დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 700 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი |
მიღების თარიღი | 04/04/1995 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 27-30, 28/04/1995 |
სარეგისტრაციო კოდი | 310.060.000.05.001.000.104 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (10/11/2006 - 29/12/2006)
საქართველოს კანონი
საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ
ეს კანონი განსაზღვრავს საავტომობილო ტრანსპორტის საქმიანობის სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებს.
კანონი ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ყველა მფლობელზე, საავტომობილო ტრანსპორტირების და მასთან დაკავშირებული საქმიანობის ყველა მონაწილეზე მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და დაქვემდებარებისა.
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24
მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება
1. საავტომობილო ტრანსპორტი – ტრანსპორტის სისტემის ნაწილი, რომელიც მოიცავს საავტომობილო ტრანსპორტირებას და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას.
2. საავტომობილო გზა – მყარი საფარის მქონე მაკავშირებელი სავალი ზოლი, რკინიგზებისა და ასაფრენ-დასაჯდომი მოედნების გარდა, რომელიც ღიაა საერთო მოძრაობისათვის და უმთავრესად განკუთვნილია საკუთარი თვლებით გადაადგილებადი საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისათვის, მათ შორის, ხიდები, გვირაბები, მზიდი კონსტრუქციები, გზათა გადაკვეთები, გზაჯვარედინები და გზათა განშტოებები.
3. მოძრაობა – ტრანსპორტის საშუალებების გადაადგილება გზაზე, როცა ერთი ტრანსპორტის საშუალება გადაიზიდება სხვა ტრანსპორტის საშუალებით. მხედველობაში მიიღება მხოლოდ გადამზიდავი ტრანსპორტის საშუალების გადაადგილება.
4. (ამოღებულია).
5. ავტოსატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა შეწყვილებული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება გზაზე ტვირთის გადასაზიდად და მგზავრთა გადასაყვანად.
6. მძღოლი – ფიზიკური პირი, რომელიც მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას საავტომობილო გზაზე დადგენილი წესით.
7. ავტოსატრანსპორტო გადაყვანა/გადაზიდვა – საავტომობილო გზაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანა/ტვირთის გადაზიდვა.
8. გადამზიდველი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფლობს ავტოსატრანსპორტო საშუალებას და ახორციელებს ავტოსატრანსპორტო გადაყვანას/გადაზიდვას.
9. (ამოღებულია).
10. (ამოღებულია).
11. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – მგზავრის გადაყვანა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით ქალაქის (რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში) ადმინისტრაციული ტერიტორიის საზღვრებში.
12. (ამოღებულია).
13. (ამოღებულია).
14. (ამოღებულია).
15. (ამოღებულია).
16. (ამოღებულია).
17. ნებართვა – საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ან ქალაქის (რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში) ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებული უფლება, გარკვეული ვადით განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა კანონით დადგენილი პირობების დაცვით.
18. რეგულარული გადაყვანა – მგზავრთა მრავალჯერადი გადაყვანა, რომელიც სრულდება იმ განსაზღვრულ მარშრუტზე, მოძრაობის დადგენილი განრიგის შესაბამისად, რომლით სარგებლობის უფლებაც აქვს ნებისმიერ პირს.
19. საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვა – სხვადასხვა ქვეყანაში განლაგებულ ორ პუნქტს შორის განხორციელებული სამგზავრო გადაყვანა (ჩასხდომა და გადმოსხდომა) ან სატვირთო გადაზიდვა (დატვირთვა და გადმოტვირთვა), მათ შორის, ტრანზიტი, ერთი ან რამდენიმე ქვეყნის გავლით.
20. სახიფათო ტვირთი – ტვირთი, რომელიც ოფიციალურად, საერთაშორისო ნორმებით კლასიფიცირებულია როგორც სახიფათო.
21. ტერმინები – ტექნიკური რეგლამენტი, შესაბამისობის შეფასება, პროდუქცია, უსაფრთხო პროდუქცია – განისაზღვრება „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
22. საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომში – კომისია) – „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე შექმნილი კომისია.
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24
საქართველოს 2000 წლის 28 ივნის ის კანონი № 426 - სსმ I, № 27 , 17 .0 7 . 2000 წ., მუხ. 79
საქართველოს 200 3 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 3141 - სსმ I, № 32 , 22 . 12 . 2003 წ., მუხ. 235
საქართველოს 2005 წლის 24 ივნის ის კანონი № 1778 - სსმ I, № 40 , 18 . 07 . 2005 წ., მუხ. 267
საქართველოს 2006 წლის 25 მაის ის კანონი № 3178 - სსმ I, № 17 , 30 . 05 . 2006 წ., მუხ. 123
მუხლი 2. კანონმდებლობა საავტომობილო ტრანსპორტის დარგში
კანონმდებლობა საავტომობილო ტრანსპორტის დარგში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“, „ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონების, ამ კანონის და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24
საქართველოს 2005 წლის 24 ივნის ის კანონი № 1778 - სსმ I, № 40 , 18 . 07 . 2005 წ., მუხ. 267
საქართველოს 2006 წლის 25 მაის ის კანონი № 3178 - სსმ I, № 17 , 30 . 05 . 2006 წ., მუხ. 123
მუხლი 3. საავტომობილო ტრანსპორტი და მისი ამოცანები
1. საავტომობილო ტრანსპორტი არის საქართველოს სატრანსპორტო სისტემის ნაწილი და მისი მიზანია დააკმაყოფილოს მოსახლეობის და ეროვნული მეურნეობის მოთხოვნილებანი გადაყვანა-გადაზიდვებისა და სატრანსპორტო პროცესთან დაკავშირებულ ყველა სახის მომსახურებაზე.
2. საავტომობილო ტრანსპორტის ძირითადი ამოცანებია:
ა) გადაიყვანოს მგზავრები, გადაზიდოს ტვირთი;
ბ) გაუწიოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სატრანსპორტო-საექსპედიციო და სხვა სახეობის მომსახურება;
გ) უზრუნველყოს გადაზიდვის პროცესში ტვირთის დაცვა.
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24
მუხლი 4. საავტომობილო ტრანსპორტის მართვა
1. საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:
ა) საავტომობილო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარების ძირითადი მიმართულების შემუშავება და მათ განხორციელებაზე კონტროლი;
ბ) დარგის განვითარების ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელება.
2. ავტოსატრანსპორტო საქმიანობის და ამ დარგში მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვის სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში კომისიის უფლებამოსილების (რეგულირების) სფეროს განეკუთვნება ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა.
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24
საქართველოს 2000 წლის 28 ივნის ის კანონი № 426 - სსმ I, № 27 , 17 .0 7 . 2000 წ., მუხ. 79
საქართველოს 200 1 წლის 2 0 ივლის ის კანონი № 1022 - სსმ I, № 24 , 01 .0 8 . 2001 წ., მუხ. 98
საქართველოს 2005 წლის 24 ივნის ის კანონი № 1778 - სსმ I, № 40 , 18 . 07 . 2005 წ., მუხ. 267
საქართველოს 2006 წლის 25 მაის ის კანონი № 3178 - სსმ I, № 17 , 30 . 05 . 2006 წ., მუხ. 123
საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრ ის კანონი № 3679 - სსმ I, № 44 , 27 . 11 . 2006 წ., მუხ. 302
მუხლი 5. (ამოღებულია)
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24
საქართველოს 1999 წლის 9 ივნის ის კანონი № 2068 - სსმ I, № 24(31) , 26 .0 6 . 1999 წ., მუხ. 108
საქართველოს 200 3 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 3141 - სსმ I, № 32 , 22 . 12 . 2003 წ., მუხ. 235
საქართველოს 2005 წლის 24 ივნის ის კანონი № 1778 - სსმ I, № 40 , 18 . 07 . 2005 წ., მუხ. 267
მუხლი 5 1 . სანებართვო საქმიანობის სახეები
1. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში საქმიანობის განხორციელების უფლება გააჩნია ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. ნებართვა გაიცემა საქმიანობათა მხოლოდ შემდეგ სახეობებზე:
ა) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;
ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;
გ) საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა;
დ) საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით), რომელიც ხორციელდება უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ.
2. დაუშვებელია ნებართვის გაცემაზე უარის თქმა გასაცემი ნებართვების რაოდენობის შეზღუდვის მოტივით, გარდა საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვისა (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტების ფარგლებში), რომელიც გაიცემა საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველზე.
3. საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა კვოტის ფარგლებში უცხო ქვეყნის გადამზიდველს აძლევს უფლებას, განახორციელოს ორმხრივი (საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტვირთვა/დატვირთვა ან დატვირთვა) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა ან ტრანზიტი (საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტვირთვის ან/და დატვირთვის უფლების გარეშე).
4. საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა კვოტის ზემოთ უცხო ქვეყნის გადამზიდველს აძლევს უფლებას, განახორციელოს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე დატვირთვის უფლების გარეშე.
5. საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზემოთ) უცხო ქვეყნის გადამზიდველს აძლევს უფლებას, განახორციელოს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე დატვირთვის უფლებით.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვა შეიძლება გასცენ კომისიის საამისოდ უფლებამოსილმა პირებმა საავტომობილო სასაზღვრო გადასასვლელებზე.
საქართველოს 200 3 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 3141 - სსმ I, № 32 , 22 . 12 . 2003 წ., მუხ. 235
საქართველოს 2005 წლის 24 ივნის ის კანონი № 1778 - სსმ I, № 40 , 18 . 07 . 2005 წ., მუხ. 267
საქართველოს 2006 წლის 25 მაის ის კანონი № 3178 - სსმ I, № 17 , 30 . 05 . 2006 წ., მუხ. 123
მუხლი 52. ნებართვების გამცემი ორგანოები
1. კომისია გასცემს ნებართვას ამ კანონის 5 1 მუხლის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვის მაძიებლის მიმართვიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, რის შემდეგაც მონაცემები შეიტანება უწყებრივ სანებართვო რეესტრში.
2. 5 1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვა გაიცემა იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ. ნებართვის გაცემის წესი დგინდება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ნებართვის გაცემის პროცედურის მაქსიმალური გამჭვირვალობა და საჯაროობა.
3. ნებართვის გაცემის, გაცემაზე უარის თქმის, კონტროლისა და გაუქმების წესი დგინდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.
საქართველოს 200 3 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 3141 - სსმ I, № 32 , 22 . 12 . 2003 წ., მუხ. 235
საქართველოს 2005 წლის 24 ივნის ის კანონი № 1778 - სსმ I, № 40 , 18 . 07 . 2005 წ., მუხ. 267
საქართველოს 2006 წლის 25 მაის ის კანონი № 3178 - სსმ I, № 17 , 30 . 05 . 2006 წ., მუხ. 123
მუხლი 53. ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები
ნებართვის მაძიებელმა ამ კანონის 5 1 მუხლის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებართვის მისაღებად „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ნებართვის გამცემ ორგანოს დამატებით უნდა წარუდგინოს:
ა) ნებართვის მაძიებლის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (საშუალებების) (გარდა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა (საშუალებებისა)) ფლობისა და სავალდებულო წლიური ტექნიკური დათვალიერების გავლის დამადასტურებელი საბუთები;
ბ) შესაბამისი კატეგორიის მძღოლის მართვის მოწმობის ასლი;
გ) 51 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებისათვის დამატებით საჭიროა:
გ.ა) ცნობა მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
გ.ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბუთები.
საქართველოს 200 3 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 3141 - სსმ I, № 32 , 22 . 12 . 2003 წ., მუხ. 235
საქართველოს 2005 წლის 24 ივნის ის კანონი № 1778 - სსმ I, № 40 , 18 . 07 . 2005 წ., მუხ. 267
საქართველოს 2006 წლის 25 მაის ის კანონი № 3178 - სსმ I, № 17 , 30 . 05 . 2006 წ., მუხ. 123
მუხლი 5 4 . (ამოღებულია)
საქართველოს 200 3 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 3141 - სსმ I, № 32 , 22 . 12 . 2003 წ., მუხ. 235
საქართველოს 2005 წლის 24 ივნის ის კანონი № 1778 - სსმ I, № 40 , 18 . 07 . 2005 წ., მუხ. 267
მუხლი 5 5 . (ამოღებულია)
საქართველოს 200 3 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 3141 - სსმ I, № 32 , 22 . 12 . 2003 წ., მუხ. 235
საქართველოს 2005 წლის 24 ივნის ის კანონი № 1778 - სსმ I, № 40 , 18 . 07 . 2005 წ., მუხ. 267
მუხლი 5 6 . ნებართვის მოქმედების ვადა
1. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ვადას ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.
