმა სამსახურში მიღებისას პირს ან შემდგომ საჯარო მოსამსახურეს შეიძლება მოსთხოვოს სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დასკვნის წარდგენა, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.“.

2. 25-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ამ კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 მუხლი 2. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 62) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სერტიფიცირება მოიცავს საექიმო პერსონალის პროფესიული ცოდნის დონისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასებას.“.

2. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. 70-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 70. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება მისი პროფესიული ვარგისობის განსაზღვრისათვის

1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ/აღარ შეუძლია განახორციელოს პროფესიული საქმიანობა, მის დამსაქმებელს (სამუშაოზე მიღებისას ან შემდგომ), აგრეთვე საბჭოს უფლება აქვს, დაავალოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, სამედიცინო დაწესებულებაში გაიაროს შესაბამისი სამედიცინო შემოწმება.

 2. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია გაიაროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო შემოწმება ასეთი დავალების მიღებიდან 1 თვის ვადაში.“.

4. 98-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 მუხლი 3. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№27–30, მუხ. 575) 53 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის დამატებით საჭიროა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბუთები.“.

 მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 17 დეკემბერი.

№4122-რს