„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2263-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 310060000.05.001.018839
2263-IIს
04/05/2018
ვებგვერდი, 24/05/2018
310060000.05.001.018839
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№27–30, მუხ. 575) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) 111 პუნქტი:

„111. მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით  (M1 კატეგორია) გადაყვანა – დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვილი მსუბუქი ავტომობილით მგზავრის გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა.“;

ბ) 23-ე პუნქტი:

„23. ტრანზიტული მოძრაობა − თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელიც ახორციელებს ისეთი ტვირთის/საქონლის გადატანას, რომლის მიტანის ადგილი არ არის მოქცეული ამ თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ საზღვრებში.“.

2. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზებასა და მართვას ახორციელებს შესაბამისი თვითმმართველი ერთეული, ხოლო საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ორგანიზებასა და მართვას − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული.“.

3. 5მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანა;“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვისა.“.

4. 5მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2პუნქტი:

„21. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვას გასცემს საქართველოს დედაქალაქის მთავრობა ან მის მიერ უფლებამოსილი დედაქალაქის მერიის სტრუქტურული ერთეული. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემა რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

5. 5მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ა1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე ნებართვები გაიცემა არანაკლებ 1 წლის ვადით. ორივე შემთხვევაში ამ ნებართვების მოქმედების ვადებს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

4 მაისი 2018 წ.

N2263-IIს