2. 5 1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვა გაიცემა ერთი წლის ვადით.
3. ამ კანონის 5 1 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, კონკრეტული გადაზიდვის განხორციელების ვადით.
საქართველოს 200 3 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 3141 - სსმ I, № 32 , 22 . 12 . 2003 წ., მუხ. 235
საქართველოს 200 4 წლის 13 აგვისტო ს კანონი № 385 - სსმ I, № 23 , 24 . 08 . 2004 წ., მუხ. 117
საქართველოს 2005 წლის 24 ივნის ის კანონი № 1778 - სსმ I, № 40 , 18 . 07 . 2005 წ., მუხ. 267
საქართველოს 2006 წლის 25 მაის ის კანონი № 3178 - სსმ I, № 17 , 30 . 05 . 2006 წ., მუხ. 123
მუხლი 57. საქმიანობის შემოწმება
ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობის სახეების განხორციელება სახელმწიფო ნებართვის გარეშე დაუშვებელია. აღნიშნული აკრძალვა ექვემდებარება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მიერ კონტროლს.
საქართველოს 200 3 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 3141 - სსმ I, № 32 , 22 . 12 . 2003 წ., მუხ. 235
საქართველოს 2005 წლის 24 ივნის ის კანონი № 1778 - სსმ I, № 40 , 18 . 07 . 2005 წ., მუხ. 267
მუხლი 5 8 . ნებართვის გაუქმება
1. ნებართვის გაუქმება ხდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ნებართვის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს:
ა) ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონის 5 3 მუხლით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევა;
ბ) როდესაც საერთაშორისო ხელშეკრულებით დაწესებულია შეზღუდვა, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მფლობელის მიერ ნებართვის გაცემიდან ერთი თვის განმავლობაში ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის დაუწყებლობა.
საქართველოს 200 3 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 3141 - სსმ I, № 32 , 22 . 12 . 2003 წ., მუხ. 235
საქართველოს 2005 წლის 24 ივნის ის კანონი № 1778 - სსმ I, № 40 , 18 . 07 . 2005 წ., მუხ. 267
მუხლი 6. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობა
1. საავტომობილო ტრანსპორტთან დაკავშირებული საქმიანობით დაკავებულ პირებს უფლება აქვთ განახორციელონ საგარეო ეკონომიკური საქმიანობა კანონმდებლობის შესაბამისად.
2. კომისია მგზავრთა გადაყვანასა და ტვირთის გადაზიდვას საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლაში არეგულირებს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე და აკონტროლებს მათ მოთხოვნათა შესრულებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, სასაზღვრო გადასასვლელების ჩათვლით. იგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შეუფერხებლად განხორციელებისათვის.
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24
საქართველოს 2005 წლის 24 ივნის ის კანონი № 1778 - სსმ I, № 40 , 18 . 07 . 2005 წ., მუხ. 267
საქართველოს 2006 წლის 25 მაის ის კანონი № 3178 - სსმ I, № 17 , 30 . 05 . 2006 წ., მუხ. 123
მუხლი 7. (ამოღებულია)
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24
საქართველოს 2005 წლის 24 ივნის ის კანონი № 1778 - სსმ I, № 40 , 18 . 07 . 2005 წ., მუხ. 267
მუხლი 8. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული მოთხოვნები
1. სატრანსპორტო საშუალებანი, რომლებიც დადგენილი წესით არ არიან რეგისტრირებული, საექსპლუატაციოდ არ დაიშვება.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა აკმაყოფილებდეს როგორც სანებართვო პირობებს, ისე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და მოთხოვნებს.
