დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5076-Iს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 02/10/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/10/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310060000.05.001.019614 |
|
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№27–30, მუხ. 575) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. სპორტული დანიშნულების ავტომობილი − მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ მოთხოვნებს და გამოიყენება პროფესიონალურ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.“. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 83 მუხლი: „მუხლი 83. სპორტული დანიშნულების ავტომობილი ავტომობილის სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევის წესი და კრიტერიუმები, რომლებსაც იგი უნდა აკმაყოფილებდეს, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“. მუხლი 2. 2020 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 83 მუხლით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 2 ოქტომბერი 2019 წ. N5076-Iს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები