„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2068
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24(31), 26/06/1999
სარეგისტრაციო კოდი 310.060.000.05.001.000.574
  • Word
2068
09/06/1999
სსმ, 24(31), 26/06/1999
310.060.000.05.001.000.574
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995 წ.წ., №27-30, მუხ. 575) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 5.   ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება (სავალდებულო სერტიფიცირება)

1. საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის გადაზიდვის, სატრანსპორტო-საექსპლუატაციო და სხვა სახეობასთან დაკავშირებული საქმიანობა ხორციელდება სპეციალური ერთიანი ფორმის (სერტიფიკატის) საფუძველზე.

2. სერტიფიცირებას ახორციელებს საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრო საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის მეშვეობით, კანონმდებლობით დადგენლი წესით.”.

2. ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 9 ივნისი.

№2068-IIs