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24
საქართველოს 1997 წლის 11 დეკემბრ ის კანონი № 1151 - პარლამენტის უწყებანი № 47-48 , 31 . 12 . 1997 წ., გვ . 161
საქართველოს 200 3 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 3141 - სსმ I, № 32 , 22 . 12 . 2003 წ., მუხ. 235
საქართველოს 2005 წლის 24 ივნის ის კანონი № 1778 - სსმ I, № 40 , 18 . 07 . 2005 წ., მუხ. 267
მუხლი 8 1 . (ამოღებულია)
საქართველოს 2006 წლის 25 მაის ის კანონი № 3178 - სსმ I, № 17 , 30 . 05 . 2006 წ., მუხ. 123
საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრ ის კანონი № 3679 - სსმ I, № 44 , 27 . 11 . 2006 წ., მუხ. 302
მუხლი 8 2 . (ამოღებულია)
საქართველოს 2006 წლის 25 მაის ის კანონი № 3178 - სსმ I, № 17 , 30 . 05 . 2006 წ., მუხ. 123
საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრ ის კანონი № 3679 - სსმ I, № 44 , 27 . 11 . 2006 წ., მუხ. 302
მუხლი 9. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება
1. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება ეძლევა პირს, რომელსაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის დამადასტურებლადაც გაიცემა დადგენილი ნიმუშის საბუთი.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
3. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობა განისაზღვრება საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24
საქართველოს 1997 წლის 11 დეკემბრ ის კანონი № 1151 - პარლამენტის უწყებანი № 47-48 , 31 . 12 . 1997 წ., გვ . 161
მუხლი 10. მოძრაობის უსაფრთხოება
1. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მფლობელები (მძღოლები) საავტომობილო გზებზე მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის, ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის დროს ვალდებული არიან უზრუნველყონ მოძრაობის უსაფრთხოება.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთების (სახიფათო, დიდგაბარიტიანი, მძიმეწონიანი, მალფუჭებადი და სხვა) გადაზიდვის პირობები და განხორციელების წესი განისაზღვრება კომისიის ნორმატიული აქტებით.
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24
საქართველოს 2006 წლის 25 მაის ის კანონი № 3178 - სსმ I, № 17 , 30 . 05 . 2006 წ., მუხ. 123
მუხლი 11. მუშაობის ორგანიზაცია საგანგებო ვითარებაში
საგანგებო ვითარების (მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი და სხვა) შემთხვევაში საავტომობილო ტრანსპორტის ყველა საწარმო და ორგანიზაცია გადადის გაძლიერებულ მზადყოფნის მდგომარეობაში დაზიანების ზონიდან მოსახლეობის გამოსაყვანად და მატერიალურ ფასეულობათა გამოსაზიდად, რისთვისაც სახელმწიფო უფლებამოსილია გამოიყვანოს ყველა სახეობის ავტომობილი, მათი კუთვნილების მიუხედავად, ხარჯების შემდგომი ანაზღაურებით.
მუხლი 12. ტარიფები
ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის ტარიფები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1002 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 24
საქართველოს 2000 წლის 28 ივნის ის კანონი № 426 - სსმ I, № 27 , 17 .0 7 . 2000 წ., მუხ. 79
საქართველოს 2006 წლის 25 მაის ის კანონი № 3178 - სსმ I, № 17 , 30 . 05 . 2006 წ., მუხ. 123
მუხლი 13. გარდამავალი დებულება
საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, დამოუკიდებელმა ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ – საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში შესაბამისობაში მოიყვანოს თავისი ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა ამ კანონთან.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნის ის კანონი № 1778 - სსმ I, № 40 , 18 . 07 . 2005 წ., მუხ. 267
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე,
სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე
თბილისი,
1995 წლის 4 აპრილი
N700-11ს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1002- პარლამენტის უწყებანი №45, 21.11.1997 წ., გვ.24
2. საქართველოს 1997 წლის 11 დეკემბრის კანონი №1151- პარლამენტის უწყებანი №47-48, 31.12.1997 წ., გვ.161
3. საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2068 - სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.108
4. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239
5. საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41
6. საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №426 - სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.79
7. საქართველოს 2001 წლის 20 ივლისის კანონი №1022 - სსმ I, №24, 01.08.2001 წ., მუხ.98
8. საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3141 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.235
9. საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №385 - სსმ I, №23, 24.08.2004 წ., მუხ.117
10. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.267
11. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3178 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.123
12. საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3679 - სსმ I, №44, 27.11.2006 წ., მუხ.302
დოკუმენტის კომენტარები