დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
“საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1151 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 11/12/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 310.060.000.05.001.000.308 |
საქართველოს კანონი
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები,
1995 წ., 27-30, მუხ. 575) საქართველოს 1995 წლის 4 აპრილის კანონში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ავტოსატრანსპორტო საშუალებები ექვემდებარება სახელმწიფო რეგისტრაციას, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრო საავტოლმობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის მეშვეობით“.
2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება ეძლევა პირს, რომელსაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის დამადასტურებლადაც გაიცემა დადგენილი ნიმუშის საბუთი.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
3. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობა განისაზღვრება საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1997 წლის 11 დეკემბერი.
№1151 –Iს
დოკუმენტის კომენტარები